imedi /  25 დეკემბერი 2019, 14:38 / სანდო წყარო

პატრიარქი: სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ

დღეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ამ თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია აღევლინა. წირვის შემდეგ პატრიატრქმა მრევლს მიმართა. 

ილიას მეორის თქმით, ეს ისტორიული დღეა და მრევლს სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ღვთის დიდი წყალობა, ღვთის მადლი, რომელიც მოგვფინა ჩვენ ყველას. მე მადლობელი ვარ ღვთისა და ჩვენი ერისა, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა ეს საქმე. ჩვენი ერი ღვთისაგან დაჯილდოებულია სიყვარულით და ამ სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. სიყვარულზე სიძულვილით არ უნდა ვუპასუხოთ. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისა", - განაცხადა პატრიარქმა.

უწმინდესის აღსაყდრებისადმი მიძღვნილ ლიტურგიას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ბედნიერია საქართველო, რადგან ასეთი სულიერი მამა ჰყავს. „ვულოცავ ჩვენს საყვარელ პატრიარქს, მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს. მოგეხსენებათ, როგორი რთული იყო ეს 42 წელი, როგორი განსაცდელი ჰქონდა ჩვენს ქვეყანას, თუნდაც რამდენიმე წლის წინ. 42 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ უამრავი გამოწვევა და განსაცდელი გადაიტანა. უდიდესია ჩვენი დედაეკლესიის წვლილი და მისი უწმინდესობის, პატრიარქის წვლილი იმ დაბნეულობის დროს, როდესაც აბსოლუტურად საჭიროებდა ერი სწორებას. ძალიან ხშირად, ყველაზე დიდი საყრდენი და სწორებაც სწორედ ეკლესია და მისი უწმინდესობა გახლდათ. დღესაც, მოგეხსენებათ, რომ რთულია ჩვენი ყოფითი თუ სულიერი ცხოვრება და ამას ყველაფერს სჭირდება ძალიან ორგანიზებული და გააზრებული მართვა. როგორც სახელმწიფო, ისე ეკლესია თავის ფუნქციებს ძალიან გააზრებულად და მომართულად ასრულებენ, რათა ჩვენ ყველა გამოწვევა გადავლახოთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებისკენ წავიყვანოთ. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი სულიერი მამა ჰყავს. ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ვუსურვოთ ჩვენს საყვარელ პატრიარქს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში შედგა.

ყველა სიახლე

ენტონი ბლინკენი

20 იანვარი 2021, 02:21

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი, ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვითი იარაღის მიწოდებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა.

20 იანვარი 2021, 02:00

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 23 608 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 23 608 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 373 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ანგელა მერკელი

20 იანვარი 2021, 01:32

COVID19

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში ლოკდაუნის რეჟიმი 14 თებერვლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

თეა წულუკიანი

20 იანვარი 2021, 01:12

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როგორც კი დავინახავ, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, ჩავთვლი, რომ პოლიტიკაში საქმე აღარ მაქვს

„ძალიან მინდა, რომ არამხოლოდ დადგეს ის დრო, რომ ოპოზიციაში გაგვიხდეს საქმე წასასვლელი, არამედ საერთოდ თუ სახლში წასასვლელი გავხდებით, ეს იქნება გადასარევი. „ქართულ ოცნებაში“ არ ვართ სკამებზე ჩაბღაუჭებულები, ეს შემიძლია, გითხრათ სრული პასუხისმგებლობით“, - აღნიშნა წულუკიანმა.

მტრედი ჯო

20 იანვარი 2021, 00:55

ტაბლოიდი

მტრედი ჯო, რომელიც ავსტრალიაში აშშ-დან ჩაფრენილი ეგონათ, ადგილობრივი ბინადარი აღმოჩნდა🕊️

ჩიტი „უცხოელი“ თათზე სამაჯურის გამო ეგონათ, რომლის მიხედვით ფრინველი 26 დეკემბერს აშშ-ის, ორეგონის შტატიდან გამოფრინდა, 13 ათასი კილომეტრი გაიარა და ავსტრალიაში მოხვდა. თუმცა აშშ-ის მტრედების რბოლის კავშირმა (American Racing Pigeon Union) განაცხადა, რომ ბარათი ყალბია.

