დავით სონღულაშვილი: საქართველო რეფორმების არჩეულ კურსს არ გადაუხვევს
ფოტო:საქართველოს პარლამენტი
ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი არის შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ვისაუბროთ ჩვენს მიღწევებზე და მეორე მხრივ, თვალი გავუსწოროთ იმ გამოწვევებს, რომელთა გადალახვაც მომავალში მოგვიწევს, - ამის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების ხედვა ცალსახაა: პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული მმართველობა და ქვეყნის ინსტიტუციონალური გაძლიერება. სონღულაშვილმა ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. მისი თქმით, საერთო ძალისხმევითა და მონდომებით, ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, შექმნილია თანამშრომლობის განსაკუთრებული პრეცენდენტი: ასოცირების ხელშეკრულება, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყნად გამოცხადება; საქართველოსთან ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე მიღწეული შეთანხმება ტრანს-ევროპულ სატრანსპორტო ქსელში გაწევრიანება; სტრატეგიული უსაფრთხოების მაღალი დონის დიალოგი; ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო საწვრთნელ მისიაში საქართველოს აქტიური მონაწილეობა და ა.შ.
ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, მომხსენებელმა დემოკრატიისა და მედია თავისუფლების ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწული პროგრესი აღნიშნა, რასაც მისივე თქმით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები ცხადჰყოფს. დავით სონღულაშვილმა მნიშვნელოვან მიღწევად პარლამეტის მიერ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის დამტკიცება დაასახელა, რომელიც ვენეციის კომისიის მიერ დადებითად შეფასდა და აღიარებულია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან.
მომხსენებელმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს გაუსვა ხაზი. ყურადღება გაამახვილა საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც ითვალისწინებდა მათ შორის, 2024 წლისთვის არჩევნების მაჟორიტარული სისტემის პროპორციული საარჩევნო მოდელით ჩანაცვლებას. მისი განმარტებით, ახალ კონსტიტუციაში, რომელიც არაპარტიული პრეზიდენტის, ძლიერი პარლამენტის, ეფექტური მთავრობის და დამოუკიდებელი სასამართლოს მთავარ პრინციპებს ემყარება, ნათლად არის ნათქვამი, რომ 2024 წლის არჩევნები სრული პროპორციული წესით ჩატარდება.
„თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნები ჩვენი უმთავრესი მიზანია. დარწმუნებულნი ვართ, რომ საზოგადოების და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაციის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალი დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩატარდება. გვჯერა, რომ დემოკრატიის შენარჩუნებისა და მისი შეუქცევადობის მიზნით, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უმთავრესი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნისათვის. ჩვენ ვამყარებთ საქართველოს დემოკრატიას. კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო. მიუხედავად გატარებული რეფორმებისა და ამ რეფორმებით მიღებული მიღწევებისა, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე კიდევ მეტი პროგრესი, კეთილდღეობა და წარმატება მოვუტანოთ ისეთ პატარა, მაგრამ ძლიერ ქვეყანას, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გამოწვევებზე საუბრისას, დავით სონღულაშვილმა ჩვენი ტერიტორიების უსაფრთხოების საკითხზე და ოკუპაციაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.
„დღემდე გამოწვევად რჩება ჩვენი ტერიტორიების უსაფრთხოების საკითხი. რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენული ტერიტორიების უკანონო კონტროლს. ევროკავშირის და უფრო კონკრეტულად, ევროპარლამენტის მნიშვნელობის საკითხი გადამწყვეტია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში. ჩვენ იმედებს თქვენზე ვამყარებთ“ - მიმართა კოლეგებს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ. მან მადლიერება გამოხატა იმ მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, რომელსაც ევროპელი მეგობრები დაუშურვებლად აგზავნიან საქართველოს მისამართით, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით. მისივე თქმით, ევროკავშირის დახმარების პროგრამა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესში, აგრეთვე საქართველოს დემოკრატიზაციისა და მოდერნიზაციის გზაზე.
„ჩვენი პოლიტიკური ვალდებულება ევროკავშირის მიმართ ურყევია, ხოლო ეკონომიკური ინტეგრაცია პრიორიტეტულია. ქართველი ხალხი მომხრეა დემოკრატიის, პოლიტიკური დიალოგისა და მდგრადი განვითრების. ჩვენთვის თავისუფლება, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა პრიორიტეტია! საქართველო არ გადაუხვევს რეფორმების არჩეულ კურსს, რამეთუ გვწამს, სწორედ ეს არის წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო როგორც ევროპის ნაწილი, გახდება იმ დიდი მშვიდობიანი და სტაბილური ოჯახის ნაწილი, რომელსაც მხოლოდ სარგებლის მოტანა შეუძლია, როგორც საკუთარი ხალხისთვის, ისე მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის.
„ქართველები ველით იმ დღეს, როდესაც ჩვენი კეთილდღეობით გამოწვეულ სიხარულს ჩვენთან ერთად თქვენც გაიზიარებთ. დღეს მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე დგას. ეს ყველაფერი კი, მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. ჩვენი ხედვა ნათელია: საქართველო არის სიკეთისა და სტაბილურობის მომტანი სახელმწიფო, რომელიც დაუღალავად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. მოდით, ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი ჩვენი მომავალი თაობებისთვის“, - მიმართა დამსწრე საზოგადოებას დავით სონღულაშვილმა.
ყველა სიახლე
26 აგვისტო 2026, 23:13
მსოფლიო
ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა
ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.
26 აგვისტო 2026, 22:35
მსოფლიო
El Pais: ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა - დაკარგულად მიიჩნევა 900-მდე პირი
ნეპალისა და ჩინეთის სასაზღვრო ზონაში, გირონგის მთიან დერეფანში, მძლავრ წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 160 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა El Pais-ი ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:27
მსოფლიო
Bloomberg: სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს
სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე რუსეთი უკრაინაზე, მათ შორის კიევზე, ბალისტიკური რაკეტებით შეტევების გაძლიერებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 22:06
მსოფლიო
Reuters: შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს
შვეიცარიელი ამომრჩევლები მომავალ თვეს რეფერენდუმზე გადაწყვეტენ, დაამტკიცონ თუ არა ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრი ფორმა, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური სანქციების დაწესებასა და ნატოსთან თანამშრომლობას აუკრძალავს, - წერს საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი.
26 აგვისტო 2026, 21:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ჩასვლის ფაქტი, ერთ რამეს ნიშნავს - გლობალური თამაშის წესები სწორედ ახლა იწერება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო Boeing C-17A-ის მოსკოვში ჩაფრენასა და CIA-ს დირექტორის, ჯონ რეტკლიფის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
26 აგვისტო 2026, 21:03
მსოფლიო
POLITICO: უნგრეთმა რუსეთი საფრთხედ გამოაცხადა
უნგრეთის მთავრობამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სამხედრო აგრესია და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ პოლიტიკის სახელმძღვანელო მითითებებში.
26 აგვისტო 2026, 20:44
საზოგადოება
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართული თხილი ევროპულ ბაზრებზე - 188 მილიონი დოლარის ექსპორტი და 58%-იანი ნახტომი წინა წელთან შედარებით. ათიათასობით ფერმერის ფინანსურმა მხარდაჭერამ და 260 000 ჰექტარზე ფაროსანასთან ეფექტიანმა ბრძოლამ, კონკრეტული ეკონომიკური შედეგი გამოიღო. ევროკავშირში 131 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გაიყიდა.
26 აგვისტო 2026, 20:36
ტაბლოიდი
80 წლის ასაკში ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი გარდაიცვალა
80 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით გაიცნო ფილმებში „ის“ და „მარტო სახლში 2“. ინფორმაციას გამოცემა TMZ ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 20:36
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაფინანსება გასული წლის ივლისთან შედარებით 40%-ით გაიზარდა. ეკონომიკისა და ტურიზმის ზრდის ფონზე, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მატება ხელისუფლებას აიძულებს, ათწლიანი სამოქმედო გეგმით იმუშაოს, რომლის მთავარი მიზანი, 2036 წლისთვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევაა.
26 აგვისტო 2026, 20:32
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, დედაქალაქის მერია მოძრაობის დროებით გეგმას აამოქმედებს - დეტალური საგზაო რუკა მძღოლებისთვის და კახა კალაძის განმარტებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დედაქალაქის მთავარ გამზირზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. პირველი სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, საავტომობილო მოძრაობის დროებითი სქემა იმუშავებს, რაც რიგ ქუჩებზე მოძრაობის მიმართულების შეცვლასა და ორმხრივ რეჟიმს ითვალისწინებს.
26 აგვისტო 2026, 20:24
პოლიტიკა
გამჭოლი სივრცე მგზავრებისთვის, გაგრილების ახალი სისტემა და კამერები მეტი უსაფრთხოებისთვის - თბილისის მეტროპოლიტენის ახალი ვაგონები მალე თბილისში ჩამოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის მერია მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის ახალ ეტაპს იწყებს, რაც საექსპლუატაციო ვადის ამოწურვის გამო, ვაგონების სრულ ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ეტაპობრივი გეგმის მიზანი, მგზავრთა გამტარუნარიანობის გაზრდა და მგზავრობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
26 აგვისტო 2026, 20:20
პოლიტიკა
ურთიერთბრალდებების ახალი ტალღა - რა ხდება ოპოზიციურ ფლანგზე? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რღვევა ოპოზიციურ გაერთიანებაში - პატიმარი ექსპრეზიდენტის ყოფილი მოკავშირეები მიხეილ სააკაშვილს უსინდისობასა და ტყუილში ღიად ადანაშაულებენ. პოლიტიკური ლიდერების ურთიერთკრიტიკა და სოციალურ ქსელებში გაჩაღებული ომი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ქაოსს კიდევ უფრო ააშკარავებს.
26 აგვისტო 2026, 20:18
ეკონომიკა
მაღალი მოგების ილუზია და დაკარგული დანაზოგები - მოქალაქეები თაღლითების სამიზნეში და ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოსახლეობისადმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
კრიპტო-თაღლითობის ახალი სქემა და ათასობით მოტყუებული მომხმარებელი - სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფინანსურმა პირამიდებმა, მასშტაბური სახე მიიღო. ეროვნული ბანკი საგანგებო გაფრთხილებას ავრცელებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, სისხლის სამართლის გამოძიებას იწყებს.
26 აგვისტო 2026, 20:13
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალურად შეცვლილი რიტორიკა - 2010 წლის არქივი ლარსის საზღვრიდან და უმრავლესობის მწვავე შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ციფრები პოლიტიკური სპეკულაციების წინააღმდეგ - ოფიციალური უწყებები ოპოზიციის მიერ გავრცელებულ მორიგ სპეკულაციას ლარსის საზღვარსა და მოქალაქეობის მინიჭებაზე, მანიპულაციას უწოდებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ მედიაში გავრცელებული ცნობები რუსეთის მოქალაქეების ნაკადის შესახებ, მანიპულაციურია.
26 აგვისტო 2026, 19:42
რეგიონი
ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.
26 აგვისტო 2026, 19:20
მსოფლიო
ტრამპი: ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოსკოვში ვიზიტს შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინაში ომის დასასრულებლად „ძალიან აქტიურად მუშაობს“, ხოლო ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „შესაძლოა გარკვეული შედეგი მოჰყვეს“.
26 აგვისტო 2026, 19:08
მსოფლიო
ირანული მედიის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში მასუდ პეზეშკიანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება
ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო Mehr-ის ცნობით, მომავალ კვირას ყირგიზეთში ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის შეხვედრა იგეგმება.
26 აგვისტო 2026, 19:01
მსოფლიო
CNN: ტრამპს ეჭვი შეაქვს ირანელების მიერ რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეჭვი შეიტანა იმაში, შეძლებენ თუ არა ირანელი მომიტინგეები რეჟიმის შეცვლას. მისი თქმით, პროტესტის გამოხატვა რთულია, როდესაც „გყავს ხალხი, ვინც მზადაა ესროლოს და მოკლას პროტესტის მონაწილეები“.
26 აგვისტო 2026, 18:23
მსოფლიო
Reuters: ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ნეპალში მომხდარი მასშტაბური წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 აგვისტო 2026, 18:19
სამართალი
ქუთაისის აეროპორტის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ქუთაისის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და მონეტების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


