The Hill: ამერიკას საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები სჭირდება
ფოტო: The Hill
ამერიკას საქართველოსნაირი სანდო მოკავშირეები სჭირდება, - ამ სათაურით მასალას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.
როგორც სტატიის ავტორი, ვაშინგტონის „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (Center for European Policy Analysis, CEPA) უფროსი თანამშრომელი იანუშ ბუგაისკი წერს, შუა აღმოსავლეთისა და ევრაზიის რეგიონებში კონფლიქტების წარმოქმნის საფრთხეებით სავსე ათწლეულში ამერიკას სჭირდება სანდო მოკავშირეები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონის უსაფრთხოებაში, საქართველო კი, ნატოს ეგიდით ოპერაციებში მონაწილეობის სანიმუშო ისტორიით, სწორედ ასეთი მოკავშირეა.
მისი აზრით, ვაშინგტონში საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტმა შეიძლება, უზრუნველყოს ის ბიძგი, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკასა და საქართველოს შორის.
„შემდეგ კვირაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მონაწილეობას მიიღებს ყოველწლიურ შეკრებაში National Prayer Breakfast და გამართავს შეხვედრებს კონგრესის ლიდერებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აპირებს დაესწროს მაღალი დონის დისკუსიას რელიგიური თავისუფლების შესახებ. ეს უკანასკნელი მაიკ პომპეოს ინიციატივაა, რომელიც მიზნად რელიგიური თავისუფლებების გლობალურ ხელშეწყობას ისახავს. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შესაძლო ვიზიტი ვაშინგტონში შეიძლება, იქცეს კიდევ ერთ შესაძლებლობად აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში საქართველოს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის ხაზგასასმელად.
გასული წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობა სრულად ეთანხმება ამერიკას არსებითად მნიშვნელოვან საკითხებზე და აქტიურად უჭერს მხარს ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკას ვენესუელასა და იერუსალიმთან დაკავშირებით. ამერიკის მოკავშირეები სასიცოცხლო მნიშვნელობის რეგიონებში ასრულებენ უმნიშვნელოვანეს ამოცანებს უსაფრთხოებაში წვლილის შეტანის კუთხით, რის წყალობითაც მცირდება ამერიკული ჯარების მასშტაბური განლაგების აუცილებლობა. საქართველოს სწორედ ასეთი სასარგებლო როლის შესრულება შეუძლია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპას, შუა აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიას შორის მოქცეულ ფეთქებად რეგიონში. სამხრეთ კავკასიის ეს წამყვანი ქვეყანა მდებარეობს შავიზღვისპირეთში, რომელსაც რუსეთი იყენებს თავისი სამხედრო ძალის მობილიზაციისთვის ბალკანეთის ნახევარკუნძულის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მიმართულებით.
რუსეთის მიერ შავ ზღვასა და კავკასიაზე მარყუჟის შემოჭერა საფრთხეს შეუქმნის ნატოს წევრი ქვეყნების: რუმინეთის და ბულგარეთის და ნატოს ასპირანტი ქვეყნების: საქართველოს და უკრაინის უსაფრთხოებას, ასევე დაემუქრება კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპისკენ მიმავალ ენერგორესურსების მიწოდებას და ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტებს, რომლებიც გადის რუსეთის ტერიტორიაზე. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი მსხვილი ენერგეტიკული მილები და სარკინიგზო ხაზები ასევე გადის საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს უკვე შეაქვს უზარმაზარი წვლილი ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში. ავღანეთში საერთაშორისო უშიშროების დახმარების ძალების, ასევე ავღანეთის შეიარაღებული ძალების წვრთნისა და მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში საქართველო წარმოადგენს ყველაზე მსხვილ წვლილის შემტანს ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. ავღანეთში საქართველომ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო მოკავშირე ძალებს შორის. საქართველო ასევე სთავაზობს თავის ტერიტორიას, ინფრასტრუქტურას და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს ნატოს ჯარებისა და ტვირთის ტრანზიტისთვის. ქვეყნის ძირითადი აეროპორტები და პორტები მოდერნიზებულია.
განსხვავებულ რეგიონებში ამერიკის ინტერესების დაცვა უზრუნველყოფილია სანდო მოკავშირეების მიერ, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონულ უსაფრთხოებაში. პოლონეთი, ისრაელი და საქართველო ამ მხრივ სანიმუშო მაგალითს წარმოადგენენ. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ამერიკა უზრუნველყოფს საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, მათ შორის ძლიერი დიპლომატიის, სამხედრო მოდერნიზაციის პროგრამების და შეიარაღების მეშვეობით.
საქართველომ ვაშინგტონისგან შეისყიდა ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსის და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მაღალი რანგის ვიზიტების დროს ადმინისტრაციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი დიდად აფასებს საქართველოს პროამერიკულ საგარეო პოლიტიკას და მნიშვნელოვან წვლილს გლობალურ უსაფრთხოებაში, და დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია.
შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წინ უნდა იყოს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და განახლებული ბიძგის მიცემა ნატოში საქართველოს წევრობისთვის. 2008 წლის სამიტზე ნატომ დადო პირობა, რომ საქართველო მისი წევრი გახდებოდა, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის. საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 2% ხმარდება თავდაცვას. ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა გახდეს ალიანსის სრულფასოვანი წევრი. მაგალითად, ნატო-საქართველოს ურთიერთობები ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე ალიანსის ურთიერთობა ნებისმიერ სხვა პარტნიორთან, მათ შორის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში წვლილის შემტან პარტნიორებთან.
