ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელ ბავშვებს ა-ტიპის გრიპი აქვთ
ამირან გამყრელიძე
ფოტო: Imedi
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინელ ტურისტებს კორონავირუსი არ აქვთ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვებს კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბავშვებს ა-ტიპის ვირუსი აქვთ.
„როგორც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ინფექციური საავადმყოფოდან, იქ ჩატარდა სწრაფი ლაბორატორიული გამოკვლევა, ე.წ. სწრაფი ტესტი და ბავშვებთან დადგინდა ა-ტიპის გრიპის ვირუსი. ხაზს ვუსვამ - ა-ტიპის გრიპის ვირუსი, ამიტომ არავითარ კორონავირუსზე იქ საუბარი არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მოლეკულური კვლევისთვის ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა, საიდანაც ანალიზის პასუხი რამდენიმე საათში მოვა. გამყრელიძემ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ საქართველოს მოქალაქე 24 წლის კაცზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ლაბორატორიულმა სამსახურმა საჭირო სინჯები აიღო და კვლევები ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მოთავსდება, რომელიც დღეს ჩინეთიდან ტრანზიტული რეისით დაბრუნდა და აეროპორტში ცხელება და რესპირაციული ინფექციის ნიშნები დაუდგინდა
გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას არ აჰყვეს პანიკას, რადგან საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები ჯერ არ დადასტურებულა.
„ნუ მივეცემით პანიკას, ნუ მივეცემით აჟიოტაჟს. არაფერი განსაკუთრებული საქართველოში არ ხდება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ: გრიპის სიმპტომები მსგავსია იმ სიმპტომებისა, რომელსაც იწვევს ეს დაავადება, რომელიც საქართველოში არ გახლავთ. თუმცა, ქვეყანა მზადყოფნის რეჟიმშია. თუ გაჩნდა ამ ტიპის დაავადება, მასზე იქნება დაუყოვნებლივი პასუხი და რეაქცია. საავადმყოფოები ამისთვის მზადყოფნაში არიან. ყველანაირი მედიკამენტი არსებობს, რომ ადამიანებს სამედიცინო დახმარება გაეწიოთ. მიმდინარეობს მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი საზღვრების ქვეყანაში, რომ ავიცილოთ ეპიდემიის იმპორტი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ჩინეთის მოქალაქეები თბილისში ყაზბეგიდან გადმოიყვანეს.
ყველა სიახლე
03 ივნისი 2026, 12:34
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის საქართველოს და ქართველ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან საქართველოს „კეთილის მსურველები“
საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე მარცხდება ყველა, ვინც ყვავივით დაგვჩხავის საქართველოს და ქართველ ხალხს და ელის საქართველოს წარუმატებლობას იქნება ეს ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, თუ ქვეყნის გარედან საქართველოს „კეთილის მსურველები“, - განუცხადა მედიას პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
03 ივნისი 2026, 12:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მანდატები დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და დღეს შეიცვალეს აზრი იმიტომ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი დღის წესრიგი იცვლება იმის მიხედვით თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც ვუყურებთ ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც თავს სთავაზობენ სხვა ქვეყნებს
მანდატები დაყარეს ბაიდენის ადმინისტრაციის მოთხოვნით და დღეს შეიცვალეს აზრი იმიტომ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ სხვანაირი პოზიცია დაანახა. მათი დღის წესრიგი იცვლება იმის მიხედვით თუ რას ეტყვიან გარედან. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება იყოს, როდესაც ვუყურებთ ადამიანების ჯგუფებს, რომლებიც თავს სთავაზობენ სხვა ქვეყნებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
03 ივნისი 2026, 12:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე: ორ საკითხს გაუსვა ხაზი დელეგაციამ მის განცხადებაში, ეს არის საერთო ფასეულობებისა და საერთო ინტერესების დადასტურება, იქნება ეს ეკონომიკური, თუ სხვა სახის
ორ საკითხს გაუსვა ხაზი დელეგაციამ მის განცხადებაში, ეს არის დადასტურება საერთო ფასეულობებისა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით ამდენი ხანი და სწორედ ამ ვიზიტმაც დაადასტურა, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებს ვიზიარებთ და ასევე საერთო ინტერესები, იქნება ეს ეკონომიკური, თუ სხვა სახის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე საუბრისას.
