ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა
ქიბარ ხალვაში
ფოტო: IMEDI
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლო გადაწვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სასამართლომ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო.
ქიბარ ხალვაშის განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა "რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილ ნარატივს, რომ ქართული სასამართლო "რუსთავი2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიკერძოებული იყო, სიმართლესთან კავშირი არ აქვს და ეს, მხოლოდ მათი პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილი იყო".
"რუსთავი 2"-ის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული არც ერთი უფლება არ დარღვეულა.
ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მივმართე სასამართლოს "რუსთავი 2"-ის წილების დაბრუნების მოთხოვნით, ჩემს მიერ წარმოებულ დავასთან დაკავშირებით საზოგადოებამ მოისმინა უამრავი ტყუილი, რაც სამწუხაროდ, სწორედ "რუსთავი2"-ის ეთერით ვრცელდებოდა. დღეს ყველა დარწმუნდა, რომ განცხადებები სასამართლოს მიკერძოებულობასთან, მხარის უფლებების შეზღუდვასთან, სახელმწიფოს ჩარევასთან დაკავშირებით ტყუილი აღმოჩნდა, რომ არაფერი ვთქვათ სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილების გამომტანი პალატის მოსამართლეების დისკრედიტაციის მიზანმიმართულ მცდელობებზე.
თითქმის ხუთი თვეა გასული მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ბოლომდე გაიზიარა და ტელეკომპანია "რუსთავი 2" კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა. ამას მოჰყვა არხისათვის ძალიან მტკივნეული პროცესი, როდესაც, რამდენიმე ათეულმა ჟურნალისტმა ტელეკომპანია დატოვა. ამის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, მიზანმიმართულად ანგრევდა "რუსთავი 2"-ს, არხის ქონებას პირადი კომფორტის შესაქმნელად და საკუთარი გარემოცვისთვის სარგებლის მისაღებად ანიავებდა. ცხადი გახდა, რომ ნიკა გვარამიასთვის, "რუსთავი 2" მხოლოდ სხვისთვის წართმეული იარაღი იყო, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდის ინსტრუმენტად იყენებდა, ამის პარალელურად კი, 2015 წლიდან ახალი არხის შესაქმნელად საფუძველს ამზადებდა, რადგანაც იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, სამართალი აღსრულდებოდა და "რუსთავი 2" მის კანონიერ მფლობელს დაუბრუნდებოდა.
მე და ჩემს გუნდს, სწორედ, ამ ვითარებაში მოგვიწია ტელეკომპანიის გადაბარება. ჩვენ მივედით ვალებში ჩაძირულ არხზე, სადაც განადგურებული იყო ტელეკომპანიის ფინანსური მდგრადობა და განიავებული იყო ქონება.
ჩვენ ურთულეს ვითარებაში დავიწყეთ ტელევიზიის ხელახლა მშენებლობა. არხის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი მუშაობით, აუცილებლად კიდევ ერთხელ შევქმნით იმ "რუსთავი 2"-ს, რომლის თითოეულ გადაცემას ელოდა ჩვენი ქვეყნის მთელი მოსახლეობა.
საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ 2017 წლის მარტში, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დროებითი ღონისძიება გამოიყენა, მე წერილობით მივეცი პირობა სასამართლოს, რომ არ ვაპირებდი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას და ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას. ეს პირობა არაერთხელ გავიმეორე, დავპირდი არხის ჟურნალისტებს და სხვა თანამშრომლებს. იმედი მაქვს, საზოგადოება ხედავს, რომ ჩემი პირობის ერთგული დავრჩი. მაყურებელი ხედავს, რომ არხმა შეინარჩუნა კრიტიკულობა, ამასთანავე, პარტიული დავალებებისგან გათავისუფლებული, არ ავრცელებს გადაუმოწმებელ ინფორმაციას და არ ახდენს ფაქტებით მანიპულაციას.
მე ჩემი პირობის ერთგული ვრჩები - "რუსთავი 2" არის და იქნება ყველაზე ობიექტური, თუმცა ამავდროულად კრიტიკული, საუკეთესო არხი საქართველოში, რომელიც არა ვინმეს პროპაგანდისტული იდეების გამტარი, არამედ ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ოჯახი იქნება", - წერია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.
18 ივლისს სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავის 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლოს განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არც ერთი მუხლი არ დარღვეულა, მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი. კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ს მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ.
2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს წილებზე სამართლებრივი დავა რამდენიმე წელი მიმდინარეობდა. წილის სამართლებრივი გზით დაბრუნებას ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ცდილობდა. ამავდროულად, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პრეტენზიას თავდაპირველი დამფუძნებლები - ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალიც აცხადებდნენ. მათი თქმით, ვარდების რევოლუციის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა წილები ძალით დაათმობინეს.
სამართლებრივი დავა აქტიურ ფაზაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შევიდა.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:17
მსოფლიო
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერზე, აიათოლა მოჯთაბა ხამენეიზე: არ მგონია, რომ ცოცხალი არ იყოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი გარდაიცვალა.
26 აგვისტო 2026, 18:02
რეგიონი
მუხრანში წყალმომარაგების ახალი სისტემა მოეწყო - მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ სოფელ მუხრანში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულდა.
26 აგვისტო 2026, 17:57
პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში" მიმდინარე პროექტების მშენებლობას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, „ოცნების ქალაქში", არსებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ტერიტორიაზე, საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, დაწყებულია საბავშვო ბაღის მშენებლობა და ამასთანავე, უკვე გამოცხადდა კონკურსი ახალი საჯარო სკოლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
26 აგვისტო 2026, 17:49
საზოგადოება
თბილისის მერია: მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა
მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:35
მსოფლიო
Reuters: ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ნეპალში წყალდიდობის შედეგად 384 ტურისტი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:26
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა - პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს
როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა, ხოლო ლარსის საბაჟო - ბნელეთისა და ბოროტების შესასვლელი, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ „"ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი მორდორის კარიბჭედ აქცია ივანიშვილმა.“
26 აგვისტო 2026, 17:16
ეკონომიკა
ვახტანგ ცინცაძე: ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს და 3,2 მილიარდ ლარს შეადგენს, ხოლო ზრდა წინა წელთან შედარებით 30%-ია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები
„აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში რეალური პროექტები ხორციელდება და ამ ციფრების უკან დგას რეალური განვითარების აქტიურ ფაზაში მყოფი პროექტები, როგორიც არის ჰიდროელექტროსადგურები, მზის სადგურები, ქარის ელექტროსადგურები, რომლებიც, საერთო ჯამში, ქმნიან იმ ენერგეტიკულ პოტენციალს და შესაძლებლობას ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
26 აგვისტო 2026, 17:10
მსოფლიო
სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა
სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა შეუფარდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 17:10
საზოგადოება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც მგზავრებს ახალი წლიდან მოემსახურება
„ქრონიკისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, როგორი იქნება მეტროს ახალი ვაგონები, რომლებიც ახალი წლიდან თბილისში მცხოვრებლებს და დედაქალაქის სტუმრებს მოემსახურება.
26 აგვისტო 2026, 16:31
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა
კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. დარღვევების გამო, ობიექტები დააჯარიმეს და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე, მცენარეთა დაცვის საშუალებებით ვაჭრობა აეკრძალათ.
26 აგვისტო 2026, 16:15
რეგიონი
ბათუმი Wanderlust Reader Travel Awards-ზე ევროპის სასურველი სამოგზაურო ქალაქების კატეგორიაშია ნომინირებული
პოპულარულმა ბრიტანულმა სამოგზაურო პლატფორმამ Wanderlust, ბათუმი ევროპის ყველაზე სასურველი სამოგზაურო ქალაქების ნომინაციაში დაასახელა.
26 აგვისტო 2026, 16:07
სამართალი
გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ,ინფრასტრუქტურის მინისტრთან რევაზ სოხაძესთან ერთად, პროკურატურის ახალი შენობის მშენებლობის პროცესს გაეცნო
გიორგი გვარაკიძემ და რევაზ სოხაძემ, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებისგან შესრულებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებიც.
26 აგვისტო 2026, 15:52
მსოფლიო
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსეთის მთავრობას უფლებას აძლევს კერძო მესაკუთრეს ჩამოართვას ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ მოახერხა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ქვეყნის მთავრობას უფლებას აძლევს ჩამოართვას კერძო მესაკუთრეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტი, თუ მან მისი დაცვა ვერ შეძლო. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:25
რეგიონი
გივი მიქანაძე ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ესტუმრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის სტეფანწმინდისა და დაბა თიანეთის ფილიალებს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა.
26 აგვისტო 2026, 15:12
მსოფლიო
Euronews: ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად იზრდება
ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაიზარდა და თუ მაღალი ფასები შენარჩუნდება, ევროკავშირს 2022 წლის შემდეგ ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 15:02
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები - 600 ათასზე მეტ მოქალაქეზეა საუბარი, რომელთაგან, ბიძინა ივანიშვილს არავინ განურჩევია პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილების გამო და დღეს, გადამთიელების დავალებებით, მანქურთი რადიკალები ცდილობენ ეს ყველაფერი წაშალონ
„დიახ, ერთ საქველმოქმედო პროექტსაც კი ვერავინ დამისახელებს, რომელიც რაიმე პოლიტიკური ნიშნით ან მოქალაქეების პარტიული კუთვნილების მიხედვით იყო განხორციელებული! ასე მოხდა მაშინაც, როდესაც უპრეცედენტო ქველმოქმედება განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, 615164 მოქალაქეს მიეცა მეორე შანსი! გახსოვთ ალბათ, „შავ სიაში“ მყოფი ადამიანები, რომლებიც ოფიციალურ სამსახურს ვერ იწყებდნენ, წარმოების, აგრო თუ მცირე ბიზნესის დასაწყებად სესხს ვერ იღებდნენ და არ ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ იმ პროგრამებში, რომლებითაც დღეს საქართველოს უამრავი მოქალაქე სარგებლობს, „აწარმოე საქართველოში“, სტარტაპების დაფინანსება და სხვა. ბიოგრაფიაში ეწერათ „შავ სიაში მყოფი“ და ყველა კარი ამ ადამიანებისთვის დახურული იყო!“
26 აგვისტო 2026, 14:54
ეკონომიკა
მაია ომიაძე: ტურიზმის ზრდასთან ერთად, ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაც აქტიურად ვითარდება
„ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ სწორედ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიამ უმასპინძლა იმ ქვეყნებიდან ვიზიტორებს, რომელიც მეორე მხრივ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტულ ქვეყნებში და სტრატეგიულ ბაზრებში ზის, მათ შორის არიან ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, ჩინეთი და, რა თქმა უნდა, მეზობელი ქვეყნები“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
26 აგვისტო 2026, 14:46
ეკონომიკა
მაია ომიაძე: სტატისტიკური მონაცემის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში არასოდეს ამდენი მოგზაური არ ჩამოსულა - თუნდაც 2026 წლის პირველ კვარტალში და საერთო სტატისტიკაში მათი წილი 9,1%-ია
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, უწყების მთავარ მიზანს ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს, რისთვისაც ყოველწლიურად, მრავალმხრივი აქტივობები ხორციელდება - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.


