imedi /  10 თებერვალი 2020, 22:27 / სანდო წყარო

კახა კალაძე ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის კითხვებს პასუხობს

კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ერთად, ვიდეოდიალოგის მეშვეობით, მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს. ამ ფორმატის ვიდეოდიალოგი უკვე მეორედ იმართება, რომელშიც თბილისის ათივე გამგებელი მონაწილეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვიდეოდიალოგი მომავალშიც გაიმართება და მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი მაქსიმალურად გაეცემა. 

„საზოგადოებასთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ ჩვენ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, თქვენს შეკითხვებს პასუხი მაქსიმალურად გავცეთ. აღნიშნულ პროცესში ყველა ჩართულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფორმატში კითხვებზე პასუხის გაცემა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა და მოსახლეობამ ბევრი ინფორმაციის მიღება შეძლო. ჩვენ არ გავჩერდებით და მსგავს მიდგომას მომავალშიც განვაგრძობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

ამ ტიპის ვიდეოდიალოგი, რომელშიც გამგებლების გარდა, თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, გასულ წელსაც გაიმართა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

25 სექტემბერი 2020, 11:15

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 265 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კი გამოჯანმრთელდა

ლაშა ნაცვლიშვილი

25 სექტემბერი 2020, 10:54

პოლიტიკა

ლაშა ნაცვლიშვილი სააკაშვილის მიერ წარმოდგენილ სიას სოციალურ ქსელში ეხმიანება

„სააარჩევნო სია, მით უმეტეს, ბლოკური, შესაძლოა, ბადებდეს აჯაფსანდალის ასოციაციას, მაგრამ სია, რომელიც სააკაშვილმა წარმოადგინა, ბოდიში მომითხოვია და, ნამთვრალევი კაცის ნაღებინებს უფრო ჰგავს. თანაც შეამჩნევდით, როგორ გამაყრუებლად დუმს ამ ამაზრზენ შემადგენლობაზე ჩვენი პროგრესისტი ინტელექტუალების სახელოვანი კოჰორტა“.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 სექტემბერი 2020, 10:54

რეგიონი

ირაკლი ქადაგიშვილი თელავში ახალგაზრდებს შეხვდა

შეხვედრის დროს კანდიდატმა ქვეყნის მომავლის შექმნაში ახალგაზრდების როლსა და ამ პროცესში მათ ჩართულობაზე ვრცლად ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილმა ყურადღება გაამახვილა ერეკლე მეფის საიუბილეო თარიღზეც.

25 სექტემბერი 2020, 10:54

ეკონომიკა

POWERCHINA/Sinohydro - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია, რომელიც საქართველოში კიდევ ერთი გზის რეკონსტრუქციაზე იმუშავებს

საერთაშორისო ტენდერის შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს კომპანია POWERCHINA/Sinohydro შეასრულებს. პროექტზე, რომელსაც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) 95 მილიონი ლარით აფინანსებს, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშენებლო კომპანია იმუშავებს.

25 სექტემბერი 2020, 10:49

სამართალი

პენიტენციური სამსახური: ბოლო დღეებში მე-8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ ბოლო დღეებში მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო მე-8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა ბრალდებებმა. არაერთი ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით.

25 სექტემბერი 2020, 10:45

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანსუა ფილიპ შამპანს ტელეფონზე ესაუბრა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კანადას შორის არსებული დინამიური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე, მათ შორის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ეკონომიკისა და ვაჭრობის მიმართულებით.

25 სექტემბერი 2020, 10:41

მსოფლიო

რიოს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო

რიო-დე-ჟანეიორს კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. „ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ გამოსავალს. ჯერ არ ვართ დარწმუნებული, რომ კარნავალის ზუსტი თარიღის დათქმა შეგვიძლია", - ამბობს სამბას ლიგის პრეზიდენტი ხორხე კასტანეირა.

25 სექტემბერი 2020, 10:32

სამართალი

საქართველოში უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა

ნადირობის სეზონის გახსნიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ნადირობის 304 ფაქტი გამოვლინდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 230 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის - 21, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 18, აჭარასა და გურიაში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 7, ქვემო ქართლში - 6, კახეთში კი 5 ფაქტი გამოავლინეს.

