imedi /  23 იანვარი 2020, 12:28 / სანდო წყარო

ზუგდიდში გოგო სავარაუდოდ გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა

გრიპის ვირუსი

ზუგდიდი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფო „უნიქალ მედიში“ გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს.

ოჯახის წევრების თქმით გოგო ქუთაისიდან თბილისში კატასტროფის მანქანით გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ავადმყოფი 19 იანვარს შევიდა გრიპისთვის დამახასიათებელი მწვავე რესპირატორული სიმპტომებით და შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩატარების შემდეგ ოჯახთან მოლაპარაკებით ქუთაისში გადაიყვანეს.

imedinews-ი დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარს ელოდება. 

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

06 აპრილი 2020, 23:29

COVID19

თამარ გაბუნია: უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით რამდენიმე ათეულ ათას ტესტს ელოდება

უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტრო დამატებით კიდევ რამდენიმე ათეულ ათას ტესტს ელოდება, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მედიას საჩხერის სამედიცინო ცენტრში ვიზიტისას განუცხადა.

ბორის ჯონსონი

06 აპრილი 2020, 23:21

COVID19

ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს

კორონავირუსით ინფიცირებული დიდი ბრიტნეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი მდგომარეობა გაუარესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

თამარ გაბუნია

06 აპრილი 2020, 23:20

COVID19

თამარ გაბუნია: ციფრების ამგვარი მატება, რაც დღეს არის, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება

ციფრების ამგვარი მატება, რაც დღეს არის, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს მიჰყვება, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. ამ განცხადებით თამარ გაბუნიამ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, ასცდა თუ არა პროგნოზს დაინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც ახლა გვაქვს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ყველაზე მძიმე სცენარის შემთხვევაში, მზაობა მიდის 3 700 საწოლამდე, მაგრამ საქართველო ასეთ მძიმე სცენარს არ ელოდება.

მიტროპოლიტი ანდრია

06 აპრილი 2020, 23:03

COVID19

მიტროპოლიტი ანდრია: შეთავაზებაც იყო ინფიცირებულებისათვის, რომ სულიერი მსახურება გაგვეწია, თუმცა თავი შეიკავეს

„წმინდა ზიარება ვერასდროს იქნება სიკდვილის შემოტანის მიზეზი, ეკლესიის მსახურება ყოველთვის მიმართულია ადამიანისთვის“, - ამის შესახებ გორისა და ატენის ეპარქიის მიტროპოლიტმა ანდრიამ ქადაგებისას განაცხადა.

06 აპრილი 2020, 22:48

COVID19

თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩას დეზინფექცია ჩაუტარდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. დღეს სადეზინფექციო სამუშაოები ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარდა.

06 აპრილი 2020, 22:43

სამართალი

კომენდანტის საათის დროს თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

კომენდანტის საათის ამოქმედებიდან დაახლოებით ერთ საათში თელავის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.ერთმანეთს opel-ისა და golf -ის მარკის ავტომობილი შეეჯახა. სახის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში.

06 აპრილი 2020, 22:30

COVID19

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 38 წლის ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ჰოსპიტალში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებულ 38 წლის ქალს, კორონავირუსი არ დაუდგინდა. მას ინფიცირებულ სპორტსმენთან ჰქონდა კონტაქტი. პაციენტი საკარანტინო სივრციდან, მწვავე რესპირატორული სიმპტომებით 6 აპრილს გადაიყვანეს.

კოორნავირუსი

06 აპრილი 2020, 22:17

სპორტი

„ესპანიოლის“ 8 ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის ორი წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა

ესპანეთის საფეხბურთო ლა ლიგის კლუბ „ესპანიოლში“ კორონავირუსის ეპიდემიაა. საშიში ვირუსით გუნდის რვა ფეხბურთელი და სამწვრთნელო შტაბის ორი წევრი დაინფიცირდა. ათივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თითოეულ შემთხვევაში ვირუსი მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

ბიძინა კულუმბეგოვი

06 აპრილი 2020, 21:59

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: 60 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების პნევმოკოკის ვაქცინით აცრას მივესალმები

„პნევმოკოკური ვაქცინა ჩვენ კორონავირუსისგან ვერ დაგვიცავს, რადგან ის არის სხვა ვირუსი და ეს არის ბაქტერია და აბსოლუტურად რაიმე კავშირი ერთმანეთთან არ აქვთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მძიმე მიმდინარეობის კორონავირუსიული დაავადების დროს, როდესაც ვირუსული პნევმონია ვითარდებოდა, პაციენტებს მეორადად ურთულდებოდათ ბაქტერიული პნევმონიითაც, ანუ თან დაერთვოდა ფილტვის ანთების ეს მეორე ფორმა“, - განაცხადა იმუნოლოგმა.

