imedi /  19 იანვარი 2020, 18:15 / სანდო წყარო

ვოლსკი კონგრესმენის წერილს კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირებს

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გიორგი ვოლსკი კონგრესმენ მარკუეინ მალინის წერილს მიკერძოებულს უწოდებს და აცხადებს, რომ ის კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება.

ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დამოუკიდებელი საქართველოს დაარსების დღიდან, ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.

რაც შეეხება პოლიტიკურ ურთიერთობებს, პოლიტიკოსის შეფასებით, აქ ნამდვილად გადაჭარბებულ კი არა, რაღაც არაზუსტ ინფორმაციასთან, გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, რადგან ვოლსკის თქმით, დღიდან დამოუკიდებელი საქართველოს დაარსებისა, ქართულ-ამერიკული ურთიერთობა, ფინანსური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სტრატეგიული, სამხედრო თვალსაზრისით ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა.

„რაც შეეხება „ფრონტერას“ თემას, ნავთობისა და გაზის კორპორაცია ალბათ უფრო ზუსტად იტყვის, რადგან მთავარი რაც არის, სტოქჰოლმის არბიტრაჟში მიმდინარეობს მათ შორის დავა.

ეს არის კომერციული დავა და როგორც დამთავრდება, ის იქნება გასათვალისწინებელი როგორც ერთი, ასევე მეორე მხარის მიმართ. ასე რომ, მე ვფიქრობ, განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია. 

16 დეკემბერს, გიორგი გახარიას წერილი ადამ კინზინგერმაც გაუგზავნა. საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთებული იყო.

ყველა სიახლე

მარინა ეზუგბაია

07 აპრილი 2020, 10:45

COVID19

მარინა ეზუგბაია: ახალი შემთხვევებიდან ერთი აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება

ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული, დაინფიცირების წყარო კი აშშ-ში მოგზაურობაა- ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის მათ ცენტრში 79 პაციენტი მკურნალობს, 29 პაციენტი კი განიკურნა.

გიორგი ღვინჯილია

07 აპრილი 2020, 10:44

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენი: ყოველ დღე ვლოცულობ, ვისთანაც კონტაქტი მქონდა ვირუსი არ დაუდასტურდეთ

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის, გიორგი ღვინჯილიას განცხადებით სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მისი კონტაქტების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდებს. ამის შესახებ მან „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

07 აპრილი 2020, 10:43

COVID19

„გორმედის“ ცხელების ცენტრებში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„გორმედის“ ქსელის ცხელების ცენტრებიდან კორონავირუსის ტესტირებაზე გაგზავნილი 3 ნიმუშის პასუხი უარყოფითია. საეჭვო სიმპტომებით ერთი პაციენტი გორის ცხელების ცენტრში, ორი პაციენტი კი ხაშურში იყო მოთავსებული. სამივე პაციენტი ბოქსირებულ პალატებში მოათავსეს. ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა. . ამ ეტაპზე ცხელების ცენტრებისთვის საეჭვო სიმპტომებით ჯერ არავის მიუმართავს.

07 აპრილი 2020, 10:38

COVID19

იანვრის შემდეგ პირველად, ჩინეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა

6 აპრილს ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის საკითხებში ეროვნული კომისია ავრცელებს. კომისიის არქივის თანახმად, ჩინეთის მთავარობა 22 იანვრის შემდეგ კორონავირუსით დაღუპული ადამიანების რაოდენობას ყოველდღიურად აქვეყნებდა. ქვეყანაში პირველი პაციენტი 11 იანვარს გარდაიცვალა.

არქიმანდრიტი იოანე

07 აპრილი 2020, 10:33

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ვინც უძლურებაშია და ვისაც შიში აქვს, დარჩნენ სახლში, მაგრამ ტაძრის კარი არ დაიხურება

როგორც აქამდე, ახლაც ყელაფერს ვასრულებთ იქნება ეს დისტანციის დაცვა, თუ ხატების ხშირი წმენდა. სტიქაროსნებიც ერთჯერადი ჭიქებით არიგებენ სიტკბოებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა. სასულიერო პირის თქმით, ვინც უძლურებაშია და შიში აქვს ეკლესიაში მისვლის, შეუძლია სახლში დარჩეს.

ბოჭორიშვილის კლინიკა

07 აპრილი 2020, 10:32

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური

ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ექიმმა ინფექციონისტმა თამარ ბადურაშვილმა განუცხადა. „ბოჭორიშვილის კლინიკაში დაკვირვების ქვეშ 39 პაციენტი იმყოფება, მათგან 10 პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებულია. 10 შემთხვევიდან 2 დღეს დაემატა, ახალი პაციენტები არიან. ორივე ჩვენს კლინიკაში წინა დღეებში დადასტურებული პაციენტის ოჯახის წევრები არიან. ათივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ერთს გამოვყოფდი, რომელიც ამ პაციენტებთან შედარებით მძიმეა. თუმცა, სტაბილურ მდგომარეობას მასთანაც ვინარჩუნებთ“, - განაცხადა ბადურაშვილმა.

07 აპრილი 2020, 10:31

COVID19

გორში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მრევლი სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე იდგა

ხარების დღესასწაულს ზეიმობენ გორშიც. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში დილას ადრე დაიწყო, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში კი წირვა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ აღავლინა.

ალექსანდრე გოგინავა

07 აპრილი 2020, 10:21

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტი მთავარი არაა

ვირუსთან ბრძოლაში იმუნიტეტი მთავარი არაა, თუმცა იმუნურ სისტემას დიდი მნიშვნელობა აქვს- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, პაციენტის მდგომარეობის დამძიმება მხოლოდ იმუნიტეტზე არაა დამოკიდებული.

ნინო ლომჯარია

07 აპრილი 2020, 10:19

COVID19

სახალხო დამცველი საკარანტინო ზონებში ვითარებას შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საკარანტინო ზონებში შექმნილი ვითარების შესწავლას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და კარანტინში მყოფ მოქალაქეებს სთხოვს ინფორმაცია მიაწოდონ.

ლევან გოფოძე

07 აპრილი 2020, 10:16

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. ამის შესახებ ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფოძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სატელეფონო ჩართვისას განუცხადა „რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 50 პაციენტი იმყოფება, მათგან ერთი კორონავირუსით ინფიცირებულია. მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, რაც შეეხება მეორე პაციენტს, მისი მდგომარეობა კვლავ კრიტიკული რჩება“, - განაცხადა გოფოძემ.

ქუთაისის ხარების ეკლესია

07 აპრილი 2020, 10:09

რეგიონი

ქუთაისის ხარების ეკლესიის მრევლი მთავრობის რეკომენდაციებს მაქსიმალურად იცავს

მორწმუნეების განცხადებით, მაქსიმალურად ცდილობენ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები გაითვალისწინონ. მრევლის ნაწილს გადაწყვეტილი არ აქვს სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიაში დაესწრება თუ სატელევიზიო ეთერით მოისმენენ.

07 აპრილი 2020, 09:57

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ალექსანდრე გოგინავა

07 აპრილი 2020, 09:50

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: განმეორებითი კვლევისას უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ინფექციურიდან რამდენიმე პაციენტი გაეწერება

ამ ეტაპისთვის ჩვენთან 39 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 6 პაცენტის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი- კრიტიკულად მძიმე- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა. ალექსანდრე გოგინავას თქმით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მცირედ გაუმჯობესდა, სტაბილურია და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

07 აპრილი 2020, 09:38

საზოგადოება

ქეთევან ციხელაშვილმა სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დისტანციურად გამართა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების საკონსულტაციოს საბჭოს სხდომა დისტანციურად გაიმართა. საბჭოს შეხვედრას სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უხელმძღვანელა.

რადომირ ანტიჩი

07 აპრილი 2020, 09:23

სპორტი

სერბი მწვრთნელი რადომირ ანტიჩი გარდაიცვალა

ანტიჩმა ყველაზე დიდ წარმატებას „ატლეტიკოსთან” ერთად მიაღწია, როდესაც ამ გუნდს 1995/1996 წლების სეზონში ორი ტიტული მოაგებინა. 1991/1992 წლებში სერბი მწვრთნელი „რეალს”, 2003 წელს კი „ბარსას” ხელმძღვანელობდა. ანტიჩის კარიერაში ბოლო სამუშაო ადგილი ჩინეთის „შანდუნ ლუნენი” იყო, რომელსაც 2012/2013 წლებში წვრთნიდა.

07 აპრილი 2020, 09:11

რეგიონი

კახეთში საკონტროლო პუნქტების მოწყობის შემდეგ არც ერთი დარღვევა არ დაფიქსირებულა

მესამე დღეა საველე კარვები და მედ-პუნქტი, თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმთან აქვთ მოწყობილი. ასევე, საკონტროლო პუნქტები განთავსებულია ვაზიანი-გომბორი-თელავის და თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელ მაგისტრალებზეც, სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.

07 აპრილი 2020, 08:52

კულტურა

დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ეროვნული ბიბლიოთეკა ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ვირტუალურ გამოფენას უძღვნიან

გამოფენა მთლიანად ქართველ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს დაეთმო. ექსპოზიცია ასახავს ეპიდემიის წინააღმდეგ მებრძოლი მედიკოსების საქმიანობას როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად მსოფლიოში. ვირტუალური ექსპოზიცია მოიცავს COVID-19-ზე ჯანდაცვის მუშაკების რეაგირების ამსახველ მასალებს.

07 აპრილი 2020, 08:38

რეგიონი

ზუგდიდში რუსთაველის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია სპეციალური ხსნარით მოირეცხა

სპეციალური ხსნარით, ამჯერად რუსთაველის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია მოირეცხა. სადეზინფექციო სამუშაოები კეთილმოწყობისა, ზუგდიდასუფთავების ცენტრებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრმა ერთობლივად შეასრულეს.

07 აპრილი 2020, 08:26

COVID19

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და უმაღლესი საბჭოს წევრები ხელფასის ნაწილს StopCoV ფონდში გადარიცხავენ

„აფხაზეთის მთავრობის პარალელურად, სოლიდარობის აქციაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც ერთვება. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მაქსიმუმი გავაკეთოთ და წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“. -აცხადებს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე.

07 აპრილი 2020, 08:16

საზოგადოება

დღეს ათენი-თბილისის რეისი განხორციელდება

მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს შესრულდება რეისი ათენი-თბილისის მიმართულებით, 10 აპრილს ლარნაკა-თბილისი მიმართულებით, 12 აპრილს, თბილისი-ბერნილი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით.