imedi /  14 თებერვალი 2020, 23:06 / სანდო წყარო

სახელმწიფო რწმუნებული: იმერეთის სოფლების უმრავლესობაში გზები გაწმენდილია

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, რეგიონის სოფლების უმრავლესობაში გზები გაწმენდილია, პრობლემის დიდი ნაწილი აღმოფხვრილია დენის და გაზის მიწოდების კუთხითაც.

სახელმწიფო რწმუნებული  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც უამინდობისგან შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

„იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროისთვის წყალტუბოს მაღალმთიანი სოფლების უმრავლესობამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია. სულ რამდენიმე სოფელი გვრჩება, სადაც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ მივედით მძიმე ტექნიკით და ხვალ უკვე გზები ამ სოფლებშიც ბოლომდე გაიწმინდება“, - განაცხადა შალამბერიძემ.

რაც შეეხება ელექტრომომარაგებას, ამ კუთხითაც დიდთოვლობის გამო იმერეთში შექმნილი პრობლემები მნიშვნელოვნად გამოსწორებულია. ქუთაისის მომსახურების ცენტრში ჩართულია ყველა ფიდერი, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა 0,4 კვ ქსელში არსებული ლოკალური ავარიების აღმოსაფხვრელად. მომსახურების ცენტრებშიც, სადაც დიდთოვლობამ დაზიანებები გამოიწვია, სამუშაოები შეუჩერებლად მიმდინარეობს.

დაზიანებები თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა ზესტაფონში, ბაღდათში, წყალტუბოში, ხარაგაულის მომსახურების ცენტრებში.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს ტექნიკური სამსახური ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სადაც ადგილობრივი მომსახურების ცენტრის გარდა ჩასულია ბრიგადები სხვა რაიონებიდან. ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია როგორც სოფელ კურსებში, ასევე, მიმდებარე სოფლებშიც. ასევე, სამუშაოების დასრულების შედეგად უკვე ჩაირთო ტყიბულის მუნიციპალიტეტისა და სოფლების ძირითადი ნაწილი და აბონენტების უმეტესობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, მთელი დღის მანძილზე მუშაობდა ჯგუფები და პრობლემის დიდი ნაწილი აღმოფხვრილია. ამ ეტაპზე გაზიფიცირების გარეშე დარჩენილია ქუთაისში 300 აბონენტი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა ბზვანის 30 აბონენტი და ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში მცხოვრები 15 აბონენტი.

პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს და ერთ საათში გაზმომარაგება რეგიონის მასშტაბით სრულად აღდგება.

ყველა სიახლე

თენგიზ შარმანაშვილი

03 სექტემბერი 2026, 11:09

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: სროლა, პარლამენტში ცეცხლის გაჩენა - როდესაც ეს ხალხი ამ საქმიანობისთვის დააპატიმრეს, მერე მიატოვეს. ახლა იმის გამო, რომ სჭირდებათ იმიჯი თითქოს, ჩვენი ციხეები პოლიტპატიმრებით არის სავსე, ეუბნებიან, ყოფილიყავით ციხეშიო

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ძალადობრივი აქციებისას დაკავებულების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის წერილს ეხმაურება - შალვა პაპუაშვილი წერს, რომ „სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ.“

03 სექტემბერი 2026, 11:08

ტექნოლოგიები

FT: სტიქიური უბედურებებით გამოწვეული გლობალური ზარალი წელიწადში $450 მილიარდს მიაღწევს

ბუნებრივი კატაკლიზმები მსოფლიო ეკონომიკას საშუალოდ წელიწადში დაახლოებით 450 მილიარდი დოლარის ზარალს მიაყენებს, დაზღვევა კი ამ ზარალის ნახევარსაც კი ვერ დაფარავს, - წერს Financial Times-ი კომპანია Verisk-ის კვლევაზე დაყრდნობით.

სერგეი ლავროვი

03 სექტემბერი 2026, 11:07

მსოფლიო

Deutsche Welle: რუსეთში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები დაიხურება - აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში „რუსული სახლის“ ფუნქციონირების შესახებ შეთანხმება გააუქმა

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში „რუსული სახლის“ ფუნქციონირების შესახებ შეთანხმება გააუქმა.

ჰანო პევკური

03 სექტემბერი 2026, 10:58

მსოფლიო

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აუდიტის შედეგად უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენის ფონზე თანამდებობას დატოვებს

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ აუდიტის შედეგად უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენის ფონზე თანამდებობას დატოვებს.