20 იანვარი 2021, 00:53

ტაბლოიდი

ეგვიპტელი ქალი „უხამსი დიზაინის“ ნამცხვრების გამო დააპატიმრეს

ეგვიპტეში დააპატიმრეს ქალი, რომელმაც, გამოძიების მტკიცებით, „უხამსი“ დიზაინის ნამცხვრები გამოაცხო. ნამცხვრების ფოტოები სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ფოტოები კაიროს ერთ-ერთ სპორტულ კლუბში, დაბადების დღეზე იყო გადაღებული. არსებული ინფორმაციით, საკონდიტრო ნაწარმი გენიტალიებისა და საცვლების გამოსახულებით იყო მორთული.

გოგა ხაინდრავა

20 იანვარი 2021, 00:51

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში კერპთაყვანისმცემლობა სამუდამოდ დაამსხვრია

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, პირველ რიგში, ეს დარტყმა კი არა ბიძგია იმ ორგანიზაციისთვის, რომელიც წლების მანძილზე პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდა და ამაში ბიძინას როლი ყველასთვის ნათელია, - ეს განცხადება გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გააკეთა.

დონალდ ტრამპი

20 იანვარი 2021, 00:47

მსოფლიო

გამოსამშვიდობებელ მიმართვაში დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წარმატებებს უსურვებს

გამოსამშვიდობებელ მიმართვაში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას წარმატებებს უსურვებს.

გოგა ხაინდრავა

20 იანვარი 2021, 00:39

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: არ ვიცი, ვინ და რის ფასად შეძლებდა ცილისწამების იმ ნიაღვრის გაძლებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა გაუძლეს

საკადრო პრობლემა, რომელიც ყოველთვის იყო საქართველოში, ბიძინა ივანიშვილმა, ამ ეტაპზე, იმ დონემდე აიყვანა, რომ ადამიანები, ვინც დღეს ხელისუფლებაში არიან, აბსოლუტურად ჩამოყალიბებული პიროვნებები, თავიანთ ბეგრაუნდით, ბიოგრაფიითა და კონკრეტული საქმეებით, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

სოზარ სუბარი

20 იანვარი 2021, 00:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციაში შემავალ არაერთ პარტიას პარლამენტში შესვლა სურს

„ქართულ პარლამენტში არის ორი პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ შემოვა რამდენიმე პარტია. ორი პარტია თქვენთან იყო რომლებიც ამბობენ, რომ გარკვეულ პირობას აყენებენ, მაგრამ მზად არიან შემოსასვლელად. დარწმუნებული ვარ, კიდევ გამოჩნდება 1-2 პარტია, რომლებიც შემოვლენ. შეიძლება არ შემოვიდნენ „ევრონაცები“ და „ნაცები“, მაგრამ „ნაცების“ კოალიციაში არის არაერთი პარტია, რომელთაც, ვიცი, ინფორმაცია მაქვს, რომ სურვილი აქვთ შემოსვლის. რამდენად დაუძვრებიან სააკაშვილის ბულინგს, ეს ცალკე საკითხია“, -განაცხადა სოზარ სუბარმა.

20 იანვარი 2021, 00:22

COVID19

ისრაელის მთავრობამ კარანტინის რეჟიმის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ისრაელის მთავრობამ კარანტინის რეჟიმის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

გია ცაგარეიშვილი

20 იანვარი 2021, 00:21

პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი ბიძინა ივანიშვილზე: ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არჩევნების ჩატარების მისეული ხედვა, რომელიც წინა პერიოდისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო

„მათი ფილოსოფია, მათი ბუნება პოლიტიკაში ცხოვრების თანაცხოვრებას არ ითვალისწინებს. ეს გამორიცხულია. ამის ილუზია არავის ჰქონდეს. არავითარი პოლიტიკური თანაცხოვრება არცერთ ჩვენგანთან არ იქნება. ეს იქნება ძალადობა საზოგადოებაზე. არავის ვძაფრავ. უბრალოდ მე გამომივლია ეს ყველაფერი და კარგად ვიცი. არავის ვაშინებ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს რა დონის ავაზაკებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

20 იანვარი 2021, 00:10

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: ბიძინა ივანიშვილის ჩართულობისა და ინიციატივის გარეშე, 2012 წლის გამარჯვება შეუძლებელი იქნებოდა

2012 წლის შემდეგ, უფლებების გაუმჯობესების თვალსაზრისით, პრაქტიკულად, სფერო არ დარჩა, რომელიც რადიკალურად არ გაუმჯობესდა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

