imedi /  21 ოქტომბერი 2019, 12:06 / სანდო წყარო

გოტმიოლერი: აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში საქართველოს მიღების საკითხი არ განხილულა

როუზ გოტმიოლერი

როუზ გოტმიოლერი

აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე ნატოში საქართველოს მიღების საკითხი ალიანსში არ განხილულა. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა რუსულ გამოცემა „კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში  განაცხადა.

მისივე თქმით, ნატო ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება, ძალაში რჩება, თუმცა გადაწყვეტილების რეალიზების ვადა დადგენილი არ არის.

„ჩვენ ვადებს არასდროს ვაცხადებთ, მით უმეტეს, როდესაც ახალი წევრების მიღებაზეა საუბარი. ეს პროცესი ყოველთვის შეთანხმების პროცედურასთან და წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა გოტმიოლერმა.

მისივე თქმით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება გადაწყვიტოს, როგორ უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება, რაზეც გარე ძალები გავლენას არ უნდა ახდენდნენ.

ყველა სიახლე

09 აპრილი 2020, 14:31

COVID19

მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი: საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში

საქართველოს მთავრობამ საყოველთაო შექება დაიმსახურა პანდემიასთან ბრძოლაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის მინიმალურ დონეზე შენარჩუნებით, და მე ვფიქრობ რომ ეს ქება ნამდვილად დამსახურებულია,-ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელშიც ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური მიმოხილვის შესახებ საუბრობს. „კრიზისის გამო ჩვენ ველოდებით საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას საქართველოს ეკონომიკაზე. ეს ძირითადად განპირობებულია მოგზაურობის აკრძალვით, რაც რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ტურიზმზე და შიდა შეკავების მექანიზმები შეამცირებს ადგილობრივ მოთხოვნას. ჩვენი მოლოდინით, მშპ შემცირდება და 2020 წელს მოექცევა -0.2 პროცენტსა და 2 პროცენტს შორის შუალედში, ვიდრე 2021 წელს ეკონომიკის აღდგენა დაიწყება. მინდა აღვნიშნო, რომ საბედნიეროდ, მთავრობამ გაატარა ფისკალურად გონივრული ღონისძიებები, და ასევე შექმნა კაპიტალის ბუფერები, რომლებიც იძლევა კრიზისზე აქტიური რეაგირების საშუალებას.

ეკონომიკა

09 აპრილი 2020, 14:26

COVID19

საერთაშორისო მისიების შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება, საჯარო და კერძო სექტორი, ქართველი ხალხი პანდემიას მედეგად და თანამშრომლობაზე დამყარებული მიდგომით დახვდნენ

აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა - რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საშუალებით, საფრანგეთის რესპუბლიკა - განვითარების სააგენტოს (AFD) საშუალებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკის ჯგუფი ერთად ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ საქართველოს სწრაფი მხარდაჭერა და ამჟამად, განვიხილავთ ფინანსური დახმარების არსებით პაკეტს, რაც ხელს შეუწყობს ხელისუფლების ეფექტიან რეაგირებას ამ უპრეცედენტო კრიზისზე.

რატი იონათამიშვილი

09 აპრილი 2020, 14:20

COVID19

რატი იონათამიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ახლაც ყოველგვარი ხმაურის და აფიშირების გარეშე, როცა შენი ქვეყანა გიყვარს

ახლაც ყოველგვარი ხმაურის და აფიშირების გარეშე. ასე იქცევი, როცა გიყვარს შენი ქვეყანა და ხალხი, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ StopCov ფონდში 100 მილიონი ლარის გადარიცხვის ფაქტს.

09 აპრილი 2020, 14:18

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

9 აპრილის მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 459 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 10 131 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 76 ადამიანი გარდაიცვალა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

09 აპრილი 2020, 14:15

COVID19

თურქეთის პრეზიდენტი მზადაა, სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მზაობა გამოხატა სომხეთს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა სომხეთის კონსტანტინოპოლის ეპარქიის პატრიარქთან სააკ მაშალიანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

09 აპრილი 2020, 14:10

COVID19

ვახტანგ გომელაური: თუ 112-ის მუშაობას საფრთხე შეექმნება, დამატებით მოწყობილი გვაქვს ორი ლოკაცია

თუ კორონავირუსის გამო 112-ის მუშაობას საფრთხე შეექმნება, დამატებით მოწყობილი გვაქვს ორი ლოკაცია, სადაც გადასვლას და იქიდან მუშაობას შეძლებენ - ამის შესახებ 112-ში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა როგორც მინისტრმა განმარტა, თანამშრომლებს ტემპერატურა უმოწმდებათ და დამცავი საშუალებებითაც არიან მომარაგებულები. „დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს კიდევ მოწყობილი. ხედავთ, სიცხეს უზომავენ, დამცავი საშუალებებიც არის, თუმცა მაინც რომ მოხდეს და აქ კერა აღმოჩნდეს, გვაქვს კიდევ ორი დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან გავაგრძელოთ მუშაობა. იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

09 აპრილი 2020, 14:03

COVID19

ვახტანგ გომელაური: ალბათ ისე შევჯერდებით, რომ კანონს არც ჩვენ დავარღვევთ და არც ეკლესია

სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საპატრიარქოსთან ბოლომდე არ შევჯერებულვართ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნლისტებს განუცხადა. „დარწმუნებული ვარ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა.

თორნიკე რიჟვაძე

09 აპრილი 2020, 14:03

საზოგადოება

თორნიკე რიჟვაძე: ქვეყანას გაუმართლა, რომ ჩვენს პარტიას ხელმძღვანელობს ლიდერი, რომელიც მთელ თავის რესურსს ქვეყნის განვითარებას ახმარს

„ასევე ეს არის მესიჯი ყველა იმ ჩასაფრებული ოპონენტისთვის, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში თითქოს მორატორიუმის რეჟიმში არ გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ყოველთვის მაინც ცდილობდნენ, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან ესაუბრათ, როგორც მთავრობის ეფექტურობაზე, განსაკუთრებით კი პარტიის ხელმძღვანელის მოქმედებებზე. ამიტომ, ამ ადამიანებს მოუწევთ შეასრულონ ის სავალდებულო რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს სახლში დარჩენას და ჩასაფრებულ პოზიციაში გაგრძელება პოლიტიკური ცხოვრების“, - განაცხადა რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძე

09 აპრილი 2020, 14:00

პოლიტიკა

თორნიკე რიჟვაძე ხულოს მერზე: ამ ეტაპზე პოლიტიკური ყვითელი ბარათით შემოვიფარგლეთ

„ამ საკითხზე მე ერთხელ უკვე აღვნიშნე და დავაფიქსირე პოზიცია. მყისიერად მოხდა გაცემული პრემიის უკან დაბრუნება ბიუჯეტში. ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ პოლიტიკური ყვითელი ბარათით და შესაბამისად მომავლში კიდევ ერთხელ იმ პოზიციაზე ვრჩებით, რომ ასეთ ფორსმაჟორულ გარემოებებში, როცა ქვეყანას უჭირს, დაუშვებელია პრემიების და წახალისებების გაცემა. გადაწყვეტილების მიმღებებთან მიმართებაში შემოვიფარგლეთ შესაბამისი პოლიტიკური და პარტიული გაფრთხილებით და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ეს პრემიები გაცემული იყო რიგით თანამშრომლებზე“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ირაკლი კობახიძე

09 აპრილი 2020, 14:00

COVID19

ირაკლი კობახიძე: უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი ”ქართუ” გამოირჩევა უპრეცედენტო ქველმოქმედებით და ესეც ქველმოქმედების უპრეცედენტო მაგალითია

უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი ”ქართუ” გამოირჩევა უპრეცენდენტო ქველმოქმედებით და ესეც ქველმოქმედების უპრეცედენტო მაგალითია,- ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ეს ის შემთხვევაა როდესაც პრაქტიკულად კომენტარიც კი არ ჭირდება ფაქტს. ,,ფაქტი არის თვითონ კომენტარი - მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ უკვე წლებია ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი, ფონდი”ქართუ” გამოირჩევა უპრეცენდენტო ქველმოქმედებით და ესეც არის მორიგი უპრეცედენტო მაგალითი ისეთი ქველმოქმედების, რაც ბუნებრივია ძალიან დაეხმარება სახელმწიფოს იმ პრობლემების დაძლევაში, რომელიც დაკავშირებულია პანდემიასთან და ეპიდემიასთან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალი ხამენეი

09 აპრილი 2020, 13:56

COVID19

აიათოლა ალი ხამენეი: მსოფლიოში კორონავირუსზე უფრო დიდი პრობლემები არსებობს

კორონავირუსი დიდი პრობლემაა, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსზე დიდი პრობლემებიც არის, - განაცხადა ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

09 აპრილი 2020, 13:50

COVID19

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულთა მკურნალობისთვის მზად არის

სამედიცინო დაწესებულება პაციენტების მიღებას დღეიდან შეძლებს. კლინიკა აღიჭურვა იმ სამედიცინო ინვენტარითა და აპარატურით, რომელიც საჭიროა COVID 19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების მისაღებად. კლინიკის აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონაწილეობა აჭარაში მოქმედმა კომპანიებმაც მიიღეს.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:48

COVID19

გიორგი გახარია: შესაძლოა ზომები მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდეს

ლენტეხში საგანგებო მდგომარეობის პირობების გამკაცრებასთან დაკავშირებით მთავრობა გადაწყვეტილებას საბოლოო ტესტირებების შედეგების შესაბამისად მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის განმარტებით, რეგიონული კლასტერების რაოდენობა იზრდება და შესაძლოა ზომები მთელი საქართველოს მასშტაბით გამკაცრდეს.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:42

საზოგადოება

გიორგი გახარია: გვახსოვდეს ის ერთიანობის განცდა, რამაც 1989 წლის 9 აპრილიდან 1991 წლის 9 აპრილამდე მიგვიყვანა

„31 წლის წინ წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 9 აპრილიდან 31-ე წლისთავს.

გიორგი ვაშაძე

09 აპრილი 2020, 13:33

COVID19

გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს: ჩემი გუნდის სამოქმედო გეგმა გამოიყენეთ, ისარგებლეთ, იმოქმედეთ სწრაფად

საფრთხე რეალურია, მზად ვართ გავინაწილოთ პასუხისმგებლობა და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კრიზისის დაძლევის და ჩვენი მოქალაქეების გადარჩენის საქმეში, - ამის შესახებ აღნიშნულია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაში. გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავს და აცხადებს, რომ ქვეყნის შექმნილი სიტუაციიდან გამოსაყვანად მისი გუნდის მიერ გაგზავნილი სამოქედო გეგმა გამოიყენონ.

09 აპრილი 2020, 13:28

COVID19

დასავლეთის სარდალმა იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად საგუშაგოები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი ჯონი ტატუნაშვილი იმერეთის სამხარეო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან, ვიცე-პოლკოვნიკ სულხან თამაზაშვილთან ერთად ქუთაისში მოწყობილ გადაადგილების კონტროლის პუნქტების მუშაობას გაეცნო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხელმძღვანელი პირები ადგილზე დააკვირდნენ სამხედროებისა და სამართალდამცავების კოორდინირებულ მუშაობას, თუ როგორ ხორციელდება ერთობლივი ძალებით ავტოტრანსპორტის მოძრაობის კონტროლი, ტრანსპორტის დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით და მოქალაქეების პირველადი ჯანმრთელობის შემოწმება.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:26

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ბრძოლა გვაქვს ორ ფრონტზე - ჯანმრთელობა და ეკონომიკა

მთავრობა ეკონომიკური ზრდის სერიოზულ შემცირებას ელის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შესაბამისად, მთავრობას ბიუჯეტში ცვლილებებიც შეაქვს.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:25

COVID19

პრემიერის განმარტებით, სასულიერო პირების რისკჯგუფებში შეყვანა რისკების შეფასებასა და ეპიდემიის განვითარებასთან არის დაკავშირებული

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ეს იმდენად ისეთი გამოწვევაა დღეს, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, რომ აქ ყველანაირი პროგნოზი არის პირობითი და ყველას ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ყველაზე დიდი გამოწვევა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში - მთავრობები, მოქალაქეები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სამოქალაქო სექტორი, ისე, რომ ზუსტი პროგნოზების საშუალება, სამწუხაროდ, ჯერ არ გვაქვს. შესაბამისი ემპირიული მასალა ჯერ დაგროვილი არ არის“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:25

საზოგადოება

პრემიერის ინფორმაციით, აშშ-დან სკოლის მოსწავლეებს ხვალ სპეცრეისით ჩამოიყვანენ

აშშ-ში მყოფი ქართველი სკოლის მოსწავლეები საქართველოში სპეცრეისით ჩამოვლენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია

09 აპრილი 2020, 13:24

COVID19

გიორგი გახარია: ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით

ქვეყანას ჰყავს უნიკალური დაზღვევა ბიძინა ივანიშვილის სახით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, თანხები სრულად მოხმარდება covid-19-თან ბრძოლას. „უნდ გვესმოდეს ერთი რამ, რომ „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევიან ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის, საქართველოს მოქალაქის სახით. სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან. ეს არის უაღრესად დასაფასებელი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.