imedi /  29 ოქტომბერი 2019, 16:27 / სანდო წყარო

დასკვნა: გაზის აფეთქებით დაზიანებულ კორპუსში ცხოვრება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე რეკომენდებული არაა

გურამიშვილი

გურამიშვილის გამზირის N34-ში მდებარე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შემოწმება დაასრულა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დირექტორის, ლაშა სამხარაძის განცხადებით, დასკვნის თანახმად, კორპუსში ცხოვრება გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე არ არის რეკომენდებული.  

„ლაბორატორიის მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში დაზიანებულია მე-3, მე-4 და მე-5 სართულები, გადახურვის ფილები, თვითმზიდი პანელები და ტიხრები, ასევე, ლიფტი და კიბის უჯრედებში გარკვეული სეგმენტები. დაზიანება ამ ადგილზე არის საკმაოდ რთული და შეესაბამება მე-4 ხარისხს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. მერიის ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის დაკვეთით კორპუსში უახლოეს დღეებში შევა კომპანია, რომელიც ჩაატარებს წინასაპროექტო სამუშაოებს, მომზადდება პროექტი და ამის შემდეგ დაიწყება აღდგენითი სამუშაოები. სანამ კორპუსში შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩატარდება, იქ ცხოვრება რეკომენდებული არ არის“, - განაცხადა ლაშა სამხარაძემ. 

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 19 ოქტომბერს მოხდა.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

29 სექტემბერი 2020, 13:35

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასტაბილურდეს ეპიდვითარება

მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, გარკვეული მატება ისევ შეინიშნებოდეს, ვვარაუდობთ, რომ მოვახერხებთ სტაბილიზაციას და ველოდებით, რომ ინფიცირებულთა რიცხვი თანდათან დაიკლებს, - ამის შესახებ ჯანრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ისევ კოვიდ გამოწვევის წინაშე დგას.

პირბადე

29 სექტემბერი 2020, 13:35

საზოგადოება

რა შემთხვევაშია სახიფათო პირბადის ტარება

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე პირბადის მოხმარება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ გადაცემა „იმედის დღეში“ განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 13:33

COVID19

კორონავირუსი: ვითარება კახეთის რეგიონში

გასული კვირის განმავლობაში კახეთიდან COVID-19-ზე აღებული და PCR ტესტირებისათვის ლაბორატორიაში გაგზავნილია 7 073 ნიმუში. საერთო ჯამში კი ანალიზი აუღეს და ტესტირება ჩაუტარეს 24 076 მოქალაქეს, რომელთაგან 7 770 მედპერსონალია.

სოზარ სუბარი

29 სექტემბერი 2020, 13:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 2021 წელს ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება

სოზარ სუბარმა უკვე განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2018 წლიდან დღემდე, მხოლოდ ვარკეთილის რაიონში 8 სკვერი/დასასვენებელი სივრცე, 16 ფიტნეს ზონა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით 1 სტადიონი და საფეხბურთო კომპლექსი აშენდა, რაშიც 2 100 000 ლარი დაიხარჯა. ,,ამ ეტაპზე 3 სკვერის და სკეიტბორდის მოედნების მშენებლობა მიმდინარეობს, ხოლო 2021 წელს, ვარკეთილს საკუთარი რაგბის სტადიონიც ექნება“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

გოგი მეშველიანი

29 სექტემბერი 2020, 13:20

პოლიტიკა

გოგი მეშველიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ არჩევნებში წარმატების არანაირი შანსი არ გააჩნია და პროვოკაციებით ცდილობს საარჩევნო პროცესის ძალადობრივად წარმოჩენას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოგი მეშველიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნახიდურთან მომხდარი თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სამართალდამცავები ძალიან მალე ოპერატიულად შეძლებენ ამ ინციდენტის გამოძიებას და ყველა დამნაშავე მხარე კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

29 სექტემბერი 2020, 13:13

COVID19

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი იმყოფება

ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი იმყოფება.ბათუმის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი 25 ბენეფიციარსა და 10 თანამშრომელს დაუდასტურდა. კიდევ ხუთი ბინადარი კორონავირუსზე ტესტის პასუხს ელოდება. თავშესაფრის ხელმძღვანელი დეკანოზი იოანე ბარამიძე აცხადებს, რომ ინფიცირებულთა ნაწილი კლინიკაში, ნაწილი კი კოვიდსასტუმროშია გადაყვანილი. თავშესაფარში ამჟამად 90 ბინადარი იმყოფება. დეკანოზი ამბობს, რომ სჭირდებათ მოხალისეები, რომლებიც დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების მოვლაში დაეხმარებიან.

იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 13:10

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას: საქართველოს მინდა მივულოცო ის წინსვლა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია რეფორმების კონტექსტში ახორციელებთ

საქართველოს მინდა მივულოცო ის წინსვლა, რომელსაც ბოლო რამდენიმე წელია რეფორმების კონტექსტში ახორციელებს, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე, დემოკრატიული ზედამხედველობის მიმართულებით, უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერების, ასევე დემოკრატიული კონტროლის განხორციელების კუთხითა და ბევრი სხვა მიმართულებით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავდაცვის ავტოპარკი

29 სექტემბერი 2020, 13:10

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლების პროცესი გრძელდება

უწყების ცნობით, სამინისტრომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების, ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 160 ერთეული FORD Ranger-ის ტიპის 0.75 ტონა ტვირთამწეობის „პიკაპი“ შეისყიდა.

იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 13:06

პოლიტიკა

იენს სტონტელბერგი: საქართველო და ნატო კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობენ ვიდრე ადრე, უფრო მეტი ნატოა საქართველოში და საქართველოც უფრო მეტადაა ალიანსში წარმოდგენილი

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ალიანსში სქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასა და თანამშრომლობაზე დასმულ კითხვას ნატოს გენერალურმა მდივანმა უპასუხა.

გიორგი გახარია
იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 12:59

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ფუნქციის, ახალი როლის წარმოჩენა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში, რაც არის ჩვენი შესაძლებლობების ფანჯარა ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

29 სექტემბერი 2020, 12:58

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 34-ე პაციენტი გარდაიცვალა

ჯერჯერობით უცნობია, რომელ საავადმყოფოში მკურნალობდა პაციენტი.

იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 12:57

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას: მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც საქართველოს აქვს მიღწეული, თქვენი ქვეყანა უკვე წარმატებულია და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულობას

ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ არის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს ვაღიარებთ საქართველოს შემადგენლობაში და მივესალმებით წინსვლას, რომელსაც საქართველომ მიაღწია , - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 12:53

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას: დიდი მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ

დიდი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო ჩამობრძანებისთვის, მადლობა შეხვედრისთვის და მადლობა თქვენი პირადი ერთგულებისთვის ალიანსის მიმართ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარისთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 12:52

პოლიტიკა

იენს სტოლტენბერგი გახარიასთან შეხვედრაზე: საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია

მე ძალიან ვაფასებ იმ ძლიერ და მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც საქართველოს ნატოსთან აკავშირებს, საქართველო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, საქართველო უნდა ამაყობდეს იმ წვლილის გამო, რომელიც შეაქვს ნატოს უსაფრთხოებასა და ნატოს მისიების წარმატებაში.

გიორგი გახარია
იენს სტოლტენბერგი

29 სექტემბერი 2020, 12:52

პოლიტიკა

გიორგი გახარია ნატოს შტაბბინაში იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და უსაფრთხოების მიმართულებით.

გიორგი გახარია

29 სექტემბერი 2020, 12:49

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველო ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად

საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის კონსოლიდაციისკენ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიუსელში, ნატოს გენერალურმა მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ადასტურებს, რომ ყველაფერს გააკეთებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

გიორგი გახარია

29 სექტემბერი 2020, 12:42

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პოლიტიკური განზომილება შევინარჩუნოთ

ჩვენი პროდუქტიული შეხვედრის დროს ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ნატო-საქართველოს დინამიური თანამშრომლობა, მაღალი დონის მრავალი შეხვედრა და 2019 წლის ნატო-საქართველოს წვრთნების წარმატებულად ჩატარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ევროპული საქართველოს გუნდი

29 სექტემბერი 2020, 12:33

პოლიტიკა

„ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო გუნდი წარადგინა

შიდა კონკურენციის შედეგად დეპუტატი გახდება ის, ვისაც გადაწყვეტს „ევროპული საქართველოს“ აქტივი და ამომრჩეველი.​ ჯერჯერობით ისინი არც თანმიმდევრობას ასახელებენ და არც პრემიერობის კანდიდატს.

29 სექტემბერი 2020, 12:26

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 8200-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 167 805-ს მიაღწია. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 160 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20 545-ს აღწევს. ამასთან, 952 399 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

29 სექტემბერი 2020, 12:24

საზოგადოება

პეკინის გამზირსა და ჟვანიას მოედანზე არსებულ შუა ზოლში დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

ჟვანიას მოედანსა და პეკინის გამზირზე არსებულ გზაგამყოფ თარგში სანიტარიული ჭრის სამუშაოები განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 33 ძირი დაავადებული და ზეხმელი ფიჭვი მოიჭრება. სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. სპეციალური ტექნიკით კუნძების ჩაბურღვაც განხორციელდება და დაავადებული ხეების ნაცვლად, დიდტანოვანი მწვანე ნარგავები დაირგვება.