imedi /  25 იანვარი 2020, 21:50 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: საქართველოში 200-ზე მეტი ამერიკული კომპანიაა რეგისტრირებული

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

მექანიზმი, რომლითაც მმართველმა გუნდმა პარტნიორებთან იმუშავა, გაცილებით გვიან ჩაერთო და გაცილებით სუსტი იყო, ვიდრე ის მექანიზმი, რომელიც ინტენსიურად მუშაობდა ჩვენს წინააღმდეგ. სამუშაო წინ არის და მუშაობა აუცილებელია - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.  

მან კონგრესმენების წერილის ეკონომიკურ ასპექტებზე ისაუბრა და კონკრეტულად, „ფრონტერას“ თემაზე შეფასებებს უპასუხა. 

„რაც შეეხება „ფრონტერას“, ეს კომპანია საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და იმ პერიოდიდან გვესაუბრებიან საქართველოში გაზისა და ნავთობის დიდ მარაგზე. მე შიგნით არ ჩავიხედავ, არ ვიცი, ვინ არის მართალი, გაზისა და ნავთობის კორპორაცია, თუ „ფრონტერა“, მაგრამ ყველამ იცის, რომ სტოქჰოლმის საერთაშორისო სასამართლოში იხილება ეს საკითხი.

მაშ, რა საჭიროა ამ საქმის მოყვანა ერთ-ერთ მაგალითად იმისა, რომ თითქოს ამერიკულ კომპანიებს ავიწროებენ საქართველოში. 200-ზე მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული და მარტო ამ წლის პირველ სამ კვარტალში ამერიკული ინვესტიცია 80 მლნ-ს შეადგენს. რაც მთავარია, საქართველოში საკმაოდ დიდი ინვესტიციით შემოსეულია სახელმწიფო ორგანიზაცია „ოპეკი“, რომელიც ფოთში უკვე აწარმოებს ინვესტიციებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

პრემიერმინისტრს წერილით კიდევ ერთმა კონგრესმენმა 25 იანვარს მიმართა

ოთხმა კონგრესმენმა კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილი 22 იანვარს გაუგზავნა

გარდა ამისა, რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია.

მანამდე კი ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერის თაოსნობით, საქართველოს პრემიერმინისტრს წერილით 2019 წლის 16 დეკემბერსაც მიმართეს და პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის თქმის გამო შეშფოთება გამოთქვეს.

ყველა სიახლე

გიორგი არველაძე

04 ივნისი 2020, 14:18

პოლიტიკა

ემზადეთ რევოლუციისთვის - გიორგი არველაძე ქართულ ოპოზიციას მიმართავს

„ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე!, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა დირექტორი, გიორგი არველაძე Facebook-ის საკუთარ გვერზე წერს. „ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე! სულ ფეხებზე კიდია ხალხს რაზე შეთანხმდებით და რაზე ვერა. რეალურ, ხალხისა და ქვეყნის პრობლემებს მიხედეთ! უდიდესი გასაჭირია ხალხში! ეგრე რომც შეთანხმდეთ, ნულების ჯამიც და ნამრავლიც ნულის ტოლია!

დავით ბაქრაძე

04 ივნისი 2020, 14:17

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ საერთო მაჟორიტარული კანდიდატების საკითხზე კონსულტაციებისთვის მზად არის

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვების მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მაგრამ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის. მზად ვართ შევიკრიბოთ და კონკრეტულად, უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ რიგში თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ივნისი 2020, 14:12

COVID19

კაფეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის ჯარიმა ემუქრება

კაფეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯარიმა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 3 ივნისს ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც პრეზიდენტი ქალაქ ხმელნიცკის ერთ-ერთ კაფეში სხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის მთავარ სანიტარულ ექიმთან, ვიქტორ ლიაშკოსთან ერთად ყავას სვამს. ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები დაწესებულებაში პირბადეების გარეშე იმყოფედნენ.

პროკურორი ლევან ქუთათელაძე

04 ივნისი 2020, 14:07

სამართალი

მოწმეების ინფორმაციით, ლუკა სირაძის დაკითხვა მარიანა ჩოლოიანის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებით მიმდინარეობდა

საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმე განიხილა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების ორი მოწმე - „მწვანე სკოლის“ სასწავლო ნაწილის გამგე და პედაგოგი დაიკითხნენ.

ირაკლი მეზურნიშვილი

04 ივნისი 2020, 13:59

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: სოციალური გაზის ნაწილში მოსახლეობას საფასური 1 თეთრითაც არ გაუძვირდება

დავაყენე საკითხი და სოციალურ ნაწილში არცერთ მოსახლეს საფასური 1 თეთრითაც არ გაუძვირდებათ. ათასობით მოსახლე არის დარჩენილი, რომელიც სარგებლობს თხევადი აირით (ბალონების სისტემით) და მათ ეს არ გაუძვირდებათ, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი განიხილება, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ცვლილებების არსი განმარტა.

ირანი კორონავირუსი

04 ივნისი 2020, 13:57

COVID19

ირანში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 3 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებლია. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 164 270-მდე გაიზარდა.

04 ივნისი 2020, 13:50

მსოფლიო

პეტიციას ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით 15-მა მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი

„ვცდილობთ, მინეაპოლისის მერის, ჯეიკობ ფრეის და ოლქის პროკურორის, მაიკ ფრიმენის ყურადღება მივიქციოთ და ვთხოვოთ გაათავისუფლონ ამ ამაზრზენ ისტორიაში მონაწილე ოფიცრები და დაუყოვნებლივ წაუყენონ ბრალდება“, - ნათქვამია პეტიციაში.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 13:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იზრდება იმ დარგების სია, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ აქამდე პროგრამაში 100-მდე დარგი იყო, ახლა პრაქტიკულად ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება.

სოფელ ფარიზში გზის მოწყობა

04 ივნისი 2020, 13:38

რეგიონი

სოფელ ფარიზში ასფალტო-ბეტონის გზის დაგების და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელში, 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე ასევე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი

04 ივნისი 2020, 13:32

COVID19

ჯასტინ მაკკენზი სმიტი: ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლასა და უსაფრთხო მსოფლიოს შენებაში საქართველო აქტიური პარტნიორია

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მონაწილეობას ვაქცინაციის გლობალურ სამიტში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი მასპინძლობს. ამის შესახებ დიპლომატი Twitter-ზე წერს.

ნიკოლოზ კვაჭაძე

04 ივნისი 2020, 13:26

სამართალი

ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განცხადა. მისივე თქმით, ორივე პაციენტი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას. “ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იყო მოყვანილი ორი პაციენტი სხეულის სხვადახვა უბნის ჭრილობებით. ორივე მათგანს ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული წესით დამუშავება საოპერაციო ბლოკში. ორივე მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, აგრძელებენ სტაციონარულ პირობებში მკურნალობას. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე პაციენტი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

კოკაინი მანქანა ტეხასი

04 ივნისი 2020, 13:26

მსოფლიო

ტეხასში კაცმა აუქციონზე ნაყიდ ავტომობილში თითქმის 35 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა

კაცმა ნარკოტიკული ნივთიერებით სავსე 17 შეკვრა მანქანის საიდუმლო განყოფილებაში აღმოაჩინა და მომხდარის შესახებ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ძაღლის დახმარებით ავტომობილში დამალული კიდევ 17 შეკვრა აღმოაჩინეს.

ლი ჩჟე იონი

04 ივნისი 2020, 13:26

მსოფლიო

სამხრეთ კორეის პროკურატურამ Samsung-ის ხელმძღვანელის დაკავების ორდერი გასცა

სამხრეთ კორეის პროკურატურამ კომპანია Samsung-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ფაქტობრივი მმართველის, ლი ჩჟე იონისა და კიდევ ორი ყოფილი ტოპმენეჯერის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

მიტროპოლიტი შიო

04 ივნისი 2020, 13:24

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს დავით გარეჯელს და გვაქვს სურვილი, ეს ვითარება გამოსწორდეს

დღეს 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გარეჯობა აღინიშნება. სამონასტრო კომპლექსში იმყოფება პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელმაც მამა დავით გარეჯელის მიერ დაარსებულ ლავრაში პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ მამა დავით გარეჯელის ღვაწლზე ისაუბრა, და ქადაგების ბოლოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის საკითხსაც შეეხო.

რომან გოლოვჩენკო

04 ივნისი 2020, 13:15

მსოფლიო

ბელარუსის პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დაინიშნა

მანამდე გოლოვჩენკო სამხედრო-სამრეწველო სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ნიკოლაი სნოპკოვმა დაიკავა, მისი წინამორბედი დმიტრი კრუტოი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა.

04 ივნისი 2020, 13:14

საზოგადოება

TikTok - რამდენად უსაფრთხოა თქვენი საყვარელი აპლიკაცია

მოქალაქეების უკეთ ინფორმირების , ინტერნეტის და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე თითოეული ჩვენგანის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით , სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა TikTok-ის ამჟამინდელი ფუნქციები, აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის წამყვანი ორგანიზაციების რეკომენდაციები. უწყება განმარტავს, რომ აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსხვავებულია მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კერძოდ, არსებობს სამი სახის კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირებისთვის, ევროპის ეკონომიკურ ზონაში შემავალ ქვეყნებში, შვეიცარიაში მცხოვრები პირებისთვის და სხვა ქვეყნებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, აპლიკაციის იმ მომხმარებლებისთვის, რომელებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მოქმედებს „სხვა ქვეყნებისთვის“ განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ფოტო: Shutterstock

04 ივნისი 2020, 13:12

მსოფლიო

ჩინეთში სკოლის დარაჯმა 39 ადამიანი დანით დაჭრა

სამხრეთ ჩინეთში, ვანფუს ოლქის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში დანით შეიარაღებულმა სკოლის დარაჯმა 39 ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ Globaltimes წერს. დაშავებულია 37 მოსწავლე და 2 მასწავლებელი. ორი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 50 წლის თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 13:08

ეკონომიკა

ნათია თურნავა: შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს

შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკა ზრდას დაიწყებს. იმედი მაქვს, რომ რეცესიის გადალახვის პირველ ნიშნებს ამ დროისთვის გლობალური ეკონომიკაც გამოავლენს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ 2021 წელს ყველა პრობლემა დასრულდება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 13:08

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების საუკეთესო მეცნიერებთან ერთად ვმუშაობთ

ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, კრიზისად გამომდინარე, რა თქმა უნდა, უჭირთ, ბევრმა დაკარგა შემოსავალი და ბევრ ადამიანს, უბრალოდ, შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე აღებული პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად.

ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები

04 ივნისი 2020, 12:56

სამართალი

მაისში გამოვლენილი უკანონო ტყითსარგებლობის 155 ფაქტიდან 9 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაისის თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 155 ფაქტი გამოავლინეს, რომელთაგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. გარემოს დაცვისა და სოფლის სამინისტროს მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 1-ლი მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 41 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე.