imedi /  11 დეკემბერი 2019, 15:50 / სანდო წყარო

გიორგი გახარია: ქართული ჯარის წინაშე ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

დღეს ქართულმა ჯარმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ყველას, რომ მისი ბრძოლისუნარიანობა და ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯართან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას უთხრა.

მისი თქმით, ქართული ჯარის წინაშე ყველამ ბოდიში უნდა მოიხადოს. „ქართული ჯარის ეფექტურობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ტერორისტები თავს დაესხნენ ბაგრამის საავიაციო ბაზას, სადაც სხვათაშორის 500-ზე მეტი ქართველი ჯარისკაცია წარმოდგენილი. ისინი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ ჯართან ერთად მხარდამხარ იბრძვიან, რათა ტერორიზმს მიუჩინონ თავისი ადგილი. სამწუხაროდ, ხუთი დაჭრილი ჯარისკაცი გვყავს. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ მიუთითებს და მეტყველებს ქართული ჯარის სიძლიერეზე, მის მომავალზეც და მის ხვალინდელ დღეზეც. ჩვენ ყველამ უნდა მოვიხადოთ ბოდიში ქართული ჯარის წინაშე. პირველ რიგში უნდა მოვიხაროთ ქედი იმ გმირობებისთვის, რასაც ეს ბიჭები ყოველდღიურად სჩადიან, რომლის მაგალითიც გვქონდა დღეს. მინდა, მათ პირველ რიგში ჯანმრთელობა და რაც შეიძლება მეტი გამარჯვება ვუსურვო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების შეკრებაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საზღვარგარეთ საქართველოს ბევრი სერიოზული მეცნიერი მსახურობს და ამ პროცესში (ქართული კულტურის გატანაში) ისინიც უნდა იყვნენ ჩართული.

10 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილმა ასეთი განცხადება გააკეთა: „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

ამ განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მხრიდან. 

ამასთან, დღეს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ქართული ჯარის შესახებ დამახინჯდა და კონტექსტის გარეშე, ინტერპრეტაციით გავრცელდა. მოგვიანებით თავად სალომე ზურაბიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ მას საგანგებოდ აბულინგებენ.

ყველა სიახლე

ენტონი ბლინკენი

20 იანვარი 2021, 03:36

პოლიტიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი: მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოსთვის ნატოს კარი ღია უნდა დარჩეს.

ჯო ბაიდენი

20 იანვარი 2021, 03:11

მსოფლიო

დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართება.

20 იანვარი 2021, 02:25

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 312 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 312 202 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 8 316 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ენტონი ბლინკენი

20 იანვარი 2021, 02:21

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.

20 იანვარი 2021, 02:00

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 23 608 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 608 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 373 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანგელა მერკელი

20 იანვარი 2021, 01:32

COVID19

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

20 იანვარი 2021, 01:12

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს

„ძალიან მინდა, რომ არამხოლოდ დადგეს ის დრო, რომ ოპოზიციაში გაგვიხდეს საქმე წასასვლელი, არამედ საერთოდ თუ სახლში წასასვლელი გავხდებით, ეს იქნება გადასარევი. „ქართულ ოცნებაში“ არ ვართ სკამებზე ჩაბღაუჭებულები, ეს შემიძლია, გითხრათ სრული პასუხისმგებლობით“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მტრედი ჯო

20 იანვარი 2021, 00:55

ტაბლოიდი

მტრედი ჯო, რომელიც ავსტრალიაში აშშ-დან ჩაფრენილი ეგონათ, ადგილობრივი ბინადარი აღმოჩნდა🕊️

ჩიტი „უცხოელი“ თათზე სამაჯურის გამო ეგონათ, რომლის მიხედვით ფრინველი 26 დეკემბერს აშშ-ის, ორეგონის შტატიდან გამოფრინდა, 13 ათასი კილომეტრი გაიარა და ავსტრალიაში მოხვდა. თუმცა აშშ-ის მტრედების რბოლის კავშირმა (American Racing Pigeon Union) განაცხადა, რომ ბარათი ყალბია.

20 იანვარი 2021, 00:53

ტაბლოიდი

ეგვიპტელი ქალი „უხამსი დიზაინის“ ნამცხვრების გამო დააპატიმრეს

ეგვიპტეში დააპატიმრეს ქალი, რომელმაც, გამოძიების მტკიცებით, „უხამსი“ დიზაინის ნამცხვრები გამოაცხო. ნამცხვრების ფოტოები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ფოტოები კაიროს ერთ-ერთ სპორტულ კლუბში, დაბადების დღეზე იყო გადაღებული. არსებული ინფორმაციით, საკონდიტრო ნაწარმი გენიტალიებისა და საცვლების გამოსახულებით იყო მორთული.

