imedi /  12 დეკემბერი 2019, 08:29 / სანდო წყარო

პარლამენტში ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე იმსჯელებენ

ნიკა მელია

ნიკა მელია

გამამტყუნებელი განაჩენი, რომელსაც შესაძლოა ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეეწიროს. „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე მისი კოლეგები დღეს იმსჯელებენ.

მანამდე, ჯერ კიდევ დეპუტატი მელია ამბობს, რომ სასამართლოს შემდეგ მისი პოლიტიკური დევნისთვის მმართველი გუნდი უკვე პარლამენტში ემზადება. ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტაში არც ოპოზიცია და არც „ოცნებიდან“ პროტესტით წასული დეპუტატები მონაწილეობას არ მიიღებენ.

ისინი საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ თუ პარლამენტი ყველა ინსტანციას არ დაელოდება, შესაძლოა, გადაწყვეტილება ძვირად დაუჯდეს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქმეს პოლიტიკური სარჩული არ აქვს და საკითხი მხოლოდ პრეცედურულია.

2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელიას ჯარიმა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა განუსაზღვრა. სასამართლომ ნიკა მელია 332-ე მუხლით (სამსახურებრივ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნო და 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამასთან ერთად, მელიას დამატებით სასჯელად ორი წლითა და სამი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2021, 09:16

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. დედაქალაქში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი.

15 ივნისი 2021, 08:52

ეკონომიკა

პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გრძელდება

პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენა საკომიტეტო ფორმატში გრძელდება. დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები გასულ წელს განხორციელებული პროექტების შესახებ მიიღებენ ინფორმაციას.

15 ივნისი 2021, 08:45

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 15 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

15 ივნისი 2021, 08:24

საზოგადოება

ოსტატების რეესტრში დარეგისტრირების მსურველთა განაცხადების მიღება დღეს სრულდება

ამ დროისათვის სამინისტროში შესულია 150-ზე მეტი განაცხადი, აქედან 70-მდე აპლიკანტს უკვე გაესაუბრნენ. გასაუბრის პროცესი გრძელდება და შედეგად, კომისია გასცემს ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაციას ან დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ მიუთითებს.

15 ივნისი 2021, 08:12

რეგიონი

დღეიდან აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა იქნება უფასო. ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი“, რომელზე დასწრებაც ასევე ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

15 ივნისი 2021, 08:01

რეგიონი

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ფარგლებში, რიგით მე-100 შეხვედრა გაიმართება

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით მეასე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრება ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

ჯიმ რიში

15 ივნისი 2021, 01:35

მსოფლიო

სენატორი ჯიმ რიში: Nord Stream 2-სთვის სანქციების მოხსნა, ნატოს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის არმიწვევა - პუტინს შეუძლია უბრალოდ უყუროს, თუ როგორ აშოშმინებს აშშ საკუთარ თავს

სენატორი ჯიმ რიში რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას აკრიტიკებს.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 00:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები რომლებზეც შეგიძლია თავი დადო, ასეთია კახა კალაძე

კახა კალაძე არის საუკეთესო მერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. რაც შეეხება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატს, კობახიძის განმარტებით, არცერთი პარტია არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე განცხადებას არ აკეთებს, იმისთვის რომ სხვა პარტიას ფარდობითი უპირატესობა არ შეუქმნას.

ჯო ბაიდენი

15 ივნისი 2021, 00:22

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: უკრაინამ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მისაღებად

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აკმაყოფილებს ის კრიტერიუმებს.

ირაკლი კობახიძე

15 ივნისი 2021, 00:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილზე: პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ გეგმავს, შეგვიძლია ვთქვათ - საარჩევნო კამპანიაში ჩართული არ იქნება

„ბიძინა ივანიშვილთან ბოლო კომუნიკაცია მქონდა, როდესაც მან პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ეს იყო მისი პრინციპული გადაწყვეტილება, ჩვენ მასთან კომუნიკაცია აღარ გვაქვს. მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო მისი ცალსახა პოზიცია, ის არცერთ შემთხვევაში გეგმავდა და აღარ გეგმავს პოლიტიკაში დაბრუნებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საარჩევნო კამპანიაში ჩართული არ იქნება. კიდევ ვიმეორებ, ჩვენ მასთან კომუნიკაცია არ გვაქვს და ეს იყო მისი პრინციპული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლიკობახიძე

14 ივნისი 2021, 23:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე

გახარიას მხრიდან 20 ივნისის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი, რამაც საბოლოო ჯამში მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა - ოპერაციას გეგმავდნენ ორნი - გახარია და საბანაძე, შესაბამისად ყველაფერში იყვნენ ჩართულები, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2021, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პასუხი უნდა გაეცეს მარტივ კითხვას, რაში სჭირდებოდა 2-3 დღე გახარიას

