imedi /  09 ოქტომბერი 2019, 16:40 / სანდო წყარო

„მაქსიმი“ ბათუმში მძღოლების პროტესტზე: ტარიფები არ შეგვიმცირებია

მაქსიმი

ტაქსის კომპანია "მაქსიმი" ბათუმში გამართული მძღოლების საპროტესტო აქციასა და მათ მოთხოვნებს განცხადებით ეხმიანება. კომპანიის ცნობით, "მაქსიმს" არ შეუმცირებია ტარიფები. მათი განმარტებით, ზაფხულში მგზავრობის ღირებულება ქალაქის ცალკეულ რაიონებში უფრო მაღალი იყო, ახლა კი ფასები სეზონურ ცვლილებებამდე არსებულ დონეს დაუბრუნდა.

"უცნაურია, რომ მძღოლები აპროტესტებენ იმას, რაც აქამდე აწყობდათ. მგზავრობების ღირებულება ითვალისწინებს კონკურენციას, მოთხოვნასა და მიწოდებას, ბალანსს მძღოლების მხრიდან შემოსავლის მიღების სურვილისა და მგზავრების ინტერესებს შორის, რომლებისთვისაც მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბაზრის მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ.

ახლა სერვის "მაქსიმის" მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა ბათუმში არ მონაწილეობს საპროტესტო აქციაში. მათ იციან, რომ ფასების უსაფუძვლო ზრდა შეამცირებს ტაქსის მომსახურების სარგებლობის მსურველთა რაოდენობას, რის გამოც დაზარალდებიან. აქციის მონაწილეები თვითონ ამცირებენ თავიანთ შემოსავალს, ვინაიდან ამ დროის განმავლობაში ისინი ბევრი შეკვეთის შესრულებას შეძლებდნენ.

"მაქსიმმა" შესთავაზა პროტესტით გამოსულ მძღოლებს სამუშაო საკითხების მშვიდად განხილვა, თუმცა მათ გადაწყვიტეს ულტიმატუმის ენით მოქმედება. ამ გზით პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, არგუმენტირებული დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მივაწვდით ხმას ამ ადამიანებს", - ამბობს ოფისის ხელმძღვანელი ბათუმში თემურ ქობულაძე.

ყველა სიახლე

თენგიზ შარმანაშვილი

28 ივლისი 2026, 13:22

პოლიტიკა

შარმანაშვილი გირჩი ჯაფარიძეს: მე ვამაყობ, რომ ვარ შალვა პაპუაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება

რაც შეეხება შალვა პაპუაშვილის შეურაცხყოფას, არც ღირს ამ უღირს საქციელზე პასუხი, მაგრამ ერთს გეტყოდი, მე ვამაყობ, რომ ვარ ამ ადამიანის თანამებრძოლი და თანამოაზრე ეროვნული ინტერესების დაცვის საკითხებში, განსხვავებით იმისა, რომ თქვენი თანამოაზრეების წრეში ეროვნული ინტერესების დაცვა მკრეხელობად ითვლება, - ამ სიტყვებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს.

28 ივლისი 2026, 13:20

ეკონომიკა

გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

გამოვიდა სებ-ის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - „მონეტარული ეკონომიკა“ - მიმდინარე წლის მეორე ნომერი. გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 13:09

მსოფლიო

WSJ: უკრაინის ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებებით მოხიბლული ტრამპი ზელენსკის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირად საუბრებში მრჩევლებთან აცხადებდა, რომ უკრაინა ომს აგებდა.

28 ივლისი 2026, 13:03

საზოგადოება

გლდანის რაიონის გამგეობა ავჭალაში სკვერს აწყობს

პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია ბავშვთა გასართობი ზონების და ფიტნეს სივრცის მოწყობა, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, დაიგება საფეხმავლო ბილიკები, ტერიტორია გამწვანდება და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სპორტულ მოედანს და მოეწყობა საპარკინგე სივრცეც.

28 ივლისი 2026, 12:55

რეგიონი

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც რეგიონი ბუნების მოყვარულთათვის „ნამდვილ სამოთხედ“ არის შეფასებული. სტატიის ავტორი მკითხველს პირველივე აბზაციდან აცნობს აჭარის მთავარ უპირატესობას და წერს: „დილით შავ ზღვაში ბანაობა, შუადღეს კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის უძველეს კოლხურ ტყეებში ლაშქრობა — აჭარა, ბათუმის გარშემო მდებარე რეგიონი, ნამდვილი სამოთხეა ბუნების მოყვარულთათვის.“

28 ივლისი 2026, 12:52

თავდაცვა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში დაიწყო

ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც სტრუქტურული ერთეულების პირველადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან. საფინალო ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები 5 და 6 აგვისტოს ქუთაისში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა, ხოლო საპრიზო ადგილების მფლობელები შესაბამისი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. ფინალურ ღონისძიებაზე დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს შორის პარაკალათბურთში საჩვენებელი თამაშიც გაიმართება.

