ბესელია კილაძეზე: რა მოიძია, რა დაადგინა, ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს
ეკა ბესელია
ფოტო:არქივი
„ბევრად უფრო საშინლად გამოიყურება ამ როლში, ვიდრე ის გაუქმებული ტროლების ქარხანა“, - დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძეს გამოეხმაურა. კილაძემ დამოუკიდებელი დეპუტატი კორუფციაში დაადანაშაულა.
ბესელიას განცხადებით, მის წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები ადრეც გაჟღერდა და ახლა ეს დავალება სოფიო კილაძემ მიიღო. მისი თქმით, უმრავლესობის სხდომაზე, რომელზეც სოფიო კილაძე საუბრობს, მას არც ერთი ფაქტი არ დაუსახელებია:
„რადგან გაგიჩნდათ კითხვა, ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მოვიდე და გიპასუხოთ, მაგრამ არ ვპასუხობ იმ ადამიანს, რომელიც ბევრად უარესია და ბევრად უფრო საშინლად გამოიყურება ამ როლში, ვიდრე ის გაუქმებული ტროლების ქარხანა. ამ ფონზე, როდესაც აღარ არის ტროლები, ბოტები, გაუქმდა ყალბი გვერდები, გამოჩნდნენ მათ როლში აბაშიძეები, კილაძეები, რომ შეავსონ ის დანაკლისი, რაც ამ გაუქმებული ყალბი გვერდების შემდეგ შეექმნა "ქართულ ოცნებას." დიდ სირცხვილად მიმაჩნია, რომ ეს დავალება მისცეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. ამ კომიტეტმა უდიდესი საქმე გააკეთა პირველი ოთხი წელი და კილაძეს დახვდა ყველა დონორის და საერთაშორისო პარტნიორის მიერ აღიარებული საუკეთესო კომიტეტი და მან თავის თავმჯდომარეობა იცით რითი დაიწყო? ამ განსაკუთრებულმა მეოცნებე პოლიციელმა, რომელიც მენტალურად ვერ გათავისუფლდა პოლიციური გავლენისგან, პირველი დაიწყო ოცნების პირველი თანამებრძოლების, რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებით კომიტეტის აპარატიდან. 4 ადამიანს დაუძახა და უთხრა, რომ დაეწერათ განცხადებები და გაყარა იქიდან. ერთი სასამართლო დავა, მისი და ფოლადიშვილის, სადაც მას ედავებიან დისკრიმინაციაში, დღესაც არ დასრულებულა. აი, ამით დაიწყო კილაძემ და თუ რაიმეს გამო მქონდა პროტესტი მის მიმართ, მქონდა ამის გამო. ხელისუფლებაში არიან კორუფციაში ჩაფლულები და ამაზე მე თვითონ ვსაუბრობდი იმ სხდომაზე. ფაქტი დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა, რა ფაქტზე ლაპარაკობს? ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს. ბიძინა ივანიშვილმა კი არ გააჩერა იმ სხდომაზე მარტო, სისულელეებს რომ ლაპარაკობდა, ვერავინ გაიგო რას ამბობდა, თავისმა კოლეგებმა დასცინეს და უთხრეს, რომ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივი, რითაც საუბრობდნენ წლების განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ“,-აცხადებს ბესელია.
ბესელია კილაძეს და ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ფორმალურად მაინც დაკავდნენ მის წინააღმდეგ „დაწყებული მორალური შეტევის ფაქტის“ გამოძიებით.
„როგორ შეიძლება კილაძემ რაიმე კორუფციულ გარიგებაზე ილაპარაკოს, როცა ნახევარი ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული, მე კილაძესაც და სხვებსაც მინდა მოვუწოდო, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ფორმალურად მაინც დაკავდეს და ერთ- ერთი საქმე, რომლის გამოძიების თემაც ყველაზე ცუდად გამოიყურება ხელისუფლებისთვის, არის ჩემს წინააღმდეგ დაწყებული მორალური შეტევის ფაქტი, კითხვები დასვას, ერთი წელი ხდება 27 იანვარს და დღემდე არაა გამოძიებული და თავი დაანებონ ჩემს წინააღმდეგ შეტევებს. ერთი წელი რომ შესრულდება, თუ არ იქნება პასუხისგებაში მიცემული პირველწყარო პირდაპირ დავადანაშაულებ მმართველ პარტიას და კონკრეტულ პირებს ყველაზე ამორალურ მორალურ შეტევაში, რაც განახორციელეს. ამიტომ ამ საქმეებს მიხედონ, თავიანთ კორუფციას, დალაგებულ , უკანონო ტენდერებს მიხედონ და თავიდან ფეხებამდე რომ კორუფციაშია ჩაფლული ყველა, ამას მიხედონ და ჩემსკენ ხელის გაშვერას თავი დაანებონ",- განაცხადა ეკა ბესელიამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დღეს განაცხადა, რომ დაინტერესების შემთხვევაში მზად არის შესაბამის უწყებებს დეპუტატ ეკა ბესელიას კორუფციული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.
ყველა სიახლე
27 აგვისტო 2026, 02:46
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოულოდნელი ვიზიტი მოსკოვში მიზნად ისახავდა რუსეთის გაფრთხილებას, არ დაესხას თავს ნატოს წევრ ქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.


