imedi /  16 იანვარი 2020, 11:11 / სანდო წყარო

NDI: გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საქართველოში საზოგადოებრივი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევისას დაინტერესდნენ, ყველაზე მეტად რომელ არხს ენდობიან პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სანდო ინფორმაციის მისაღებად.

გამოკითხულთა 30%-მა ტელეკომპანია „იმედს“ ენდობა, მეორე ადგილზე 18%-ით „მთავარი“ არხია, მესამეზე კი „რუსთავი-2“, რომელსაც რესპონდენტთა 12% ენდობა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

ყველა სიახლე

Ryanair

14 ივლისი 2020, 17:21

მსოფლიო

ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო Ryanair-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო Ryanair-ის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. კრაკოვიდან დუბლინში მიმავალი თვითმფრინავი ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დაეშვა, მას შემდეგ რაც ბორტგამცილებელმა თვითმფრინავის ტუალეტში იპოვა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო დამალული.

14 ივლისი 2020, 17:18

საზოგადოება

კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეები „სითი პარკის“ ჯარიმებისგან თავისუფლდებიან პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც მოქალაქეები კომპანია „სითი პარკის“ ჯარიმებისგან თავისუფლდებიან პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.​ კანონპროექტის თანახმად ის პირები, რომლებმაც 2018 წლის 10 აპრილამდე ჩაიდინეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის და რომელთაც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ უფლებამოსილი პირის მიერ დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა ან საურავი, თავისუფლდებიან აღნიშნული ჯარიმისა და საურავის გადახდისაგან.

დავით ზალკანიანი

14 ივლისი 2020, 17:15

პოლიტიკა

დავით ზალკალიანის თქმით, ნატო-საქართველოს კომისიამ საქართველოში განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად შეაფასა

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს აქვთ სრული ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ეს შეხვედრაც გამოვიყენე, რათა მათთვის ბოლო ინფორმაცია მიმეწოდებინა. ძალიან კარგი, შინაარსიანი, პოზიტიური განხილვა შედგა. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრულ საქმიანობას დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის“, - განაცხადა მინისტრმა.

ჰულუსი აკარი

14 ივლისი 2020, 17:14

მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: სომხეთი აგრესიულ ქმედებებს განაგრძობს და ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს

თურქეთის თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ესკალაციას გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილი

14 ივლისი 2020, 17:08

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი

„მე მესმის, რომ არჩევნების წინ გაგიაქტიურდათ ინსტინქტი, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტში ბევრად შემცირებული იქნებით, თუ იქნებით, და გადალახეთ ბარიერი, ეს კიდევ საკითხავია და მაქსიმალურად ცდილობთ ტრიბუნა გამოიყენოთ და კარგია, საზოგადოებამ უნდა დაინახოს რას საუბრობთ რა ინტერესებს იცავთ, როგორ „ზრუნავთ“ საზოგადოების ინტერესებზე. ალბათ, ოცნებობდით, რომ რამე შეცდომა დაგვეშვა, სამწუხაროდ ასეთი მავნე პოლიტიკოსებიც არიან, რომ ფიქრობდნენ, იქნებ მეტი გარდაიცვალოს, რომ ამით ვინმემ იხეიროს. ასეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან როცა გვაქვს საქმე, ძალიან ძნელია თქვენ გესაუბროთ რაიმე აზრიან საკითხებზე, იმიტომ რომ თქვენი საზრუნავი და თქვენი ამოცანაა როგორმე რადიკალიზაციის გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამის არანაირი რესურსი არ გაქვთ და მაინც ცდილობთ იგივე ქმედებების განმეორებას, რასაც არაერთხელ ჰქონდა თქვენი მხრიდან ადგილი“, - ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მარიამ ჯაში

14 ივლისი 2020, 17:07

პოლიტიკა

მარიამ ჯაში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონზე: ის ხელისუფლების გადანაწილების ბალანსის პრინციპებს აზიანებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა არ დაუჭირა მხარი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას.

ემანუელ მაკრონი

14 ივლისი 2020, 17:02

COVID19

ემანუელ მაკრონი: არსებობს იმის ნიშნები, რომ კორონავირუსის გავრცელება კვლავ დაიწყება და ამისთვის უნდა მოვემზადოთ

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დაბრუნების ნიშნები არსებობს, თუმცა ქვეყანა ეპიდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის მოემზადა.

დანიელ ლიუს ლი

14 ივლისი 2020, 17:01

მსოფლიო

აშშ-ში 17 წლის განმავლობაში პირველად ფედერალური პატიმარი სიკვდილით დასაჯეს

სიკვდილით დასჯის რამდენიმე პროცედურა გადაიდო, რადგან მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ გარკვეული ლეგალური წინააღმდეგობები არსებობს. ამასთან, სიკვდილმისჯილები ამტკიცებდნენ, რომ ინიექციით მკვლელობა „სასტიკი“ სასჯელია. თუმცა უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ დაადგინა, რომ პროცედურა გეგმის მიხედვით უნდა ჩატარდეს. დენილე ლიუის ლი 1996 წელს, არკანზასში ოჯახი წამებისა და მკვლელობისთვის გაასამართლეს.

14 ივლისი 2020, 17:00

საზოგადოება

დღეიდან პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება

დღეიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიან საქმიანობას უბრუნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. მათი თქმით, პანდემიასთან ბრძოლისას პირველის საუნივერსიტეტო კლინიკა იყო ყველაზე კრიტიკული პაციენტების მიმღები დაწესებულება, დაახლოებით 4 თვის განმავლობაში.

