imedi /  20 დეკემბერი 2019, 18:16 / სანდო წყარო

ერეკლე კუხიანიძეს საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინეს

ერეკლე კუხიანიძე

ერეკლე კუხიანიძე

თბილისის საკრებულომ, კენჭისყრის შედეგად, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინა. მიზეზად, კუხიანიძის ის განცხადება სახელდება, რომელიც მან, ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

კუხიანიძეს ასევე საკრებულოს უმრავლესობამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა ოფიციალურად 18 დეკემბერს დაატოვებინა.

„გუშინწინ ღამით, შეიკრიბა ფრაქციის სხდომა, მიიღეს გადაწყვეტილება ერეკლე კუხიანიძის ფრაქციიდან გაწვევის და თანამდებობიდან გადაყენების. დღეს ეს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე აღსრულდა. რაც შეეხება მანდატის დატოვებას, ამის კანონისმიერი ბერკეტები ამ საკრებულოში არავის არ აქვს. ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილების საკითხი. როგორც გადაწყვეტს, ისე იქნება. ეს მისი მორალური გადაწყვეტილების საკითხია. ოპოზიცია ხშირად საუბრობს ბევრ საკითხზე, სამართლებრივ გზას თუ იპოვიან, აგერ არის ბურთი, აგერ არის მოედანი, აგერ არის ერეკლე, აგერ არიან თვითონ და შეუძლიათ, ეს სამართლებრივი პროცესი წამოიწყონ,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა.

1tv.ge-ს ინფორმაციით, კუხიანიძე სხდომაზე ქალიშვილთან, მარიამ კუხიანიძესთან ერთად მივიდა და დარბაზი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მალევე დატოვა. ამის შემდეგ კი მედიასთან განაცხადა, რომ მანდატის დატოვებას არ აპირებს, რაც შეეხება საკრებულოს გადაწყვეტილებას, მისი თქმით, ეს ძალიან მძიმეა.

„ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, მეგობრები უნდა დავიცვათ ზოგადად, მაგრამ მათ არ განვსჯი. ეს არის პოლიტიკური პროცესი. ჩემი მეგობრები, ყოფილი თანაგუნდელები როგორც მოიქცნენ, ისე მოიქცნენ. მანდატს არ დავტოვებ, რადგან ვარ ხალხის მიერ არჩეული, მაქვს ჩემი საქმე, ბევრი რაღაც არის ჯერ კიდევ გასაკეთებელი. ამიტომ, მჭირდება ტრიბუნა, მჭირდება ისეთი გარემო, რომ საქმე ვაკეთო,“ – განაცხადა კუხიანიძემ.

17 დეკემბერს უმრავლესობის წევრ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები შეიჭრნენ და კარავი გაშალეს. აქციის მონაწილეები კუხიანიძის გადადგომას მოითხოვდნენ. მათ კაბინეტში გააკრეს სტიკერები, წარწერით „შეცვალე“ და „ვაჟა ექიმი გმირია“. პოლიციამ აქციის 4 მონაწილე დააკავა.

16 დეკემბერს ერეკლე კუხიანიძემ ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფის გამო ბოდიში მოიხადა. მანამდე მან Facebook-ზე მის მიერ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი პოსტი ემოციურ მდგომარეობას დაუკავშირა.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

06 მარტი 2021, 14:50

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ამ ეტაპისთვის მიღწეულია კარგი სტაბილიზაცია

2-3 კვირიანი დაგვიანების ეპიზოდი უბრალოდ დარჩება არასასიამოვნო მოგონებად, მაგრამ არ მოახდენს სერიოზულ გავლენას ქვეყანაში პანდემიის დინამიკაზე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპისთვის მიღწეულია კარგი სტაბილიზაცია.

გიორგი ვაშაძე, გრიგოლ გეგელია, შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი

06 მარტი 2021, 14:50

პოლიტიკა

პოლიტიკური დიალოგი - ვინ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს

საქართველო - ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომამდე ათი დღე რჩება. პოლიტიკურად დაპირისპირებულმა მხარეებმა სასურველია შეთანხმებას სწორედ ამ ვადაში მიაღწიონ. 16 მარტს ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან - ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს კონკრეტული შეთანხმებით უნდა შეხვდეს. მანამდე კი, მხარეებს შორის დიალოგი უნდა შედგეს, თუმცა მოლაპარაკებების გამართვის კონკრეტული თარიღი ამ დრომდე არ დასახელებულა.

გოგა მაისურაძე

06 მარტი 2021, 14:48

საზოგადოება

„ლოპოტა სპა რეზორტოს“ დამფუძმებელი დღეს კომპლექსის ტერიტორიაზე დაკრძალეს

„ლოპოტა სპა რეზორტოს“ დამფუძმებელი დღეს კომპლექსის ტერიტორიაზე დაკრძალეს. გოგა მაისურაძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს ალავერდის მამათა მონასტერში გაიმართა. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს დეპუტატებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელმა პირებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა.

შსს

06 მარტი 2021, 14:29

სამართალი

შსს-მ პოლიცელეზე თავდასხმის ბრალდებით ვანში 1 პირი დააკავა

„სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი. დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. სამართალდამცველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შალვა პაპუაშვილი

06 მარტი 2021, 14:23

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის დასკვნაში წარმოდგენილი ყველა მნიშვნელოვანი რეკომენდაცია წინსწრებით უკვე ასახულია ინიცირებულ კანონპროექტში

ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ყველა ფუნდამენტური უფლებების დაცვით ჩატარდა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ოპონენტების მიერ, უკვე 4 თვის განმავლობაში წარმოებული ე.წ. გაყალბებული არჩევნების კამპანიის უსაფუძვლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

გრიგოლ გეგელია

06 მარტი 2021, 14:21

პოლიტიკა

გრიგოლ გეგელია: ამ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კულტურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს

ამ ქვეყანაში ფარული ჩანაწერების კულტურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, ამაზე ყველა მორალური პოლიტიკოსი თანადროულად თანხმდება, - აცხადებს „ლელო საქართველოსთვის“ წევრი, გრიგოლ გეგელია. „ფარული ჩანაწერების ფორმით, პოლიტიკის წარმოება ნამდვილად ვერ იქნება წინსვლის გზა. ფაზაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, გვჭირდება ახალი მორალური სტანდარტი ქართულ პოლიტიკაში“ - აცხადებს გრიგოლ გეგელია.

ზურაბ ქადაგიძე

06 მარტი 2021, 14:19

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: „ნაციონალურ მოძრაობას“ და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს შეთანხმება და კონსტრუქციული პოლიტიკური წესრიგის შექმნა ქვეყანაში არ სჭირდება

„აქ არის მთავარი პოლიტიკური საკითხი - როგორ იყენებს „ნაციონალური მოძრაობა“ დამონტაჟებულ, ფარულ კადრებს, რასაც მთელი 9 წლის განმავლობაში, მათი მმართველობის განმავლობაში ვხედავდით. დაიწყეს უკვე შეტევა. და რატომ? პასუხი ამაზე ცალსახაა. იმიტომ რომ რეალურად ხდებოდა პოლიტიკური ე.წ. დუღილის ჩაქრობა, რაც ბატონი მიშელის ვიზიტმა გამოიწვია. არანაირად არ ესაჭიროება „ნაციონალურ მოძრაობას“ და განსაკუთრებით მიხეილ სააკაშვილს აქ რაიმე შეთანხმება და კონსტრუქციული პოლიტიკური წესრიგის შექმნა ქვეყანაში.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

06 მარტი 2021, 14:17

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გახსნეს ფარული ჩანაწერების ის შავი ყუთი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული

გახსნეს ფარული ჩანაწერების ის შავი ყუთი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამბის გაზიარებით, აშკარად ჩანს, ეს იყო სწორედ მისი ნებართვით.

გიორგი ვაშაძე

06 მარტი 2021, 14:14

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ჩანაწერზე: უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ დაადგინოს ჩანაწერის ავთენტურობა

„რა თქმა უნდა, შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელია აუდიოჩანაწერების შინაარსი, მაგრამ, ისევე, როგორც სხვა ჩანაწერებთან დაკავშირებით, უნდა ვთქვა, რომ უნდა იყოს დეტალური გამოძიება და ექსპერტიზამ ამ ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დაადგინოს. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ექსპერტიზა უნდა გაკეთდეს, რადგან მასში მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართულნი. საქართველოში არაფერს აღარ აქვს ნდობა და თუ ეს ფაქტი დადასტურდა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს“.

შალვა ნათელაშვილი

06 მარტი 2021, 13:56

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო, მათი კომისიები ფულის საკეთებლად ჩამოდიან

„საერთოდ, ეუთო/ოდირის დაღუპულია საქართველო. მათი კომისიები 30 წელია, დაკავებული არიან კორუფციით, აქ ჩამოდიან ფულის საკეთებლად. ამას აკეთებდნენ შევარდნაძესთან, ამას აკეთებდნენ სააკაშვილთან და ამას აკეთებენ სუპერ მასშტაბში უკვე ივანიშვილთან. მათ საერთოდ ფეხებზე ჰკიდიათ საქართველოში დემოკრატიის განვითარება და წერენ ისეთივე დასკვნებს, რასაც ადგენენ აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, სამარცხვინოა“, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა.

პელე

06 მარტი 2021, 13:47

სპორტი

პელემ ფეხბურთში თავისი მემკვიდრე დაასახელა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ ის ფეხბურთელი დაასახელა, რომელსაც თავის მემკვიდრედ თვლის. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს. მისი რჩეული „პარი სენ-ჟერმენის 22 წლის ფორვარდი კილიან მბაპეა. „როდესაც ვამბობ, რომ მბაპეს ჩემს მემკვიდრედ მივიჩნევ, არ ვხუმრობ. ის ისეთივე სწრაფია დრიბლინგში, როგორიც მე ვიყავი. მან წინასწარ იცის, რას გააკეთებს, როდესაც ბურთს იღებს და საუკეთესო გადაწყვეტილებებს მომენტალურად იღებს“, - აცხადებს „ფეხბურთის მეფე.