„პასუხი უნდა გაეცეს მარტივ კითხვას, რაში სჭირდებოდა 2-3 დღე გახარიას, ვერ გასცემს ამ კითხვას პასუხს, როგორც ვერ გასცა აქამდე, ისე ვერ გასცემს მომავალში, რაში სჭირდებოდა 2-3 დღე, ამ კითხვას პასუხი არ არსებობს. ჩვენ ვხვდებით და ვიცით რაში სჭირდებოდა. მთელი გუნდი ვეკითხებოდით, რა მოხდება 2-3 დღეში, რა შეიცვლება და ის ამბობდა, რომ პროცესის კონცენტრაცია შემცირდებოდა და მაშინ, როდესაც ჩვენ ვამტკიცებდით ლოგიკურად, რომ კონცენტრაცია პირიქით იმ ოფისში გაიზრდებოდა და ეს რამდენიმე დღეში დამტკიცდა, რომ რეალურად, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით ის იყო მართალი და სხვა ლოგიკა ვერ იარსებებს. როდესაც შენ სხვას აძლევს 3 დღეს მოსამზადებლად, როგორ შეიძლება იმ 3 დღეში კონცენტრაცია დაკარგოს და არა გაზარდოს იმ პოლიტიკურმა ძალამ, ეს ხომ წარმოუდგენელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2021, 23:28

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამნისტიის კანონი ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო

ამნისტიის კანონის გამოცემა საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა იყო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2021, 23:19

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონზე: ეს თემა უნდა დარჩეს აქტუალური, ვიდრე არ გაირკვევა, რომ ყველა ბავშვი არის უსაფრთხოდ

ჩემს პოზიციას დავაფიქსირებ ცალსახად, რომ ნინოწმინდის პანსიონში უნდა შესულიყო სახალხო დამცველი, ეს არის მისი კონსტიტუციური და სამართლებრივი პრეროგატივა, უნდა შესულიყო და უნდა შევიდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

14 ივნისი 2021, 23:16

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 20 ივნისის შემდეგ იყო მოსაზრება, გიორგი გახარიას დაეტოვებინა შს მინისტრის თანამდებობა

20 ივნისის შემდეგ, უახლოეს პერიოდში, იყო ასეთი მოსაზრება და არაერთი ლიდერიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით, რომ უმჯობესი იყო გახარიას დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

გივი მიქანაძე

14 ივნისი 2021, 23:02

პოლიტიკა

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდებიან

„ყველა ის ბიულეტენი, რომელიც დათვლილი იყო საარჩევნო ოლქში, დარღვევის გარეშე ასახავდა იმ მოქალაქეების ნებას, რომელთაც ხმა მისცეს ვაკის 41-ე უბანზე. ასევე რეგისტრატორებთნ საუბრისას, სადაც ერთ-ერთი რეგისტრატორი იყო „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, გამოიკვეთა, რომ არანაირ უხეშ დარღვევას, გაყალბებას და მანიპულაციას უბანზე ადგილი არ ჰქონია და მოქალაქეების მიერ გამოხატული ნება იყო პირდაპირპროპორციული იმ ოქმისა, რომელიც ცესკო-მ ატვირთა თავის ვებ-გვერდზე“, - განაცხადა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 ივნისი 2021, 22:48

მსოფლიო

ერდოღანი: გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს მნიშვნელობა იზრდება

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, ნატოს მნიშვნელობა იზრდება.

14 ივნისი 2021, 22:32

საზოგადოება

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება

ისეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა, დედაქალაქში უახლოეს პერიოდში დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა თბილისის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივნისი 2021, 22:30

საზოგადოება

ირაკლი ბენდელიანი: მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრული პროცესის შემცირების სამუშაოების მეორე ეტაპი უახლოეს მომავალში დაიწყება

„პირველადი სამუშაოები, რაც საჭირო იყო ამ მეწყრული პროცესის შემცირებისთვის, უკვე განხორციელებულია. რამდენიმე დღეში ველოდებით ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დავიწყებთ მეორე ეტაპის სამუშაოებს და დაახლოებით, ორ თვე-ნახევარში ამ ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად აღდგება“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ირაკლი ბენდელიანი

14 ივნისი 2021, 22:24

საზოგადოება

2018-2021 წლებში თბილისში სამი გზაგამტარი აშენდა და ათი ხიდი რეაბილიტირდა

„გამორჩეული პროექტია კარტოზია - ცინცაძის ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა. სამუშაოების დაწყებამდე აქ გვქონდა მუდმივი პრობლემა საცობის სახით და მას შემდეგ, რაც ეს ობიექტი დასრულდა, აქ პრობლემა აღარ არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანი პროექტია მდინარე ვერეზე საფეხმავლო ხიდი, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მოეწყო თანამედროვე განათების სისტემა და ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია ქალაქისთვის, ვიზუალური თვალსაზრისით. მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე მოეწყო ორდონიანი კვანძი, რომელსაც ანალოგიური შედეგი მოჰყვა, რაც ცინცაძე-კარტოზიას პროექტს. აქაც მუდმივად იყო საცობები, რაც შემდეგ უკვე გელოვანის გამზირზეც ქმნიდა გადაადგილების პრობლემას. პროექტის განხორციელების შემდეგ, ეს პრობლემა მოხსნილია.