20 იანვარი 2021, 00:06

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: უნდა გვქონდეს გონიერება, რომ პანდემია არაა პოლიტიკური თამაშის კომპონენტი, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს შეგნება საქართველოში არ ჩამოყალიბდა

დეზინფორმაცია რამდენად გვიშლის ხელს ეს რთული შესაფასებელია, ვინაიდან ესაა ყოველდღიური წნეხი და მოცდენილი დრო, როცა გამომდინარე ჩვენი მაღალი პასუხისმგებლობიდან, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ და განვუმარტოთ ამ დეზინფორმაციის შესახებ, - ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“გააკეთა .

19 იანვარი 2021, 23:56

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა.

ნათია თურნავა

19 იანვარი 2021, 23:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: შეზღუდვებმა მოგვცა საშუალება, რომ დღეს ვსაუბრობთ ეპიდვითარების სტაბილიზაციასა და ბიზნესის ეტაპობრივ, ძალიან ფრთხილ გახსნაზე

ჩვენ არ ვართ ყველაზე მდიდარი ქვეყანა, მაგრამ იმ შეზღუდული რესურსებითაც, რაც ჩვენ გვაქვს და რაც ძალიან სწრაფად მოვიზიდეთ, საკმაოდ კომპლექსურ ანტიკრიზისულ გეგმას ვახორციელებთ. ეს კრიზისი, სირთულე, რომელიც გარდაუვლად მოჰყვებოდა პანდემიას, ჩვენთვის არის ყოველდღიური გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით და აუცილებლად დავძლევთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ნათია თურნავა

19 იანვარი 2021, 23:43

ეკონომიკა

ნათია თურნავას თქმით, რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა სავარაუდოდ თებერვალში მოიხსნება

„იხსნება ასევე ფრენები. ამაზე გვქონდა ჩვენ საუბარი. კონკრეტულ თარიღს ვერ დავასახელებ, მაგრამ თებერვალი სავარაუდოდ იქნება ის თვე, როდესაც ჩვენ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნის. ეს ისევ და ისევ არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში. პირიქით, ეს იქნება კონტროლირებადი. ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით და სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა, მაგრამ ეს არის ტურისტული სეზონის დაწყების პირველი იმედი“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაიკ პენსი

19 იანვარი 2021, 23:41

მსოფლიო

მედია: მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას არ დაესწრება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი დონალდ ტრამპის გამოსამშვიდობებელ ცერემონიას არ დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია მაიკ პენსთან დაახლოვებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიქტორ ყიფიანი

19 იანვარი 2021, 23:38

პოლიტიკა

ვიქტორ ყიფიანი: ვფიქრობ ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნა ოპონენტებისთვის უფრო კომფორტული იყო, რადგან ყოველთვის შეეძლოთ გაემართლებინათ საკუთარი წარუმატებლობა

ჩვენი პოლიტიკური კლასის გარკვეული ნაწილი იმყოფება დღესაც პოლიტიკური ყმაწვილობის ასაკში და არ უნდა ეს ყმაწვილობის ასაკი დასრულდეს, - ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

19 იანვარი 2021, 23:35

COVID19

ჯანდაცვის მინისტრი: გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია COVAX-პლატფორმამ საქართველოსთვის ბევრად უფრო მეტი ვაქცინის გამოყოფა გადაწყვიტოს

„საბოლოო გადაწყვეტილა იანვრის ბოლოს მიიღება, როდესაც ჩვენ მივიღებთ წერილს, რომელსაც ველოდებით ჩვენს მიერ წარდგენილი დოკუმენტის შემდეგ, ვინაიდან ამ დოკუმენტში დეტალურად არის გაწერილი ის პირობები, რომელსაც საქართველო აკმაყოფილებს და აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ შესაძლებელია COVAX-პლატფორმამ გადაწყვეტილება მიიღოს ბევრად უფრო მეტი ვაქცინის გამოყოფის საქართველოსთვის, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია იმ 53 ქვეყნიდან, რომელიც დღეს პლატფორმაზე არის გაწევრიანებული, რომ ყველა ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც კონკრეტულად Pfizer-ის ვაქცინის ტრანსპორტირებისთვის და ქვეყნის შიგნით ლოჯისტიკისთვის არის საჭირო“, - აღნიშნა მინისტრმა.