imedi /  20 დეკემბერი 2019, 19:46 / სანდო წყარო

ლინკევიჩუსი: ე.წ. სასამართლოს გადაწყვეტილება გვახსენებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში კანონის უზენაესობა არ არსებობს

ლინას ლინკევიჩუსი

ლინას ლინკევიჩუსი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ცხინვალის ე.წ. სასამართლოს მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა. 

„ცხინვალის ე.წ. სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ექიმ გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ გვახსენებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კანონის უზენაესობა არ არსებობს. ლიეტუვა მოუწოდებს რუსეთს და ე.წ. მთავრობას სამხრეთ ოსეთის რეგიონში გაათავისუფლონ დაკავებული ქართველი ექიმი“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი Twitter-ზე.

ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

13 დეკემბერს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა 15 ნოემბერს შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებოდნენ. 

15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან. 18 ნოემბერს „თეთრი ხალათების აქცია“ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართა. 17 დეკემბერს ექიმის მეუღლემ განაცხადა, რომ ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების მიზნით პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ საკოორდინაციო საბჭო შექმნა.

ყველა სიახლე

კორონავირუსზე ტესტირება

28 იანვარი 2021, 16:54

COVID19

სოფელ ინგირის მეორე საჯარო სკოლის 5 მოსწავლესა და 2 პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდათ

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მამუკა ბულიას განცხადებით, ინფიცირებულების ყველა კონტაქტი თვითიზოლაციაშია გადასული და დანარჩენი კლასები სწავლას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით აგრძელებენ.

ივერი მელაშვილი

28 იანვარი 2021, 16:53

სამართალი

სასამართლომ თანამდებობიდან ივერი მელაშვილის გადაყენების შუამდგომლობაც დააკმაყოფილა

13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.

თირნიკე შენგელია
მაიკ ჯეიმსი

28 იანვარი 2021, 16:52

სპორტი

რუსული მედია: მაიკ ჯეიმსი „ცსკას“ ტოვებს

„ალბასთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი შენგელია გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და ყველაფერი უარყო. „ჩემთვის უსიამოვნოა საკუთარ თავზე იმ ინფორმაციის გაცნობა, რომელსაც სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. თანაგუნდელთან ცხოვრებაში არასდროს მიჩხუბია“ - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

დონალდ ტრამპი

28 იანვარი 2021, 16:50

მსოფლიო

გამოკითხვა: „რესპუბლიკური“ პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა 2024 წლის არჩევნებში ტრამპის კანდიდატურას მხარს უჭერს

გამოცემა Politico-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, „რესპუბლიკური“ პარტიის ამომრჩეველთა უმრავლესობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურას მხარს უჭერს.

28 იანვარი 2021, 16:49

საზოგადოება

საქართველოში იაპონიის საელჩომ გადაუდებელი დახმარების ცენტრს 4 რეანიმობილი გადასცა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ 4 ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს.

პარლამენტი

28 იანვარი 2021, 16:43

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას დაუჭირა მხარი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ოპოზიციური პარტიებიდან 49 დეპუტატისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.

პროკურატურა

28 იანვარი 2021, 16:40

სამართალი

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლომ გირაო შეუფარდა

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გახდა ცნობილი. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის გირაოს შუამდგომლობით მიმართავდა. გენერალურ პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე უკვე მესამედ იკითხება.

28 იანვარი 2021, 16:38

საზოგადოება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას ააქტიურებს

მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან დისტანციური სამუშაო შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა და საქართველოში ევროკავშირის (EU) წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა, ივონ გოგოლმა გახსნეს.

დაჩი ბერაია

28 იანვარი 2021, 16:34

პოლიტიკა

დაჩი ბერაია გიგა ბოკერიაზე: ურჩევნია, რაც საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩემთან სანაძლეო წააგო, ჩააბაროს და რევოლუციაზე შემდეგ ილაპარაკოს

„რევოლუციის ლეგიტიმაცია რას ნიშნავს, არ ვიცი, მაგრამ გიგა ბოკერიას ურჩევნია, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩემთან სანაძლეო წააგო, ჩააბაროს და შემდეგ ილაპარაკოს რევოლუციაზე და სხვა რამეზე. არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით დავნაძლევდით, ეს მალევე უნდა გადაეხადა, მაგრამ დღემდე არ ჩაუბარებია. ჩემამდე რაც მოვუგე, არ მოუტანია. იმდენად დიდი დრო გავიდა, აღარ მგონია, რომ ჩააბარებს“, – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

ჰანს კლუგე

28 იანვარი 2021, 16:33

COVID19

ჰანს კლუგე: შეზღუდვების სწრაფი დაწესება ან მოხსნა ცუდი სტრატეგიაა

ჯანმოს ევროპული ოფისის დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია, ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქება ნაადრევი იქნებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

პარლამენტის დარბაზი

28 იანვარი 2021, 16:22

პოლიტიკა

მესამე მოსმენით პარლამენტმა უფრაქციო დეპუტატებისთვის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

საკითხს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. პროექტით უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის სტატუსის მქონე უფრაქციო დეპუტატების მიერ ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების წარდგენა, ასევე საპარლამენტო დებატებში, ინტერპელაციაში, პირველ და მეორე მოსმენაში მათი 15-წუთიანი გამოსვლებით მონაწილეობა.

