imedi /  13 დეკემბერი 2019, 14:25 / სანდო წყარო

უგულავა მდინარაძის განცხადებაზე: გვტროლავენ, ეს არის მოდელირებული წინადადება

გიგი უგულავა

გიგი უგულავა

მმართველი გუნდის წინადადებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ლიდერები პოლიტიკურ აფიორაზე მიუთითებენ.


გვტროლავენ, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმები არ აქვთ. ჩვენ მივიღეთ მოდელირებული წინადადება. ეს ხალხი მგონი, საბავშვო ბაღში საკუთარ თავთან ერთობა.

თქვენი მატარებელი ამცდარია, თქვენში მოძებნილი კონსენსუსი არაფერს ნიშნავს, გარდა იმისა, რომ არაადეკვატურები ხართ“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.  

დამოუკიდებელი დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, ლევან კობერიძე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ვირეშმაკობად აფასებს. ასევე საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ეკა ბესელია კი მას პოლიტიკურ აფიორას უწოდებს.

„რომ ჰკითხო მდინარაძეს და მის თანამოაზრეებს, უსასრულოდ უნდათ ხელისუფლებაში დარჩენა, მაგრამ ნურას უკაცრავად“, - თქვა ბესელიამ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუნდში მიღწეული შეთანხმების თანახმად, მაჟორიტარი დეპუტატები, 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, თავისივე ინიციატივაზე უარს იტყვიან, სანაცვლოდ კი მმართველი გუნდი 2020 წლის არჩევნებამდე მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც თუ 2024 წლამდე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება, ის კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება.

მდინარაძემ ხუნდაძესთან და ამერიკულ სისტემაზე გადასვლის სხვა მომხრეებთან შეთანხმების მიღწევა 9 დეკემბერს დააანონსა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე 6 დეკემბერს აცხადებდა, რომ მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მისი ინიციატივის წინააღმდეგ გამოდის, თუმცა ამის მიუხედავად, დეპუტატი „ხალხში გასვლას, ხელმოწერების შეგროვებას და საკუთარი ინიციატივის განხილვას აპირებდა“. 

ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი ამერიკული მოდელია, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ორპალატიანი გახდება და დეპუტატები მაჟორიტარული პრინციპით აირჩევიან.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

გია ცაგარეიშვილი

28 თებერვალი 2024, 20:45

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: კანონის გვერდის ავლით ხდება პარტიული აქტივიზმის დაფინანსება, ამას წერტილი უნდა დაესვას

კანონის გვერდის ავლით ხდება პარტიული აქტივიზმის დაფინანსება, რაც რა თქმა უნდა კანონის დარღვევაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

28 თებერვალი 2024, 20:37

მსოფლიო

ზელენსკი: მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია უკრაინის გაძლიერებაზე, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერების ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მიმართულია უკრაინის გაძლიერებაზე რუსული აგრესიის მოგერიებაში, კარგი იქნება მთელი მსოფლიოსთვის.

28 თებერვალი 2024, 20:34

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ელიზაბეტ ვინკელმაიერ-ბეკერს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.

მაკა ბოჭორიშვილი

28 თებერვალი 2024, 20:17

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო არის ის ადგილი, სადაც მშვიდობა მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის

„ახლა, როდესაც ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დატვირთვა აქვს საქართველოსთან თანამშრომლობას უსაფრთხოების კონტექსტში და ესეც არის აღნიშნული. საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, როგორც ახალი კანდიდატი ქვეყნები, ევროკავშირის მომავლის კონტექსტში განიხილებიან და განიხილებიან, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყნები“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

28 თებერვალი 2024, 19:57

მსოფლიო

Le Figaro: გამოკითხვის თანახმად, ფრანგების დიდი უმრავლესობა ეწინააღმდეგება უკრაინაში ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნას

გამოკითხვის თანახმად, ფრანგების დიდი უმრავლესობა ეწინააღმდეგება უკრაინაში ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

28 თებერვალი 2024, 19:47

საზოგადოება

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გენერალური მენეჯერი საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მსხვილ აზიურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გენერალური მენეჯერი საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებს მართავს. თეა ზაქარაძე მალაიზიაში იმყოფება, რომელიც საავიაციო სფეროში ერთ-ერთ მასშტაბურ ფორუმს - Routes Asia 2024 მასპინძლობს.

დონალდ ტუსკი

28 თებერვალი 2024, 19:24

მსოფლიო

პოლონეთის პრემიერი: მზად ვარ მივიღო რთული გადაწყვეტილებები, როდესაც საქმე ეხება უკრაინასთან საზღვარს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინასთან საერთო საზღვრის დროებით დახურვისა და ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ.

გაბრიელ ატალი

28 თებერვალი 2024, 19:19

პოლიტიკა

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საფრანგეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, საფრანგეთსა და საქართველოს ევროპული მომავალი აკავშირებთ.

28 თებერვალი 2024, 18:36

პოლიტიკა

რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მელინე არაკელიანს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

28 თებერვალი 2024, 18:30

სამართალი

სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 18:07

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენი ინტერესია, არჩევნები კარგად ჩატარდეს, მათ შორის იმიტომ, რომ არჩევნებს დიდი სხვაობით ვიგებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ პარლამენტში გვეყოლება სავარაუდოდ უფრო მეტი დეპუტატი

როდესაც დეზინფორმაცია შიდა აქტორებიდან მოდის, ეს კიდევ უფრო მძიმე და დამღუპველია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ ნებისმიერი ტიპის დეზინფორმაციაზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას არჩევნების კარგად ჩატარებას, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

28 თებერვალი 2024, 18:06

საზოგადოება

სახელმწიფო მინისტრის აპარატი: გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მინისტრმა „მეტას“ პლატფორმებზე პოლიტიკური რეკლამის მიზნით $28 864 დახარჯა. სინამდვილეში დაიხარჯა $736

„სწორედ ამ უმთავრესი მიზნის მისაღწევად განხორციელდა კამპანია „ქართული ენა გვაერთიანებს“, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო ენის შესწავლის მნიშვნელობის ხაზგასმისა და პოპულარიზაციის, ისევე როგორც ქართული ენის შესწავლის არსებულ შესაძლებლობებზე არაქართულენოვანი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, „მეტას“ პლატფორმაზე განთავსებულ იქნა ზემოაღნიშნული ღირებულების შესაბამისი ვიდეო-რგოლები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 18:05

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ქართული ჯარის პროფესიონალიზმი და მისი საბრძოლო მომზადების დონე არის ძალიან მაღალი

„რაც შეეხება სამხედრო თანამშრომლობა არის ძალიან მაღალ დონეზე და ეს არ გამოიხატება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი და ამერიკელი სამხედროების მხარდამხარ ბრძოლაში მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე ნატოს მისიებში, არამედ ეს გამოიხატება აშშ-ს მიერ ქართული ჯარის დახმარების საკითხებში“.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 18:01

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: მე ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს იმისათვის, თუ რატომ არ შეიძლება იყოს პირდაპირი ფრენები ამერიკასთან

„არის რაღაც კონკრეტული თემები, რომელზეც შეიძლება მალევე დადგეს შედეგი და არის თემები, რომელთაც უფრო დიდი დრო დასჭირდება. მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში უვიზო მიმოსვლასა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ამერიკასთან. თუმცა, მაგალითად პირდაპირ ფრენებზე მე ვერ ვხედავ ვერანაირ ბარიერს იმისათვის, თუ რატომ არ შეიძლება იყოს პირდაპირი ფრენები. არც ჩვენთან და არც ამერიკის შეერთებულ შტატებში სახელმწიფო ავიაკომპანიები არ არსებობს და ესენი არის ყველა კერძო, კომერციული სტრუქტურები. თუმცა, როგორც ჩვენ, ასევე ამერიკის მხარემ უნდა დავაინტერესოთ კერძო ავიახაზები, რომ მათ პირდაპირი რეისები გახსნან და ამ მხრივ ჩვენ გვქონდა საუბარი და შევთანხმდით, რომ დავაინტერესოთ კერძ ავია გადამყვანები. პირდაპირ ფრენებს მოაქვს უფრო მეტი ხალხთაშორისი კონტაქტი, უფრო მეტი ტურისტი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ამერიკიდან უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში, ვიდრე დღეს ჩამოდის და უფრო მეტმა ამერიკელმა გაიცნოს ჩვენი ქვეყანა. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დიასპორისთვის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს“, - აღნიშნა სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 17:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: რობინ დანიგანის განცხადებით, ის ცდილობს, მოიძიოს ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა, რომ ქართულ კომპანიებს უფრო მეტად გაეხსნათ გზა ამერიკულ ბაზარზე სავაჭროდ

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა თქვა, რომ ის ცდილობს, მოიძიოს ყველაზე უფრო ეფექტიანი გზა, რომ ქართულ კომპანიებს უფრო მეტად გაეხსნათ გზა ამერიკულ ბაზარზე სავაჭროდ, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 17:55

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: თუ მყისიერად არ მოიხსნება სავიზო მიმოსვლა აშშ-თან, გამარტივდეს მაინც

„უვიზო მიმოსვლა ცოტა უფრო რთული საკითხია, თუმცა, ჩვენ გვსურს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდეთ ისეთივე მიდგომა საქართველოს მიმართ, როგორიც აქვთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ. თუ მყისიერად არ მოიხსნება სავიზო მიმოსვლა, გამარტივდეს მაინც. ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ თვეობით და წლობით საკონსულოს რიგში დგომა, რომ ვიზა მიიღონ. ესეც არის მნიშვნელოვანი საკითხი და [აშშ-ის] ელჩმაც თქვა თავის გამოსვლაში, რომ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მიხედავენ და იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობა გაუმარტივდეთ, ყველაფერს გააკეთებენ. საბოლოო მიზანი მაინც უვიზო მიმოსვლაა“, - აღნიშნა სამხარაძემ.

28 თებერვალი 2024, 17:50

საზოგადოება

ოთარ შამუგია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიურად ვთანამშრომლობთ როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 1000-ზე მეტმა საწარმომ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო; დაინერგა სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტები; საწარმოებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს წარმოება და რეალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საექსპორტო ბაზრებზე. საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარება. მიმდინარე წელს, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, 15-მდე პროექტს ვახორციელებთ, რაც ღირებულებათა ჯაჭვის ფაქტობრივად მთელ სპექტრს მოიცავს. პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი ქართული პროდუქცია და იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე“, - განაცხადა შამუგიამ.

ნიკოლოზ სამხარაძე

28 თებერვალი 2024, 17:49

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ელჩის მხრიდან ჩვენ ვნახეთ გულწრფელი მზაობა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მისი ელჩობის პერიოდში ახალ დონეზე გადავიდეს

ელჩის მხრიდან ჩვენ ვნახეთ გულწრფელი მზაობა იმისა, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები მისი ელჩობის პერიოდში ახალ დონეზე გადავიდეს, მეტად გაღრმავდეს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

დავით ქართველიშვილი

28 თებერვალი 2024, 17:48

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ნინო ლომჯარიაზე: ლეონიდ ილიას ძემდე მას ჯერ ბევრი აკლია, თუმცა ახალგაზრდაა და ყველაფერი წინა აქვს

„დღეს ნინო ლომჯარიამ შალვა პაპუაშვილი მის არაჯეროვან დაფასებაში შეარცხვინა და მას თავისი „ჩინ-მედლების“ ნუსხა და აღიარებების დონე შეახსენა: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯილდო, საფრანგეთის ღირსების ორდენი, მსოფლიო ომბუდსმენთა გაერთიანების მმართველი საბჭოს წევრობა“

28 თებერვალი 2024, 17:36

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია აშშ-ს მხარდაჭერა, მათ შორის სოფლის მეურნეობის რეფორმირების კუთხით

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლევან დავითაშვილმა საქართველოში ევროპული სტანდარტების შესაბამისი სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.