imedi /  15 დეკემბერი 2019, 18:41 / სანდო წყარო

ოპოზიციის და მთავრობის შეხვედრაზე „პოლიტპატიმრების“ საკითხს შეეხნენ

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

მთავრობასა და ოპოზიციის შეხვედრაზე მხარეები ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხს შეეხნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა. 

წულუკიანის თქმით, მოლაპარაკებების წინა რაუნდის მსვლელობისას 87-კაციანი სია უცხოელ დიპლომატებს გრიგოლ ვაშაძემ წარუდგინა და დაპატიმრებულებს პოლიტპატიმრები უწოდა. მინისტრის განცხადებით, სიიდან ციხეში კონკრეტული ფაქტების გამო მხოლოდ ხუთი ადამიანი იმყოფება.

„წინა შეხვედრაზე ბატონმა გრიგოლ ვაშაძემ უცხოელებისთვის დასანახად, თუ მათთვის წარმოსადგენად მოიტანა 87- პირიანი სია, და ძალიან ემოციურად, გულით ამბობდა, რომ ესენი არიან ის ადამიანები, ვინც ქართულ ციხეში არიან, ესენი არიან პოლიტპატიმრები. დღეს მე აღმასრულებელი ხელისუფლების  სახელით მქონდა პატივი, მეთქვა, რომ ეს ასე არ არის. იმავე უცხოელების გასაგონად და დასანახად, რომლის გასაგონად და დასანახადაც იქნა ეს პოლიტიკური პატიმრების სია წარმოდგენილი. აღმოჩნდა, რომ 87-პირიანი სიიდან მხოლოდ ხუთი ადამიანია რეალურად ციხეში. ისინი არიან ციხეში კონკრეტული ფაქტებისთვის. არაერთი ადამიანი ელოდება სასამართლოს. შესაბამისად, ეს ფორმატი, სადაც ვიკრიბებით, არც ქართული სასამართლოა და არც ქართული პროკურატურა. მე მომიწია, რომ ეს შემეხსენებინა მათთვის. ეს არ არის ის ფორმატი, სადაც განვიხილავთ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეს“ ,- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

შეხვედრის წინა რაუნდის შემდეგ მთავრობამ ოპოზიცია უცხოელი პარტნიორებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში დაადანაშაულა

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მეორე რაუნდზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ. ახალ ინიციატივაზე მხარეები სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობდნენ. მანამდე კი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ ამ წინადადებას გუნდში განიხილავდნენ. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიან ოლქებზე ვერ შეთანხმდნენ

ყველა სიახლე

13 მაისი 2021, 09:30

საზოგადოება

თელ-ავივიდან თბილისში გეგმური ავიარეისი შესრულდა

როგორც მგზავრები ჰყვებიან, გამოფრენამდე რაკეტსაწინააღმდეგო გამაფრთხილებელი სიგნალები ჩაირთო, რის გამოც რეისი ნახევარი საათით შეაყოვნეს. თვითმფრინავი ღამის პირველ საათზე უსაფრთხოდ ჩამოფრინდა დანიშნულების ადგილზე. ისრაელიდან ჩამოსული მგზავრები ჟურნალისტებს იქ არსებულ ვითარებაზე ესაუბრნენ.

რან გიდორი

13 მაისი 2021, 09:18

პოლიტიკა

ისრაელის ელჩი ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მადლიერები ვართ ამ რთული კრიზისის დროს ისრაელის უპირობო მხარდაჭერისთვის“, - წერს გიდორი.

ჯუანშერ ბურჭულაძე

13 მაისი 2021, 09:03

თავდაცვა

დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენენ

საუბარი იქნება თავდაცვის უწყებაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მზადყოფნის გაძლიერებასა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას.

პარლამენტი

13 მაისი 2021, 08:45

პოლიტიკა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით „ქართული ოცნება“ მას შემდეგ გამოვიდა, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს.

