imedi /  16 დეკემბერი 2019, 10:26 / სანდო წყარო

„შეცვალეს“ და „სირცხვილიას“ წევრებმა პრეზიდენტს ქვეყნის სამარცხვინო მთავარსარდალი უწოდეს

აქცია

სასტუმრო "ბილტმორთან", სადაც ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება, მოძრაობა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" წევრებმა აქცია გამართეს. მათ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთწლიანი საქმიანობა შეაფასეს და ზურაბიშვილს ქვეყნის სამარცხვინო მთავარსარდალი უწოდეს.

დღეს სალომე ზურაბიშვლის გაპრეზიდენტებიდან ერთი წელი გავიდა.

"ბილტმორში" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დიასპორის პოლიტიკის საპარლამენტო კავშირის მიერ ორგანიზებული კონფერენცია იმართება. მას ქვეყნის პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ. 

ყველა სიახლე

14 მაისი 2021, 18:14

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია შევქმნათ ციფრული განვითარებისა და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის ერთნაირი შესაძლებლობები მთელი ქვეყნის მასშტაბით

„ჩვენი ამოცანაა, რომ ყველას, მათ შორის სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ წვდომა ისეთი მაღალი ხარისხის ინტერნეტზე, როგორც გვაქვს დიდ ქალაქებში. ჩვენი მიზანია შევქმნათ ციფრული განვითარებისა და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის ერთნაირი შესაძლებლობები მთელი ქვეყნის მასშტაბით“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

14 მაისი 2021, 18:11

COVID19

ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი უფრო მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე წელი უფრო მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს.

ირაკლი ქარსელაძე

14 მაისი 2021, 18:09

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტენდერები გამოცხადებულია შესყიდვის კანონმდებლობის სრული დაცვით

ვინც ამბობს, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერები არის თითქოს შეუსაბამო, ის ვერ ერკვევა სახელმწიფო შესყიდვებში. დაზუსტდა კონკრეტული მუხლი, რომელიც იწვევდა ინტერპრეტაციის საშუალებას და იმისათვის, რომ ორაზროვანი აღქმა არ ყოფილიყო, ყველა ტენდერში მოხდა ერთი და იგივე დაზუსტება, რაც ოფიციალურადაც გამოქვეყნდა - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

14 მაისი 2021, 17:58

საზოგადოება

მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და მასთან მისასვლელ გზაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელის სამუშაოები განხორციელდა. წყალარინების ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო.

14 მაისი 2021, 17:57

რეგიონი

​რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

„მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს საგზაო ინფრასტრუქტურა, სოფლებთან მისასვლელი და შიდა-საუბნო გზების რეაბილიტაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება. აქტიურად მიმდინარეობს რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში 1,5 კმ-იან მონაკვეთზე არმირებული ბეტონი დაიგო. ამ ეტაპზე სანიაღვრე სისტემისა და საყრდენი კედლის მოწყობა მიმდინარეობს, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.

გელა დუმბაძე

14 მაისი 2021, 17:36

სამართალი

გელა დუმბაძე: აბსოლუტური აბსურდია, თითქოს სასამართლოზე, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს უდანაშაულოები ვუწოდე, ეს ჩემთვის არავის უკითხავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, გელა დუმბაძე, რომელიც დღეს დავით გარეჯის საქმეზე მოწმედ დაიკითხა, „TV პირველს“ ფაქტების ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს.

ვასილ ჩიგოგიძე

14 მაისი 2021, 17:30

რეგიონი

ვასილ ჩიგოგიძე: უღრმესი მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქია

ბედნიერებისა და სიხარულისაგან დავმუნჯდი, უღრმესი მადლობა ფონდ „ქართუს“, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის უდიდესი დამსახურებაა ის, რომ ოზურგეთი ფოლკლორის ქალაქია, - ამის შესახებ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ თეატრის განახლებული შენობის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

თამარ გაბუნია

14 მაისი 2021, 17:30

COVID19

თამარ გაბუნიას განცხადებით, ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის გადაწევაზე აქტიურად მსჯელობენ

„პირბადესთან დაკავშირებული შეზღუდვის შემსუბუქებას ჩვენ ჯერ კიდევ კარგა ხანს ვერ მოვახერხებთ, ეს პირდაპირ უკავშირდება ვაქცინირებულთა რაოდენობას. ჩვენ რაც არ უნდა ეფექტურად გადავლახოთ პიკი მაისის ბოლომდე, პირბადე თავდაცვის საშუალებაა. აქტიური მსჯელობა მიდის ღამით მოძრაობის შედარებით შემსუბუქებაზე, საუბარია დროის გადაწევაზე. ყველას გვესმის, რომ პიკის პერიოდში ამის რესურსი არ გაგვაჩნია",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კახა კუჭავა

14 მაისი 2021, 17:20

რეგიონი

კახა კუჭავა: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა თავისი სახელი

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი არის ის ადგილი, რომელიც ყოველთვის იყო გურიისა და ოზურგეთის კულტურის კერა და მან დაიბრუნა თავისი სახელი და რაც ყველაზე მთავარია, ეს უნდა გახდეს ადგილი სადაც მთელი საქართველო მოვა და ნახავს იმ ბრწყინვალე წარმოდგენებს, რომლებსაც ჩვენი რეჟისორები და მსახიობები აქ შეასრულებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოზურგეთის განახლებულ თეატრში განაცხადა, რომლის რეაბილიტაციაც ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 მაისი 2021, 17:17

რეგიონი

ირაკლი ღარიბაშვილი: ოზურგეთის დიდებული თეატრი, რომელიც 150 წლისაა, გარემონტდა ბიძინა ივანიშვილის უშუალო დაფინანსებით

მინდა მივულოცო ოზურგეთის საზოგადოებას, დღეს არის დიდი ზეიმი, რადგან ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განახლებულ ოზურგეთის თეატრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

14 მაისი 2021, 17:14

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა: ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმები ტერორისტული თავდასხმაა

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმები ტერორისტული თავდასხმაა.

იაგო ხვიჩია

14 მაისი 2021, 17:00

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციიდან უნდა იყოს

„ქართული ოცნების“ არგუმენტი მესმის, რომ როცა ოპოზიციის წარმომადგენელი ასრულებს მოვალეობას, მას პროცესის დაბლოკვა რომ უნდოდეს, ეს უნდა შეეძლოს თუ არა – ეს არგუმენტი ჩემთვის მისაღებია. წინადადება მქონდა, რომ იმ შემთხვევაში, როცა არჩევნები ტარდება და შესაძლებლობა არსებობს, მოადგილემ ქვეყანას რაღაცა დაუშავოს, საარჩევნო პერიოდში მას უნდა სჭირდებოდეს ცესკო-ს დანარჩენი წევრების თანხმობა“.

ფრიდონ ინჯია

14 მაისი 2021, 16:58

პოლიტიკა

ფრიდონ ინჯია: ვთვლით, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში

ვთვლით, რომ ჩვენი წარმომადგენელი უნდა იყოს როგორც ცესკო-ში, ასევე საოლქო და საუბნო კომისიებში. ამისთვის სამართლიანად მიგვაჩნია, რომ კომისიების შემადგენლობის რაოდენობა გაიზარდოს და იყოს 19, ან 21, - ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

14 მაისი 2021, 16:56

COVID19

შიდა ქართლის გუბერნატორი და მისი მოადგილეები „სინოფარმით“ აიცრნენ

ვაქცინაციაში შიდა ქართლში სახელმწიფო ადმინისტრაციაც ჩაერთო. „სინოფარმით“ დღეს ქარელში კლინიკა „გორმედში“ მხარის გუბერნატორი, მისი მოადგილეები და თანამშრომლები აიცრნენ.

14 მაისი 2021, 16:53

სამართალი

გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქეს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ გაუპატიურების ორი ეპიზოდის ფაქტზე ყაზახეთის მოქალაქე მ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 28-29 აპრილს, რუსთავში, მ.მ. -მ ფიზიკური ძალადობითა და ძალადობის გამოყენების მუქარით ა.ა.-სთან ორჯერ დაამყარა არანებაყოფლობითი სქესობრივი კავშირი.

იაგო ხვიჩია

14 მაისი 2021, 16:52

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია ზურაბ ადეიშვილზე: რაციონალური ადამიანია, რომ შეეძლოს, ორმაგ მოქალაქეობას აირჩევდა

„მოქალაქეობაზე უარის თქმა ადამიანის უფლებაა. ამ წუთას, ის არ არის ქართველი პოლიტიკოსი და საქართველოს პოლიტიკაში ჩართული. შესაბამისად, რატომ უნდა შევაფასო როგორც ქართველი პოლიტიკოსის ქმედება? დიდი ხანია, უკრაინაში ცხოვრობს, მას საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დასდევს და გადაწყვიტა, რომ იმ ქვეყნის მოქალაქე იყოს, სადაც ცხოვრობს ამდენი წელია. ადეიშვილი რაციონალური ადამიანია, ორმაგი მოქალაქეობა რომ შეეძლოს, ერთი ქვეყნის მოქალაქეობას ორმაგ მოქალაქეობას არჩევდა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ირაკლი ღარიბაშვილი

14 მაისი 2021, 16:41

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამამ მრავალ წარმოებას მისცა ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად ვაკიჯვრის საკალმახე მეურნეობაში იმყოფებოდა, რომელიც შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს.

ვლადიმერ პუტინი

14 მაისი 2021, 16:36

მსოფლიო

პუტინი: ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი რუსეთის უსაფრთხოებას უშუალოდ ეხება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტი რუსეთის უსაფრთხოებას უშუალოდ ეხება.

14 მაისი 2021, 16:33

თავდაცვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს გარდაიცვალა.

ნიკოლ ფაშინიანი

14 მაისი 2021, 16:29

მსოფლიო

ფაშინიანმა აზერბაიჯანთან საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გამო „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ მიმართა

სომხეთის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შექმნილი სიტუაციის გამო „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ თავმჯდომარეს, ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.