06 თებერვალი 2020, 21:06 / სანდო წყარო

ადამ კინზინგერი: პარლამენტის თავმჯდომარესთან ფანტასტიკური შეხვედრა გვქონდა, ჩვენი კრიტიკა მეგობრულია

არჩილ თალაკვაძე
ადამ კინზინგერი

არჩილ თალაკვაძე
ადამ კინზინგერი

ვაშინგტონში მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე კონგრესმენ ადამ კინზინგერს შეხვდა. აუდიენციის შემდეგ კინზინგერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ძალიან კარგი შეხვედრა ჰქონდათ.

„ფანტასტიკური შეხვედრა გვქონდა, ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ყველა იმ საკითხზე, რაც გვაწუხებს. იმედი მაქვს, პროგრესს მალე მივაღწევთ. ჩვენ კომუნიკაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან და ჩვენი კრიტიკა მეგობრულია. კარგ პოზიციაზე ვართ ამ მდგომარეობით“, - აღნიშნა კინზინგერმა.

ყველა სიახლე

ვიტალი შკლიაროვი

08 აგვისტო 2020, 08:40

პოლიტიკა

ბელარუსში დაკავებული პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი არეულობის მომზადებაში დაადანაშაულეს

პოლიტტექნოლოგი 29 ივლისს დააკავეს. ბელარუსის სპეცსამსახურების ვერსიით ის ბლოგერ სერგეი ტიხანოვსკის ირგვლივ მოქმედი ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ელექტორატის შეკრებით იყო დაკავებული.

ინდოეთი ავიაკატასტროფა მსხვერპლი

08 აგვისტო 2020, 08:22

მსოფლიო

ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. 15 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. დაღუპულთა შორის 2 პილოტია.

ზვიად შალამბერიძე

08 აგვისტო 2020, 08:13

რეგიონი

ზვიად შალამბერიძე: რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს იმის დასაბრუნებად, რაც ჩვენია და რისთვისაც ბევრი სისხლი დაიღვარა

„12 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან და რუსეთის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების ოკუპაციიდან. ყოველ წელს მტკივნეულად ვიმეორებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია, ოკუპანტის მიერ კვლავ უხეშად ირღვევა ჩვენს მიერ დროებით არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უფლებები და ათასობით ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს საშუალება, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდეს, ისევ იტაცებენ ჩვენს თანამემამულეებს მათსავე მიწიდან და ერთი რამ ყველამ ვიცით, ყველა ვთანხმდებით, რომ ომი აღარ უნდა განმეორდეს, მხოლოდ დიპლომატიური გზით უნდა მოხერხდეს ყველაფრის მოგვარება და ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ ამას ემსახურება“, - აცხადებს შალამბერიძე.

ჯეიმს აპატურაი

08 აგვისტო 2020, 08:06

პოლიტიკა

ჯეიმს აპატურაი: ნატო მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს

„12 წელია რუსული ძალები უკანონოდ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე. შედეგად, ათასობით ქართველი საკუთარი სახლებიდან და მიწიდან იყო გამოდევნილი. ნატო კვლავ განაგრძობს საქართველოს აღიარებას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან გაიყვანოს“, - წერს აპატურაი.

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო

08 აგვისტო 2020, 08:00

პოლიტიკა

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვნას პატივს მიაგებენ

მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის მეთაურობით და ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები

08 აგვისტო 2020, 00:50

ტაბლოიდი

გერმანიაში ნუდისტ კაცს ტახმა ნოუთბუქი მოჰპარა. ფოტოები

გერმანიაში, ბერლინის ერთ-ერთ პარკში ნუდისტ კაცს, რომელიც ცურვით იყო გართული, ტახმა ნოუთბუქი მოჰპარა. როგორც თვითმხილველი ამბობს, ცხოველმა კაცს ჯერ პიცა შეუჭამა, შემდეგ „დესერტის“ ძებნა დაიწყო და ბოლოს, ცელოფანში გახვეულ ნოუთბუქზე „შეაჩერა არჩევანი“.

08 აგვისტო 2020, 00:49

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“: საქართველოს ხელისუფლება, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არასდროს შეეგუება ოკუპაციას

„აგვისტოს ომი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული მოვლენაა. ამ ომს ასობით ჩვენი უდანაშაულო თანამემამულის სიცოცხლე შეეწირა. საქართველომ დაკარგა კონტროლი კიდევ უფრო მეტ ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის 20% დღემდე ოკუპირებულია. ომის ტრაგედიის შედეგებს დღემდე ვიმკით, მათ შორის, ბორდერიზაციის, უკანონო გატაცებებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული ვითარების კუთხით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ Facebook-ზე ავრცელებს.

