imedi /  06 დეკემბერი 2019, 22:33 / სანდო წყარო

ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვს

„შეშფოთებული ვართ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – ამის შესახებ აღნიშნულია ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს ეხება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით განცხადება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ფინეთის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გაკეთდა.

„შეშფოთებული ვართ რუსეთის, სოხუმისა და ცხინვალის რეჟიმების გახშირებული პროვოკაციებით, მათ შორის, ოკუპაციის არეალის გაფართოების მცდელობითა და სამხრეთ ოსეთის რეგიონის ე.წ. უსაფრთხოების ძალების მიერ „საგუშაგოების“ მშენებლობით სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვრჩებით მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვით ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ სოფელ ატოცსა და გუგუტიანთკარში და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გრძელვადიანი დახურვით. ამ ქმედებებმა გამოიწვია ადგილზე არსებული მდგომარეობის დესტაბილიზაცია და მძიმედ იმოქმედა კონფლიქტით დაზარალებულ ადგილებში მცხოვრები ხალხის უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ახლახან ახალგორის რაიონში მცხოვრები მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება, რომელიც მოკლებული იყო შესაძლებლობას, მიეღო სწრაფი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურება ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის გამო, კიდევ ერთი ტრაგიკული ილუსტრაციაა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების მუდმივი შეზღუდვით გამოწვეული მძიმე შედეგებისა. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით სამხრეთ ოსეთის რეგიონში და მოვითხოვთ მის სასწრაფოდ გათავისუფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ყველა სიახლე

01 აპრილი 2023, 19:42

სპორტი

ძალოსანი ირაკლი ვეკუა მსოფლიოს ჩემპიონია

+102 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 141, ხოლო აკვრაში 179 კილოგრამი დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალს დაეუფლა.

01 აპრილი 2023, 19:23

საზოგადოება

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროგრამის ფარგლებში, 1 000-მდე საცხოვრებელი ბინის მშენებლობა 10 მისამართზე მიმდინარეობს

პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ არსებული ავარიული შენობების თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლებას გულისხმობს. მოსახლეობას ბინები კი სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემა. პროგრამას აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია ახორციელებს.

01 აპრილი 2023, 18:52

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილმა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან ერთად ტაშკენტში ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთში იმყოფება, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ჟამშიდ ხოჯაევთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაში.

01 აპრილი 2023, 18:31

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრო: ინსულინი ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ

დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბ ქადაგიძე

01 აპრილი 2023, 18:17

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ჯაფარიძესა და ხოშტარიაზე: ერთი ხელით ვითომ, ძალადობას აპროტესტებენ-ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით, ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას განცხადებებს Facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

თბილისის ტაქსი

01 აპრილი 2023, 18:00

საზოგადოება

დღეიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი ძალაშია

თბილისის მერიის განახლებულ ვებ-გვერდზე, ტაქსის ნებართვების გაყიდვა და იჯარით გაცემა უკვე შესაძლებელია. ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, ა კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმაც შეეძლებათ.

01 აპრილი 2023, 17:58

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭოს ერთი თვით რუსეთი უხელმძღვანელებს

ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია აგრესორი ქვეყნის თავმჯდომარეობას აპროტესტებდნენ, თუმცა მორიგეობის პრინციპით, თავმჯდომარის უფლებამოსილება აპრილში რუსეთს გადაეცემა.

01 აპრილი 2023, 17:37

მსოფლიო

კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარი პავლე სასამართლოში მიიყვანეს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიევ-პეჩორის ლავრა მოსკოვის დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს 29 მარტს უნდა დაეტოვებინათ, თუმცა სამონასტრო კომპლექსიდან გასვლაზე უარს ამბობდნენ და ლავრის ტერიტორიაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს არ უშვებდნენ.

01 აპრილი 2023, 17:36

სამართალი

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

არსებული ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, წყალტუბო-ქუთაისის გზაზე, ერთ-ერთ რესტორანთან ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც, ერთ-ერთმა სიტუაციის განმუხტვის მიზნით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდოდ შემთხვევით, ერთხელ გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სალომე ზურაბიშვილი

01 აპრილი 2023, 17:26

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას, რაც ყოველდღიურად ჰუმანიტარულ პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ ყველა ქართველს ესმის უკრაინელების მიერ განცდილი ტკივილი და ურყევ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას

„პრეზიდენტო ზელენსკი, ქართველი ხალხის სახელით, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა, გისურვოთ გამბედაობა და ურყევი მონდომება თქვენი ქვეყნისა და ევროპის მომავლისთვის ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ბუჩაში უმიზეზოდ არ დაღუპულან და უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამარჯვებით მალე მშვიდობა დაისადგურებს!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

01 აპრილი 2023, 17:26

მსოფლიო

რა ვითარებაა უკრაინაში. ომის 402-ე დღე

პარალელურად, უკრაინა დონბასში ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ბოლო 24 საათში რუსულმა ძალებმა ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით 30-მდე შეტევა განახორციელეს, თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ და მძიმე დანაკარგებს განიცდიან.

