Facebook-ის მიერ ქართული გვერდების დაბლოკვის შემდეგ „პანდა“ განცხადებას ავრცელებს

ფოტო: Youtube
სარეკლამო კომპანია "პანდა", რომელთან დაკავშირებული გვერდებიც Facebook-მა რამდენიმე დღის წინ წაშალა, განცხადებას ავრცელებს. კომპანიის თქმით, ისინი სოციალურ ქსელში დიდ რესურსებს ფლობენ, რომელსაც აქირავებენ, თუმცა მედიაში ინფორმაცია "არასწორი ინტერპრეტაციით" გავრცელდა.
"პანდას" განცხადებით, მათი რესურსით დაინტერესებული იყვნენ ტელეკომპანიები "ფორმულა" და "მთავარი არხი", თუმცა ამ ტელევიზიებმა "პანდას" განცხადებით, კომპანიის "რესურსები სათავისოდ ვერ გამოიყენეს". მათი განცხადებით, შემოთავაზებები ჰქონიათ პოლიტიკური ჯგუფებისგანაც.
"პანდას" განცხადებით, მედიაში ინფორმაცია გადაუმოწმებლად გავრცელდა, მათი თქმით, Facebook-ს არ დაუდასტურებია "პანდას" ოფიციალურ გვერდსა და სხვა გვერდებს შორის კავშირი
"ჩვენ ბევრი შეცდომა დაგვიშვია. წლებმა და გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ბოდიშის მოხდა უფრო რთულია, სიმაღლე სჭირდება და ჩვენ ეს არ გვიჭირს. ყველანაირად ვცდილობთ არ დავკარგოთ მოვლენების ობიექტურად შეფასების უნარი და კრიტიკულად შევაფასოთ საკუთარი თავები. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც არ თვლი რომ დამნაშავე ხარ.
უპასუხისმგებლო მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს პირადი ინფორმაცია გადაუმოწმებლად. არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულმა ინფორმაციამ ჩვენსა და ჩვენს ოჯახებზე ფსიქოლოგიურად იძალადა. ჩვენი კომპანია ფლობს და აქირავებს დიდ რესურსებს სოციალურ ქსელში შესაბამისად, არაერთი შემოთავაზება გვქონია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებებისგან, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მათი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. არასოდეს, არანაირი ფინანსური სარგებელი არ ყოფილა ჩვენს პრინციპებზე მნიშვნელოვანი. ჩვენთვის მთავარი ის ღირებულებებია, რისიც გვწამს. ჩვენ გვქონია შემოთავაზება "მთავარი არხისგან" და "ფორმულა კრეატივისგან". მათ ვერ მოახერხეს ჩვენი რესურსების სათავისოდ გამოყენება. ორი დღეა ჩვენზე პროპაგანდისტული შტურმი მოაწყვეს, რომელიც საჯარო ცილისწამებიდან, მათთვის ნაცნობ და ტრადიციულ ბულინგში გადაიზარდა.
ცრუ ლიბერალები, რომლებსაც სოციალურ ქსელში საზოგადოებრივ აზრზე გავლენა აქვთ, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შეეცადნენ პანდას დამარხვას. რომ არა ჩვენი მდგრადი ფსიქიკური მდგომარეობა, შესაძლოა, ეს შემთხვევა მძიმე შედეგებით დასრულებულიყო. ჩვენთვის, როგორც ლიბერალური ღირებულების ადამიანებისთვის, გაუგებარია, როგორ შეიძლება პირველწყაროსგან, ამ შემთხვევაში Facebook-ისგან დამოუკიდებლად, უაპელაციოდ დასწამო ადამიანს ცილი, როდესაც თავად Facebook-ს არ დაუდასტურებია პანდას ოფიციალურ გვერდს და დანარჩენ გვერდებს შორის კავშირი", - აცხადებს კომპანია "პანდა".
Facebook-მა საქართველოში 39 ანგარიში, 344 გვერდი და 13 ჯგუფი გააუქმა მას შემდეგ, რაც დაადგინა, რომ ამ გვერდებს ყალბი ანგარიშის მქონე პირები იყენებდნენ.
როგორც სოციალური ქსელის ადმინისტრაცია განმარტავს, დაახლოებით 442 300 ათას ადამიანს ჰქონდა გამოწერილი ერთი ან მეტი ასეთი ჯგუფი, 52 ათასი მომხმარებელი ერთ-ერთ წაშლილ ჯგუფში მაინც იყო გაწევრიანებული და 2100 ადამიანი იწერდა ერთ ან მეტ ყალბ ინსტაგრამ ანგარიშს.
რაც შეეხება თანხას, ამ გვერდებმა დაახლოებით 316 000 დოლარი დახარჯეს Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამაში, ანუ პოსტების დასპონსორებაში.
როგორც Facebook-ში აცხადებენ, გამოძიებაში მათ ე.წ. დარეპორტების მექანიზმი დაეხმარათ.
ყველა სიახლე

16 ივნისი 2025, 19:55
სპორტი
შალვა გოგოლაძე სლოვაკეთის სპორტისა და ტურიზმის სახელმწიფო მდივნებს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სპორტის მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

16 ივნისი 2025, 19:39
საზოგადოება
ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ბერაია წარუდგინა
ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

16 ივნისი 2025, 19:32
მსოფლიო
მედია: ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბომბეს ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ოფისები თეირანში
ისრაელის საჰაერო ძალებმა დაბომბეს ირანის სახელმწიფო მაუწყებლის IRIB-ის ოფისები თეირანში.

16 ივნისი 2025, 19:26
მსოფლიო
ისრაელის პრეზიდენტი: ისრაელს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ თავს დასხმოდა ირანს
ბრიტანულ ტელეაერხ Sky News-თან ინტერვიუში ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ ისრაელს სხვა არჩევანი არ ჰქონდა გარდა იმისა, რომ თავს დასხმოდა ირანს, რადგან ის წინ მიიწევდა ბირთვული ბომბის შექმნისკენ.

16 ივნისი 2025, 18:51
პოლიტიკა
„რას ფიქრობ?“ - ლიბერთიმ, სამომხმარებლო სესხების საზაფხულო შეთავაზება დაიწყო
ლიბერთი არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე საზაფხულო კამპანიას „რას ფიქრობ?’ იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს კონკურენტულ პირობებს სთავაზობს.

16 ივნისი 2025, 18:40
მსოფლიო
The Wall Street Journal: ირანი აშშ-სა და ისრაელს შუამავლების მეშვეობით სიგნალებს უგზავნის, რომ ის ცდილობს საომარი მოქმედებების დასრულებასა და მოლაპარაკებების განახლებას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით
ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ის ცნობით, ირანი აშშ-სა და ისრაელს შუამავლების მეშვეობით სიგნალებს უგზავნის, რომ ის ცდილობს საომარი მოქმედებების დასრულებასა და მოლაპარაკებების განახლებას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

16 ივნისი 2025, 18:40
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე პოლიტიკა შეიტანონ როგორც საგამოძიებო სამსახურებში, ასევე სასამართლო სისტემაში, საბოლოო ჯამში, იმარჯვებს სამართალი და სამართლიანობა
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ცდილობენ, როგორმე პოლიტიკა შეიტანონ როგორც საგამოძიებო სამსახურებში, ასევე სასამართლო სისტემაში. საბოლოო ჯამში, იმარჯვებს სამართალი და სამართლიანობა, - განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

16 ივნისი 2025, 18:31
მსოფლიო
ევროკავშირი ეწინააღმდეგება ისრაელსა და ირანს შორის რუსეთის შუამავლობას
ევროკავშირი ეწინააღმდეგება ისრაელსა და ირანს შორის რუსეთის შუამავლობას. ევროკომისიის წარმომადგენლის, ანუარ ალ-ანუნის განცხადებით, მოსკოვს, თეირანთან ურთიერთობის გამო, არ შეუძლია იყოს „ობიექტური შუამავალი“.

16 ივნისი 2025, 18:22
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე: ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე. ეს არის სამეზობლოსთან მოლაპარაკება, რათა საზღვრები იყოს დაცული და მიგრაციის ტალღებმა ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხე არ შეუქმნას
ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს უსაფრთხოებაზე. ეს არის სამეზობლოსთან მოლაპარაკება, რათა საზღვრები იყოს დაცული და მიგრაციის ტალღებმა ჩვენს უსაფრთხოებას არ შეუქმნას საფრთხე,- განაცხადა „დღის ქრონიკაში" ისტორიკოსმა სოსო მანჯავიძემ ისრაელ-ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირებაზე და ბირთვულ საფრთხეებზე საუბრისას.

16 ივნისი 2025, 18:18
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ისრაელის საჰაერო ძალები აკონტროლებენ თეირანის თავზე ცას
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალები აკონტროლებენ თეირანის თავზე ცას.

16 ივნისი 2025, 18:08
მსოფლიო
ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა აშშ-ს მოუწოდა, ჩაერთოს ირანში მიმდინარე ომში
ისრაელის ოპოზიციის ლიდერმა, იაირ ლაპიდმა აშშ-ს მოუწოდა, ჩაერთოს ირანში მიმდინარე ომში, რათა დაეხმაროს ისრაელს ისეთი ობიექტების განადგურებაში, როგორიცაა ფორდოს ბირთვული გამდიდრების ობიექტი.

16 ივნისი 2025, 18:08
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: არ აქვს მნიშვნელობა გიორგი გახარია არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განაყარი არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, უკეთესია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის
არ აქვს მნიშვნელობა არჩევნებში გიორგი გახარია მიიღებს თუ არა მონაწილეობას, პირიქით, თუ არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი განაყარი არჩევნებში მონაწილეობას ეს უკეთესია ისევ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის, რადგან საზოგადოების სხვა წევრებსა და პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

16 ივნისი 2025, 18:07
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე: შეგვიძლია თამამად დავადასტუროთ, რომ წარმოდგენილი ცვლილებები მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილზეც გავრცელდება
არ აქვს კონკრეტული ადამიანის სახელ-გვარს მნიშვნელობა, მთავარია ის, ჩაიდინა თუ არა ადამიანმა დანაშაული და სხვა ადამიანს მიაყენა თუ არა ზიანი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას, რომლითაც მოპარული, ან მითვისებული ქონების უკან დაბრუნების მექანიზმი მკაცრდება.

16 ივნისი 2025, 18:02
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებზე: დაზარალებულ პირებს ექნება შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად, გამართულად, დროში შემჭიდროებულ ვადაში ჰქონდეთ შესაძლებლობა ზიანი აინაზღაურონ
დაზარალებულ პირებს ექნება შესაძლებლობა, რომ სრულყოფილად, გამართულად, დროში შემჭიდროებულ ვადაში ჰქონდეთ შესაძლებლობა ზიანი აინაზღაურონ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც დაზარალებულებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმი დაინერგება.

16 ივნისი 2025, 17:59
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა საჰაერო დარტყმამდე ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გამოსცეს თეირანის დიდი ნაწილისთვის
ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა საჰაერო დარტყმამდე ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გამოსცეს თეირანის დიდი ნაწილისთვის.

16 ივნისი 2025, 17:58
საზოგადოება
„სტუდიო ლიბერთი“ „ქარავან არტ ფორუმის“ სპონსორია
დღეიდან, „ლიბერთის“ პრემიუმ საბანკო მომსახურება - „სტუდიო ლიბერთი“ თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმის“ სპონსორი გახდა, რაც ფესტივალის მხარდაჭერას და თანამედროვე ქართული ხელოვნების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

16 ივნისი 2025, 17:58
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: კეთილი უნდა ინებოს გახარიამ და საზოგადოებას აუხსნას, რისგან იყო ჩორჩანას საგუშაგოს ჩადგმა ინსპირირებული. ისე კი არა, როგორც საგამოძიებო კომისიის წინა სხდომაზე ყველანაირად რომ ცდილობდა კითხვებს გაჰქცეოდა
„გახარიამ საგამოძიებო კომისიაზე წარდგენის დროს ილაპარაკა ყველაფერი და არაფერი. რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის ჩორჩანასთან დაკავშირებით. თქვა, რომ ჩორჩანაში საგუშაგო პირადად მისი ინიციატივით დაიგა და არ იყო შეთანხმებული არც ერთ რელევანტურ სამსახურთან და არც პარტნიორ ორგანიზაციებთან და ამას არ მოჰყოლია თურმე ტერიტორიების დაკარგვა. 2008 წლის შემდეგ ტერიტორიების დაკარგვის პირველი ფაქტი იყო და საუბარია მილიონ კვადრატულ მეტრზე. გახარია ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა მაშინ, როდესაც მოვისმინეთ ჩორჩანას მაცხოვრებლის განცხადებები, რომელმაც გახარია ტყუილში ამხილა.

16 ივნისი 2025, 17:54
მსოფლიო
ბენიამინ ნეთანიაჰუ: გამარჯვების გზაზე ვდგავართ
გამარჯვების გზაზე ვდგავართ, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

16 ივნისი 2025, 17:32
მსოფლიო
ჩინეთში ფეიერვერკების მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა
ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 10-მდე ადამიანი, ხოლო 2 მოქალაქე უგზო-უკვალოდაა დაკარგული. აფეთქების მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

16 ივნისი 2025, 17:20
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულთათვის დადგინდეს ანაზღაურების გამარტივებული წესი
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განმარტება გააკეთა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებაზე, რომლითაც დაზარალებულებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმი დაინერგება.