imedi /  20 დეკემბერი 2019, 16:52 / სანდო წყარო

ზალკალიანი: ყველა ძალისხმევას მივმართავთ რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში

 დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდება ადასტურებს, რომ ეს იყო შეგნებული პროვოკაცია. 

მინისტრის თქმით, ყველა რესურსი მაქსიმალურად იყო ამოქმედებული. 

„ყველა საერთაშორისო სტრუქტურა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ჩავრთეთ. ეს კიდევ ერთხელ არის დასტური, რომ მისი დაკავება იყო შეგნებული პროვოკაცია. აუცილებლად ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გვექნება მყისიერი რეაგირება.

იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც გვქონდა ამ ცუდს სცენართან მიმართებაში, აუცილებლად ავამოქმედებთ. ყველა ძალისხმევას მივმართავთ, რომ ბატონი ვაჟა, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს საკუთარ ოჯახში. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, დაუშვებელი, საერთაშორისო ნორმების დარღვევა და მაქსიმალურად იქნება ამოქმედებული ყველა არსებული თუ არარსებული მექანიზმი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

„დაუყოვნებლივ მექნება სატელეფონო ზარები ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ასევე განხორციელდება კომუნიკაცია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან ასევე ევროკავშირსა და გაეროსთან, რომ მაქსიმალურად იქნას ამოქმედებული ყველა მექანიზმი. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი უკანონო დაკავება იყო გამიზნული პროვოკაცია, მაგრამ ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ.

ყველა შესაძლო, მათ შორის სამართლებრივ განზომილებაზე ვფიქრობდით, რაც შეიძლებოდა. ოჯახთან ვართ მუდმივ კომუნიკაციაში და ის სურვილები, რაც მათგან მოდიოდა ჩვენ მყისიერად შემხვედრ ნაბიჯებს ვდგამდით. ოკუპანტ ძალასთან გვაქვს საქმე, რომლისთვისაც არანაირი საერთაშორისო ნორმები არ არსებობს“, - განუცხადა ჟურნალისტებს ზალკალიანმა.

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

13 დეკემბერს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 15 ნოემბერს შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ. 

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 18 ნოემბერს „თეთრი ხალათების აქცია“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. 17 დეკემბერს ექიმის მეუღლემ განაცხადა, რომ ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების მიზნით პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა.

ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის მთავარი თემა იყო. 

მანამდე ეს საკითხი უცხოელ პარტნიორებთან გამართული შეხვედრების დროს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა 6 დეკემბერს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებდნენ. 

ამავე დღეს ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ვაჟა გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლება გავრცელებული განცხადებით მოითხოვა. გარდა ამისა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების საკითხი მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე განიხილა.

ყველა სიახლე

მიხეილ სადრაძე

20 იანვარი 2021, 14:33

სამართალი

პროკურორი: ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგო ჩადენილ ქმედებაში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, დააკავებულებისთვის ბრალის დაზუსტების მიზეზი დანაშაულის მოტივი გახდა. პროკურორის განცხადებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და საქმეზე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი არსებობს, რომელის საქმის გამოძიების პროცესში მოიპოვეს და მის დემონსტრირებას საგამოძიებო უწყება უახლოეს მომავალში აპირებს.

მიხეილ სარჯველაძე

20 იანვარი 2021, 14:32

სამართალი

რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და ოდენობების გამოთვლის წესები იცვლება

საკანონმდებლო ცვლილების პროექტზე მუშაობა ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2017 წლიდან მიმდინარეობდა და მასზე მუშაობდნენ დარგის ექსპერტები როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ისე არასამთავრობო სექტორიდან“, – აცხადებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში.

პენიტენციური სამსახური

20 იანვარი 2021, 14:28

სამართალი

სპეციალური პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენის განცხადების მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ პრობლემები.

ვიქტორ დოლიძე

20 იანვარი 2021, 14:17

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძის თქმით, ნატოს ყველა წევრი თანხმდება იმაზე, რომ საქართველო ალიანსში წევრობისთვის მზადაა

„ბატონი ბლინკენის განცხადება არ არის შემთხვევითი. დიახ, საქართველოს შეუძლია მეტი წვლილი შეიტანოს კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებში. დიახ, საქართველოს შეუძლია სწორედ ალიანსის ღირებულებებზე დაფუძნებით განამტკიცოს თავისი პირადი სტაბილურობა, მომავალი, კეთილდღეობა და ამავე დროს განამტკიცოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივები“, - განაცხადა დოლიძემ.

