imedi /  12 თებერვალი 2020, 14:22 / სანდო წყარო

ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი: პოლიტიკური არეულობა და ვნებათაღელვა ბევრ ქვეყანაშია, მაგრამ მთავარია ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ისაუბრონ

კლარა დობრევი

კლარა დობრევი

ჩვენ გვსურს საქართველოში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატია, რომელიც საუკეთესოდ მუშაობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტმა კლარა დობრევმა სტრასტბურგში ირაკლი კობახიძესა და კახა კალაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო არის ევროპული სახელმწიფო. ეს კი ნიშნავს, რომ ევროპარლამენტარები პასუხისმგებელნი არიან მეზობელ ქვეყნებზე და განსაკუთრებით საქართველოზე.

„პოლიტიკური არეულობა, დაძაბულობა და ვნებათაღელვა ბევრ ქვეყანაშია. ნახეთ, რა ხდება დიდ ბრიტანეთში, მაგრამ მთავარია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ისაუბრონ. კომუნიკაციის გარეშე ოჯახიც კი ინგრევა და რა უნდა ვთქვათ ქვეყანაზე. საუბარი და კომუნიკაცია არის გადამწყვეტი. არ უნდა დავიწყოთ ძებნა ვინ არის ცუდი და ვინ რა გააკეთა. უნდა შევხედოთ არსებულ რეალობას და ვეძებოთ გამოსავალი. ეს გამოსავალი ერთია. ეს არის დიალოგი. მე მჯერა, რომ ქართული პოლიტიკური ძალები ამას შეძლებენ", - განაცხადა დობრევმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ შეწყდა, რაც უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

ყველა სიახლე

31 მარტი 2020, 08:58

COVID19

დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება აიკრძალა

საქართველოს მასშტაბით დღეს დილის 08:00 საათიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აირძალა. როგორც პრემიერ-მინისტრმა 30 მარტს გამატრთულ ბრიფინგზე განაცხადა, სრულიად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი, გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის.

31 მარტი 2020, 08:47

COVID19

ამ დროისთვის StopCoV ფონდში 17 500 000 ლარი შეგროვდა

StopCoV ფონდში 17 მილიონ 500 ათასი ლარი შეგროვდა. COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა. #StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

31 მარტი 2020, 08:30

COVID19

იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 101 700-ს გადააჭარბა

იტალიაში კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე 101 739 ადამიანი დაინფიცირდა. ამ პერიოდში COVID-19-ს 11 591 ადამიანი ემსხვერპლა, რაც მთელ მსოფლიოში გარდაცვალების შემთხვევების თითქმის მესამედია. მხოლოდ ბოლო დღეებში, ქვეყანაში 812 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 14 620-ს აღწევს.

31 მარტი 2020, 08:17

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 37 800-ს გადააჭარბა

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით 37 816 ადამიანი დაიღუპა, ინფიცირებულია 785 797 ადამიანი, 165 607 კი გამოჯანმრთელდა. ყველაზე მძიმე სურათი კონტინენტური ევროპის მასშტაბით კვლავ იტალიასა და ესპანეთშია. რაც შეეხება აშშ-ს, იქ დაღუპულთა რიცხვმა 3166-ს მიაღწია, 164 253 კი ინფიცირებულია.

31 მარტი 2020, 08:00

COVID19

დღეიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა

დღეიდან საქართველოს მასშტაბით საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, დღეიდან იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის ტაქსით მგზავრობა.

31 მარტი 2020, 01:01

COVID19

ინდოეთში პოლიციელი ქუჩაში კორონავირუსის გამოსახულებიანი ჩაფხუტით გავიდა

ინდოეთში პოლიციელი კრეატიული აღმოჩნდა და ქუჩაში წესრიგის დასამყარებლად კორონავირუსის გამოსახულებიანი ჩაფხუტით გავიდა. CNN-ის ცნობით, პოლიციელი მოქალაქეებს კორონავირუსის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. პოლიციელი ამ ჩაფხუტით ძირითადად მანქანის და მოტოციკლის მძღოლებს აჩერებს, რომლებიც დამცავი ნიღბით გადაადგილდებიან. იდეა ადგილობრივ მხატვარს ეკუთვნის. იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც შენიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის პრობლემას ზედაპირულად აღიქვამს.

რამზან კადიროვი

31 მარტი 2020, 00:26

COVID19

რამზან კადიროვი კორონავირუსის წინააღმდეგ სპეციალური ლოზუნგით გამოვიდა

ჩვენი ლოზუნგია „მოკალი კორონავირუსი!“ და ჩვენ ვიცით როგორ გავაკეთოთ ეს, - განაცხადა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა.

31 მარტი 2020, 00:20

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა. აღნიშნულს ცხადყოფს ჯონს ჰოპკინზის უნივერსიტეტის მიერ მოყვანილი მონაცემები. აღნიშნული მონაცემების თანახმად, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირება 156 931 ადამიანს დაუდგინდა, 2828 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5579 კი გამოჯანმრთელდა.

31 მარტი 2020, 00:13

COVID19

რა შემთხვევაში გადაიყვანენ COVID-19-ზე საეჭვო პაციენტებს კლინიკებში. რა წერია სახელმწიფო პროტოკოლში

ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) დაამტკიცა, რომელის მიხედვითაც პირველად ჯანდაცვაში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) საეჭვო შემთხვევის მართვა უნდა განხორციელდეს.

31 მარტი 2020, 00:10

საზოგადოება

ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებართვის მისაღებად კომპანიებმა მერიას განცხადებით უნდა მიმართონ

კომპანიების წარმომადგენლებმა M2 კატეგორიის ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებართვის მისაღებად, თბილისის მერიას განცხადებით უნდა მიმართონ.იმ კომპანიების წარმომადგენლებმა, რომელთაც სურთ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მომსახურება გაუწიონ და თბილისის მასშტაბით მათი სპეციალური რეგულარული გადაყვანა უზრუნველყონ, განცხადებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ. შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, M2 კატეგორიის ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებით გაიცემა. ამასთან, აღნიშნულმა კომპანიამ მგზავრთა ყოველი გადაყვანის განხორციელებამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე, სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია უნდა უზრუნველყოს.

ანჯელო დე დონატისი

30 მარტი 2020, 23:43

COVID19

რომის ეპარქიის გენერალური ვიკარიუსი ანჯელო დე დონატისი კორონავირუსით დაინფიცირდა

რომის კათოლიკური ეკლესიის კარდინალი, რომის ეპარქიის გენერალური ვიკარიუსი ანჯელო დე დონატისი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მას შემდეგ, რაც კარდინალს გარკვეული სიმპტომები გამოუვლინდა, მან ანალიზი ჩააბარა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ანჯელო დე დონატისს სიცხე აქვს, თუმცა მისი ზოგადი მდგომარეობა კარგია.

30 მარტი 2020, 23:40

COVID19

ესპანელი ექიმი პაციენტებს ცეკვით ამხნევებს. ვიდეო

სოციალურ ქსელსი ესპანეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაღებული ვიდეო გავრცელდა. ექიმი პაციენტების გასამხიარულებლად და გასამხნევებლად ფლამენკოს ცეკვავს. ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 812 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 7 340-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El Mundo ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 398 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 85 195 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო მონაცემებით კი, სულ 16 780 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

30 მარტი 2020, 23:32

მსოფლიო

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ დონალდ ტრამპს უპასუხეს

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტვიტს უპასუხეს, რომელშიც მან განაცხადა, რომ აშშ-ში ჰარის და მეგან მარკლის უსაფრთხოების დაფინანსებას არ აპირებს. „სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია არ აპირებენ აშშ-ის მთავრობას რესურსების გამოყოფა სთხოვონ უსაფრთხოების მიზნებისათვის. უსაფრთხოების კერძოდ დაფინანსებული ზომები უკვე შეთანხმებულია“, - განაცხადა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

პერ ეკლუნდი

30 მარტი 2020, 23:26

COVID19

საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოში ევროკავშირის ყოფილ ელჩს პერ ეკლუნდს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ დიპლომატმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა. ყოფილი ელჩის თქმით, მას პნევმონიაც აქვს, თუმცა სიცხემ დაუწია, რაც გამოჯანმრთელების იმედს აძლევს.

30 მარტი 2020, 23:26

COVID19

ნინო ნიჟარაძე: ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მედდის კორონავირუსით დაინფიცირების შესაძლო კონტაქტი პაციენტია

კორონავირუსით დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალზე კომენტარი აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ გააკეთა.

მაია ბუწაშვილი

30 მარტი 2020, 23:21

COVID19

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი: ტესტირებაზე ერთ-ერთი კრიტერიუმი გახდება კლინიკური სიმპტომები

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის თქმით, ექიმების მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებს ტესტირება ჩატარებოდათ კორონავირუსის კლინიკური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც. როგორც ინფექციონისტმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, ჯანდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკებების შემდეგ შეიცვლება მიდგომა და შემოწმება მოხდება როგორც მოგზაურობის ისტორიისა და ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ, ასევე სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში

30 მარტი 2020, 23:12

თემა

რამდენად უსაფრთხოა დისტანციური შეკვეთით სახლში მიტანილი პროდუქტი?

კორონავირუსის პანდემიის ფონზე სპეციალისტების უპირველესი მოთხოვნაა სოციალური დისტანციის დაცვა, რაც სახლში დარჩენას გულისხმობს. თუმცა აქ თავს იჩენს ისეთი ყოველდღიური და აუცილებელი მოთხოვნა, როგორიც არის საკვები. არადა, მთელი რიგი მიზეზების გამო, არც სუპერმარკეტში წასვლაა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ სურსათის ბევრმა მაღაზიამ პროდუქტების დისტანციური შეკვეთისა და სახლში მიტანის სერვისი აამოქმედა. საინტერესოა რამდენად უსაფრთხოა მომსახურების ეს ფორმა? შეიცავს თუ არა საკვები ან მისი შეფუთვა კორონავირუსის ადამიანზე გადაცემის საფრთხეს? და მაინც, თუ თავად მსურს სასურველი პროდუქტის ადგილზე შერჩევა, როგორ უნდა მოვიქცე და რა წესები დავიცვა?

30 მარტი 2020, 23:08

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლუგარის ლაბორატორიის ტესტით, ოკუპურებული აფხაზეთიდან გუშინ გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ „ტვპირველის“ ეთერში ზუგდიდის ინფექციური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ჩიქოვანმა განაცხადა.

ლიონელ მესი

30 მარტი 2020, 22:50

სპორტი

ბარსელონას ფეხბურთელები ხელფასის 70 პროცენტზე უარს ამბობენ

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელები კორონავირუსის გამო ხელფასის 70 პროცენტზე უარს ამბობენ. ინფორმაცია გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ გაავრცელა. წერს BBC. განცხადებაში ნათქვამია, დაზოგილი თანხა კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს კლუბის პერსონალის ანაზღაურებას მოხმარდება.

30 მარტი 2020, 22:47

COVID19

გერმანელმა მეცნიერებმა კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს

ლიუბეკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კორონავირუსთან ბრძოლაში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიეს. როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle იუწყება, მკვლევართა ჯგუფმა მნიშვნელოვანი ენზიმის კოდი გაშიფრა, რომელიც კორონავირუსის გამრავლებაზეა პასუხისმგებელი. მეცნიერებმა ასევე შექმნეს საინჰალაციო ინჰიბიტორი, რომელიც ეფექტურად მოქმედებს კორონავირუსის მთავარი პროტეაზის წინააღმდეგ. ე.წ. მთავარი ვირუსული პროტეაზა Mpro კორონავირუსის რეპლიკაციურ მექანიზმში მონაწილეობს და შესაბამისად, პასუხისმგებელია კორონავირუსის გენეტიკური მასალის კოპირება და გამრავლებაზე.