imedi /  06 ნოემბერი 2019, 15:38 / სანდო წყარო

საპატრიარქო: ეკლესია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაცას არასდროს შეურიგდება

 საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო ქართულ-შვედური ფილმის, ,,და ჩვენ ვიცეკვეთ”კინო-თეატრებში ჩვენებას ეხმაურება. მათი განცხადებით, მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიულად შეურიგებელია სოდომური ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი, რის გამოც მიუღებლად მიაჩნია ქართულ-შვედური ფილმის, ,,და ჩვენ ვიცეკვეთ”კინო-თეატრებში ჩვენება, თუმცა საპატრიარქო იქვე ხაზს უსვამს, რომ ემიჯნებიან ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს. 

„ბოროტი ცდილობს, შეურაცხყოს და ეჭვქვეშ დააყენოს ყოველივე ღირებული, ხალხს იდენტობა დააკარგვინოს და იმედი ჩაუკლას, თანაც ამას სიმართლისა და სიკეთის სახელი დაარქვას.

გარკვეულ ძალას, როგორც ჩანს, დიდად აწუხებს ეკლესიის ავტორიტეტი,  მოსახლეობის სიყვარული ღვთისა და  ტრადიციული ღირებებულებისადმი  და მის შესარყევად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს.

შემთხვევითი არ არის, რომ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე ახლა ლევან აკინის ქართულ-შვედური სოდომური ფილმის, -  ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება დაიგეგმა ბათუმში და თბილისის სამ კინოთეატრში. როგორც ვიცით, აქ ნაჩვენებია ახალგაზრდა მოცეკვავის ცხოვრება, რომელიც რადიკალურად იცვლება მამათმავალ მეტოქესთან  დაკავშირების  შემდეგ და სცენა ამ ფონზე ვითარდება.

ცნობილია ისიც, რომ განზრახული ჰქონდათ, ეს სიუჟეტი სუხიშვილების ანსამბლთან დაეკავშირებინათ, რაზეც მტკიცე უარი მიიღეს. შეგახსენებთ ქალბატონ ნინოს ნათქვამს: ,,მე ვთვლი, რომ ქართული ცეკვა ეროვნულობის გამომხატველია, სადაც ჩანს თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერი, – მამაკაცური და ვაჟკაცური. ეს ცეკვებში და მოძრაობებშია გამოვლენილი. მე არ მინდოდა ჩემს ანსამბლში გადაეღოთ ასეთი სიუჟეტის ფილმი. ეს იქნებოდა ტყუილი,.. რადგან ქართულ ცეკვაში განსაკუთრებულად ჩანს მამაკაცის დამოკიდებულება ქალის მიმართ -  კდემამოსილება, ტრფობა, პატივისცემა.”

ამ პოზიციის გამო ანსამბლის ხელმძღვანელებზე დაიწყო საერთაშორისო მასშტაბის შეტევა და ზეწოლა, რაც მეტად სამწუხაროა; სამაგიეროდ ჩვენი ეროვნული ღირსების შეურაცხმყოფელ ფილმს კანის ფესტივალზე VII ადგილი მიანიჭეს, ხოლო მსახიობი ლევან გელბახიანი ამერიკული ჟურნალ “W” -ს მიერ ამ ფესტივალის 15 კინოვარსკვლავთა შორის დასახელდა.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს, პირველ რიგში, გაკეთდა იმისთვის, რომ შეცვალონ ჩვენი ხალხის ცნობიერება, დააცხრონ ლგბტ ურთიერთობისადმი საზოგადოებაში არსებული  უარყოფითი მუხტი და საბოლოო ჯამში მიაღწიონ ამ ცოდვის ლეგალიზებას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო, არის და იქნება კატეგორიულად შეურიგებელი როგორც საერთოდ ცოდვის, ისე, მითუმეტეს, სოდომური  ურთიერთობების პოპულარიზაციისა და დაკანონებისადმი. ამიტომაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი ფილმის კინო-თეატრებში ჩვენება“, - წერია განცხადებაში. 

საქართველოს საპატრიარქო იქვე აღნიშნავს, რომ როგორც ადრე, ამჟამადაც, ისინი ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს ემიჯნებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ფილმის ჩვენების დროს უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას.

მანამდე პარლამენტის თავჯდომარემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ წესრიგს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

4 ნოემბერს მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ პრემიერას ჩაშლიან. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძე კი განაცხადა, რომ ფილმის ჩვენებას ეკლესიის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვება.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ"-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა.

ფილმის მთავარი პერსონაჟია მერაბი, რომელიც ბავშვობიდან ანსამბლში ქართულ ეროვნულ ცეკვებს ცეკვავს. მისი ცხოვრება ქარიზმატული ირაკლის მოულოდნელი გამოჩენისთანავე იცვლება. ირაკლიც ქართული ცეკვების მოცეკვავეა. 

ლევან აკინი ამბობს, რომ მისი ინსპირაციის წყარო საქართველო და საქართველოში 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენები იყო. ფილმში მთავარ როლებს ლევან გელბახიანი და ბაჩი ვალიშვილი ასრულებენ. ფილმის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა.

ფილმის ტრეილერი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

10 სექტემბერი 2026, 02:13

მსოფლიო

ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომი შუალედური არჩევნების დასრულებისთანავე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ირანთან ომი დასრულდება და საწვავის ფასები შუალედური არჩევნების „დასრულებისთანავე“ მკვეთრად დაეცემა.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 00:44

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

„47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53 პროცენტისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ. არ დაუწვავს შენობები, პოლიციელები არ შევარდნილან პრეზიდენტის სასახლეში და რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.

