imedi /  10 თებერვალი 2020, 12:39 / სანდო წყარო

„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში საკონსულტაციო და საინფორმაციო ცხელი ხაზი შეიქმნება

პარლამენტი

სოფო კილაძე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის ფარგლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს და განთლებისა და ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილეებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე უწყებების წარმომადგენლებმა, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ დანერგვა, განხორციელების ფარგლებში შესათანხმებელი საკითხები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

სამუშაო ჯგუფი უკვე შეთანხმდა, რომ აუცილებელია საკონსულტაციო და საინფორმაციო სპეციალური ცხელი ხაზის შემუშავება, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება პრობლემების იდენტიფიცირებაში, ხოლო ბავშვებს და ოჯახებს შესაბამის უწყებებთან სწრაფ კომუნიკაციაში. ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთიანი ონლაინ პროგრამა, რომლის დახმარებით ბავშვების პრობლემის მოგვარების მიზნით, ყველა სახელმწიფო უწყება ერთდროულად ჩაერთვება და ინფორმაციაზე თანაბარი და დროული წვდომა ექნება.

„ბავშვის უფლებათა  კოდექსის“ ინპლემენტაციის ფარგლებში, უკვე დაწყებულია ბავშვზე მორგებული და ოჯახზე ორიენტირებული სხვადასხვა პროგრამების შემუშავების პროცესი. მათგან ნაწილს სამინისტროები, ხოლო ნაწილს ადგილობრივი თვითმმართველობები განახორციელებენ.

„ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში 2020 წლის 1-ლი ივნისიდან შევა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, კანონის სრულად ამოქმედებამდე ჩართულია და საპარლამენტო ზედამხედველობას უწევს იმპლემენტაციის პროცესს.

ყველა სიახლე

სერგეი ტოროპი

24 სექტემბერი 2020, 00:48

მსოფლიო

რუსეთში დააკავეს კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა

რუსეთში კულტის ლიდერი, რომელიც თავს რეინკარნირებულ იესოს უწოდებდა, დააკავეს. როგორც UniLad-ი იუწყება, მას ბრალი მიმდევრების ფულის გამოყენებაში და ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობაში ედება. სერგეი ტოროპო, რომელიც მიმდევრებისთვის „ვისარიონ ქრისტე მასწავლებლის“ სახელითაა ცნობილი, კრასნოიარსკის რეგიონში, ბოლო აღთქმის სახელობის ეკლესიის ხელმძღვანელია.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:48

საზოგადოება

მარიამ ლაშხი: როდესაც ვაბარებდი მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები

სტერეოტიპები ნამდვილად არსებობს. როდესაც ვაბარებდი საინჟინრო ტექნოლოგიებზე მეუბნებოდნენ, რომ ქერა და ცისფერთვალება გოგონას საქმე არ არის ტექნოლოგიები - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, მარიამ ლაშხმა „ღია ეთერში ისაუბრა.

24 სექტემბერი 2020, 00:46

რეგიონი

გოგი მეშველიანი: მოსახლეობასთან ერთად ვიშრომებთ არსებული გამოწვევების დასაძლევად

მმართველი გუნდის კანდიდატმა ადგილობრივების საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და მოსახლეობასთან ერთად მათი დაძლევის გზებზე იმსჯელა. თავის მხრივ, გოგი მეშველიანი ადგილობრივებს სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:33

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ

„გენდერული კვოტირება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლითაც პირველ ეტაპზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამ და რეალურად ხდება, რომ ქალებს და კაცებს თანაბარი საშუალება უჩნდებათ მონაწილეობაზე და მერე უკვე, როდესაც ეს ინტეგრირდება ჩვენს ეთიკასა და მიდგომებში,შემდეგ შეიძლება სულაც არის საჭირო ასეთი ინიციატივები“,- განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მარიამ ლაშხი

24 სექტემბერი 2020, 00:31

ტექნოლოგიები

მარიამ ლაშხი: ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები შესაძლებლობებად გარდაიქმნება

ინოვაციების სფეროში პანდემიის ტიპის გამოწვევები პირიქით, შესაძლებლობებად გარდაიქმნება, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ და ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეცხრამეტე ნომერმა, „ღია ეთერში ისაუბრა. მარიამ ლაშხის თქმით, ინოვაციები ერთადერთი სფეროა სადაც კორონავირუსმა სასარგებლო გავლენა იქონია. „ინოვაციების ეკოსისტემაში კოვიდმა დააჩქარა განვითარების პროცესები. რაც შეიძლებოდა რომ 5-10 წლის მერე გამოგონებულიყო ან შექმნილიყო დაჩქარდა. ამბობენ, რომ ინვესტიციები შეჩერდა, ინოვაციებში პირიქით

დმიტრო კულება

24 სექტემბერი 2020, 00:31

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ლუკაშენკოს ინაუგურაცია მის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას არ ნიშნავს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია მის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას არ ნიშნავს.

გიორგი ხელაშვილი

24 სექტემბერი 2020, 00:03

COVID19

გიორგი ხელაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგი შედეგი უნდა აჩვენოს ამ არჩევნებზე

წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბულია, როგორც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ის აკადემიური, გაწონასწორებული და თავაზიანი გარემო, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ახლდა არჩევნებს, თითქოს, ისტორიას ჩაბარდა.

გიორგი ხელაშვილი

24 სექტემბერი 2020, 00:02

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: შეგვიძლია დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში იმისთვის, რომ მოიპოვოს უმრავლესობა - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა.„იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, წინასწარი გამოკითხვების საფუძველზე, არა მხოლოდ „გორბის“, არამედ სხვა გამოკითხვებითაც, ტოვებ უზარმაზარ ნაწილს მოსახლეობის, როგორც გადაუწყვეტელს და ნაწილ, რომელსაც არ სურს თავისი აზრის გამოთქმა. შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

24 სექტემბერი 2020, 00:00

მსოფლიო

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს. ამის შსახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი ნატოში გაწევრიანებაზე: როგორც კი საერთაშორისო გარემო მოგცემს ამის საშუალებას, ჩვენს მიმართ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს

თუ დავაკვირდებით ჩვენი პარტნიორების გზას, რომელიც მათ გაიარეს ნატოს წევრობისაკენ, ერთ კანონზომიერებას დავინახავთ: მათი გაწევრიანება იყო არა იმდენად მათი ძალისხმევის შედეგი, რამდენადაც ხესაყრელი პოლიტიკური გარემოსი. ამიტომაც მწყდება გული, რომ 2004-2012 წლები პრაქტიკულად ხელიდან გავუშვით, - ამის გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ნებისმიერ პოლარიზაციას იმისთვის, რომ დათესოს შუღლი

რუსეთის ჩარევა არჩევნებში პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე საარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ ქვეყნებში,, სადაც რუსეთმა როგორც ჩანს, თავისი როლი შეასრულა - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 23:39

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის შვილი იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა

„რესპუბლიკელი“ სენატორების განცხადებით, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:38

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლითა და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

საქართველოს დემოკრატიის იმ დონეზეა და ბოლო წლებში და ჩვენ მივაღწიეთ ამ საფეხურს, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისი იქნებოდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა, ვინაიდან ჩვენ უკვე რამდენჯერმე ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც მიჩნეული იყო საკმაოდ მაღალი სტანდარტის, დემოკრატიულ არჩევნებად, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლით და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:36

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება

ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება, - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა „არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ საქართველო უკვე ფონს არის გასული. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, ყოველდღიური დაპირისპირება მოწინააღმდეგესთან იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ცხოვრების განმავლობაშ შეიქმნა. შესაბამისად, ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ამოსავალი წერტილი შემდეგი ოთხი წლის, როგორც პარლამენტის, ასევე თითოეული ჩვენგანის“, - განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:26

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: გუნდის ახალი წევრების წარდგენით გზავნილი „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს გაუგზავნა

„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, გასაგები მიზეზების გამო, ეს გარკვეული კონგლომერატი, კოალიცია. 2016 წელს ეს უფრო დაიხვეწა, მაგრამ მაინც რჩებოდა საკმაოდ მრავალფეროვან ჯგუფად, ახლა კი ეს ერთიანი გუნდის კონტურებს იღებს და ერთიან გუნდს, როგორც წესი, უკეთესად შეუძლია როგორც ქვეყნის მართვა, ისევე კანონების შექმნა და საერთოდ, ქვეყნის წინ წაწევა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

23 სექტემბერი 2020, 23:18

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 კოვიდინფიცირებული დაემატა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ერთი 2 წლის, ხოლო მეორე პაციენტი 10 წლის. ექიმების შეფასებით, 3 ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა მათ ამ დრომდე კლინიკური შემოწმება უტარდებათ. სამივე მათგანის კონტაქტები დადგენილია. ისინი ინფიცირებული პაციენტების კლასტერს განეკუთვნებიან.

23 სექტემბერი 2020, 23:04

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 072 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 072 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 43 ადამიანი გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2020, 23:02

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: ყველა დაპირების შესრულებაზე ავიღებთ პასუხისმგებლობას

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე და მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩეჩელაშვილისა და ნიკეას ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ ადგილობრივებმა კანდიდატებთან ადგილზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

23 სექტემბერი 2020, 22:48

COVID19

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„დღეს დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია. ხვალ საბოლოოდ გავიგებთ ყველა ტესტის პასუხს და საწარმო სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას , - აცხადებს გია ლომინაძე.

ბარაკ ობამა

23 სექტემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, მას დაუკავშირდნენ.