უზენაესის მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ეუთომ ანგარიში გამოაქვეყნა
ფოტო: shutterstock.com
ეუთომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, რომელიც ორგანიზაციამ პროცესზე დაკვირვების შემდეგ მოამზადა. მოხსენებაში ხაზგასმულია საქართველოს მიერ გატარებული რეფორმის მნიშვნელობა, თუმცა ანგარიში ნაკლოვანებებზეც მიუთითებს.
„მაშინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ისინი ვერ უზრუნველყოფენ მიუკერძოებელ პროცესს, რომელიც ეფუძნება მკაფიოდ განსაზღვრულ, ობიექტურ კრიტერიუმებს პოლიტიკური გავლენის გარეშე, ნათქვამია ეუთოს (ODIHR) დემოკრატიული და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც 9 იანვარს ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელდა.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებული საბოლოო კენჭისყრა პოლიტიკური კრიზისის, ოპოზიციის ბოიკოტის და პროცესის გადადების მოწოდების ფონზე ჩატარდა.
„საქართველოს პოლიტიკური განვითარების კრიტიკულ პერიოდში, მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით დამოუკიდებელი შეფასება გვთხოვეს. ჩვენ აღმოვაჩინეთ ბევრი ნაკლოვანება, რომელსაც იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება უახლოეს მომავალში გაითვალისწინებს. ჩვენი რეკომენდაციების მიზანია, წვლილი შევიტანოთ მოსამართლეების დანიშვნის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებაში“, - ამბობს ODIHR-ის დირექტორი ინგიბიორგ გისლადოტირი.
მოხსენებაში ასევე წერია, რომ პოზიტიური ასპექტების მიუხედავად, საერთო შეფასებით, მოსამართლეთა შერჩევის პროცესის დროს ვერც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ და ვერც პარლამენტმა მიიღეს საკმარისი ზომები ობიექტურობის, სამართლიანობისა და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად.
რაც შეეხება დადებით მხარეებს, ანგარიში იტყობინება, რომ მოსამართლეების მოსმენის პროცესი ღია და გამჭვირვალე იყო, რაც კანდიდატების და მთლიანად პროცესის საზოგადოებრივი განხილვის შესაძლებლობას იძლეოდა.
ამასთან, დადებით კონტექსტშია ის ფაქტი, სამოქალაქო საზოგადოების, ომბუდსმენის ოფისის და სხვა ძირითადი ორგანიზაციების ჩართულობამ მოსმენების ღიაობასა და ხარისხზე დადებითად იმოქმედეს.
ეუთოს მონიტორინგის ჯგუფმა პროცესის დაკვირვება 2019 წლის ივნისში დაიწყო. ჯგუფი პარლამენტის მიერ კენჭისყრის პროცესსაც აკვირდებოდა.
პარლამენტმა უზენაესის მოსამართლედ 14 კანდიდატი 12 დეკემბერს დაამტკიცა. მოგვიანებით მათ საკანონმდებლო ორგანოში ფიცი დადეს.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 09:40
მსოფლიო
Reuters: აშშ-მა სავიზო გასაუბრებები მსოფლიო მასშტაბით შეაჩერა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მსოფლიო მასშტაბით სავიზო მომსახურების მსურველთათვის გასაუბრებების ჩატარება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 09:32
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდები მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში, მათ შორის ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, დღის ბოლომდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 27-დან 32 გრადუსამდე იქნება.
26 აგვისტო 2026, 09:27
მსოფლიო
პოლონეთის მცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება
პოლონეთის მცხოვრებლების უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ეწინააღმდეგება. სოციოლოგიური გამოკითხვა „პოლსტერის“ ლაბორატორიამ ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 53% ეწინააღმდეგება უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკისა და იარაღის გადაცემას.
26 აგვისტო 2026, 09:24
მსოფლიო
მედია: უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით რუსეთის ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოში მდებარე NORSI-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 09:23
მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას სთხოვა, არ დაერტყა რუსეთისთვის, ვიდრე ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოვში იმყოფებოდა. ამის შესახებ „აქსიოსი“ წერს.
26 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა
გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ბაკურიანის ახალგაზრდული ბანაკი დასრულდა. პროექტში გორის მუნიციპალიტეტიდან 16-დან 21 წლამდე ასაკის 180 ახალგაზრდა მონაწილეობდა.
26 აგვისტო 2026, 09:17
საზოგადოება
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკს რატი იონათამიშვილი და არჩილ ბერიძე ეწვივნენ
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი სტუდენტების მეშვიდე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად სპორტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში არიან ჩართულები. ამჯერად ბანაკს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და პარლამენტის წევრი, არჩილ ბერიძე ეწვივნენ.
26 აგვისტო 2026, 09:14
რეგიონი
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხს ამოწმებს
საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მშენებლობის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვისა და პერიოდული შეკეთების პროცესში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს.
26 აგვისტო 2026, 09:12
საზოგადოება
თბილისში, თამარაშვილის ქუჩის N15, N17, N19, N21-ში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
დამონტაჟდა სარწყავი ქსელი და გარე განათება. მოეწყო საპარკო ინვენტარი - დამონტაჟდა ურნები, სკამები. ასევე ეწყობა საბავშვო სივრცე და მონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. იგება რულონური ბალახიც.
26 აგვისტო 2026, 09:06
საზოგადოება
იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდიან - მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 261 ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება
26 აგვისტო 2026, 09:00
საზოგადოება
განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
განათლების მინისტრი მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გივი მიქანაძემ, მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან და პარლამენტის დელეგატ დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. დაიბომბა ტამბოვის ოლქში მდებარე ობიექტი
უკრაინულმა ძალებმა რუსეთის უმსხვილეს ონლაინ-ვაჭრობის პლატფორმა Wildberries-ზე დარტყმები განაახლეს. გვიან ღამით აფეთქებები რუსეთის ტამბოვის ოლქში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა, იუწყება უკრაინული მედია.
26 აგვისტო 2026, 02:39
მსოფლიო
AXIOS: რუბიომ მოკავშირეებს აცნობა, რომ აშშ ირანზე სამხედრო დარტყმებიდან სანქციების პოლიტიკაზე გადადის
ამერიკელი ოფიციალური პირისა და ინფორმირებული წყაროს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უცხოელ კოლეგებს განუმარტა, რომ „ამ ეტაპზე“ შეერთებული შტატები ირანზე ახალი იერიშების მიტანას არ გეგმავს, - წერს გამოცემა AXIOS-ი.
26 აგვისტო 2026, 00:47
სპორტი
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია
ლადო ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი და რეკორდსმენია, - ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 23:48
მსოფლიო
The Wall Street Journal: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია
აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი სამშაბათს მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვს ეწვია, ეს რუსეთის დედაქალაქში მისი პირველი საჯაროდ ცნობილი ვიზიტია, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.
25 აგვისტო 2026, 22:57
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულებსა და მათ მოადგილეებს შეხვდა, რითაც სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრების პირველი ეტაპი ქვეყნის მასშტაბით დღეს დასრულდა, - ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 22:49
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ქანთრი-მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში ამერიკელი ქანთრი-შემსრულებელი დოლი პარტონი გარდაიცვალა, - წერს The New York Times-ი.
25 აგვისტო 2026, 21:51
მსოფლიო
მიხაილო ფედოროვი Reuters-თან ინტერვიუში: მიმაჩნია, რომ ახლა გარდამტეხი მომენტია, რომელიც ჩვენს მომავალ გზას განსაზღვრავს, თუმცა ისე ჩანს, თითქოს ეტაპობრივად, ნელ-ნელა ვმარცხდებით
უკრაინა, როგორც ჩანს, რუსეთთან ომში ნელ-ნელა მარცხდება, - განუცხადა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა და გააფრთხილა, რომ კიევს რამდენიმე თვე აქვს იმ ძირითადი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც ვითარების მის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად არის საჭირო.
25 აგვისტო 2026, 21:44
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ვნუკოვოში სტრატეგიული C-17-ის გამოჩენა მეტყველებს, რომ მხარეები იმყოფებიან აქტიური არაოფიციალური მოქმედებების ფაზაში
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში Boeing C-17A Globemaster III-ის ტიპის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის დაჯდომას ეხმიანება.
25 აგვისტო 2026, 21:39
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს. მილიონობით დოლარი დახარჯა ფონდმა „ქართუმ“ იმისთვის, რომ ფილტვის ცენტრის ულტრათანამედროვე კლინიკა შეექმნა აბასთუმანში
თამარ ჩერგოლეიშვილის მსგავსი პოლიტიკოსების მხრიდან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს და გვეწყინოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმაურება, ჩერგოლეიშვილი მიზანმიმართულად არ იმჩნევს ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას და ყურადღებას აბასთუმნის ლანდშაფტზე ამახვილებს.