კახა კუჭავა

20 იანვარი 2021, 14:12

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ენტონი ბლინკენის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს აშშ-სგან კვლავ ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატის, ენტონი ბლინკენის განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს, ისევე როგორც აქამდე, აშშ-სგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ექნება.

20 იანვარი 2021, 14:11

COVID19

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13.6-მა მილიონმა ადამიანმა გაიარა

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 13.6-მა მილიონმა ადამიანმა გაიარა.

20 იანვარი 2021, 14:01

თემა

მართალია თუ არა, რომ D ვიტამინის მიღება კოვიდინფიცირების შემთხვევაში სასარგებლოა?

ბლოგებითა და საინფორმაციო საშუალებებით ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ D ვიტამინი COVID-19-ის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, უკვე გამოქვეყნებულია არაერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ეს საკითხია გამოკვლეული. რა არის სინამდვილეში ცნობილი ახალი კორონავირუსისა და ორგანიზმში D ვიტამინის დონის ურთიერთკავშირის შესახებ? ღირს თუ არა ამ პრეპარატის დამატებით მიღება?

ალეკო ელისაშვილი

20 იანვარი 2021, 13:56

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: არასდროს ვყოფილვარ შანტაჟის მსხვერპლი და ვერასდროს ვერავინ დამაშანტაჟებს

„ჩვენ ვმოქმედებთ სახელმწიფოს ინტერესებით, ხალხის ინტერესებით და ჩვენი სინდისის კარნახით. რასაც თვითონ არიან მიჩვეულები, რომ ერთმანეთს აშანტაჟებდნენ, სულ გარიგებებში მონაწილეობდნენ, სულ ფულს იღებდნენ, ჰგონიათ, რომ ყველა ასე ცხოვრობს. რუსული გამოთქმა რომ არის, ყველა თავისი გარყვნილების მიხედვით ზომავს სხვასო, ჩვენ მაგ საზომებით არ გვიცხოვრია. სხვანაირად ვცხოვრობდით, სხვანაირი მიზნები გვაქვს პოლიტიკაში და ამ მიზნებს ვემსახურებით - ეს არის ქვეყნის და ხალხის სამსახური და ჩვენი სინდისის კარნახი. დანარჩენი, რომ ვერ ჩამოყალიბებულან, იმ თავგზააბნეულმა ხალხმა, ვისაც რა ჭუჭყი მოსდის თავში, ერთმანეთს უზიარონ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

20 იანვარი 2021, 13:55

ეკონომიკა

ტერმინალებით ფულის გადარიცხვისას მომხმარებლის იდენტიფიკაცია სავალდებულო გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციით, მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვის მიზნით, თვითმომსახურების ტერმინალებით სხვადასხვა გადარიცხვის ოპერაციის შესრულებისას, მომხმარებლის პირადი ნომრისა და მობილურ ტელეფონზე გამოგზავნილი SMS კოდის შეყვანა სავალდებულო გახდა. გადაწყვეტილება ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია.

20 იანვარი 2021, 13:40

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 21 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 152 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 597 პაციენტი გარდაიცვალა.

ალეკო ელისაშვილი

20 იანვარი 2021, 13:36

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: „ქართულ ოცნებას“ იმას თუ გამოვგლეჯთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევალთ პარლამენტში

პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლას არ გამორიცხავს. „ჩვენ ისედაც ვიცოდით რასაც ვაპირებდით. გვინდოდა დანარჩენებთან ამოგვეწურა რესურსი. არ უნდათ, ნუ უნდათ. ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთ. „ქართულ ოცნებას“ იმას თუ გამოვგლეჯთ, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შევალთ პარლამენტში“, - ეს განცხადება ელისაშვილმა „ქრონიკასთან“ გააკეთა.

20 იანვარი 2021, 13:28

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსს 2 550 ადამიანი ემსხვერპლა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 168 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 2 550 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ლაშა ნაცვლიშვილი

20 იანვარი 2021, 13:19

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი: ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი - კაცია და მეორე - ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება

„ნავალნის და სააკაშვილს შორის, გარდა იმისა, რომ პირველი - კაცია და მეორე - ფარჩაკი, არის კიდევ ერთი ფუნდამენტური განსხვავება - დასავლეთი ნავალნის პუტინთან ბრძოლაში რეალურ და ეფექტურ მოკავშირედ განიხილავს და მხარდაჭერის სრული პაკეტით უზრუნველყოფს (ციხის გზაზე ესკორტირების ჩათვლით), ხოლო მარგინალი და ჯვარდასმული მიშა იმდენად კიდია დასავლეთს, რომ სულ არ აინტერესებს, სად ჩავა და სად ჩაჯდება. პ.ს. როცა პუტინს დასჭირდა პროამერიკელი პოროშენკოს დასანგრევად, კი ნახეთ, პოლონეთის საზღვრის გარღვევისას, რას ნიშნავს “ცენტრის” მხარდაჭერა. ხოდა, დააპარალელეთ ახლა, არ გაგიჭირდებათ“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

20 იანვარი 2021, 13:17

COVID19

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 4 725 025 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 93 882 ადამიანი გარდაიცვალა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით 93 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღემდე, სიკვდილიანობის მაქსიმალური მაჩვენებელია.

20 იანვარი 2021, 13:15

საზოგადოება

„ბილაინი“ მის აბონენტ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს შეღავათიან ინტერნეტპაკეტს - „დისტანციური სწავლების პაკეტი“

საერთაშორისო ჯგუფის „ვიონი“ წევრმა - ბილაინმა, ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რის საფუძველზეც ბილაინის აბონენტები - საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე (ივნისი) შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ.

კახა კუჭავა

20 იანვარი 2021, 13:12

პოლიტიკა

კახა კუჭავა: ოპოზიცია დიდი ხანია ცდილობს ყველას აჩვენოს, რომ არიან ერთიანები, თუმცა, ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს ერთიანობა მოჩვენებითია

„რეალურად გვესმის ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი და მათთვის ყურადსაღები გზავნილები, რომ მათ მიიღონ თავიანთი მანდატები, შემოვიდნენ პარლამენტში, დაიწყონ მუშაობა და ქუჩის მაგივრად პარლამენტში გააკეთონ ოპონირება. ამას ზოგი ოპოზიციონერი ეთანხმება, ზოგი არა, რაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში, წარმოადგენს დაძაბულობის მიზეზს ალბათ ოპოზიციაში. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს“, - აღნიშნა კუჭავამ.

იოსებ არჩვაძე

20 იანვარი 2021, 13:00

ეკონომიკა

იოსებ არჩვაძე: გლობალური ექსპორტის ვარდნის ფონზე, ადგილობრივი ექსპორტი 3.5 %-ით გაიზარდა, რაც გლობალურ ბაზრებზე ადგილობრივი პროდუქციის მზარდ კონკურენტუნარიანობას ადასტურებს

იოსებ არჩვაძის განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის რაოდენობრივ ზრდასთან ერთად უდავო წარმატებად უნდა ჩაითვალოს მისი დივერსიფიცირება ქვეყნების მიხედვით. - ექსპორტით პირველ სამ ადგილზე მყოფი ქვეყნების (ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი) წილი მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ნახევარზე ნაკლებია ((48.9%), ხოლო პირველ ადგილზე მყოფი ჩინეთის წილი - მხოლოდ 19.1 პროცენტი.

20 იანვარი 2021, 12:57

საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, როგორც გუდაურიდან, ასევე კობიდან გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სამშვიდობო მისია

20 იანვარი 2021, 12:53

თავდაცვა

მე-13 ბატალიონის პირველი ნაკადი ავღანეთიდან დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო.

ჯეკ მა

20 იანვარი 2021, 12:53

მსოფლიო

ჩინეთის ხელისუფლებასთან კონფლიქტის შემდეგ Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა საჯაროდ პირველად გამოჩნდა

მა მასწავლებლებისთვის გამართულ საქველმოქმედო ონლაინ-ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. მან ასევე მოინახულა სკოლა, რომელიც მისი საქველმოქმედო ფონდის დახმარებით აშენდა.