გოგა ხაინდრავა

20 იანვარი 2021, 00:51

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში კერპთაყვანისმცემლობა სამუდამოდ დაამსხვრია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, პირველ რიგში, ეს დარტყმა კი არა ბიძგია იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც წლების მანძილზე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა და ამაში ბიძინას როლი ყველასთვის ნათელია, - ეს განცხადება გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გააკეთა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2021, 00:47

მსოფლიო

გამოსამშვიდობებელ მიმართვაში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წარმატებებს უსურვებს

გამოსამშვიდობებელ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წარმატებებს უსურვებს.

გოგა ხაინდრავა

20 იანვარი 2021, 00:39

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: არ ვიცი, ვინ და რის ფასად შეძლებდა ცილისწამების იმ ნიაღვრის გაძლებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გაუძლეს

საკადრო პრობლემა, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში, ბიძინა ივანიშვილმა, ამ ეტაპზე, იმ დონემდე აიყვანა, რომ ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, აბსოლუტურად ჩამოყალიბებული პიროვნებები, თავიანთ ბეგრაუნდით, ბიოგრაფიითა და კონკრეტული საქმეებით, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

20 იანვარი 2021, 00:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციაში შემავალ არაერთ პარტიას პარლამენტში შესვლა სურს

„ქართულ პარლამენტში არის ორი პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შემოვა რამდენიმე პარტია. ორი პარტია თქვენთან იყო რომლებიც ამბობენ, რომ გარკვეულ პირობას აყენებენ, მაგრამ მზად არიან შემოსასვლელად. დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოჩნდება 1-2 პარტია, რომლებიც შემოვლენ. შეიძლება არ შემოვიდნენ „ევრონაცები“ და „ნაცები“, მაგრამ „ნაცების“ კოალიციაში არის არაერთი პარტია, რომელთაც, ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ სურვილი აქვთ შემოსვლის. რამდენად დაუძვრებიან სააკაშვილის ბულინგს, ეს ცალკე საკითხია“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

20 იანვარი 2021, 00:22

COVID19

ისრაელის მთავრობამ კარანტინის რეჟიმის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ კარანტინის რეჟიმის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

გია ცაგარეიშვილი

20 იანვარი 2021, 00:21

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ჩატარების მისეული ხედვა, რომელიც წინა პერიოდისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო

„მათი ფილოსოფია, მათი ბუნება პოლიტიკაში ცხოვრების თანაცხოვრებას არ ითვალისწინებს. ეს გამორიცხულია. ამის ილუზია არავის ჰქონდეს. არავითარი პოლიტიკური თანაცხოვრება არცერთ ჩვენგანთან არ იქნება. ეს იქნება ძალადობა საზოგადოებაზე. არავის ვძაფრავ. უბრალოდ მე გამომივლია ეს ყველაფერი და კარგად ვიცი. არავის ვაშინებ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს რა დონის ავაზაკებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

20 იანვარი 2021, 00:10

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ბიძინა ივანიშვილის ჩართულობისა და ინიციატივის გარეშე, 2012 წლის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა

2012 წლის შემდეგ, უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, სფერო არ დარჩა, რომელიც რადიკალურად არ გაუმჯობესდა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

20 იანვარი 2021, 00:06

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: უნდა გვქონდეს გონიერება, რომ პანდემია არაა პოლიტიკური თამაშის კომპონენტი, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შეგნება საქართველოში არ ჩამოყალიბდა

დეზინფორმაცია რამდენად გვიშლის ხელს ეს რთული შესაფასებელია, ვინაიდან ესაა ყოველდღიური წნეხი და მოცდენილი დრო, როცა გამომდინარე ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობიდან, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ ამ დეზინფორმაციის შესახებ, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“გააკეთა .

19 იანვარი 2021, 23:56

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა.

ნათია თურნავა

19 იანვარი 2021, 23:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: შეზღუდვებმა მოგვცა საშუალება, რომ დღეს ვსაუბრობთ ეპიდვითარების სტაბილიზაციასა და ბიზნესის ეტაპობრივ, ძალიან ფრთხილ გახსნაზე

ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, მაგრამ იმ შეზღუდული რესურსებითაც, რაც ჩვენ გვაქვს და რაც ძალიან სწრაფად მოვიზიდეთ, საკმაოდ კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას ვახორციელებთ. ეს კრიზისი, სირთულე, რომელიც გარდაუვლად მოჰყვებოდა პანდემიას, ჩვენთვის არის ყოველდღიური გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით და აუცილებლად დავძლევთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ნათია თურნავა

19 იანვარი 2021, 23:43

ეკონომიკა

ნათია თურნავას თქმით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება

„იხსნება ასევე ფრენები. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ თებერვალი სავარაუდოდ იქნება ის თვე, როდესაც ჩვენ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნის. ეს ისევ და ისევ არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონტროლირებადი. ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით და სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა, მაგრამ ეს არის ტურისტული სეზონის დაწყების პირველი იმედი“, - აღნიშნა მინისტრმა.