ანდრია ჯაღმაიძე

10 სექტემბერი 2026, 00:29

საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისთვის არქიმანდრიტ გაბრიელის სახელის გამოყენება. შეშფოთებას და წუხილს იწვევს ის გარემოებაც, რომ ღირსი მამის სახელის ასე მიუღებლად გამოყენებას რუსული ეკლესიის გარკვეული სასულიერო პირები უჭერენ მხარს

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამხედრო დანაყოფისათვის ღირსი მამის, არქიმანდრიტ გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის სახელის გამოყენება - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალთან „საპატრიარქოს უწყებანი“.

ირაკლი კირცხალია

10 სექტემბერი 2026, 00:25

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა მეთოდებით. დღევანდელი ბრიუსელისთვის დემოკრატია ნიშნავს უმცირესობის მმართველობას უმრავლესობაზე და ამას არავინ შეეგუება

ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:59

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: აგენტები ერთმანეთს დაერივნენ შემცირებული დაფინანსების გასანაწილებლად, მათივე პატრონებს სცენარებიც კი დაუძველდათ

ისინი არ არიან პოლიტიკოსები და ამას რატომ ვამბობთ: როგორ შეიძლება გუნდის სისუსტედ ჩაითვალოს ის, როდესაც გამოცხადებული გაქვს კორუფციასთან ბრძოლა, შენ ისე დგახარ პოლიტიკურად მყარად, რომ ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, რომ ვერ იქნება ვერცერთი თანამდებობა ინდულგენცია კორუფციისა და სხვა ნებისმიერი დანაშაულის. ამაზე გვეუბნებიან, რომ ეს სისუსტეა? - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებთან დაკავშირებით ოპოზიციის რიტორიკას, რომ „ქართულ ოცნებაში“ კრიზისია.

დონალდ ტრამპი

09 სექტემბერი 2026, 23:53

მსოფლიო

ტრამპი: პუტინთან შესანიშნავი საუბარი გვქონდა - მას შეთანხმების დადება სურს და თუ ზელენსკისაც სურს შეთანხმების დადება, ეს ძალიან კარგი იქნება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან „შესანიშნავი საუბარი“ ჰქონდა და მიაჩნია, რომ მას უკრაინაში ომის დარეგულირება სურს.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ღარიბაშვილზე: ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით

„ყველა ეს განვითარებული მოვლენა, ე.წ. წერილები, ბოროტი ზღაპრის შინაარს უფრო მოგვაგონებს. გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი ორი წერილის შემდეგ, არც ვიცი რამდენი წერილი გამოქვეყნდა მისი სახელით“ - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

კირცხალია „ნაცმოძრაობაზე“: მათი რიტორიკა ანტირუსულია, ქმედება - პრორუსული - დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა

სრული ლუსტრაცია მოხდა, თუ რას ემსახურებოდა მათი ნაბიჯები რეალურად - მათ საბოლოოდ განზრახული ჰქონდათ, რომ ჩვენ შევგუებოდით იმ მოცემულობას, რომელსაც არასდროს ქართველი არ შეეგუება. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ, შეეცდებოდნენ შეეგუებინათ საზოგადოება, რომ ხალხს უმტკივნეულოდ გადაეტანა ტერიტორიებზე უარის თქმა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

09 სექტემბერი 2026, 23:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება. ვიდეო

ირაკლი კობახიძე ელისეს სასახლეში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, ოფიციალურ მიღებას ესწრება.

ირაკლი კირცხალია

09 სექტემბერი 2026, 23:21

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით. როდესაც დიპლომატიაზე ვსაუბრობთ, მისი მთავარი შემადგენელი ნაწილი და მთავარი კომპონენტი არის სახალხო დიპლომატია

დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ..

09 სექტემბერი 2026, 22:46

მსოფლიო

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას გადაურჩა.

09 სექტემბერი 2026, 22:41

პოლიტიკა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ვეტერან ფერმერებს ხელის ტრაქტორები გადაეცათ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს_ (TİKA) თანამშრომლობის ფარგლებში, ქუთაისში, იმერეთის რეგიონში მცხოვრები ვეტერანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ღონისძიება გაიმართა. TİKA-ს მხარდაჭერით, ვეტერან ფერმერებს, სულ, 20 ხელის ტრაქტორი გადაეცათ.

09 სექტემბერი 2026, 22:15

ტექნოლოგიები

Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა - ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება

ოთხშაბათს კომპანია Apple-მა თავისი პირველი კეცვადი სმარტფონი წარადგინა. ახალ მოწყობილობას iPhone Duo ეწოდება და ის წიგნივით იხსნება, რის შედეგადაც მომხმარებელი ფართო ეკრანს იღებს.

ჯეიჰუნ ბაირამოვი

09 სექტემბერი 2026, 22:10

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია

TRIPP პროექტის („ტრამპის მარშრუტის“) შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

09 სექტემბერი 2026, 22:08

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, აჭარის განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესა და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად, სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა.

დიმიტრი მედვედევი

09 სექტემბერი 2026, 22:01

მსოფლიო

მედვედევი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება

რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გამოცემა „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

09 სექტემბერი 2026, 21:36

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად

რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

09 სექტემბერი 2026, 21:30

კულტურა

ლევან კოღუაშვილის შავ- თეთრი ფილმი „გურია“-- მსოფლიო პრემიერა ვენეციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებულია ქართული კინოსთვის. ფესტივალის ერთ ერთ პრესტიჟულ სფოთლაით სექციაში, დღეს ლევან კოღუაშვილის შავ თეთრი ფილმის „გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

09 სექტემბერი 2026, 21:11

სამართალი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება

სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

09 სექტემბერი 2026, 20:57

რეგიონი

შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალს, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს, ოთხ წელიწადში დასრულდება.