ლადო კახაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

ლადო კახაძე
ფოტო: Facebook
პარლამენტის წევრი, ლადო კახაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს.
ლადო კახაძე მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატია, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევნების მეორე ტურში ივნისში აირჩიეს.
ყველა სიახლე

22 იანვარი 2021, 00:58
COVID19
ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 610 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 610 413 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 569 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

22 იანვარი 2021, 00:47
COVID19
აკაკი ზოიძე: ყოველდღიურად ბავშვი თუ ზრდასრული ადამიანი საკვების სახით გაცილებით უფრო მეტ ანტიგენს იღებს, ვიდრე იმ ერთი ვაქცინით
„ბევრი ადამიანია, რომელიც ყოყმანობს, ლეგიტიმური კითხვები აქვს. უნდა უთხრა, რომ ყოველდღიურად ბავშვი, თუ ზრდასრული ადამიანი საკვების სახით გაცილებით უფრო მეტ ანტიგენს იღებს მისთვის, ორგანიზმისთვის უცხო ანტიგენს, ვიდრე იმ ერთი ვაქცინით, მათ შორის მძიმე მეტალებსაც, რომელიც არის საკვებში, ვიდრე ერთჯერადი ვაქცინაციით, ამით ოდნავ მაინც ზოგიერთებს შეუმსუბუქდება მდგომარეობა. ყველა ადამიანთან ახსნა-განმარტებითი საქმიანობა არის ჩასატარებელი“.

22 იანვარი 2021, 00:43
COVID19
აშშ-ში ჩასულ პირებს კარანტინის გავლა მოუწევთ
აშშ-ში ჩასულ პირებს კორონავირუსზე ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გარდა კარანტინის გავლაც მოუწევთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

22 იანვარი 2021, 00:03
COVID19
ალექსანდრე გოგინავა: იმედი მაქვს, 2021 წლის შემდეგ კორონავირუსი მწარე მოგონებად დარჩება
რესპირაციული ვირუსია, ამიტომ წინასწარ პროგნოზირება რთულია, შეიძლება კორონავირუსი სეზონური გახდეს და როგორც გრიპს ახასიათებს, მასაც პერიოდული ეპიდაფეთქება ჰქონდეს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.

22 იანვარი 2021, 00:00
COVID19
რიო დე ჟანეიროში ტრადიციული კარნავალი აღარ გაიმართება
რიო დე ჟანეიროს მერმა, ედუარდუ პაესმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ქალაქში ტრადიციული კარნავალის გამართვა შეუძლებელი იქნება.

21 იანვარი 2021, 23:39
COVID19
ჩეხეთის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა
ჩეხეთის პარლამენტმა ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა.

21 იანვარი 2021, 23:02
პოლიტიკა
მაია ცქიტიშვილი: სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მთლიანად ჩვენი საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პროცესის უფრო ეფექტიანად წარმართვისთვის
ესაა ისტორიული გადაწყვეტილება და ახლა უკვე სტრასბურგის სასამართლოს მიერაა დადასტურებული ის სიმართლე, რაც 2008 წლის მოვლენების შესახებ ყველამ ვიცოდით, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრამა, მაია ცქიტიშვილმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

21 იანვარი 2021, 22:51
COVID19
ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 44 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 404 ადამიანი გარდაიცვალა.

21 იანვარი 2021, 22:41
მსოფლიო
ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორს, კრისტოფერ რეის თანამდებობაზე დატოვებს
აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორს, კრისტოფერ რეის თანამდებობაზე დატოვებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 22:40
პოლიტიკა
პროკურატურა: სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის
სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით და მყარი მტკიცებულებებით წარსდგა, ხსენებული მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის, - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

21 იანვარი 2021, 22:35
მსოფლიო
ბელგიის პრემიერი: გახსოვდეთ, მოგზაურობის დროს ვირუსს ჩემოდნით დაატარებთ
ბელგიის პრემიერი კორონავირუსის გავრცელების შემცირების მიზნით არააუცილებელ მოგზაურობაზე აკრძალვის დაწესების ინიციატივით გამოდის. ბელგიის მთავრობის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს ინიციტივას ამ კვირაში წარუდგენს. ლიდერებმა დისტანციურ რეჟიმში პანდემიაზე უნდა იმსჯელონ.

21 იანვარი 2021, 22:27
სამართალი
ამირან გულუაშვილი: ჩანაწერში ბრალდებული ფაქტობრივად ამბობს, რომ ჩიჩხიტურის მიმდებარედ მოხდა საზღვრის ხაზის გავლება, აზერბაიჯანული მხარის პოზიციის შესაბამისად
ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა ზემდგომების დავალების შესაბამისად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, იმის მიუხედავად, როგორც ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ მას ამის გაკეთება არ სურდა, საზღვრის ხაზი საქართველოს ინტერესების საზიანოდ გაავლეს და ასე შეათანხმეს ის კომისიების მუშაობის ფორმატში, - ამის შესახებ პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა

21 იანვარი 2021, 22:07
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ სასოლისთან შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირში სწავლისას ჰქონდეთ ისეთი ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

21 იანვარი 2021, 22:05
COVID19
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 97 მილიონს გადააჭარბა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 97 მილიონს გადააჭარბა.

21 იანვარი 2021, 21:59
სამართალი
პანკისის სოფელ დუისში პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
45 წლის ხიზირ გაურგაშვილი ამ წუთებში კახეთის პოლიციის დეპარტამენტის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. დაკავებულის ახლობლების ინფორმაციით, ის სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა.

21 იანვარი 2021, 21:57
პოლიტიკა
გოჩა ლორთქიფანიძე: უტყუარ მტკიცებულებად იქცა უკვე სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს კონტექსტშიც
უტყუარ მტკიცებულებად იქცა უკვე სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ჰააგის სასამართლოს კონტექსტშიც, რადგან ჩვენ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოშიც ერთი და იგივე მტკიცებულების ბაზას ვეყრდნობოდით და მათ შორის არის 700-მდე სხვადასხვა ტიპისა და ხარისხის მტკიცებულება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

21 იანვარი 2021, 21:53
მსოფლიო
მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო
აშშ-ში, მერილენდის შტატის მცხოვრებმა Powerball-ის ლატარეაში 731 მილიონი დოლარი მოიგო.

21 იანვარი 2021, 21:34
COVID19
ბელგიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა 141 758 ადამიანმა უკვე მიიღო
ბელგიაში იმუნიზაცია „ფაიზერი/ბიონტეკის“ ვაქცინით მიმდინარეობს , რომელიც ბელგიის ქალაქ პურსში მზადდება. კრიზისის ცენტრი აცხადებს, რომ ავტორიზებული მეორე ვაქცინის „მოდერნას“ მიწოდება საკმაოდ შეზღუდულია და იმედი აქვთ მალე გამოსწორდება.

21 იანვარი 2021, 21:28
პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან ონლაინ შეხვედრა გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის მოლაპარაკებების ახალდანიშნულ თანათავმჯდომარესთან, ანიკა სოდერთან ონლაინ შეხვედრა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა თანათავმჯდოამრეს ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გაუსვა ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

21 იანვარი 2021, 21:27
პოლიტიკა
უკრაინელი და პოლონელი მოსამართლეები, აგრეთვე ლადო ჭანტურია არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას, რომ 2008 წლის ომის აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს მოვლენები რუსეთის იურისდიქციას არ ექვემდებარება
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, სარჩელის აღნიშნული ნაწილის დაუშვებლად ცნობის გადაწყვეტილება მსხვერპლთა და სადავო ინციდენტების დიდი რაოდენობის, წარდგენილი მტკიცებულებების მოცულობისა და შესაბამისი გარემოებების დადგენის სირთულის გათვალისწინებით მიიღო.