06 მარტი 2021, 13:35

თავდაცვა

პირველმა მოდერნიზებულმა Su-25-მა საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. ვიდეო

თავდაცვის ძალების კუთვნილმა პირველმა მოდერნიზებულმა თვითმფრინავმა, SU-25-მა რემონტის შემდგომი საგამოცდო ფრენა წარმატებით განახორციელა. SU–25 ტიპის თვითმფრინავის აღდგენა-მოდერნიზაცია სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენისა და სსსტც „დელტა“-ს ერთობლივი თანამშრომლობით, თავდაცვის სამინისტროს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის ჩართულობითა და ზედამხედველობით განხორციელდა.

06 მარტი 2021, 13:30

COVID19

რუსეთში კორონავირუსის 11,385 შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 11,385 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 475 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 4,312,181 შემთხვევა გამოვლინდა, 88,726 ადამიანი კი გარდაიცვალა.

პროკურატურა

06 მარტი 2021, 13:28

სამართალი

13 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა

ზ.მ.-ს ბრალდება 5 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 4 მაისიდან 2020 წლის 17 მარტამდე მოქმედი რედაქცია) და 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის გაუპატიურებას და არასრულწლოვნის მიმართ ოჯახურ ძალადობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ალი ას-სისტანი და პაპი ფრანცისკე

06 მარტი 2021, 13:18

მსოფლიო

რომის პაპმა შიიტების სულიერ ლიდერთან ერაყელი ქრისტიანების უსაფრთხოების საკითხი განიხილა

თავის მხრივ, ფრანცისკემ ას-სისტანის მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მან ყველაზე მოწყვლადების დასაცავად ხმა აიმაღლა და აღნიშნა, რომ აიათოლას გზავნილმა ადამიანის სიცოცხლის სიწმინდესა და ერაყელი ხალხის ერთობლიობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

06 მარტი 2021, 13:14

ტაბლოიდი

ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ნიკოლას ქეიჯმა მეხუთედ იქორწინა. 56 წლის მსახიობის რჩეული 26 წლის რიკო შიბატუ გახდა, რომელიც ქეიჯის უფროს ვაჟზე 4 წლით უმცროსია. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილმა ქორწილი ლას ვეგასის Wynn-ის სასტუმროში 16 თებერვალს გადაიხადა.

გიორგი ცუცქირიძე

06 მარტი 2021, 13:09

პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა სწორედ ჩანაწერების შანტაჟით ახდენდა სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერების მართვას

ამ ჩანაწერების გამოქვეყნებით, კიდევ ერთხელ ხდება ცხადი, რომ სააკაშვილი და მისი გარემოცვა დიდწილად სწორედ ამ ჩანაწერების შანტაჟით ახდენდა სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერების მართვას, რომ ისინი არანაირ კომპემრომისზე არ დათანხმებულიყვნენ, ეს გრძელდება დღესაც, არანაირი კომპრომისი პლებისციტზეც კი, - წერს ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე. მისივე თქმით, პარლამენტში არშესვლის მიზეზიც სწორედ სააკაშვილის შავი არქივია.

თამარ ტალიაშვილი

06 მარტი 2021, 13:08

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს, რომ არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა

მთავარი, დასკვნათა დასკვნა არის ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, კონკურენტულ გარემოში ფუნდამენტური უფლებების დაცვის პირობებში ჩატარდა, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი ეუთო/ოდირის მიერ, საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ გამოქვეყნებულ საბოლოო ანგარიშს.

06 მარტი 2021, 12:51

პოლიტიკა

ვაშინგტონმა თეირანს სანქციები გაუგრძელა

„ირანის მთავრობის მოქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის, რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული შეიარაღების გავრცელება, რეგიონში აგრესიული კამპანიის წარმოება, საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერისკენ მიმართული აქტივობები და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დამღუპველი ქმედებები აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის უჩვეულო და ექსტრაორდინალურ საფრთხეს წარმოადგენს“.

თვალი ტექნოლოგია

06 მარტი 2021, 12:43

ტექნოლოგიები

შვეიცარიელმა მეცნიერებმა თვალის ბადურის იმპლანტი შექმნეს, რომელიც უსინათლოებს საგნების დანახვის საშუალებას მისცემს

თვალის ბადურის იმპლანტი 10,5 ათასი ელექტროდისგან შედგება და ადამიანს გამოსახულებას ჭკვიანი სათვალის მეშვეობით გადასცემს. სათვალეში არსებული კამერა საგნის მოხაზულობას აფიქსირებს და მონაცემებს სათვალეშივე მოთავსებულ მიკროკომპიუტერს გადასცემს. სისტემა ინფორმაციას სინათლის სიგნალებად გარდაქმნის, რომლებიც იმპლატნში არსებულ ელექტროდებზე გადაიცემა. ისინი კი თავის მხრივ ბადურაზე აგზავნიან სიგნალს და ადამიანი გამოსახულების შავ-თეთრ, გამარტივებულ ვერსიას ხედავს, რომელიც სინათლის წერტილებისგან შედგება.