06 აპრილი 2020, 21:48

COVID19

აშშ-ში კორონავირუსს 10 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. ბოლო მონაცემებით, აშშ კორონავირუსით 347 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 10 335 კი გარდაიცვალა.

06 აპრილი 2020, 21:32

COVID19

საჩხერის სამედიცინო ცენტრის 100-მდე მედიკოსს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ცენტრის ასამდე მედიკოსს სწრაფი ტესტი ჩაუტარეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

მამუკა მდინარაძე

06 აპრილი 2020, 21:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უცხოელი პარტნიორების შუამავლობით ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებას საფრთხე არ ემუქრება

უცხოელი პარტნიორების შუამავლობით ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებას საფრთე არ ემუქრება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ჩართვისას განაცხადა. მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ კორონავირუსის პანდემია მალე დასრულდება, ვიდრე ეს ცუდ სცენარებშია გაწერილი, თუმცა ასეთი სცენარის შემთხვევაშიც პარლამენტი ზაფხულში მოასწრებს საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას.

ბიძინა კულუმბეგოვი

06 აპრილი 2020, 21:17

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ვეფხვზე დადასტურებულმა ტესტმა ცხადყო, რომ ვირუსი არ არის მარტივი არსება

გუშინდელმა მაგალითმა, ნიუ -იორკის ზოოპარკში ვეფხვზე დადასტურებულმა ტესტმა, კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ეს ვირუსი არ არის მარტივი არსება, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსს სახეობათა შორის გადაცემაც შეუძლია.

06 აპრილი 2020, 21:13

COVID19

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 ათასს აღემატება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 5 ათასს აღემატება. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით 439 ადამიანი გარდაიცვალა.

06 აპრილი 2020, 21:09

COVID19

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში 23 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. მათ შორისაა სასწრაფო დახმარების ექიმი, რომლის დედასაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.გამოკვლეულია ინფექციურ საავადმყოფოში ბოლოს მოთავსებული პაციენტების კონტაქტები და ამ დროისთვის არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მამუკა მდინარაძე

06 აპრილი 2020, 21:00

COVID19

მამუკა მდინარაძე: ყველა რეკომენდაციას და სოციალურ დისტანციას აბსოლუტურად ზედმიწევნით რომ იცავდნენ, სამ კვირაში პრობლემა აღარ გვექნებოდა

თუ მოქალაქეებმაც არ შეგვიწყვეს ხელი, ჩვენ მსგავს შედეგამდეც ვერ მივალთ, რაც მიზნად გვაქვს დასახული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „იმედის“ მთავარ საინფორმაციო გადაცემაში ჩართვისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა რეკომენდაციისა და სოციალური დისტანციის დაცვა აბსოლუტურად რომ სრულდებოდეს, ალბათ სამ კვირაში მივიდოდით იმ შედეგამდე, რომ პრაქტიკულად ვირუსი აღარ გავრცელდებოდა.

კორონავირუსი

06 აპრილი 2020, 20:59

COVID19

იქცევა თუ არა კორონავირუსი სეზონურ ინფექციად

მსოფლიოს გრიპის ბევრი პანდემია და ეპიდემია გადაუტანია და თუ გრიპის მაგალითს შევხედავთ, ეპიდემიების უდიდესი ნაწილი მერე სეზონურ ვარიანტად გადაიქცევა, - ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

06 აპრილი 2020, 20:54

ეკონომიკა

რეგიონში ყველაზე დიდი სამაგიდო თამაშების პლატფორმა ევროპაბეთია

ბოლო დღეების სტატისტიკით, ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე მსხვილი პლატფორმაა რეგიონში. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად 10 000-ზე მეტი ადამიანი თამაშობს.

ბიძინა კულუმბეგოვი

06 აპრილი 2020, 20:40

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: მაისის ბოლომდე ალბათ სტაბილიზაცია გამოიკვეთება და ცხოვრებაც თანდათან დალაგდება

ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ შიდა გავრცელების სტარტი ჩვენთვის იყო მარტის ბოლო, ამიტომ მაისის შუა რიცხვებამდე ალბათ იქნება სტაბილიზაციის გამოკვეთა და ჩვენი ცხოვრებაც თანდათანობით დალაგდება, - ამის შესახებ იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში განაცხადა.

06 აპრილი 2020, 20:29

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 636 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 636 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1022 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.