ანრი ოხანაშვილი

14 ივლისი 2020, 16:53

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: თქვენგან ვერ მივიღებთ ვერანაირ მორალურობაზე საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, სახელმწიფო ინსტიტუტებს თქვენ რომ აზიანებდით და დააზიანეთ, ვინ უნდა შეძლოს კიდევ იმ მასშტაბით და იმ დოზით დაზიანება. არ გაქვთ თქვენ ამის პოლიტიკური უფლება და მორალური, რომ კითხვის ნიშნები დასვათ და შეკითხვებზე და საკითხებზე, რომლებსაც თქვენ დასვამთ, აუცილებლად მიიღებთ პასუხს“,- ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

ვიქტორ ბაბარიკო

14 ივლისი 2020, 16:53

მსოფლიო

ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტს, ვიქტორ ბაბარიკოს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ცესკოს თავმჯდომარემ, ლიდია ერმოშინამ განაცხადა. „ბელგაზპრომბანკის“ მმართველი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ვიქტორ ბაბარიკო ლუკაშენკოს მთავარ კონკურენტად ითვლებოდა. რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზი უცხო ქვეყნის მიერ მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება და შემოსავლების დეკლარაციაში არსებული შეუსაბამობა გახდა. კერძოდ, ცესკოს განცხადებით, ბაბარიკოს დეკლარაციაში არაა ასახული მატერიალური სახსრები, უძრავი ქონება და რამდენიმე კომპანიისგან მიღებული შემოსავლები. ერმოშინას განცხადებით, ბაბარიკომ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნა და უცხოეთში ფულის გატანით იყო დაკავებული. ცესკოს თავმჯდომარის მტკიცებით, ბაბარიკომ საგადასახადო სამსახურს დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარი დაუმალა.

14 ივლისი 2020, 16:52

პოლიტიკა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივების უფლება წლის ბოლომდე მიეცა

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას კენჭი ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით უყარეს. ცვლილებს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, 1 კი წინააღმდეგი იყო. რეგისტრაცია 100-მა დეპუტატმა გაიარა, კენჭისყრას არ ესწრებოდნენ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, კანონპროექტის მიზანია, რომ 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს. დადგენილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვების ძალაში დატოვების შესახებ გამოსცა, 2020 წლის 15 ივლისამდეა ძალაში. აღნიშნული ცვლილებებით კი, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება 2021 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება.

14 ივლისი 2020, 16:51

პოლიტიკა

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს უმასპინძლა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს საქართველოში კრისტიან ურსეს უმასპინძლა. მინისტრმა ევროსაბჭოს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული არაერთი წარმატებული პროექტისათვის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში და, ასევე, პირადად კრისტიან ურსეს ხუთწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისთვის.

14 ივლისი 2020, 16:46

COVID19

ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4000-მდე ადამიანი დაინფიცირდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 984 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 911 629-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 61 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 23 788-ს აღწევს. ამასთან, 573 953 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

დიმიტრი ხუნდაძე

14 ივლისი 2020, 16:45

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: საზოგადოებას ვპირდები, რომ მათი ჯანმრთელობის დასაცავად მაქსიმუმი გაკეთდება

ეპიდემიოლოგიური ვითარება გლობალურად მთელ მსოფლიოში მძიმეა და რთულია ვითარება პარლამენტში იმიტომ, რომ ოპოზიცია ჩვეულ რეჟიმშია. სიკეთესაც ბოროტებად აღიქვამს და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას ანტიკონსტიტუციურსა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეძახის, - ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში მომწამვლელი ნივთიერებებით დარბოდა, დღეს საპარლამენტო პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომა

14 ივლისი 2020, 16:43

პოლიტიკა

საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ ფრიდონ ინჯიასა და გოჩა თევდორაძის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი განიხილა

დღეს თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა ორი დეპუტატის: ვაჟა ოთარაშვილის და ზაზა მამალაძის უფლებამოსილების ცნობის საკითხები წარადგინა. ისინი საკრებულოს ყოფილი წევრების, ფრიდონ ინჯიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებად დასახელდნენ.

14 ივლისი 2020, 16:43

ეკონომიკა

საქართველოში საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია

საქართველოში 2020 წლის ექვს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა 35.3% (176,0 ათასი ტონა) რუსეთიდან არის იმპორტირებული. ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

აცტეკების სასახლე

14 ივლისი 2020, 16:38

კულტურა

მეხიკოში აცტეკების სასახლის ნარჩენები აღმოაჩინეს

მუშებმა ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული იატაკები იპოვეს. მოგვიანებით სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ ქვით აცტეკი მმართველის აქსაიაუაკატლის სასახლის ღია სივრცეები იყო გაფორმებული. აცტეკების იმპერიის დაცემის შემდეგ კი სასახლეში ესპანელი კონკისკადორი ერნან კორტესი ცხოვრობდა.

მამუკა მდინარაძე

14 ივლისი 2020, 16:36

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე საგანგებო მდგომარეობაზე: ელემენტარული შეზღუდვები გვიწევს, არ ვითხოვთ ბომბებსა და მძიმე არტილერიას

ელემენტარული შეზღუდვები გვიწევს, რათა COVID-19-თან ბრძოლის ელემენტარული იარაღი გვქონდეს. არ ვითხოვთ ბომბებს და მძიმე არტილერიას, რაც საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ნინო ლომჯარია

14 ივლისი 2020, 16:35

საზოგადოება

ომბუდსმენი: გარკვეული კადრების გავრცელება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ტრავმირებას იწვევს, ამიტომ გასათვალისწინებელია, ისე გავავრცელოთ ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის მდგომარეობაზე

ნინო ლომჯარია - გიორგი შაქარაშვილის ოჯახის განცხადებით, კადრების გავრცელება მათ ტრავმირებას იწვევს, ამიტომ გასათვალისწინებელია, ისე გავავრცელოთ ფაქტები, რომ ვიფიქროთ ოჯახის მდგომარეობაზე