კონგრესმენები: დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც საქართველოზე კონსენსუსს მარტივად ვაღწევთ
ადამ კიზინგერი
ალექს მუნი
ფოტო: IMEDI
„როცა საქმე საქართველოს მხარდაჭერას ეხება, ამ შემთხვევაში „დემოკრატებიც“ და „რესპუბლიკელებიც“ კონსენსუსს მარტივად ვაღწევთ“, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტთან დაკავშირებით. კიზინგერი კონგრესმენ ალექს მუნთან ერთად საქართველოში 4-დღიანი ვიზიტით იყო ჩამოსული.
„საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტიც იმის ნათელი დემონსტრირებაა, რომ ჩვენი მხარდაჭერა ძლიერია. შეამჩნევდით, რომ აშშ-ი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები საკმაოდ აქტუალურია, მაგრამ როცა საქმე საქართველოს მხარდაჭერას ეხება, ამ შემთხვევაში „დემოკრატებიც“ და „რესპუბლიკელებიც“ კონსენსუსს მარტივად ვაღწევთ და ყველა ერთხმად ვთანხმდებით საქართველოსთან მტკიცე პარტნიორობის საკითხზე. ვფიქრობ, ეს არის ძლიერი გზავნილი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი - რუსეთისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას“, - განაცხადა ადამ კიზინგერმა.
ალექს მუნი კი კიზინგერს დაეთანხმა და თქვა:
„ჩვენც გვაქვს პრობლემები ქვეყნის შიგნით და პოლიტიკური უთანხმოებები, მაგრამ როდესაც საქართველოსა და მის მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, ყველა ერთ აზრს ვიზიარებთ, რაც ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ ურთიერთობებისა და მეგობრობის ხარისხს. ასეთი ერთსულოვნება მთელი მსოფლიოსთვის მტკიცე გზავნილია“, - განაცხადა ალექს მუნმა.
ამერიკელი კონგრესმენებმა ერთი დღე მათ საოკუპაციო ხაზთან გაატარეს - სოფელ ოძისში, საიდანაც კარგად ჩანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა, ოკუპანტები და უკანონო მავთულხლართები. კონგრესმენებმა საკუთარი თვალით ნახეს, რამდენად მძიმეა ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა იძულებით შექმნილ საზღვართან. მათი გზავნილიც შესაბამისი იყო - აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
სოფელ ოძისში გამგზავრებამდე ადამ კიზინგერი და ალექს მუნი ბათუმის თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდნენ, სადაც ხაზი გაუსვეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და ისაუბრეს მის პერსპექტივებზე. შეხვდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან გზავნილი ასევე მკაფიო იყო - საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა.
ადამ კიზინგერმა განაცხადა, რომ აშშ და საერთაშორისო თანამეგობრობა არასოდეს აღიარებს უკანონო ოკუპაციას.
„რუსეთის ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურია და ასევე, უკანონოა მოქალაქეების გატაცების ფაქტები. მოგვეცა საშუალება ადგილზე, ჩვენი თვალით გვენახა არსებული მძიმე ვითარება, ჩვენი მთავარი გზავნილი ასეთია - ამერიკის შეერთებული შტატები ქართველი ხალხის უკან დგას“, - განაცხადა კიზინგერმა.
„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და მძიმე იყო რეალობის საკუთარი თვალით დანახვა. გვინდა, საქართველომ, რუსეთმა და მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და ვაკვირდებით იმას, რაც საოკუპაციო ხაზთან ხდება“, - განაცხადა მუნმა.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 18:11
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის გადაყენებაზე უნგრეთის პარლამენტის მიღებულ კანონთან დაკავშირებით ევრობიუროკრატების დუმილზე: ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას
ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილს უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
14 ივლისი 2026, 17:59
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად
ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
14 ივლისი 2026, 17:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
14 ივლისი 2026, 17:55
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: საქართველო დღევანდელი მოცემულობით არა თუ მოლდოვასა და უკრაინას, არამედ ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებსაც კი ბევრი მიმართულებით უსწრებს
ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მოლდოვასა და უკრაინის ე.წ. პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დემოკრატიულ აღმშენებლობას, ინსტიტუციების სიძლიერესა და მედიაპლურალიზმს არ ეფუძნება. წარმატებას ყველა ქვეყანას ვუსურვებ, მაგრამ რა მოცემულობაშიც დღეს უკრაინა და მოლდოვაა, ყველამ კარგად ვიცით, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
14 ივლისი 2026, 17:46
კულტურა
შავი ზღვის მე-19 ჯაზ ფესტივალი დასრულდა
წელს ბათუმში, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და მაილს დევისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, - ინფორმაციას სკულტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:43
მსოფლიო
ირანის ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის
ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ირანის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის საპორტო ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის. ქიშის კუნძულზე მდებარე პორტში იერიშების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
14 ივლისი 2026, 17:42
საზოგადოება
აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა
ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი სატრენინგო პროგრამის შედეგები, მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები განიხილეს, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 17:38
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - ლევან ცუცქირიძეს პარტია „ახალის“ წევრი მაია კალანდია დაუპირისპირდა
ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება. ბოლო შემთხვევა უკავშირდება ზუგდიდში პარტია „თავისუფლების მოედნის“ მიერ გამართულ შეხვედრას.
14 ივლისი 2026, 17:36
მსოფლიო
FT: ამერიკელ დიპლომატებს ადრე გლობალური გავლენა ჰქონდათ, ახლა კი პრეზიდენტის ტყვეობაში არიან
ივნისის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით ამერიკული საელჩოების ნახევარზე მეტში, ელჩის თანამდებობა ჯერ კიდევ ვაკანტურია. FT წერს, რომ დიპლომატიურ მისიებში სამუშაო ძალა ტრამპის ადმინისტრაციამ 3000 ადამიანით შეამცირა. გამოცემის ანალიტიკურ სტატიაში წერია, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობებში, სახელმწიფო დეპარტამენტი არამხოლოდ განზეა გაწეული, არამედ ალყაშია მოქცეული.
14 ივლისი 2026, 17:31
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა „ურბანული ტყის“ პროექტის სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა - „ქართუს“ მიერ დაფინანსებული პროექტი დასრულების ეტაპზეა
თბილისში „ურბანული ტყის“ პროექტი დასრულების ეტაპზეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განხორციელებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტრამდე ტერიტორია, დარგულია 700 ათასამდე ნერგი, განახლებულია საფეხმავლო და ველობილიკები, მოეწყო სარწყავი სისტემა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურა.
14 ივლისი 2026, 17:27
მსოფლიო
„ბნელი დღე უნგრეთის დემოკრატიისთვის“, „კონსტიტუციური კრიზისის დასაწყისი, რომელიც შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს“ - უნგრელი მემარჯვენეები ქვეყანაში მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აკრიტიკებენ
უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ საკონსტიტუციო ცვლილებას მემარჯვენე პოლიტიკოსები დემოკრატიაზე თავდასხმად აფასებენ. პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის პარტიამ, უმრავლესობით დაუჭირა მხარი ცვლილებას, რომლითაც თანამდებობიდან გადააყენებენ უნგრეთის პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.
14 ივლისი 2026, 17:27
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: იყო ძიება და კვლევა ჩემი პოლიტიკური განცხადებების შესახებ. ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა, ე.წ. ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები და დაფინანსების წყაროები
დღევანდელ სხდომაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული და დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან და რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, ამ ქვეყანაში სასურველი ხელისუფლების მიყვანას რომელიც მოემსახურება უცხო ქვეყნების ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
14 ივლისი 2026, 17:22
სამართალი
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავა სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის 500 ლარით დააჯარიმა
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მოქალაქე ხვიჩა ცეკვავას საქმე განიხილა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარით დააჯარიმა. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.
14 ივლისი 2026, 17:18
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძე 2000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე სოციალურ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებისთვის მოქალაქე მალხაზ კვამლაძის საქმე განიხილა. კვამლაძეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ის სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
14 ივლისი 2026, 17:14
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: იუთუბერ კალატოზის შოუში ლეიკემიით დაავადებულ ადამიანებზე ,,ხუმრობის" კვალდაკვალ, მოვისმინეთ ჯგუფური ძალადობოსათვის მსჯავრდებული ონისე ცხადაძის ძმის ასევე ფაშისტური ,,ხუმრობა" რატი იონათამიშვილის შესახებ, რაც ავტომატურად განივრცობა ეტლით მოსარგებლე ადამიანებზე და ნიშნავს მათ დაცინვას
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული ონისე ცხადაძის ძმის, სანდრო ცხადაძის მიერ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილზე დამცინავი ტონით საუბარს, დამამცირებელ და ფაშისტურ ,,ხუმრობას” უწოდებს.
14 ივლისი 2026, 17:07
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინმა შესაძლოა ესკალაციას მიმართოს
„ის შეეცდება დაიპყროს სხვა ადგილი, სხვა ხალხი და კვლავ დახოცოს ადამიანები“, - განმარტა ზელენსკიმ და დასძინა, რომ რუსეთმა შესაძლოა ომში უფრო მეტი ქვეყნის ჩათრევაც სცადოს.
14 ივლისი 2026, 16:24
საზოგადოება
წეროვანსა და გოროვანში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წეროვანსა და გოროვანში - წყალმომარაგების მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს ასრულებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 16:20
საზოგადოება
ერევანი - ბათუმი - ერევანის მიმართულებით ფრენის სიხშირე იზრდება
დაბალბიუჯეტიანი სომხური ავიაკომპანია FLYONE Armenia ერევანსა და ბათუმს შორის ოპერირების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ავიაკომპანია 16 ივლისიდან არსებულ 3 სიხშირეს დაამატებს 3 სიხშირეს.
14 ივლისი 2026, 16:19
ეკონომიკა
FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.
14 ივლისი 2026, 16:00
საზოგადოება
Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის კონკურსში ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა
პროექტი Log-In Georgia ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო სამიტის (WSIS Prizes) კონკურსში, რომელშიც 122 ქვეყნის 1,600-მდე პროექტი მონაწილეობდა, მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულ ჩემპიონ პროექტებს შორის მოხვდა (კატეგორიაში C6: Enabling Environment).