28 ივლისი 2026, 12:37

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სანქციებმა ირანი შესაძლოა ბომბებზე მეტად დააზიანოს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებულმა ეკონომიკურმა ზეწოლამ გაცილებით ნაკლები ყურადღება მიიპყრო, ვიდრე მისმა დაბომბვის კამპანიამ, თუმცა აშშ-ის მაღალჩინოსნები მიიჩნევენ, რომ საბოლოოდ სწორედ ეკონომიკურმა ზომებმა შესაძლოა თეირანის რეჟიმს უფრო მძიმე დარტყმა მიაყენოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 12:35

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა.

28 ივლისი 2026, 12:34

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ფოთში რესტორანს ,,ჯარგვალი“ საწარმოო პროცესი შეუჩერა

სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს კვების ობიექტი შპს ,,ჯარგვალი 2026“ (მის: ფოთი, გურიის ქუჩა N220). ინსპექტირებისას ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები-არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. გარდა ამისა, დარღვეული იყო მიკვლევადობისა და ეტიკეტირების მოთხოვნები. ასევე, ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

კრიშტიანუ რონალდუ

28 ივლისი 2026, 12:27

კულტურა

The Sun: კრიშტიანუ რონალდუ მხატვრულ სერიალზე მუშაობს

The Sun-ის ცნობით, სერიალი მოგვითხრობს გამოგონილ ბრიტანელ საფეხბურთო აგენტზე, სტენლი დალტონზე, რომლის როლსაც „სამშობლოსა“ და „მილიარდების“ ვარსკვლავი დემიენ ლუისი შეასრულებს. პროექტის იდეა ცნობილ საფეხბურთო აგენტს, დარენ დეინს ეკუთვნის, გადაღებები კი ლონდონში უკვე მიმდინარეობს. რონალდუსთან ერთად სერიალში ასევე გამოჩნდება საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი.

28 ივლისი 2026, 12:20

მსოფლიო

იაპონიაში 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე

სამხრეთ იაპონიაში ცოტა ხნის წინ 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ არიაკესა და იაცუშიროს ზღვების სანაპიროებისთვის ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოსცა. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 12:19

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია"

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 12:13

მსოფლიო

გამოკითხვა: ირანთან ომს ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს, უმეტესობა კი ტრამპის მიზნებს გაურკვევლად მიიჩნევს

სააგენტო Reuters-ის დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების მხოლოდ მესამედი უჭერს მხარს ირანთან მიმდინარე ომს. ეს არის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მას შემდეგ, რაც კონფლიქტი ხუთი თვის წინ დაიწყო.

28 ივლისი 2026, 12:04

რეგიონი

იმერეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ პრეზენტაცია ჩატარდა

ქუთაისში იმერეთის მხარის ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობი წარმომადგენლებს, ფერმერებსა და მეწარმეებს სოფლის განვითარების სააგენტომ „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ წარუდგინა.

28 ივლისი 2026, 11:42

კულტურა

„ოდისეას“ მეკობრული ვერსია ინტერნეტში მოხვდა

კრისტოფერ ნოლანის „ოდისეა“ ინტერნეტში აიტვირთა - სრული ფილმი HD-ხარისხში სოციალურ ქსელ X-ში გამოჩნდა და სულ რაღაც 2,5 საათში 2 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. საავტორო უფლებების მფლობელების საჩივრის შემდეგ პოსტი წაშალეს, ხოლო ანგარიში, რომელმაც ფილმი განათავსა, დაბლოკეს. მომდევნო დღეს ქსელში კიდევ ერთი, შედარებით დაბალი ხარისხის ვერსია გამოჩნდა, თუმცა ისიც სწრაფად წაშალეს.

28 ივლისი 2026, 11:36

მსოფლიო

თურქეთის ანტალიის პროვინციაში ტყის ხანძარს ებრძვიან

თურქეთის ანტალიის პროვინციის ქაშის რაიონში, უზუმლუს დასახლებასთან მდებარე ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 11:19

მსოფლიო

BBC: ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან, ხოლო ტყის ხანძარი უკვე ბორდოს უახლოვდება

ესპანეთი და საფრანგეთი სიცხის ახალ ტალღას ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ზოგიერთ რეგიონში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, იუწყება BBC.

დავით სონღულაშვილი

28 ივლისი 2026, 11:13

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობის ზრდა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომელიეთა საერთაშორისო გილდიის (ISG) პრეზიდენტს, ჯოზეფ მილერს შეხვდა.

ლარი

28 ივლისი 2026, 11:01

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ახალი პრემიერი თავის ძაღლს დაუნინგ-სტრიტზე კატა ლარის გამო არ გადაიყვანს 🐱

„არ მგონია, ქვეყანას ჩემთვის მადლობა გადაეხადა, ექსელი აქ რომ მომეყვანა და ლარის ჩვეული მშვიდობა დარღვეულიყო“, - აღნიშნა ბერნემმა.

28 ივლისი 2026, 10:53

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს საცხოვრებელ სახლებს შეუსყიდის

იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.