მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება

ფოტო: IMEDI
17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის.
„მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების მიხედვით მოამზადა კანონპროექტი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შესატანად. სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩატარდების გარდა, მოხდება მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დირექტივასთან სრულ შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებათა A1 და B კატეგორიის მართვის უფლების მისაღებად დადგენილი ასაკობრივი ზღვარი შეიცვლება და 17 წლის ნაცვლად 18 წელი გახდება. ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო კომიტეტებზე. პროცედურის მიხედვით, საკომიტეტო განხილვების შემდეგ მოსმენა გაგრძელდება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებზე. იმ შემთხვევაში თუ კანონმდებლები მხარს დაუჭერენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, ცნობილი გახდება ის თარიღი, როდესაც ძალაში შევა საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტი.
ყველა სიახლე

05 დეკემბერი 2023, 10:22
პოლიტიკა
გია ცაგარეიშვილი: ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას
ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის ბოლოს, ამ პერიოდში ჩვენ შევასრულებთ 9 რეკომენდაციას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა. „აუცილებელია განსხვავებული მოსაზრებების მქონე პოლიტიკური ჯგუფებისა და პოლიტიკური ლიდერების როგორც პარლამენტში, ასევე მის გარეთ მონაწილეობა. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქვეყნისთვის იქნება კარგი და მათთვისაც კარგია“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

05 დეკემბერი 2023, 10:17
პოლიტიკა
ბექა დავითულიანი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველას წყევლიდნენ - დაიშლებიან და უბედურებას მოხდებაო და სინამდვილეში თვითონ დაიშალნენ
„როცა არ აქვთ შესაძლებლობა, რომ აწამონ და დაგესლონ საქართველოს მოსახლეობა, მერე ერთმანეთს აწამებენ და ერთმანეთს ებრძვიან. ებრძოლონ ერთმანეთს, დაიშალონ - ეს მათთვისაც და ქვეყნისთვისაც კარგია, ამით ქართულ პოლიტიკას არაფერი დაუშავდება“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

05 დეკემბერი 2023, 10:17
პოლიტიკა
ხათუნა სამნიძე: რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია
რეკომენდაცია ცალსახად ამბობს, რომ შესრულების პროცესში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე - ოპოზიცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

05 დეკემბერი 2023, 10:06
საზოგადოება
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს
გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის“ შესახებ სტატიას აქვეყნებს

05 დეკემბერი 2023, 09:59
მსოფლიო
ტანზანიაში წყალდიდობასა და მეწყერს, ბოლო მონაცემებით, 63 ადამიანი ემსხვერპლა
სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ კატეშს მიაყენა, სადაც რამდენიმე დასახლება დაიმეწყრა. ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონაში 400 მაშველი გაგზავნა.

05 დეკემბერი 2023, 09:51
მსოფლიო
პარიზის გარეუბანში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს შეეჯახა
საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა. ამის შესახებ BBC წერს.

05 დეკემბერი 2023, 09:37
რეგიონი
„მწვანე ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში, ზუგდიდში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს
მიმდინარე პროექტს ზუგდიდის მერი საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებთან ერთად გაეცნო. „მწვანე ბიუჯეტი“ არის პროცესი, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის გარე იერსახის მოწესრიგებაში და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნაში.

05 დეკემბერი 2023, 09:24
LIVE ისრაელი
აშშ ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს
შეერთებული შტატები ისრაელს მოუწოდებს, ღაზის სექტორში მეტი საწვავი შეიტანოს. სახელმწიფო დეპარტამენტში გაკეთებული განცხადების მიხედვით, ვაშინგტონი ამ საკითხზე ისრაელის მმართველობასთან უწყვეტ მოლაპარაკებას მართავს.

05 დეკემბერი 2023, 09:09
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
5 დეკემბერს ქუთაისში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

05 დეკემბერი 2023, 08:55
მსოფლიო
დღეს ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ სენატორებს მიმართავს
გამოცემა იუწყება, რომ ზელენსკი ამერიკელ კანონმდებლებს ომში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის და უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ ესაუბრება. ვიდეოკონფერენცია სენატში უკრაინისთვის საგანგებო დახმარების საკითხზე დაგეგმილ კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე შედგება.

05 დეკემბერი 2023, 08:44
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტასთან“ გატანილი გოლი 2023 წლის სერია A-ს საუკეთესო გოლად დასახელდა
გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას მიერ „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია A-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 08:25
მსოფლიო
დიდთოვლობამ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს პრობლემები შეუქმნა
უხვი თოვლის გამო გამოწვეულ კრიზისს უმკლავდება ინგლისის სამხრეთით, კამბრიის რაიონიც. ავდარმა იქ ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. მოყინულია გზები, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა. სკოლები დაიხურა შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთითაც. იქ განგაშის ნარინჯისფერი ნიშნულია გამოცხადებული.

05 დეკემბერი 2023, 08:10
რეგიონი
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო
მისივე განცხადებით, წელს ბათუმში 10-ზე მეტი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. ახალ რეკრეაციულ სივრცეში საბავშვო ატრაქციონები, საპარკო ინვენტარი და სპორტული ტრენაჟორები განთავსდება. ასევე იგეგმება ცხოველებისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა.

05 დეკემბერი 2023, 08:00
LIVE ისრაელი
რა ხდება ისრაელ-„ჰამასის“ ომის მე-60 დღეს
გაეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პალესტინელებისთვის გასახიზნი ადგილი აღარ დარჩა. სექტორში უსაფრთხო ადგილი აღარ არის. საბრძოლო მოქმედებები პრაქტიკულად ყველგან მიმდინარეობს.

05 დეკემბერი 2023, 02:16
მსოფლიო
სტოლტენბერგი უკრაინის თავდაცვის მინისტრს: მოკავშირეები მზად არიან, გააძლიერონ უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა
ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ორშაბათს ბრიუსელში უკრაინის თავდაცვის მინისტრს, რუსტემ უმეროვს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 02:06
მსოფლიო
ჯეიკ სალივანი: თუ კონგრესი არ დაამტკიცებს დაფინანსებას, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი არ დაამტკიცებს დაფინანსებას, უკრაინისათვის იარაღის მიწოდება შესაძლოა შეწყდეს.

05 დეკემბერი 2023, 01:51
მსოფლიო
ჯეიკ სალივანი კონგრესს: უკრაინის დამატებითი დაფინანსების წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს უკრაინას და დაეხმარება რუსეთს
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ მიცემული ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციების გასაუმჯობესებლად მიცემული ხმაა.

05 დეკემბერი 2023, 01:29
მსოფლიო
CNN: აშშ-ის ყოფილ ელჩს ბრალი წაუყენეს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში
ბოლივიაში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ვიქტორ მანუელ როჩას, ბრალი წაუყენეს კუბის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 01:00
LIVE ისრაელი
გაეროს გენერალური მდივანი: ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს ისეთი ქმედებები, რომელიც გაამწვავებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელმა თავიდან უნდა აიცილოს ისეთი ქმედებები, რომელიც გაამწვავებს ისედაც კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

05 დეკემბერი 2023, 00:35
საზოგადოება
„ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე ლაივ შოუს არსენ გვენეტაძე გამოეთიშა
მეგა-პროექტის, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მესამე ლაივ შოუს რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე გამოეთიშა.