ნატოს ზოგიერთი წევრი შიშობს, რომ საქართველოს გაწევრება გამოიწვევს ომს რუსეთთან, ამ უკანასკნელის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გამო. თუმცა მათ ავიწყდებათ პრინციპი, რომლის მიხედვით არც ერთ მე-3 მხარეს არ აქვს ნატოს გადაწყვეტილებაზე ვეტოს დადების უფლება და, შესაბამისად, არ შეუძლია ასპირანტი ქვეყნის „მძევლად“ აყვანა.
ნატოში შესვლა ხანგრძლივი პროცესია. ამ გზაზე საქართველო აშშ-ის მიერ აღიარებული იქნება, როგორც ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირე - სტატუსი, რომლითაც დღეს 16 ქვეყანა, მათ შორის ეგვიპტე, ავსტრალია, იაპონია და სამხრეთ კორეა სარგებლობს. კონგრესის 2014 წლის კანონპროექტიდან ამოღებული იყო დებულება საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭების შესახებ, რადგან ობამას ადმინისტრაციამ სათანადოდ ვერ შეაფასა რუსეთის ამბიციები.
ნატოს მთავარი არაწევრი მოკავშირის სტატუსი ემსახურება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, რისთვისაც უზრუნველყოფს საფუძველს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისთვის და იძლევა ამერიკული ჯარების განთავსების უფლებას. მართალია, იგი ფორმალურად არ უზრუნველყოფს გარანტიებს უსაფრთხოების მხრივ, მაგრამ მაინც მიუთითებს მოწინააღმდეგეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში აშშ დაიცავს თავის მოკავშირეს. ამ ტიპის შეთანხმება ასევე დაეხმარება ამერიკელებს და ქართველებს რუსული დივერსიების წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირებაში, ჩინეთის ნეგატიური გავლენის გაქარწყლებაში და კავკასიაში მეზობელ ქვეყნებთან კავშირების გაღრმავება-განმტკიცებაში.
ამერიკისთვის არსებითი სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, საქართველო, თავისი მტკიცე ტრანსატლანტიკური კურსის და რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წყალობით, წარმოადგენს მისაბაძ პოლიტიკურ მაგალითს რეგიონში და მოსკოვის ავტორიტარიზმის ალტერნატივას, რომელშიც სახეზეა საპარლამენტო დემოკრატია, თავისუფალი არჩევნები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და მომხიბვლელი საინვესტიციო გარემო. უსაფრთხოების სფეროში უფრო კონკრეტული დახმარების პირობებში საქართველო უკეთ დაიცავს თავს რუსეთის თავდასხმებისგან, განამტკიცებს დემოკრატიას და გააღრმავებს ამერიკის კავშირებს რეგიონში“, - წერს იანუშ ბუგაისკი.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 01:00
მსოფლიო
პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
22 სექტემბერი 2026, 00:40
პოლიტიკა
პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
22 სექტემბერი 2026, 00:32
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბურ ფაზაში გადაყვანა არც რუსეთის ინტერესებშია და არც მის შესაძლებლობებში - ისინი დაშინების მცდელობებს გააგრძელებენ, ჩვენ კი ცივი გონება, სიმშვიდე და თავშეკავება უნდა შევინარჩუნოთ
მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აღიარებს ევროპის საჭიროებას, მოემზადოს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“, იგი აცხადებს, რომ ევროპამ „ზედმეტი რეაგირება“ არ უნდა მოახდინო
22 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.
21 სექტემბერი 2026, 22:55
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება - მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ
ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 22:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.
21 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ
22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.
21 სექტემბერი 2026, 21:45
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი
21 სექტემბერი 2026, 21:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.
21 სექტემბერი 2026, 21:35
მსოფლიო
საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.
21 სექტემბერი 2026, 21:26
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
21 სექტემბერი 2026, 21:20
ეკონომიკა
საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
21 სექტემბერი 2026, 21:10
ეკონომიკა
საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.
21 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა.
21 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.
21 სექტემბერი 2026, 20:54
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მერცი შესაძლოა წლის ბოლომდე გადადგეს. ამის თქმის საფუძველს, გერმანიაში ბოლო ორი ადგილობრივი არჩევნების შედეგები იძლევა, სადაც მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი იწვნია.
21 სექტემბერი 2026, 20:40
პოლიტიკა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი გარკვეული ჯგუფების სამიზნე გახდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სპორტსმენის განცხადებებს, სადაც მან ეროვნულ გუნდზე განხორციელებულ შესაძლო პოლიტიკურ წნეხზე ისაუბრა, ოპოზიციონერი აქტივისტების მხრიდან ბულინგი მოჰყვა.
21 სექტემბერი 2026, 20:33
პოლიტიკა
ცრუ ნარატივი არაბიზაციის შესახებ და მხილება კონკრეტული ციფრებით - როგორია სტატისტიკა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ყალბი კამპანია ე. წ. არაბიზაციაზე. მმართველი გუნდის შეფასებით, ცრუ ნარატივის მიზანი სახელმწიფოებრივი პროექტების ჩაშლაა. კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მიზანმიმართული შეტევის სამიზნე, ამჯერად „იგლ ჰილსის“ თითქმის შვიდ მილიარდიანი ინვესტიციაა.
21 სექტემბერი 2026, 20:29
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წახალისებას განაგრძობს - „ქრონიკა“ მუსიკოს კორძის კონცერტის დამფინანსებლებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების პოზიციით დაინტერესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი საქართველოში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წახალისებას განაგრძობს - ასე აფასებს მმართველი გუნდი მუსიკოს კორძის კონცერტის დაანონსებას, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით დანიის კულტურის ინსტიტუტმა და ხელოვნების სახლმა სექტემბრის ბოლოსთვის დააანონსა.
21 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
ნიკა გვარამიას მორიგი სკანდალური განცხადება და შეტევა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი გვარამიას ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში ადანაშაულებს, თავად ოფიციალური თბილისის პოზიცია კი მკაფიოა - ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფის ხარჯზე არ განიხილება.