გურამ მაჭარაშვილი

03 სექტემბერი 2026, 10:56

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არაერთგზის ვნახეთ, რომ ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა, რადიკალურ აქციაზე ე.წ ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს, დანაშაული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ჩაადენინეს და მერე მიატოვეს. ახლა ის, რომ ახალგაზრდები მომავალზე ფიქრობენ, ამაზეც აბულინგებენ

„ჩვენ არაერთგზის ვნახეთ, რომ ბევრი ახალგაზრდა და არა მხოლოდ ახალგაზრდა, რადიკალურ აქციაზე ე.წ ლიდერებმა შეცდომაში შეიყვანეს, დანაშაული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები ჩაადენინეს და მერე მიატოვეს. ახლა ის, რომ ახალგაზრდები ფიქრობენ მომავალზე, ამაზეც აბულინგებენ. ეს ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ვეუბნებოდით ახალგაზრდებს, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც გამოგიყენებენ და გადაგაგდებენ, ეს არის მათი სტილი. ეს ხომ მაინც უნდა გამოდგეს პრაქტიკულ მაგალითად, იმისთვის, რომ მომავალში ასეთი შეცდომები აღარ დაუშვან“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

03 სექტემბერი 2026, 10:51

რეგიონი

ხუთ მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრებისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონების მშენებლობა იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

03 სექტემბერი 2026, 10:51

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში მწყრის კვერცხის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში არაგეგმურად შეამოწმეს ინდივიდუალური მეწარმე კ. ბ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი კოპიტნარი) კუთვნილი საწარმო. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი მწყრის კვერცხს სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე აწარმოებდა. გარდა ამისა, ობიექტზე დარღვეული იყო მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

03 სექტემბერი 2026, 10:48

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სინგაპურში ინტერპოლის ინოვაციების გლობალურ კომპლექსში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები სამუშაო ვიზიტით სინგაპურში, ინტერპოლის ინოვაციების გლობალურ კომპლექსში (INTERPOL Global Complex for Innovation – IGCI) იმყოფებოდნენ.

03 სექტემბერი 2026, 10:43

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.

03 სექტემბერი 2026, 10:40

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ქვეპროგრამის მონაწილე სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდა

,,პროფესიული განათლების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გვქონდა შეხვედრა რეგიონში მოქმედი პროფესიული კოლეჯების 10 წარჩინებულ სტუდენტთან, რომლებიც უახლოეს პერიოდში ესტონეთში გაემგზავრებიან. მათ შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიდგომებს, გაიზიარონ უცხოელი სპეციალისტების გამოცდილება და მიღებული ცოდნა საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში გამოიყენონ“.

მარკო რუბიო

03 სექტემბერი 2026, 10:40

მსოფლიო

რუბიო ვენესუელასთან ნავთობის შესახებ გარიგებაზე: ის გარანტიას იძლევა, რომ სწორედ აშშ და არა ჩინეთი, რუსეთი ან ირანი მოახდენს გავლენას ჩვენს ნახევარსფეროში ნავთობის უმსხვილეს მწარმოებელზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ვენესუელასთან გაფორმებული ნავთობის გარიგება ამერიკის შეერთებულ შტატებს შესაძლებლობას მისცემს, შეინარჩუნოს საკვანძო გავლენა დასავლეთ ნახევარსფეროს უდიდეს ნავთობმწარმოებელ ქვეყანაზე.

03 სექტემბერი 2026, 10:38

სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

03 სექტემბერი 2026, 10:31

ეკონომიკა

ვაშლის მწარმოებლებთან და ექსპორტიორებთან სამუშაო შეხვედრაზე საექსპორტო სეზონისთვის მზადების პროცესი, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების შესაძლებლობები და დარგის წარმომადგენლების საჭიროებები განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, დარგობრივი საბჭოს ფორმატში, ვაშლის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ.

03 სექტემბერი 2026, 10:30

სამართალი

ოზურგეთის პოლიციამ 2 ავტომობილის გაქურდვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა შეკვეთილში, სხვადასხვა დროს, სპეციალური ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებით ორი ავტომობილის კარი გააღო და თანხა მოიპარა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კაია კალასი

03 სექტემბერი 2026, 10:30

მსოფლიო

POLITICO: კაია კალასი კულუარებში აქტიურად ეწინააღმდეგება საფრანგეთისა და გერმანიის გეგმას მისი უწყების რეფორმირების შესახებ

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, კაია კალასი კულუარებში აქტიურად ეწინააღმდეგება საფრანგეთისა და გერმანიის გეგმას მისი უწყების რეფორმირების შესახებ - იგი ცდილობს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვებას და ახალ გენერალურ მდივანთან ერთად ალტერნატიულ რეფორმის გეგმაზე მუშაობს, - წერს გამოცემა POLITICO.

შალვა პაპუაშვილი

03 სექტემბერი 2026, 10:28

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებზე: ისინი მხოლოდ საკუთარი დანაშაულის გამო კი არ იხდიან სასჯელს, არამედ იმ ადამიანების უსინდისობის ტყვეებადაც რჩებიან, რომლებმაც ჯერ კანონდარღვევისკენ უბიძგეს, შემდეგ მიატოვეს და ახლა გათავისუფლებასაც მორალურ დანაშაულად უცხადებენ. ამიტომ მათ ყველაზე ზუსტად ერთი სახელი შეეფერებათ: „უსინდისობის პატიმრები"

2024-2025 წლების ძალადობრივ აქციებთან დაკავშირებული დანაშაულების გამო, ძალადობის ორგანიზატორების მიღმა, სისხლისსამართლებრივი დევნა, დაახლოებით 100 პირის მიმართ დაიწყო. დღეს მათგან 45 ადამიანი თავისუფალია - დანაშაულის აღიარების საფუძველზე, ნაწილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილი კი პრეზიდენტმა შეიწყალა. 72 პირი კვლავ პატიმრობაშია.

შალვა პაპუაშვილი

03 სექტემბერი 2026, 10:27

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ძალადობრივი აქციებისას დაკავებულებზე: მათ მსხვერპლი სჭირდებათ. სჭირდებათ ადამიანი ციხეში, რათა თვითონ გარეთ ბრძოლის ილუზია შეინარჩუნონ. ამიტომ მათი შეძახილი - „თავისუფლება პატიმრებს!“, სინამდვილეში, სულ უფრო მეტად საპირისპირო შინაარსს იძენს

პაპუაშვილის თქმით, ისინი იყვნენ ბრმა იარაღი იმ უპასუხისმგებლო ადამიანების ხელში, რომლებმაც ჯერ დაარწმუნეს, რომ რევოლუციის სახელით კანონის დარღვევა გმირობა იყო, შემდეგ ბარიკადებზე გაუშვეს, ხოლო როდესაც რევოლუცია ჩავარდა და პასუხისმგებლობის დრო დადგა, თვითონ მშვიდად დარჩნენ ბარიკადების მიღმა.

შალვა პაპუაშვილი

03 სექტემბერი 2026, 10:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ძალადობრივი აქციებისას დაკავებულებზე: ჩვენი დამოკიდებულება არც მაშინ ყოფილა განსხვავებული და არც დღეს შეცვლილა: ეს ადამიანები მანიპულაციის მსხვერპლები არიან. ჯერ გამოიყენეს როგორც ბარიკადის ჯარისკაცები, ახლა კი პატიმარ-მსხვერპლებად იყენებენ

„რატომ არსებობს თავისუფლებისკენ სამართლებრივი გზა მათთვის, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობას აცნობიერებს და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს? თუ, მათი პატიმრობაში დარჩენა, სინამდვილეში, სწორედ მათ სჭირდებათ, ვინც ბარიკადებისკენ მიერეკებოდა, შემდეგ კი მათგან "თვალხატულებს", "ღიმილის ბიჭებს", „მზეებს“ და პოლიტიკური ბრძოლის სხვა სიმბოლოებს ძერწავდა?“

03 სექტემბერი 2026, 10:20

კულტურა

სერიალ „ჰარი პოტერის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოვიდა🪄

HBO-მ სერიალ „ჰარი პოტერის“ პირველი თიზერ-თრეილერი გამოუშვა. ვიდეოში ნაჩვენებია წიგნის „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ყველა ძირითადი მოვლენა: ჯადოქრობისა და ჯადოსნობის სკოლაში სპეციალური მატარებლით „ჰოგვორტს-ექსპრესით“ მგზავრობიდან და ფაკულტეტებზე გადანაწილებიდან - კვიდიჩის მატჩსა და ტროლთან შერკინებამდე.

ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპი

03 სექტემბერი 2026, 10:16

მსოფლიო

„მათ ეს სულელური ომი უნდა შეაჩერონ“ - ტრამპმა უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან, ვლადიმირ პუტინთან მისი სამიტი მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად შეთანხმების ხელმოწერისთვის იქნება მზად.