imedi /  29 დეკემბერი 2019, 22:57 / სანდო წყარო

საპატრიარქო კარდინალ პაროლინსა და ილია მეორეს შორის შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის, კარდინალ პიეტრო პაროლინის ვიზიტი ძირითადად საქართველოსა და რომის ორ უძველეს ეკლესიას შორის ურთიერთობების შენარჩუნებასა და გაღრმავებას ეძღვნებოდა.

საპატრიარქოს ცნობით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და კარდინალ პიეტრო პაროლინს შორის საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფოსა და მთელი ქრისტიანული სამყაროს წინაშე მდგარ სირთულეებსა და თანამედროვე გამოწვევებს.

"შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ვითარებაში ჩაიარა", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში პაროლინი სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს ეწვევა. კარდინალ პაროლინის ვიზიტი საქართველოში 28 დეკემბერს დაიწყო. ის საქართველოს პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ასევე, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად გუგუტიანთკარსა და წეროვანში იმყოფებოდა

ყველა სიახლე

ანდრია გვიდიანი

27 თებერვალი 2021, 11:18

ეკონომიკა

ანდრია გვიდიანი: S&P Global-ის მიერ სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება მიანიშნებს, რომ საქართველო ისევ საინტერესოა პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის

პერსპექტივა არის დადებითი, რაც ერთმნიშვნელოვნად მისასალმებელია და ამავე დროს აღსანიშნავია, რომ უცვლელად დატოვების პროცესი მიანიშნებს, რომ საქართველო არის ისევ საინტერესო პირდაპირი უცხოელი ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა. ექსპერტის თქმით, მოლოდინები მომდევნო წეეკონომიკისლს ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია და ამას სხვა საფინანსო ინსტიტუტებიც ადასტურებენ.

ვახტანგ ჭარაია

27 თებერვალი 2021, 11:17

ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია S&P Global-ის რეიტინგზე: ქართული ეკონომიკისადმი ნდობა კვლავაც ძლიერია

„მიუხედავად ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენებისა, რასაც შეეძლო, ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოეხდინა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფაქტორი გათვალისწინებულია, როგორც მოვლენა, თუმცა, არაა ასახული იმ კუთხით, რომ გაუარესებულიყო საქართველოს შესაძლებლობები და ინვესტორებისთვის ცუდი სიგნალი გაგზავნილიყო. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო უკვე ფასობს, როგორც კარგად ჩამოყალიბებული, დემოკრატიული და ეკონომიკური სივრცე“ - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

ნიკოლოზ გაგუა

27 თებერვალი 2021, 11:12

ეკონომიკა

ნიკოლოზ გაგუა: S&P Global-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის პროგნოზით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რეგიონში.

27 თებერვალი 2021, 11:09

რეგიონი

ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ

ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ. სოფლის განვითარების სააგენტო, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან“ ერთად, უკვე მეორე წელია აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს. წელს პროგრამაში სიახლეა - ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებითაც შეუძლიათ, - ამის შესახებ აგროდიზელის პროგრამის მენეჯერმა, ლევან უროტაძემ განაცხადა.

სოსო არჩავძე

27 თებერვალი 2021, 11:08

ეკონომიკა

სოსო არჩვაძე: S&P Global-ის გადაწყვეტილება ადასტურებს საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველოში ბოლო წლებში გატარებული სისტემური რეფორმების მართებულობას და ეკონომიკური მდგრადობისა და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფას

„საერთაშორისო ეკონომიკური და ფინანსური ინსტიტუტების, მათ შორის სარეიტინგო კომპანიების მიერ, საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური და საინვესტიციო გარემოს, საკრედიტო რეიტინგების შეფასებისას ორი კანონზომირება ვლინდება: ჯერ ერთი, ისინი ობიექტურად, ყოველგვარი შელამაზების გარეშე აფასებენ არსებულ მდგომარეობას და მეორეც, ფაქტობრივად მყისიერად ამახვილებენ ყურადღებას ეკონომიკური ზრდისთვის საფრთხის შემცველ იმ ფაქტორებსა და გარემოებებზე, რომლებიც მიზეზთა გამო წარმოიშვება ამა თუ იმ ეტაპზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაკუთრებით ფასეულია სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ის მიერ საქართველოსათვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვება. ეს სააგენტო მეორეა Fitch-ის შემდეგ, რომელმაც, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული სიძნელეებისა, აღნიშნულ დონეზე დატოვა ქვეყნის რეიტინგი. ეს ადასტურებს საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველოში ბოლო წლებში გატარებული სისტემური რეფორმების მართებულობას და ეკონომიკური მდგრადობისა და ფისკალური სტაბილურობის უზრუნველყოფას,“ - ასე გამოეხმაურა თავის ფეისბუქ-პოსტში ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას.

27 თებერვალი 2021, 10:54

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 254 მძიმე პაციენტია

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე საქართველოში 254 მძიმე პაციენტია , მათ შორის, თბილისში - 87, აჭარაში - 31, იმერეთში - 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში- 5, იმერეთში - 11. 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 751 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

27 თებერვალი 2021, 10:53

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

26 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.07 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.07 %, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 1.76%.

27 თებერვალი 2021, 10:51

COVID19

კოვიდინფიცირების 373 ახალი შემთხვევებიდან 177 თბილისში გამოვლინდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 41, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 373 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 373 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 542 პაციენტი.

კორონავირუსი

27 თებერვალი 2021, 10:47

COVID19

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ მონაცემები StopCov.ge-ზე განახლდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3,499 პირი ემსხვერპლა.

27 თებერვალი 2021, 10:43

სპორტი

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 32 მონაწილე შეარჩია

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა ის 32 მორაგბე შეარჩია, რომლებიც 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ოთხი თამაშისთვის მოემზადება. 2021-2022 წლების რაგბი ევროპის ჩემპიონატების ჯამის შედეგად, ორი მოწინავე გუნდი 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს, მესამე გუნდი კი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფში ჩაერთვება.

27 თებერვალი 2021, 10:36

სპორტი

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ „გრან კანარიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ „გრან კანარიასთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაციას ესპანური გუნდის ვებგვერდი ავრცელებს, სადაც წერია, რომ მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბურჯანაძემ ხელშეკრულების გაწყვეტა პირადი მიზეზებით ითხოვა.

27 თებერვალი 2021, 10:14

რეგიონი

ცნობილმა ველოსიპედისტმა, სპიკერმა და ფანდრაიზერმა, ლუკ გრენფელ შოუმ საქართველოში მოგზაურობა ბათუმიდან დაიწყო

„ბრისტოლიდან - ბეიჯინამდე“ - ასე ჰქვია ველომარშრუტს, რომლის ფარგლებშიც, ლუკი ველოთი 30 ქვეყნის გავლასა და სიმსივნით დაავადებულთათვის 300,000 ევროს შეგროვებას გეგმავს. მისი მოგზაურობა შთამაგონებელი და მაგალითის მიმცემია, მათთვის ვინც ლუკის მსგავსად, სიმსივნეს ებრძვის. პროექტმა ევროპული მედიის ყურადღებაც მიიპყრო და ლუკის მოგზაურობას გამომწერებთან ერთად, თვალს ადევნებენ ჟურნალისტებიც.

სარეიტინგო სააგენტო S&P Global

27 თებერვალი 2021, 10:00

ეკონომიკა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB” დონეზე შეუნარჩუნა

პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB” დონეზე დატოვა.

27 თებერვალი 2021, 09:55

რეგიონი

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კასპში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა

იუსტიციის სამინისტრო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ ამჯერად კასპის მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

27 თებერვალი 2021, 09:51

თავდაცვა

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითმა ბატალიონმა GDRP-ის შენარჩუნების ფაზაში კულმინაციური სწავლება ჩაატარა

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდეგ, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ქვეითი ბატალიონი შენარჩუნების ფაზას საკუთარი ძალებით გადის. ქვედანაყოფმა კულმინაციური სწავლება ჩაატარა და დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

27 თებერვალი 2021, 09:49

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი ნორვეგიის ელჩს, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ენტონი ბლინკენი

27 თებერვალი 2021, 09:46

მსოფლიო

ენტონი ბლინკენი: ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს უპასუხოდ არ დავტოვებთ

სირიაში პროირანული დაჯგუფებების წინააღმდეგ ავიაიერიშით აშშ ნათლად მიანიშნებს ყველას, რომ ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განუცხადა.

კორონავირუსი გერმანია

27 თებერვალი 2021, 09:31

COVID19

გერმანიაში კორონავირუსი კიდევ 9 762 ადამიანს დაუდასტურდა

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 9 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 369 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

მცხეთა-მთიანეთი

27 თებერვალი 2021, 09:23

რეგიონი

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საბავშვო ბაღები 1-ლი მარტიდან გახსნისთვის მზადაა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საბავშვო ბაღები 1-ლი მარტიდან გახსნისთვის მზადაა. ამასთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაციაში მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა, დავით ნოზაძემ შეხვედრა გამართა დუშეთის, მცხეთის, ახალგორის, თიანეთის და ყაზბეგის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებთან.