imedi /  30 იანვარი 2020, 18:10 / დაუდასტურებელი

სოფო კილაძე: „ქართულმა ოცნებამ“ პარტნიორებისთვის ზუსტი ინფორმაციის მისაწოდებლად მეტი უნდა იმუშაოს

სოფო კილაძე

სოფო კილაძე

„ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორებთან დეზინფორმაციის აღმოსაფხვრელად მეტი უნდა იმუშაოს, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სოფო კილაძემ განაცხადა. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ბოლო დროს მიღებული წერილები საქართველოში უნდა აღიქვან ისე, როგორც იმ ქვეყნის პოზიცია, რომელსაც საქართველოზე გული შესტკივა.

„რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ გარკვეულწილად არასწორი ინფორმაცია აქვთ, რასაც სჭირდება, ბუნებრივია, მეტი მუშაობა ჩვენი მხრიდან. აქ ვხედავ მე სერიოზულად ლუფტს, რომ ჩვენ მეტი სამუშაო გვაქვს ჩვენ პარტნიორებთან. როგორც მოგეხსენებათ, იგეგმება საქართველოს პარლამენტის წევრების ვიზიტი აშშ-ში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითი იქნება ეს ვიზიტი, სადაც ჩვენი დელეგაცია მიაწოდებს სრულ და რეალურ, ობიექტურ ინფორმაციას ჩვენს მეგობრებს“, - განაცხადა კილაძემ. 

მისივე თმით, აშშ-ის ოფიციალური პოზიცია საქართველოს სერიოზულ პროგრესს დემოკრატიის მიმართულებით აღიარებს. გარკვეული კონგრესმენების და სენატორების კრიტიკულ შენიშვნებს კი კილაძე ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს უკავშირებს.

„ეს არის სამუშაო პროცესი. როდესაც ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული დემოკრატიული პროცესები, როდესაც ჩვენ ქვეყანას აქვს გარკვეული სირთულეები მათ შორის ოპოზიციასთან დაკავშირებით, ვხედავთ, რომ ისინი უკიდურესად დესტრუქციულები არიან. ასე დესტრუქციულად არიან ასევე აქტიურები, სამწუხაროდ, ევროსაბჭოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბუნებრივია, ისინი მუშაობენ, რომ არასწორი ინფორმაცია იყოს მიწოდებული ჩვენ პარტნიორებთან. ამას ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, ისინი რა დღეში არიან, როგორი დესტრუციულები არიან და როგორ გამიზნულად ვნებენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა კილაძემ.  

მისი თქმით, ქვეყნის იმიჯის შელახვას ოპოზიცია ევროპარლამენტშიც ცდილობს, თუმცა ბრიუსელსა და სტრასბურგში საქართველოს პროგრესს დემოკრატიის თვალსაზრისით ყველა აღიარებს. 

კილაძე საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის რეზოლუციის პროექტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საბოლოო რეზოლუციის მიღებამდე ქართული დელეგაცია პროექტის განხილვაზე ცვლილებების შეტანაზე იმუშავებს. 

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს პროგრესი ზოგადად დემოკრატიის კუთხით არის დაფიქსირებული და იყო რამდენიმე საკითხი, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულებები ამ კუთხით არ უნდა იყოს ასახული. ჩვენი უკვე წარვადგინეთ ჩვენი ცვლილებები და ვფიქრობთ, რომ ამას გაითვალისწინებს ასამბლეა საბოლოო ჯამში“, - თქვა კილაძემ. 

კილაძემ კომენტარი რუსული დელეგაციის შესაძლო ვიზიტის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ამ საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ აქვს. 

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატი ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას წერილით 30 იანვარს მიმართეს.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 12:32

მსოფლიო

ტრამპი ომანს „აფეთქებით“ დაემუქრა, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ მას „ააფეთქებს“, თუ ის ირანთან მოილაპარაკებს და ჰორმუზის სრუტეში გემებს გავლისთვის ფულს გამოართმევს.

28 მაისი 2026, 12:11

სამართალი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პენიტენციურ კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.

28 მაისი 2026, 11:57

მსოფლიო

აშშ-ის საელჩომ კიევში კალასის განცხადება ევაკუაციასთან დაკავშირებით უარყო

აშშ-ის საელჩო კიევში ღიაა და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, - აღნიშნულია დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 მაისი 2026, 11:51

სამართალი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

28 მაისი 2026, 11:44

სპორტი

სპორტის მინისტრი მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრო. EMF Euro - 2026 სლოვაკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ბრატისლავაში იმართება, სადაც სპორტის მინისტრი მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძესთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

28 მაისი 2026, 11:39

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ჰორმუზის სრუტის მმართველ ირანულ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სპარსეთის ყურეში ნაოსნობის კონტროლის სამმართველოს, რომელიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის მართვისთვის იყო შექმნილი, სანქციები დაუწესა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძე

28 მაისი 2026, 11:31

რეგიონი

რუსთავში მუნიციპალური განვითარების ფონდი კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობას ასრულებს

რუსთავის მერიის ინფორმაციით, №25 საბავშვო ბაღის ადგილზე სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აშენდა. პროექტი დასკვნით ეტაპზეა და შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

28 მაისი 2026, 11:25

სპორტი

ეროვნული ნაკრები ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს⚽

„ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის რუმინეთის წინააღმდეგ. გურამ კაშიასთვის ეს ბოლო სანაკრებო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, გულშემატკივარი აუცილებლად უნდა მოვიდეს სტადიონზე. გურამ კაშია წლების განმავლობაში იყო ჩვენი გუნდის ღირსეული კაპიტანი. რა თქმა უნდა, ხანგრძლივი სეზონის შემდეგ სანაკრებო მატჩების ჩატარებას გარკვეული სირთულეები ახლავს. თუმცა, ეს ორი თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად, სადაც სასურველი შედეგის მიღწევა გვსურს“, - აღნიშნა მან.

დავით მათიკაშვილი

28 მაისი 2026, 11:22

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი განათლების მინისტრის ინტერპელაციაზე: პროვოკაციულად, პოპულისტურად გახარიებს უნდათ საზოგადოებას დაანახონ როგორც რაღაც გამორჩეული გულშემატკივარი ამ მოცემულობის. ღრმად ვართ დარწმუნებული, განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ განათლების მინისტრი ამომწურავ პასუხს გასცემს ყველა კითხვას, - განუცხადა „ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განათლების მინისტრის ინტერპელაციასთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 11:21

პოლიტიკა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა - მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა

ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა. მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას აკრიტიკებს და იმ აქციის დაშლაში ადანაშაულებს, რომელიც სააკაშვილის თქმით, მის გათავისუფლებას ეხებოდა. სააკაშვილის ამ სტატუსს მელია ჯერ არ გამოხმაურებია. მელიას თანაგუნდელმა კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს მაოხრებელი გზირი უწოდა.

28 მაისი 2026, 11:20

მსოფლიო

BBC: აშშ-ში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი ჩინოვნიკი დააკავეს მას შემდეგ, რაც მის სახლში 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი მას შემდეგ დააკავეს, რაც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ვირჯინიაში მდებარე მის სახლიდან ჩხრეკის შედეგად 40 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:16

სამართალი

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

ქვემო ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ბინაში უკანონო შეღწევით დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

28 მაისი 2026, 11:15

სამართალი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, კენიის, ნიგერიის, ჩინეთის, აზერბაიჯანის, ფილიპინების, ბანგლადეშის, ეგვიპტის, პაკისტანის, სუდანის ერაყის, ყაზახეთის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 86 მოქალაქე.

28 მაისი 2026, 11:12

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

28 მაისი 2026, 11:01

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 6 პოლიციელი დააკავა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან კოორდინაციით ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 27 მაისს, ქალაქ გორში, ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას, ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. განხორციელებული ძალადობის შედეგად, არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.

კაია კალასი

28 მაისი 2026, 10:52

მსოფლიო

კაია კალასის განცხადებით, აშშ-მა კიევიდან თავისი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის მუქარის შემდეგ აშშ-მა კიევიდან საკუთარი საელჩოს თანამშრომლები გაიყვანა.

თეა ბარბაქაძე ნინო თანდილაშვილი

28 მაისი 2026, 10:44

საზოგადოება

სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს შორის ორი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კავკასიის ბუნების ფონდს (CNF) შორის ორი მნიშვნელოვანი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა.

28 მაისი 2026, 10:31

კულტურა

EW-მ „დრაკონის სახლის“ ახალი კადრები გამოაქვეყნა🐲

ჟურნალმა Entertainment Weekly სერიალ „დრაკონის სახლის“ მესამე სეზონის ახალი კადრები გამოაქვეყნა. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების დინასტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. წინა სეზონებში გაჩაღებული პოლიტიკური ინტრიგები ახალ ფაზაში გადადის - სასტიკ და დაუნდობელ ომში ტახტისა და გავლენისთვის.

28 მაისი 2026, 09:51

სამართალი

რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.