03 ივნისი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პრემიერის ანგარიშზე: სავარაუდოდ 26 ივნისს გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში
„რა თქმა უნდა, წინ არ გავუსწრებ პრემიერ-მინისტრის ანგარიშს, მიუხედავად იმისა, რომ ის წერილობით უკვე წარმოდგენილია, თუმცა ზეპირ გამოსვლაში ის ყველა აქცენტს შეეხება, რაც მნიშვნელოვანია მთავრობის საქმიანობის წარმოსაჩენად და სახელმწიფოს განვითარების დღევანდელ მაჩვენებლებზე ყურადღების გასამახვილებლად. გვექნება პლენარული სხდომა და ყველას, მათ შორის ოპოზიციასაც ექნება შესაძლებლობა კითხვის დასმით თუ გამოსვლით ჩართული იყოს ამ განხილვაში“, - განმარტა პაპუაშვილმა.
03 ივნისი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ქართველი ხალხი თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მივიდა ამ წერტილზე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში
ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, დღეს რადიკალიზმი მხარდაჭერილი არის ბრიუსელი მხრიდან.
03 ივნისი 2026, 12:09
ტაბლოიდი
კიმ კარდაშიანმა ლუის ჰამილტონთან რომანი დაადასტურა
ჭორები მათი რომანის შესახებ პირველად მაშინ გავრცელდა, როდესაც 45 წლის ამერიკელი რეალითი შოუს ვარსკვლავი და 41 წლის ბრიტანელი F1-ის მრბოლელი ასპენში, ახალი წლის ღამის წვეულებაზე ერთად შენიშნეს.
03 ივნისი 2026, 12:06
საზოგადოება
ჯაპანა-ლანჩხუთის შემოსავლელი-ლესას გზაზე მოძრაობა 2 დღით შეიზღუდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2026 წლის 4 და 5 ივნისს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ჯაპანას სატრანსპორტო კვანძთან მისასვლელ გზაზე, კვანძის ჩამომსვლელ პანდუსსა და წრიულებზე სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები განხორციელდება, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 11:54
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს, მაქსიმ ლისენკოს შეხვდა
მხარეებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობას, რომელიც დაეფუძნება გამოცდილების და პროფესიული ცოდნის ურთიერთგაზიარებას. მხარეები შეთანხმდნენ, საჭიროებების გათვალისწინებით, გარკვეულ ვადებში განისაზღვროს თანმშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.
03 ივნისი 2026, 11:49
მსოფლიო
ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ სანკტ-პეტერბურგის ნავთობის ტერმინალი დაბომბა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში მდებარე ნავთობის ტერმინალი დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 11:48
რეგიონი
ზურაბ პატარაძე საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო
გახსნის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ცოტნე ანანიძესთან, ასევე ცენტრალური, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 11:35
ჯანდაცვა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა
ჯანდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით პირველი სამუშაო სხდომა გამართა საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.
03 ივნისი 2026, 11:21
ჯანდაცვა
საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეის 79-ე სესიაზე საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს. აღნიშნულ საბჭოში ქვეყანას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - ირაკლი სასანია წარმოადგენს.
03 ივნისი 2026, 11:19
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის სატყეო მეურნეობის მინისტრს, ალექსანდრ კულიკს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, სატყეო მეურნეობის მინისტრს ალექსანდრ კულიკს შეხვდა.
03 ივნისი 2026, 11:10
რეგიონი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა გამოავლინეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში. მოქალაქეს ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოში უკანონოდ ჰქონდა დამონტაჟებული.
03 ივნისი 2026, 11:07
საზოგადოება
მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 4 ივნისს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე აბიტურიენტებისთვის მათემატიკისა და გეოგრაფიის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.
03 ივნისი 2026, 11:07
მსოფლიო
მედია: ირანმა ქუვეითის აეროპორტი დაბომბა
ირანის შეიარაღებულმა ძალებმა ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.
03 ივნისი 2026, 11:03
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე დღეს დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება
ერთ საათში დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ- მინისტრს შეხვდებიან. ინფორმაცია თავად მშობლებმა გაავრცელეს და წერენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა პრეპარატების შემოტანის შესახებ უცვლელია.
03 ივნისი 2026, 11:02
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა და შენახვა), 261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა) 263-ე მუხლის პირველი ნაწილით (დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
03 ივნისი 2026, 10:52
მსოფლიო
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სპარსეთის ყურეში ნავთობის ტანკერის დაბომბვის შესახებ იუწყება
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, გვიან ღამით მათ სპარსეთის ყურეში ნავთობის ტანკერი დაბომბეს, რომელიც ირანის ხარკის კუნძულისკენ გადაადგილდებოდა.
03 ივნისი 2026, 10:47
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით რუსთავში მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ და ვგეგმავთ
რუსთავში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით მიმდინარე პროექტი, დასრულების ეტაპზეა. მასშტაბური პროექტის ფარგლებში, ერთდროულად ოთხი ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო და ჯამში საავტომობილო გზა 13 700 კვ/მ ფართობზე შეიცვლება.


