imedi /  19 ნოემბერი 2019, 13:17 / სანდო წყარო

კახა კალაძე IRI-ის კვლევას არ ენდობა

კახა კალაძე

კახა კალაძე

გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვენდობი ამ კვლევებს. 2012 წლამდეც და შემდეგაც ყველა კვლევა რეალობასთან აცდენილი იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს IRI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ ამბობს, ოპოზიციას თუ მმართველ გუნდზე მეტი რეიტინგი აქვს, სანერვიულო არაფერი ჰქონია.

„მე არ მჭირდება არავის კვლევები, ძალიან კარგად ვიცი საზოგადოების დამოკიდებულება პარტია "ქართული ოცნების" მიმართ და პირადად ჩემს მიმართ. ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს მოსახლეობასთან, არ დამიკარგავს ეს კომუნიკაცია რაც პოლიტიკაში ვარ, ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ასეთი პროექტების განხორციელების დროს მოსახლეობას, ვესაუბრებით, ვიღებთ მათ ტკივილს, რა სჭირდებათ, რა უნდა გაკეთდეს, რა არის მოსაწესრიგებელი, ვაცნობთ ჩვენ სამოქმედო გეგმებს, თუ რა გაკეთდება მომავალში, როგორი იქნება ხვალ მათი კონკრეტული უბანი, კონკრეტული რაიონი და ჩვენი დედაქალაქი. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულად პროპორციულ სისტემას, მერი ამბობს, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა შესაძლოა, არც იცოდეს, რა სისტემაზეა საუბარი და რით განსხვავდება ის არსებული, შერეული სისტემისგან.

„თეორიულად ავიღოთ, რომ სწორია ეს კვლევა, რატომ ნერვიულობენ მაშინ? რა აქვთ სანერვიულო? თუ მთლიან ოპოზიციას პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიულ საქართველოზე" ორჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ რა ჰქონიათ სანერვიულო? მოსახლეობა გამოვა 2020 წელს და მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში, რომ მოსახლეობისთვის არის სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები. თვითონ საარჩევნო სისტემებს რაც შეეხება, რომ ჩავიდეთ ნებისმიერ ქალაქში, სოფელში, ძალიან ბევრმა შეიძლება, არ იცოდეს დეტალურად რა განსხვავებებია ამ სისტემებს შორის. შეიძლება, არც უნდა იცოდეს, მათთვის არის სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც უნდა იქნეს მოგვარებული და რომელსაც ვაკეთებთ. არ ვეთანხმებით ოპოზიციას, თუ მათ ორჯერ მეტი რეიტინგი აქვთ, პრობლემა არ ჰქონიათ, ჩატარდება არჩევნები და მოიგებენ"- აცხადებს კალაძე.

IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს ქართულ ოცნებას 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა.

ყველა სიახლე

24 სექტემბერი 2026, 18:52

მსოფლიო

სი ძინპინი: როგორც ჩინელი, ისე ამერიკელი ხალხი დიადი ხალხია

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მას და დონალდ ტრამპს „ერთმანეთის მიმართ პატივისცემა“ აქვთ და მათ შორის „პერსონალური ურთიერთგაგება“ ჩამოყალიბდა.

24 სექტემბერი 2026, 18:48

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს, როგორც განათლების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ასევე ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით.

24 სექტემბერი 2026, 18:42

რეგიონი

აფხაზეთის მთავრობამ 700-მდე დევნილ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ჭაქვინჯში აფხაზეთიდან დევნილ ფერმერ გელა კეშელავას ესტუმრა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან მოტობლოკი და თხილის შესაწამლი აპარატი გადაეცა.

24 სექტემბერი 2026, 18:40

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-მა და ჩინეთმა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების მოგვარებაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა „უზარმაზარი პროგრესი განიცადეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში“.

24 სექტემბერი 2026, 18:33

მსოფლიო

თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა დაიწყო

ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უმასპინძლა, სადაც მისი მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

24 სექტემბერი 2026, 18:23

რეგიონი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა. კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული ღონისძიება, ტრადიციულად, სამასი არაგველის ხსოვნის პატივისცემით დაიწყო.

ნუკრი შოშიაშვილი

24 სექტემბერი 2026, 18:20

პოლიტიკა

ნუკრი შოშიაშვილი: ევროპა თავის თავს ყოველთვის კულტურულად და ეკონომიკურად უპირატესად მიიჩნევდა, რომელსაც უნდა დაემორჩილონ სხვა სახელმწიფოები, როგორც რელიგიური მოწიწებით. როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, არის ხელისუფლებასთან კავშირების აღდგენის მცდელობა

როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, რეალურმა გეოპოლიტიკურმა სურათმა თავისი შედეგი გამოიღო ქართველ საზოგადოებაში, მიდის აბსოლუტურად სწორი გადათამაშება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.

