imedi /  16 დეკემბერი 2019, 09:22 / სანდო წყარო

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვიზიტით აშშ-ს ეწვევა

აშშ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 16-19 დეკემბერს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა.

ვაშინგტონში დელეგაციის წევრები შეხვედრებს აშშ-ის კონგრესსა და სახელმწიფო დეპარტამენტში გამართავენ. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტთან, დენიელ ტვინინგთან, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტთან, დერეკ მიტჩელთან, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტთან მაიკლ სვეტლიკთან, ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) პრეზიდენტთან კარლ გერშმანთან, ასევე სხვა კვლევითი ორგანიზაციების ექსპერტებთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ოფიციალური მიღება აშშ-ის კონგრესში. დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე შედიან.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:47

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: დღევანდელი გადასახედიდან არ ვთვლით, რომ სასწავლო წლის დაწყებამ შეიძლება გადაიწიოს

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ჩვენ არ ვთვლით, რომ სასწავლო წლის დაწყებამ შეიძლება გადაიწიოს. თუმცა, როგორც სხვა ქვეყნები, საქართველო ემზადება იმისთვის, რომ ახლაც და სექტემბერშიც მოგვიწევს კორონავირუსთან თანაცხოვრება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 12:42

COVID19

გიორგი გახარია: ბავშვებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს მათ მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება

დღეს ბავშვთა დაცვის დღეა და მინდა, პირველ რიში, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბავშვებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს იქნება ის, რაც მათ მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება. „მინდა ბავშვებს და მათ მშობლებს მივულოცო, თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო, რომ ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა იმისთვის, რომ ჩვენი ბავშვების, ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი და რაც მთავარია, მათ შეეძლოთ ასახელონ თავისი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია მათ თანატოლებს, როდესაც უფრო დიდები იქნებიან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

01 ივნისი 2020, 12:40

COVID19

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს რეგულაციები

თუ ხელისუფლებამ და მოქალაქეებმა ერთობლივად არ იმუშავეს, ეს რისკები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რამაც შესაძლოა რეგულაციების გარკვეულ გამკაცრებამდე მიგვიყვანოს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 12:36

COVID19

გიორგი გახარია: მოგიწოდებთ ყველას, ვატაროთ ნიღბები

გიორგი გახარიას თქმით, ამას უკიდურესად დიდი მნიშვნელობა აქვს. „ეს არის სამოქალაქო პასუხისმგელობა, რომელიც არის მარტივი და რომელიც ყველას შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ იძულებული ვართ ნელ-ნელა ეკონომიკა გავხსნათ და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ არ გვაქვს უკან დაბრუნების სურვილი ან ხელახალი დახურვისა და გადაკეტვის.“,- აღნიშნა პრემიერმა.

კახა კუჭავა

01 ივნისი 2020, 12:35

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ოპოზიციამ ხალხის მიერ მოთხოვნილ საარჩევნო სისტემას მხარი უნდა დაუჭიროს, ეს მათი პასუხისმგებლობაა

თუ ოპოზიცია საბოლოოდ მაინც გადაწყვეტს, რომ არ დაუჭიროს მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს მხოლოდ მათ დააზიანებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა. როგორც კუჭავამ აღნიშნა, იწყება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესი, საჯარო განხილვები, რომლებიც ონლაინ პირდაპირი ეთერით გადაიცემა და ამის შემდეგ დაიწყება პარლამენტში განხილვა.

გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 12:32

COVID19

გიორგი გახარია: კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია

ბოლო დღეების განმავლობაში გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვი. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი არ დაგვიმარცხებია. ცალკე აღებულ ქვეყანაში ამის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს არის პანდემია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლევან დავითაშვილი

01 ივნისი 2020, 12:25

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ჩვენი გარემო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

ზურაბ მელიქიშვილი

01 ივნისი 2020, 12:22

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

„ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა. „ჩვენ პრინციპული პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია. ვიდრე არ იქნება 8 მარტის შეთანხება, ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს განხილვების პროცესს, ბუნებრივია, ჩვენ არ ვიქნებით ჩართული ამ პროცესში. ჩვენ ველოდებით გიორგი რურუას გათავისუფლებას და ამის შემდეგ იქნება საუბარი საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობაში ჩართულობაზე. მანამდე არანაირი პროცესში ჩართულობა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ იქნება“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

ჰუბერტ ქნირში

01 ივნისი 2020, 12:19

საზოგადოება

ჰუბერტ ქნირში: „ტყის კოდექსის“ საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 3 მილიონ ჰექტარ ტყის ფართობს

მოხარული ვარ, საქართველოს პარლამენტის მიერ, „ტყის კოდექსის“ დამტკიცების გამო. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე განსაკუთრებული ყურადღება 3 მლნ ჰექტარ ტყის ფართობს მიექცევა, რაც პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებასთან - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მინდია გორაძე

01 ივნისი 2020, 12:16

რეგიონი

ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის ახლობლები აქციას მართავენ

თურქეთის საპატიმროში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის, იგივე „ლავასოღლის“ საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით მისი ახლობლები ბათუმში, თურქეთის საკონსულოს შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, მინდია გორაძის საქართველოში ექსტრადირების პროცესი სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან თურქეთის საპატიმროში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის გაუსაძლის პირობებშია.

კორონავირუსი

01 ივნისი 2020, 12:11

COVID19

გასულ დღე-ღამეში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 4 შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიკოსების ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში 1385 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 4 დადებითი აღმოჩნდა. ინფიცირებულები საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ.

01 ივნისი 2020, 12:11

მსოფლიო

სალვადორში სტიქიამ 7 ადამიანი იმსხვერპლა

სალვადორს ტროპიკულმა შტორმმა „ამანდამ“ გადაუარა. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმა დაერთო, რის შედეგადაც დასახლებული რაიონები დაიტბორა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 10 ადამიანი იმსხვერპლა. წყალდიდობის ზონიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყანაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. სალვადორის პრეზიდენტმა, ნაიბ ბუკელემ 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სერგი კაპანაძე

01 ივნისი 2020, 12:06

პოლიტიკა

„ევროპულ საქართველოში“ ჯერ არ იციან, რა ფორმით ჩაერთვებიან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში

„ევროპულ საქართველოში“ ჯერ არ გადაუწყვეტია​თ რა ფორმით ჩაერთვებიან საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისიის მუშაობაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ განუცხადა, რომელიც აღნიშნული კომისიის წევრია. „ეს არის ტექნიკური ნაწილი. რეალურად განხილვებიც არ იქნება, იქნება სატელევიზიო ჩართვები. ამასთან დაკავშირებით ამ კვირაში ან მომდევნო კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას რა ფორმით ჩავერთვებით ამაში. ჩვენთვის ამ ცვლილების მიღება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ჯერ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხების პოლიტიკური პატიმრების ნაწილი“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

უზბეკეთ-ყირგიზეთის საზღვარი

01 ივნისი 2020, 12:03

მსოფლიო

ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვარზე 2 მოსაზღვრე სოფლის მცხოვრებლებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს

ყირგიზეთ-უზბეკეთის საზღვარზე ორი მოსაზღვრე სოფლის მცხოვრებლებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს. ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ყირგიზული მხრიდან კონფლიქტის შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. უწყების ცნობით, ოთხი დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება, 2 მათგანი რეანიმაციაშია.

საქართველოს პარლამენტი

01 ივნისი 2020, 11:57

პოლიტიკა

საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაში ოპოზიციისთვის 4 ადგილია გამოყოფილი

საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიაში ოპოზიციისთვის 4 კვოტაა გამოყოფილი. კომისია პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით იმუშავებს. საპარლამენტო უმრავლესობიდან პარლამენტის თავმჯდომარის გარდა, კომისიის წევრები არიან მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე. დადგენილების მიხედვით ოპოზიციიდან კომისიაში შედიან სერგი კაპანაძე, თინა ბოკუჩავა, ირმა ინაშვილი და დამოუკიდებელი დეპუტატი მარიამ ჯაში. ამასთან, დადგენილების მიხედვით, საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაიო კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კომისიის სხდომებზე დასასწრებად სხვა პირებიც მიიწვიოს. „ევროპულ საქართველოს“ ჯერ არ გადაუწყვეტია, რა ფორმით ჩაერთვება საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის მუშაობაში.

01 ივნისი 2020, 11:56

COVID19

რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 9 035 ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 9 035 შემთხვევა დადასტურდა, დაავადებულთა საერთო რაოდენობამ კი 414 878-ს მიაღწია. გასულ დღე-ღამეში 162 პაციენტი გარდაიცვალა. მთლიანობაში კი პანდემიამ ქვეყანაში 4 855 ადამიანი იმსხვერპლა. 1-ლი ივნისის მონაცემებით, COVID-19-სგან 175 877 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

01 ივნისი 2020, 11:53

რეგიონი

10 ივნისის ჩათვლით დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია

10 ივნისის ჩათვლით დაფნარის სატრანსპორტო კვანძიდან ბაშის კვანძამდე მოძრაობა აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

01 ივნისი 2020, 11:39

საზოგადოება

ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობის ფარგლებში, „თიბისიმ“ სტუდია „ილუსტრატორთან“ ერთად, საბავშვო აქტივობების ნაკრები - „მხიარული თავგადასავლების მუზეუმი“ შექმნა

ნაკრები აერთიანებს ვიდეო, ფოტო და ტექსტუალურ ინსტრუქციებს, რომლებიც დაწვრილებით უხსნის პატარა ავტორებსა და მათ მშობლებს - როგორ შექმნან საკუთარი ნამუშევარი და რა მასალაა ამისათვის საჭირო. ასევე, ყოველ დავალებას თან ახლავს ბავშვებისთვის ადაპტირებული, შემეცნებითი ტექსტები, რომელთა შექმნაში ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო განყოფილება იყო ჩართული.

01 ივნისი 2020, 11:36

საზოგადოება

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის შემოქმედებით-ლიტერატურული კონკურსი „შემოქმედებითი ზაფხული“ ცხადდება

1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე აფხაზეთის №2 სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის თავმჯდომარე სკოლის დირექტორს შეხვდა, მოსწავლეებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები, მათ შორის ჟურნალ „იალქნის“ საიუბილეო ნომრები გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მაიკლ ჯორდანი

01 ივნისი 2020, 11:33

მსოფლიო

მაიკლ ჯორდანი: ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ

NBA-ს ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება. „ძალიან ვწუხვარ, მტკივა და გაბრაზებული ვარ. ვხედავ და მესმის ყველა ადამიანის ტკივილი, ბრაზი და იმედგაცრუება. მე მხარს ვუჭერ მათ, ვინც გმობს რასიზმს და ძალადობას ფერადკანიანებზე. უკვე საკმარისია! ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მშვიდობიანი პროტესტით ვაიძულოთ ხელისუფლება შეცვალოს კანონები. ჩვენ ხმა უნდა მივცეთ ამ სისტემის ცვლილებას“, - წერს ლეგენდარული კალათბურთელი Twitter-ის გვერდზე. მასშტაბური საპროტესტო აქციები აშშ-ში 46 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. პოლიციელმა ის აკრძალული ილეთის გამოყენებით გაგუდა.