08 აგვისტო 2020, 00:20

მსოფლიო

ჩინეთში უდანაშაულოდ ცნეს კაცი, რომელმაც ორი ბიჭის მკვლელობისთვის 26 წელი ციხეში გაატარა

ჩინეთში, უდანაშაულოდ ცნეს კაცი, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 26 წელი ციხეში გაატარა. ამის შესახებ Global Times წერს. 53 წლის ჩჟან იუხანმა საპატიმრო 4 აგვისტოს დატოვა. პროვინცია ცზიანსის სასამართლომ ის არასაკმარისი მტკიცებულებების გამო უდანაშაულოდ ცნო.

მიკელ არტეტა

08 აგვისტო 2020, 00:00

სპორტი

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ სახლის დასაცავად ძაღლი შეიძინა

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ სახლის დასაცავად ძაღლი შეიძინა. არტეტამ ჰოლანდიურ ნაგაზში 20 ათასი ფუნტი გადაიხადა და შინაურ ცხოველთან ერთად გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. ბოლო პერიოდში ინგლისში ცნობილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების სახლებს, მათი მაღალი შემოსავლიდან და ქონებიდან გამომდინარე ხშირად ძარცვავენ, რის გამოც თავის დასაცავად ასეთ მეთოდებსაც მიმართავენ. არტეტამდე სახლის მცველად ძაღლები ჯეკ უილშირმა, დელე ალიმ, პოლ პოგბამ და სხვა ცნობილმა მოთამაშეებმაც შეიძინეს.

07 აგვისტო 2020, 23:45

საზოგადოება

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები დაუშვეს

რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს. საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დროშები დაუშვეს მთავრობის ადმინისტრაციაზე, პრეზიდენტის სასახლეზე და სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.

07 აგვისტო 2020, 23:43

მსოფლიო

აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრი: ჩინეთს ტრამპის გამარჯვება არ სურს, ხოლო რუსეთი ჯო ბაიდენის დისკრედიტირებისთვის უამრავ ზომას მიმართავს

აშშ-ის კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, უილიამ ევანინამ იმ საგარეო საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ემუქრება. მისი თქმით, რუსეთი უამრავ ზომას მიმართავს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დისკრედიტირებისთვის, ხოლო ჩინეთს კი ურჩევნია, რომ დონალდ ტრამპი მეორე ვადით არ დარჩეს თეთრ სახლში.

07 აგვისტო 2020, 23:29

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო. ნარჩენების მართვის თანამედროვე სტრატეგიისა და მიდგომების შესახებ ინფორმაციებს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები გაეცნენ. შეხვედრა პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ გახსნა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საერთაშორისო პროექტში - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ როგორც წამყვანი პარტნიორის ჩართვის მნიშვნელობასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 სტივ ჰანსენი

07 აგვისტო 2020, 23:27

სპორტი

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს სტივ ჰანსენს სერის წოდება მიენიჭა

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს სტივ ჰანსენს სერის წოდება მიენიჭა. ჰანსენს აღნიშნული ტიტული ოჯახის წევრებისა და ნათესავების თანდასწრებით, გენერალ-გუბერნატორმა დეიმ პატსიმ უბოძა. 61 წლის სპეციალისტი „ოლ ბლექსის“ მთავარ მწვრთნელად 2011 წელს დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით ზელანდიელებმა 107 მატჩიდან 93 მოიგეს, 4 ფრედ ითამაშეს და 10 წააგეს.

07 აგვისტო 2020, 23:10

რეგიონი

გორში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების აქცია გამართეს

2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს გორში, ქალაქში რომელიც რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა. ავიაიერიშის შედეგად მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც დაიღუპა. ტრადიციულად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერში სანთლების აქცია მოეწყო წარწერით - 08.08.08. სკვერში მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და აგვისტოს მძიმე დღეებს გაიხსენეს.

07 აგვისტო 2020, 23:04

ტექნოლოგიები

უკრაინაში 7 თვეში მილიონამდე კიბერშეტევა დაფიქსირდა

უკრაინაში, 2020 წლის დასაწყისიდან მილიონამდე კიბერშეტევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 22:59

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი საფრანგეთში ვირუსის 9 330 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

07 აგვისტო 2020, 22:48

სამართალი

შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიშო იაკობიძე გამოიკითხა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიშო იაკობიძე გამოიკითხა. მან ჟურნალისტებს უწყების დატოვების შემდეგ განუცხადა, რომ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო და შემდეგ მისი ძებნა დაიწყო.

მიშელ აუნი

07 აგვისტო 2020, 22:32

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტი ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან გარე ძალების კავშირს არ გამორიცხავს

ლიბანის პრეზიდენტი, მიშელ აუნი ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან გარე ძალების კავშირს არ გამორიცხავს.

ლუსი ფლინი

07 აგვისტო 2020, 22:28

საზოგადოება

ლუსი ფლინი: იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდნენ, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან

იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდა, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საერთაშორისო კვლევის ცენტრ „გორბის“ კვლევის დიზაინისა და ანალიტიკური კვლევის მიმართულების დირექტორმა ლუსი ფლინმა განაცხდა.

07 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყება დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.