imedi /  08 დეკემბერი 2019, 18:25 / სანდო წყარო

„შერატონში“ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს

ოცნება ოპოზიცია

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით მეორე შეხვედრას მართავენ. შეხვედრა სასტუმრო „შერატონში“ 18:00 საათზე იყო დაგეგმილი.

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ეს მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

მიუხედავად ამისა, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა მორიგი შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. დიალოგის გაგრძელებას მხარს უჭერს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსი.

შეხვედრის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციის შეთავაზებაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება საუბარი. მმართველი გუნდი ოპოზიციისგან სხვა წინადადებას ელის, რადგან გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიაჩნია. 

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის თქმით, ოპოზიციის პრინციპულობაზეა დამოკიდებული ხელისუფლების მხრიდან კომპრომისზე წასვლა. 

კომენტარები გააკეთეს უცხოელმა დიპლომატებმაც. ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის თქმით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგს დიდი მხარდაჭერა აქვს იმისთვის, რომ შემდგომი არჩევნებისთვის პროცესი წინ წავიდეს.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუდის თქმით, აშშ მოხარულია, რომ მხარდამჭერ როლს ასრულებს. ელჩი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრას გარკვეული პროგრესი ექნება.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს შედგა. შეხვედრის დასრულები შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გერმანული მოდელის სასარგებლოდ ოპოზიციას დამაჯერებელი არგუმენტი არ ჰქონდა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. მათ შორის იყო მარიამ ჯაშიც.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

28 თებერვალი 2024, 08:54

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ალბანეთშია. უკრაინის პრეზიდენტი ტირანაში გვიან ღამით ჩაფრინდა, სადაც შეხვედრებს, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს.

28 თებერვალი 2024, 08:34

მსოფლიო

სუმისა და დონეცკის ოლქებში რუსეთის იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა არმიამ დასახლებულ პუნქტებზე 60 -მდე იერიში მიიტანა. დრონებით თავდასხმა განხორციელდა ოდესაზეც. ქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვას დონეცკის ოლქშიც.

მაკა ბოჭორიშვილი

28 თებერვალი 2024, 08:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან შეხვედრებს განაგრძობს

მთავარი თემა, საქართველოს შემდეგ ეტაპზე გადასვლას, მოლაპარაკებების გახსნასა და ევროკავშირის გაფართოებას ეხება. ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური შეცდომა ევროკავშირის მხრიდან გამოსწორებულია, საქართველოს უკვე აქვს კანდიდატის სტატუსი და რეფორმების სისწრაფე იქნება მომდევნო წარმატების საფუძველი.

რობინ დანიგანი

28 თებერვალი 2024, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, აშშ-ის ელჩს პირველად მოუსმენენ

დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს პირველად მოუსმენენ. საუბრის მთავარი თემა, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა და ქართულ-ამერიკული მხარეების სტრატეგიული პარტნიორობა იქნება.

ჯონ კირბი

28 თებერვალი 2024, 02:12

მსოფლიო

ჯონ კირბი: უკრაინაში მდგომარეობა ძალიან მძიმეა - უკრაინელები ტერიტორიის დაკარგვას იწყებენ, იმ ტერიტორიის, რომელიც ბრძოლით დაიბრუნეს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ უკრაინაში ფრონტზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

ჯონ კირბი

28 თებერვალი 2024, 01:47

მსოფლიო

ჯონ კირბი: პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან

პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ იქნებიან, - განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ.

28 თებერვალი 2024, 00:52

კულტურა

რაიან გოსლინგი „ოსკარზე“ I'm Just Ken-ს იმღერებს

გოსლინგი „ბარბიში“ შესრულებული კენის როლისთვის ნომინირებულია კატეგორიაში „საუკეთესო კაცი მსახიობი“, მის მიერ სურათში ნამღერი კომპოზიცია I'm Just Ken კი „საუკეთესო სიმღერის“ ტიტულისთვის იბრძვის.

28 თებერვალი 2024, 00:44

ტექნოლოგიები

ირანში უძველესი ტუჩსაცხი აღმოაჩინეს💄

არსებული ინფორმაციით, არქეოლოგებმა ფლაკონი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ჯიროფტის მახლობლად იპოვეს. ის ქლორიტისგან არის დამზადებული. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ კოსმეტიკური ნივთიერების ასაკი 3 600 წელს შეადგენს. კოსმეტიკური ნივთიერების ძირითადი კომპონენტი დაფქული ჰემატიტი იყო.

28 თებერვალი 2024, 00:23

ტაბლოიდი

აშშ-ში, აუქციონზე ჰიროსიმის დაბომბვისას დამდნარი საათი გაიყიდა

ლოტის აღწერაში მითითებულია, რომ საათი თითბრისგან არის დამზადებული. ატომური ბომბის ჩამოგდებისას, 1945 წლის 6 აგვისტოს, საათის კორპუსი ნაწილობრივ დადნა, შუშა კი გაიბზარა. ისინი ჰიროსიმაში ბრიტანელმა ჯარისკაცმა აღმოაჩინა, რომელსაც ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაჰქონდა.

28 თებერვალი 2024, 00:18

პოლიტიკა

მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს „კლიმატის ცვლილების კანონის“ შემუშავების პროცესსა და მის მნიშვნელობაზე.

გიგი უგულავა

28 თებერვალი 2024, 00:04

პოლიტიკა

გიგი უგულავა: ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ

ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ, - განაცხადა გიგი უგულავამ ტვ პირველის ტოქშოუში „რეაქცია“.

თამარ ჩიბურდანიძე

28 თებერვალი 2024, 00:02

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: რაკი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის პრეზიდენტობის დროს ამერიკას აქცევს ქრისტიანულ სახელმწიფოდ და ევროპაშიც მომძლავრდნენ მემარჯვენე პარტიები, ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის ეს დაკვეთა

„ჩვენ ვიცით, წელს ევროპარლამენტის საპარლამენტო არჩევნებია, გარდა ამისა, ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოში არის არჩევნები. ძალიან არის მომძლავრებული მემარჯვენე იდეოლოგიის მქონე პარტიები, ანუ პარტიები, რომლებიც უპირველეს აქცენტს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის ტრადიციებზე და ფასეულობებზე. რამ გამოიწვია ეს? უკრაინის ომის ფონზე, ჩვენ ვიცით, რომ თუ ვინმეს დაარტყა უკრაინის ომმა, დაარტყა ევროპას და ევროკავშირს. მათზე მოხდა პირდაპირ ფოკუსირება სოციალური, ეკონომიური თუ სხვადასხვა მიმართულებით. ევროპულ სახელმწიფოებშიც კი, რომლებიც უმთავრესი ეპიცენტრია თანამედროვე პოლიტიკური მოვლენების, მომძლავრდნენ მემარჯვენე პოლიტიკური იდეოლოგიის პარტიები, რომლებმაც წინა ხაზზე გამოიტანეს ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, ღირებულებები და საკუთარი ნაციონალური თვითგადარჩენის საკითხი“, - განაცხადა ჩიბურდანიძემ.

ლევან ნიკოლეიშვილი

28 თებერვალი 2024, 00:02

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: ჰესი არ ააშენოთო, ხე არ გადარგოთო - ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან ფინანსდებიან?

„ვინ არიან ეს ადამიანები, ვინ დგას მათ ზურგს უკან, საიდან ფინანსდებიან? რას ნიშნავს არ შეუშვაო იკითხავს მავანი, რას ნიშნავს და თავგასულობას რომელსაც ამკვიდრებენ კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. საინტერესოა როდემდე უნდა გაგრძელდეს მათი პარპაში?” - წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

თამთა მეგრელიშვილი

28 თებერვალი 2024, 00:01

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებზე: მრჩება ეჭვი, რომ კვლავ ვიღაცის დავალება სრულდება და კრებსითი ვარლამ გოლეთიანები სანაცვლოდ ფულს იღებენ

არ შეიძლება კურორტების მოწყობას, ეკონომიკის ამუშავებას და განვითარებას, რეგიონში არსებული ლოკაციების ახალ სიცოცხლეს ხელს უშლიდნენ გარკვეული ჯგუფები, კრებსითი ვარლამ გოლეთიანები. სიახლეებთან მუდმივ წინააღმდეგობას განვითარება არ მოაქვს. - წერს „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ „ბალდის კანიონის ტერიტორიაზე, ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შეფასების მიზნით მისული ექსპერტთა ჯგუფი, პროტესტის აქტივისტებმა ადგილზე არ შეუშვა.

27 თებერვალი 2024, 23:36

მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ

პირველ რიგში ამერიკის საჭიროებებზე უნდა ვიზრუნოთ, - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კონგრესის ლიდერებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისათვის დახმარების გამოყოფის საკითხიო განიხილეს.

27 თებერვალი 2024, 23:17

მსოფლიო

სახელმწიფო დეპარტამენტი მაკრონის განცხადებაზე: პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

27 თებერვალი 2024, 23:08

მსოფლიო

ბაიდენი კონგრესს: ყოველდღიური უმოქმედობის შედეგები უკრაინისათვის მძიმეა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა უკრაინის დახმარების გადაუდებელ აუცილებლობას თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებთან შეხვედრის წინ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ზურაბ ქადაგიძე

27 თებერვალი 2024, 23:01

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: „ვეტინგის“ შედეგად უკრაინული და ალბანური სასამართლო აბსოლუტურად გასულია სამართლებრივი სივრციდან და ასე უნდოდათ საქართველოში, რასაც ხელი შეუშალა „ხალხის ძალის“ და პრინციპული პოლიტიკოსების მოქმედებებმა

ვეტინგის ამოქმედება მოხდა ალბანეთში, უკრაინაში და ასეთი ჩანაფიქრი იყო საქართველოს შემთხვევაში. ასე რომ, ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ, ოპოზიციას დაავალეს ეს ყველაფერი, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ, როცა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მოთხოვნაზე, რომ საქართველოში სასამართლო სისტემის სრულყოფისათვის საჭიროა ვეტინგის სისტემის ამოქმედება. როგორც ზურაბ ქადაგიძემ განმარტა, ვეტინგი არის სოროსის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID-ის და აშშ-ს საელჩოს კოორდინირებული პროექტი და ის გამოყენებული იყო უკრაინასა და ალბანეთში, რის შედეგადაც ამ ქვეყნების მართლმსაჯულება სამართლებრივი სივრციდანაა გასული.

სებასტიან ლეკორნუ

27 თებერვალი 2024, 22:44

მსოფლიო

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი მაკრონის განცხადებაზე: ეს არ არის ჯარების გაგზავნა რუსეთის წინააღმდეგ საომრად

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადება, რომ მომავალში უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს, არ შეიცავს ესკალაციის ნიშნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დონალდ ტუსკი

27 თებერვალი 2024, 22:26

მსოფლიო

დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ უკრაინული სურსათის იმპორტის ემბარგოს გაფართოებას განიხილავს, თუ ევროკავშირი არ იმოქმედებს ბაზრების დასაცავად

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ის უკრაინული სურსათის იმპორტის ემბარგოს გაფართოებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.