24 სექტემბერი 2026, 18:17

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ანა წითლიძე, რომელიც ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება. საზოგადოებას ახსოვს, რა მემკვიდრეობას ატარებს ის პოლიტიკური გუნდი, რომლის სახელითაც ის შუშის სასახლესთან აქციებს აანონსებს

ანა წითლიძე, ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება, ბედავს და ძალადობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

არჩილ გორდულაძე

24 სექტემბერი 2026, 18:16

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, ხმამაღლა თქმა, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო

ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, ხმამაღლა თქმა, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტების შეჯამებისას.

თამარ ჩიბურდანიძე

24 სექტემბერი 2026, 18:11

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის აქციებზე: ოპოზიცია პოლიტიკურად ავადაა, მათი აქციები თვითლიკვიდაციისკენაა მიმართული

„ოპოზიციამ საკუთარი თავი პერმანენტული აქციებით გამოფიტა და ეჭვი მეპარება, რომ მათ რიგებში დარჩა კადრი, რომელმაც კარგად იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პოლიტოლოგმა თამარ ჩიბურდანიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მხრიდან გამართულ პერმანენტულ აქციებზე, რომლის 666-ე დღის აღსანიშნავად დღეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი შეფასება გაკეთდა.

ნუკრი შოშიაშვილი

24 სექტემბერი 2026, 18:09

პოლიტიკა

ნუკრი შოშიაშვილი სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით: ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და შეარბილოს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს

ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და შეარბილოს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.

არჩილ გორდულაძე

24 სექტემბერი 2026, 18:07

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება

საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

არჩილ გორდულაძე

24 სექტემბერი 2026, 18:03

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: მარტივი ლოგიკაა, რომ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა აძლევდეთ ხელს საქართველოსთან ცუდი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს გარეშე ის გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან, შესაბამისად, ჩინეთთან და ეს რეგიონები და ქვეყნები ევროკავშირთან, საქართველოს გარეშე არ გამოვა

ლოგიკის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გასვლია. მარტივი ლოგიკაა, რომ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა აძლევდეთ ხელს საქართველოსთან ცუდი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს გარეშე ის გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან, შესაბამისად, ჩინეთთან და ეს რეგიონები და ქვეყნები ევროკავშირთან, საქართველოს გარეშე არ გამოვა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

24 სექტემბერი 2026, 17:54

თავდაცვა

თემურ დადიანი ჰენრი უორსლის ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეს, პარაოლიმპიელსა და „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) მონაწილე თემურ დადიანს, „დაუმარცხებელი სულის ჯილდოს“ (Invictus Spirit Awards) პირველი დაჯილდოების ფარგლებში, ჰენრი უორსლის ჯილდო გადაეცა.

24 სექტემბერი 2026, 17:44

პოლიტიკა

ლაშა დარსალიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინიციატივით გამართულ მაღალი დონის ღონისძიებაში - „კეთილდღეობა მშვიდობის გზით: ინვესტირება ტრანსკასპიურ სავაჭრო მარშრუტსა და TRIPP-ის ინიციატივაში“, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

24 სექტემბერი 2026, 17:36

მსოფლიო

პოლონეთში უკრაინის მოქალაქე სასულიერო პირებს დაესხა თავს - არის მსხვერპლი

სააგენტო AFP-ის ინფორმაციით, თავდამსხმელმა დანით 4 კაცი და 1 ქალი დაჭრა. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, მიყენებული ტრავმებისგან ერთ-ერთი კაცი გარდაიცვალა.

ნიკოლოზ სამხარაძე

24 სექტემბერი 2026, 17:30

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე „კორძის“ კონცერტის გაუქმებაზე: შემოქმედებითი გამოხატვის თავისუფლების ჩვენც გვჯერა, თუმცა მინდა გადავცე ევროკავშირის წარმომადგენლობას, რომ საქართველოში დედის გინება შემოქმედებითი თავისუფლება არ არის

დედის გინება საქართველოში არ არის ნორმალური მოვლენა. შესაბამისად, რაც მალე გაიგებენ ამას ევროპელი დიპლომატები, მით უკეთესად ჩასწვდებიან ქართულ კულტურას, - განუცხადა ჟურნალისტებს ლუქსემბურგში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.

გაიოზ ჩარკვიანი

24 სექტემბერი 2026, 17:29

სამართალი

კორონავირუსის დროს გარდაცვლილი ფეხბურთელის მამა: უახლოეს ხანებში მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე მის მამას, გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს თავმჯდომარე თამარ ბეჟუაშვილი.

24 სექტემბერი 2026, 17:26

საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე მდებარე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - გათვალისწინებულია ყველა გადასასვლელის მოპირკეთდება

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

ლევან მახაშვილი

24 სექტემბერი 2026, 17:24

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: დღეს ევროკავშირის რამდენიმე წევრ ქვეყანას მონოპოლიზებული აქვს საქართველოს მიმართ ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა - ობიექტური შეფასებისა და სამართლიანი დამოკიდებულების პირობებში კი თბილისსა და ბრიუსელს შორის დიალოგს წინ ვერაფერი დაუდგება

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალურ ვიზიტებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, რეგიონში არსებული ომები, ოკუპირებული რეგიონები და უსაფრთხოების სხვა გამოწვევები განიხილეს.