25 სექტემბერი 2020, 10:28

რეგიონი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი ნაგებობები მოეწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულსა და ქ. ზუგდიდში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე (მდ. სინწა) ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობის დასრულების შემდეგ, 2020 წლის ბოლოდან ამ ტერიტორიას დატბორვის საშიშროება აღარ დაემუქრება.

კიმ ჩენ ინი

25 სექტემბერი 2020, 10:19

მსოფლიო

კიმ ჩენ ინმა სამხრეთკორეელი საჯარო მოხელის მკვლელობის გამო ბოდიში მოიხადა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი სამხრეთკორეელი საჯარო მოხელის მკვლელობის გამო ბოდიშს იხდის, - იუწყება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაცია. გავრცელებული ინფორმაციით, მან სამხრეთკორეელ კოლეგას, მუნ ჯე ინს მისწერა, რომ ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო.

ალექსანდრე მოწერელია

25 სექტემბერი 2020, 10:12

რეგიონი

ალექსანდრე მოწერელია: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ადგილობრივების მხრიდან გამოკვეთილი პრობლემები გადაიჭრას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია აბაშის მუნიციპალიტეტში ნორიოსა და წყემის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პრესსამსახური.

არჩილ თალაკვაძე

25 სექტემბერი 2020, 09:58

რეგიონი

პარლამენტის თავმჯდომარემ და ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ოზურგეთში შეხვედრა გამართეს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე და გურიის მხარის რწმუნებული, ზურაბ ნასარაია მეწარმეებს და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ბაიერნი

25 სექტემბერი 2020, 09:48

სპორტი

უეფას სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო

უეფას 2020 წლის სუპერთასი „ბაიერნმა“ მოიგო. „რეკორდმაისტერსა“ და „სევილიას“ შორის მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, ოვერტაიმში კი მიუნხენელებმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვეს. პირველ ნახევარში ლუკას ოკამპოსის თერთმეტმეტრიანს ზუსტი დარტყმით ლეონ გორეცკამ უპასუხა. გამარჯვების ბურთი კი 104-ე წუთზე ხავი მარტინესმა გაიტანა.

კორონავირუსი

25 სექტემბერი 2020, 09:29

COVID19

ამ დროისთვის საქართველოში საერთო ჯამში კორონავირუსის 4399 შემთხვევაა აღრიცხული

აჭარა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა, 22:00 საათიდან კი, ნაწილობრივ შეიზღუდება რესტორნების მუშაობა.

პარლამენტი

25 სექტემბერი 2020, 09:20

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს „ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

პარლამენტში დღეს „ზოგადი განათლების შესახებ’’ კანონში შესატან ცვლილებებს რამდენიმე კომიტეტი განიხილავს. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმოქმედებს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება სამედიცინო პერსონალი, ხოლო სამედიცინო პუნქტი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღიჭურვება.

საზოგადოებრივი მაუწყებელი

25 სექტემბერი 2020, 09:15

საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენერალური დირექტორის ვინაობა დღეს გაირკვევა

გუშინ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა. კანდიდატურა მოხსნა ალექსანდრე ვახტანგოვმა. გენერალური დირექტორობის მსურველი ამჟამად თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე და ხათუნა ლაგაზიძე არიან. მაუწყებლის დირექტორს საბჭო 6 წლის ვადით აირჩევს.

ჯანდაცვის სამინისტრო

25 სექტემბერი 2020, 09:05

საზოგადოება

სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დასაფინანსებლად რეგისტრაცია დაიწყო

სტუდენტებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში და 2020 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობით მათი სარეიტინგო ქულა 150 000-ზე ნაკლებია, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია არ სჭირდებათ. ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2020 წლის პირველ ნოემბრამდე.

ოკუპაცია

25 სექტემბერი 2020, 08:44

პოლიტიკა

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი დღეს გათავისუფლდება

ოკუპანტების მიერ დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ გუშინ განაცხადა.

ნატო

25 სექტემბერი 2020, 08:27

პოლიტიკა

გიორგი გახარია ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

პრესრელიზის მიხედვით, იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს, პრემიერთან ერთად, ბრიუსელს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც ეწვევა. შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი.

ზუგდიდი

25 სექტემბერი 2020, 08:21

რეგიონი

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი თვითიზოლაციაშია

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა. ის ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონა ვირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.