13 მაისი 2021, 08:35

საზოგადოება

დღეს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

სკოლა ბავშვი პირბადე

13 მაისი 2021, 08:25

საზოგადოება

საგანმანათლებლო პროცესი საქართველოში დღეიდან განახლდა

მოსწავლეთა მშობლებს, ასევე რისკ-ჯგუფებში მყოფ მასწავლებლებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური ფორმა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტობუსი თბილისი

13 მაისი 2021, 08:16

საზოგადოება

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა დღეიდან განახლდა

ავტობუსებთან ერთად, დღეიდან ამუშავდა მეტრო და სამარშრუტო ტაქსებიც. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილების შეზღუდვა საღამოს 9 საათიდან დილის 5-მდე ისევ ძალაში რჩება.

13 მაისი 2021, 08:06

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

13 მაისი 2021, 01:29

COVID19

ჯანმოს დირექტორი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ჯო ბაიდენი

13 მაისი 2021, 01:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

13 მაისი 2021, 01:03

ტაბლოიდი

კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს

წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კალიფორნიაში უცნაური თევზი იპოვეს. ამის შესახებ CNN წერს. თევზი შავი შეფერილობისაა და აქვს წვეტიანი კბილები, ასევე ანკესის მსგავსი წარმონაქმნი თავზე, რომელიც ღრმა წყალში სანათის როლს ასრულებს.

13 მაისი 2021, 00:46

მსოფლიო

ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ისრაელის ქალაქ სდეროთში „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

13 მაისი 2021, 00:41

საზოგადოება

როდის დასრუდება დედაენის ბაღის რეაბილიტაცია

დედა-ენის ბაღის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და მინდა სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ მთელი ტერიტორია - ყველაფერი შეიცვალა, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:29

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება

წლის ბოლოს დავასრულებთ ათივე სადარბაზოს რეაბილიტაციას, რაც დაახლოებით ერთი მილიონი ლარი დაჯდება, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, რეაბილიტაციის დროს პირველი ნალესი ფენა იხსნება და შემდგომ ხდება იმ ნახატის სრული აღდგენა, რომელიც გამოჩნდება

13 მაისი 2021, 00:26

მსოფლიო

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზის სექტორში სამიზნეებზე იერიშის გაძლიერება დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ლევან ჯღარკავა

13 მაისი 2021, 00:19

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: რეაბილიტაცია ჩაუტარდება უნიკალურ აბრეშუმის მუზეუმს, იქმნება ახალი მსხვილი ტურისტული მარშრუტი

აბრეშუმის მუზეუმის რეაბილიტაცია ჩაუტარდება, - ამის შესახებ თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა. „აბრეშუმის მუზეუმის შენობა გახლავთ მე-19 საუკუნის და ძალიან სავალალო მდგომარეობაშია. ფაქტობრივად დატბორილი სარდაფები დაგვხვდა. ეს არის უნიკალური შენობა უნიკალური ფაქტებით, სადაც არის ინდუსტრიამდელი პერიოდის იაპონიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ძაფები,

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:59

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძელდება

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაცია 2023 წლამდე გაგრძლდება, რადგან ის არა მხოლოდ დიდია, არამედ უნიკალურია, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა.

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:57

საზოგადოება

ლევან ჯღარკავა: გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ დაეკარგოს

გუდიაშვილის მოედანზე დაახლოებით 200 მესაკუთრეა. ხშირ შემთხვევაში შესაძლოა ფართის კონსტრუქციული ნაწილი შეიცვალოს, თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ მოსახლეს უნდა ჩაბარდეს ზუსტად იმდენი კვადრატული მეტრი, რაც ეკუთვნის, - ამის შესახებ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელი პირობაა, რომ მესაკუთრეს კვადრატულობა არ უნდა დაეკარგოს

ლევან ჯღარკავა

12 მაისი 2021, 23:44

საზოგადოება

რას ითვალისწინებს პროექტი „ახალი ტფილისი“

„უშუალოდ გუდიაშვილის მოედანზე რომ გადავიდეთ, მას დედაქალაქის მერის თავადაპირველ საარჩევნო პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მის განვითარებას და ზუსტად აქედან დაიწყო 2018 წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. ამას წინ უძღვოდა კონსერვაცია და შემდგომ მისი პროექტის შემუშავება“, - განაცხადა ლევან ჯღარკავამ.

ენტონი ბლინკენი

12 მაისი 2021, 23:40

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას.