Imedi /  13 თებერვალი 2020, 19:22 / სანდო წყარო

დავით ბაქრაძე: რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგში პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ ლავროვის საქართველოში ჩამოსვლა მიუღებელია

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

საქართველოში ლავროვის ჩამოსვლას ძალიან მძიმე შედეგები ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა. 

ბაქრაძის თქმით, მისი პოლიტიკური ძალისთვის დიალოგი მისაღებია და როდესაც ამას ქვეყნის ეროვნული ინტერესი ითხოვს, დიალოგი მტერთანაც უნდა აწარმოო. „ამიტომაც ლავროვთან ან რუსეთის ხელისუფლებასთან დიალოგში პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ ლავროვის საქართველოში ჩამოსვლა მიუღებელია“, - აღნიშნა მან. 

ბაქრაძის განცხადებით, სერგეი ლავროვი სწორედ ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელიც წლებია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო აღიარებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იბრძვის.     

„თუ მინისტერიალი საქართველოში გაიმართება და რუსული დელეგაცია ჩამოვა, ამას ჩვენი მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვება", - აღნიშნა დავით ბაქრაძე და  განმარტა, რომ გამოსავალი მარტივია - თბილისის ნაცვლად ეს შეხვედრა სტრასბურგში გაიმართოს.

„ჩვენ პატივი  უნდა ვცეთ ჩვენს კანონმდებლობას, საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. შესაძლოა, მათ ესაუბრო ჟენევაში, ბრიუსელში ან ვაშინგტონში. ძალიან ბევრი ადგილია მსოფლიოში, სადაც შეიძლება ესაუბრო ლავროვსაც და სხვებსაც. ადამიანი, რომელიც მთელს მსოფლიოში  ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებელობის აღიარებისთვის იბრძვის, შენი ქვეყნის დედაქალაქში, როგორც სტუმარი, არ უნდა მიიღო“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში თბილისში უნდა გაიმართოს

საგარეო საქმეთა მინისტერის მოადგილე, ლაშა დარსალიამ კარასინის განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს.

ყველა სიახლე

ზაზა ლომინაძე

22 სექტემბერი 2020, 22:09

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: ადამიანებისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა „ქართული ოცნების“ გუნდის უმთავრესი მიზანია

„ადამიანებისთვის ღირსეულად ცხოვრების პირობების შექმნა ჩვენი გუნდის უმთავრესი მიზანია და ამას, ერთიანი ძალისხმევით, აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ლომინაძემ.

22 სექტემბერი 2020, 22:02

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 10 008 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 008 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 68 ადამიანი გარდაიცვალა.

გენადი მარგველაშვილი

22 სექტემბერი 2020, 21:57

პოლიტიკა

პარლამენტის განათლების კომიტეტი „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებებს განიხილავს

კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, იფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, რომელშიც დასაქმებული იქნება შესაბამისი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალი. სამედიცინო პუნქტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. კანონპროექტით საქართველოს განათლების სამინისტრომ სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირება ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში 2023 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.

22 სექტემბერი 2020, 21:44

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრები მოსახლეობასთან დღეიდან განსაკუთრებული რეჟიმით ჩატარება - ყველა შეხვედრაზე ამომრჩეველი უზრუნველყოფილი იქნება პირბადით.

22 სექტემბერი 2020, 21:37

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალ კორონავირუსზე 450-ზე მეტი ადამიანის ტესტის პასუხებს ელოდებიან

სამეგრელო-ზემო სვანეთში ხვალ კორონავირუსზე 451 ადამიანის ტესტის პასუხებს ელოდებიან, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძე

22 სექტემბერი 2020, 21:33

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებულია

შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით არსებული შენიშვნების უმეტესობა გათვალისწინებულია. ამის შესახებ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

22 სექტემბერი 2020, 21:26

COVID19

მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 700 ათასს გადააჭარბა.

დიმიტრი ცქიტიშვილი

22 სექტემბერი 2020, 21:25

პოლიტიკა

დიმიტრი ცქიტიშვილი: შრომის ინსპექციის კანონი უახლოეს მომავალში შრომის ინსპექციის ძლიერ ინსტიტუტს შექმნის

პარლამენტი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მესამე მოსმენით განიხილავს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების საკითხს.

ედი რედმეინი

22 სექტემბერი 2020, 21:25

კულტურა

„ჯადოსნური ცხოველების“ მესამე ნაწილის გადაღებები განახლდა

„ეს ძალიან საინტერესოა და ახლა დავიწყეთ გადაღებები. ამდენი დრო გავიდა და ეს სრულიად ახალი პროცესია. ეს სრულიად ახალი ნორმაა“, - აღნიშნა მსახიობმა.

ვლადიმერ პუტინი

22 სექტემბერი 2020, 21:07

COVID19

ვლადიმერ პუტინი: საჭიროა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოტენციალის გაძლიერება

გაეროს რიგით 75-ე გენერალურ ასამბლეაზე ვიდეომიმართვისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ საჭიროა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოტენციალის გაძლიერება.

22 სექტემბერი 2020, 21:07

მსოფლიო

ლიბანში კიდევ ერთი მძლავრი აფეთქება მოხდა

ლიბანში, დედაქალაქ ბეირუთიდან 50 კილომეტრით სამხრეთით, სოფელ ეინ ქანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. აფეთქება ჰესბოლას შეიარაღების საცავში მოხდა. დაჯგუფების წარმომადგენელმა ადგილობრივ სააგენტოსთან, NNA-სთან საუბრისას განაცხადა, რომ შემთხვევა „ტექნიკურ შეცდომას“ უკავშირდება.

ნასერ ალ-ხელაიფი

22 სექტემბერი 2020, 20:55

სპორტი

შვეიცარიის პროკურატურა პსჟ-ს პრეზიდენტისთვის 28-თვიან პატიმრობას ითხოვს

შვეიცარიის პროკურატურა საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფისთვის 28-თვიან პატიმრობას ითხოვს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა L'Équipe-ი წერს.

პიტერ ზილინგერი

22 სექტემბერი 2020, 20:49

ეკონომიკა

პიტერ ზილინგერი: საქართველოში არსებული ბიზნესგარემოს მიმზიდველობა საყოველთაოდ ცნობილია

„ყოველთვის უნდა იყოს ბალანსი პერსპექტიულობასა და ბიზნეს გარემოს შორის. პერსპექტივის თვალსაზრისით, ძალიან პერსპექტიულია ბულგარეთის წყლები, ხოლო მეორე მხრივ, საყოველთაოდ ცნობილია საქართველოში არსებული ბიზნეს გარემოს მიმზიდველობა, რაც ასახულია კიდეც საერთაშორისო რეიტინგებში“, - აღნიშნა ზილინგერმა.

22 სექტემბერი 2020, 20:46

მსოფლიო

ჩეხეთში სპოტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა ლიმიტს შეამცირებენ

ჩეხეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში, სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. არსებული ინფორმაციით, ახალი რეგულაცია 24 სექტემბრიდან ამოქმედდება. ამასთან, იგეგმება ახალი წესების დანერგვა ბარებისა და რესტორნებისთვის - ამ ობიექტებს მუშაობის უფლება 22:00 საათამდე ექნებათ.

დარქნეტი

22 სექტემბერი 2020, 20:32

მსოფლიო

აშშ-სა და ევროპაში „დარქნეტის“ 179 სავარაუდო ნარკომოვაჭრე დააკავეს

„დარქნეტის ოქროს ხანა დასრულდა. ასეთი ოპერაციები ხაზს უსვამს ძალოვანი სტრუქტურების უნარს დაუპირისპირდნენ დარქნეტის სავაჭრო სივრცეების ანონიმურობასა და შიფრებს“, - ნათქვამია „ევროპოლის“ განცხადებაში.

22 სექტემბერი 2020, 20:21

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 3 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 3 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 241 ადამიანი გარდაიცვალა.

22 სექტემბერი 2020, 20:15

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 4 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც 7 მაისიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

22 სექტემბერი 2020, 20:15

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთ​ში კორონავირუსით ინფიცირების 59 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსზე ტესტირება 198 ადამიანს ჩაუტარდა. ბოლო მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში 100 პაციენტი მკურნალობს. მათგან 98-ს ვირუსი დადასტურებული აქვს.

22 სექტემბერი 2020, 20:09

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 300 ათასს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 14 ადამიანი გარდაიცვალა.

შარლ მიშელი

22 სექტემბერი 2020, 20:03

COVID19

ევროკავშირის სამიტი გადაიდო

ევროკავშირის სამიტი, რომელიც 24-25 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მას შემდეგ გადაიდო, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტი ჰქონდა.