imedi /  06 დეკემბერი 2019, 17:11 / სანდო წყარო

ბურჯანაძის პარტია მოსკოვში ბოდიშის მოხდას უარყოფს

ნინო ბურჯანაძე

ნინო ბურჯანაძე

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ზაფხულში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობის დროს მომხდარი ანტირუსული სკანდალის გამო ბოდიში მოიხადა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

„ამ ამაზრზენი ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდის არ მეშინია. შეგაწყვეტინეთ, მაგრამ მინდა ბოდიში მოვიხადო, ვინაიდან ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და საქართველოს შეურაცხყოფა იყო“, - განაცხადა ბურჯანაძემ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელ კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრაზე.

კოსაჩოვმა, თავის მხრივ, ბურჯანაძეს ამ სიტყვებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის და სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და შემდგომი გაუქმების საკითხები სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.

„დემოკრატიულ მოძრაობაში“ ბოდიშის მოხდის ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სიცრუეა.

„ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, არანაირი ბოდიში მას არ მოუხდია, ვინაიდან არ თვლის, რომ გავრილოვთან დაკავშირებით რამე საბოდიშო ჰქონდა. პარტიის ლიდერის თქმით, ერთადერთი, რაც მან გავრილოვთან დაკავშირებით თქვა, იყო ის, რომ მან მომხდარს სამწუხარო ფაქტი უწოდა. ნინო ბურჯანაძეს არაერთხელ უთქვამს ქართულ მედიასთან, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამში თავისი ნებით არ ჩამჯდარა. ეს გაიმეორა მან კოსაჩოვთან შეხვედრაზეც“, - აცხადებენ პარტიაში.

ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შვილთან, ანზორთან ერთად 3 დეკემბერს გაემგზავრა. 5 დეკემბერს ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს შეხვდა

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანი

22 სექტემბერი 2026, 04:21

პოლიტიკა

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძეს შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

22 სექტემბერი 2026, 04:16

მსოფლიო

ტრამპის მიერ „მასშტაბურ გარიგებაზე“ განცხადების შემდეგ, ლუკაშენკო აცხადებს, რომ კალიუმის სასუქის მარაგები ამოწურულია

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აშშ-ისთვის მისაწოდებელი სასუქის თავისუფალი რესურსი არ არსებობს. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე, ის მინსკისგან კალიუმის სასუქის დიდი ფასდაკლებით შესასყიდად „მასშტაბურ გარიგებაზე“ მუშაობდა.

22 სექტემბერი 2026, 02:19

მსოფლიო

Financial Times: Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბებით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეაღწია

Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბების გზით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეღწევა მოახერხა, - წერს გამოცემა Financial Times-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

22 სექტემბერი 2026, 01:50

მსოფლიო

Financial Times: სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს

სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიხაილო პოდოლიაკი

22 სექტემბერი 2026, 01:00

მსოფლიო

პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

22 სექტემბერი 2026, 00:40

პოლიტიკა

პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

ალექსანდრ სტუბი

22 სექტემბერი 2026, 00:32

მსოფლიო

ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბურ ფაზაში გადაყვანა არც რუსეთის ინტერესებშია და არც მის შესაძლებლობებში - ისინი დაშინების მცდელობებს გააგრძელებენ, ჩვენ კი ცივი გონება, სიმშვიდე და თავშეკავება უნდა შევინარჩუნოთ

მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აღიარებს ევროპის საჭიროებას, მოემზადოს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“, იგი აცხადებს, რომ ევროპამ „ზედმეტი რეაგირება“ არ უნდა მოახდინო

დევიდ ადეანგი ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი 2026, 00:15

პოლიტიკა

საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.

ვატო შაქარიშვილი

21 სექტემბერი 2026, 22:55

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება - მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ

ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

შალვა პაპუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 22:04

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.

21 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ

22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:45

პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა

ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი

ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერეს მაკა ბოჭორიშვილი

21 სექტემბერი 2026, 21:41

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.

21 სექტემბერი 2026, 21:35

მსოფლიო

საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.

21 სექტემბერი 2026, 21:26

მსოფლიო

მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

21 სექტემბერი 2026, 21:20

ეკონომიკა

საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

21 სექტემბერი 2026, 21:10

ეკონომიკა

საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.

მიხაილო ფედოროვი

21 სექტემბერი 2026, 21:09

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა.

გოგი აბუაშვილი

21 სექტემბერი 2026, 20:58

პოლიტიკა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა

გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.

ფრიდრიხ მერცი

21 სექტემბერი 2026, 20:54

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მერცი შესაძლოა წლის ბოლომდე გადადგეს. ამის თქმის საფუძველს, გერმანიაში ბოლო ორი ადგილობრივი არჩევნების შედეგები იძლევა, სადაც მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი იწვნია.