28 იანვარი 2021, 16:17

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა

2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, კომუნიკაციების კომისია ვალდებულია განიხილოს და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს, როდესაც მაუწყებლის ეთერში ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი გადაცემის განთავსება ხდება.

28 იანვარი 2021, 16:17

საზოგადოება

დაქირავებით დასაქმებულთათვის 200-ლარიანი კომპენსაციის გაცემა დაიწყო

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, გრძელდება მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემა, მათ შორის მოქალაქეებისთვის, რომლებმაც პანდემიის მე-2 ტალღის შედეგად დაკარგეს სამსახური. დღეის მდგომარეობით, 200-ლარიანი დახმარების პირველი თვის ჩარიცხვა უკვე განხორციელდა. კომპენსაცია ჩაერიცხება 106 080 პირს, 21 216 000 ლარის ოდენობით.

ქუთაისის ტორპედო

28 იანვარი 2021, 16:12

სპორტი

ქუთაისის „ტორპედო“ 13-მა ფეხბურთელმა დატოვა

ქუთაისის „ტორპედო“ 13-მა ფეხბურთელმა დატოვა. კლუბთან კონტრაქტი 10 ქართველ და 3 უცხოელ მოთამაშეს ამოეწურა, რომლის გახანგრძლივებისგან ორივე მხარემ თავი შეიკავა.

პირბადეები

28 იანვარი 2021, 16:04

მსოფლიო

გერმანიაში უცნობმა პირებმა საავადმყოფოდან 5 000 პირბადე მოიპარეს

გერმანიაში, ქალაქ ბერგიშ-გლადბახის საავადმყოფოდან უცნობმა პირებმა 5 000 პირბადე მოიპარეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

28 იანვარი 2021, 16:03

სპორტი

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება 27 თებერვალს დაიწყება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება 27 თებერვალს დაიწყება. გახსნით შეხვედრაში ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ლიგის დებიუტანტს, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს. ვიცე-ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ კი ამავე დღეს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედოსთან“ ითამაშებს.

კახა კუჭავა

28 იანვარი 2021, 16:00

პოლიტიკა

კახა კუჭავა: მაინც შევუქმნით დისკომფორტს რუსეთს და დავუპირისპირებთ სიმართლეს, რომელიც ჩვენს მხარეზეა

„გამოვიყენებთ ნებისმიერ ფორმატსა და შესაძლებლობას, რომ დისკომფორტი შევუქმნათ მათ საქმიანობას, განცხადებას და დავუპირისპიროთ სიმართლე, რომელიც საქართველოს მხარეზეა“, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა კახა კუჭავამ „ქრონიკას“ განუცხადა მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

ალექსეი გონჩარენკო

28 იანვარი 2021, 15:49

პოლიტიკა

ალექსეი გონჩარენკო: რუსეთისთვის დიალოგი ნოვიჩოკია

„რუსეთთან დიალოგი შეუძლებელია. შეუძლებელია დიალოგი აგრესორთან, მკვლელთან. რუსეთისთვის დიალოგი ნავიჩოკია“, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ალექსეი გონჩარენკომ განუცხადა მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციას უფლებამოსილება არ შეუწყვიტა.

მარია ვან კერკხოვე

28 იანვარი 2021, 15:48

COVID19

ჯანმო: კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ომს არ აგებს და საბოლოოდ ვირუსს დაამარცხებს

ჯანმოს COVID-19-თან ბრძოლის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერკხოვემ განაცხადა, რომ კაცობრიობა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ომს არ აგებს და საბოლოოდ ვირუსს დაამარცხებს.

28 იანვარი 2021, 15:36

COVID19

მალტის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, Moderna-ს ვაქცინის 80 ათასი დოზის შესყიდვისთვის სასწრაფოდ უნდა გამოიყოს 2 მლნ ევრო, რადგან ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის ვაქცინის მიწოდება მცირდება

მალტის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, Moderna-ს წარმოების ვაქცინის 80 ათასი დოზის შესყიდვისთვის სასწრაფოდ უნდა გამოიყოს 2 მლნ ევრო, გამომდინარე იქედან, რომ მცირდება ევროკავშირსა და AstraZeneca-ს შორის ვაქცინის მიწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას Malta Today ავრცელებს. მომდევნო კვირებში, ვაქცინაციის პროგრამის გაზრდის მიზნით, მალტა ყიდულობს Moderna-ს ვაქცინის დამატებით 80 ათას დოზას. პრემიერმა, 26 იანვარს, საღამოს, განუცხადა პარლამენტს, რომ საჭიროა 2 მლნ ევროს გამოყოფა ვაქცინის შესყიდვის მიზნით. ასევე, მან დააანონსა რომ ქვეყანა მიიღებს Pfizer-ის ვაქცინის 14 ათას დოზას.