01 აპრილი 2023, 17:23

პოლიტიკა

რას წერდნენ ერთმანეთს 7-8 მარტის აქციის მონაწილეები - „ქრონიკის“ ექსკლუზივი

ტექსტურ მიმოწერაში ასახულია, თუ როგორ გეგმავდნენ ახალგაზრდები აქციას რუსთაველის გამზირზე და რა გეგმები ჰქონდათ მათ. მიმოწერაში ფიგურირებს, დაკავებული ლაზარე გრიგორიადისიც.

ლევან ხაბეიშვილი

01 აპრილი 2023, 17:14

რეგიონი

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია გამართეს

„საინფორმაციო შეხვედრები გვექნება კახეთში, ხვალ ქუთაისში და ასევე შიდა ქართლში. 9 აპრილს მთელი საქართველოდან ევროპული მომავალი ვისაც სურს, ანტიპუტინისტებმა, ანტირუსებმა, მოიყარონ თავი დედაქალაქის ცენტრში. ეს არ იქნება ერთი პარტიის აქცია, ამას საზოგადოება კარგად ნახავს. ევროპული მომავალი სურს არა თუ რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას“, -განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

01 აპრილი 2023, 16:56

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

თამთა მეგრელიშვილი

01 აპრილი 2023, 16:41

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობა არ უნდა დაისაჯოს? - კიდევ რამდენი „ნაცი“ გაბედავს მოძალადის დაცვას, უნდა დავაკვირდეთ

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი 7- 9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, ადამიანს, რომელიც პოლიციელს დასაწვავად იმეტებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები იცავენ.

ანდრია გვიდიანი

01 აპრილი 2023, 16:41

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი ლაზარე გრიგორიადისზე: ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა?

ვინ არის გმირი? - ის გაუგებარი წარმომავლობის ელემენტი, რომელმაც პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილი ესროლა, მანქანები დაწვა და სახელმწიფო შენობაზე შტურმი მიიტანა, ეგ არის გმირი? - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

01 აპრილი 2023, 16:41

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო

უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ომთან დაკავშირებით ახალი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში, რომელსაც მხარი 130-მა დეპუტატმა დაუჭირა, რუსული აგრესია დაგმობილია. უნგრელი კანონმდებლები საერთაშორისო საზოგადოებას მშვიდობის ხელშეწყობისა და შემდგომი ესკალაციის პრევენციისკენ მოუწოდებენ.

ლევან ნიკოლეიშვილი

01 აპრილი 2023, 16:07

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ლაზარე გრიგორიადისზე: მაინტერესებს, როგორ უჭერენ მხარს „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ხალხი, როცა იციან, რომ ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს გმირ პოლიციელებს, ამისთვის არ უნდა დაისაჯოს, თუ რისი თქმა გინდათ?

მაინტერესებს, როგორ უჭერენ მხარს „ნაცმოძრაობის“ კლასტერის ხალხი, როცა იციან, რომ ამ ადამიანმა ცეცხლი წაუკიდა ჩვენს გმირ პოლიციელებს! ამისთვის არ უნდა დაისაჯოს, თუ რისი თქმა გინდათ?, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ.

ზურაბ ქადაგიძე

01 აპრილი 2023, 15:58

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისზე: პოლიციელები მოსაკლავად გაიმეტა და ესენი მხარს უჭერენ - ესაა „ნაცების“ რეალური სახე

„ერთი ხელით ვითომ ძალადობას აპროტესტებენ-ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ! საით მიგყავთ თემა? ვის რაში აინტერესებს მაგისი სექსუალური ორიენტაცია, მოძალადეა ჩვეულებრივი და უნდა დაისაჯოს! პოლიციელები მოსაკლავად გაიმეტა და ესენი მხარს უჭერენ. ესაა ნაცების რეალური სახე!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

ალუდა ღუდუშაური

01 აპრილი 2023, 15:39

პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც ამ ახალგაზრდებს ფარად იყენებენ

ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი, მით უმეტეს იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს პირდაპირ, ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ქვეყანაში არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობას, რისთვისაც იყენებენ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის ამ შემთხვევაში ეს პიროვნება, - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ლაზარე გრიგორიადისის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად.