imedi /  16 თებერვალი 2020, 10:29 / სანდო წყარო

გუდაურში ზვავში მოყოლილი რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს

გუდაური

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა დღეს დილით, დაახლოებით, 25 წლის გოგოს ცხედარი იპოვა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის სამაშველო სამსახურის უფროსმა ვაკო დუნდუამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ცხედარი იდენტიფიცირებულია. 

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი 15 თებერვალს 12:00 საათიდან 13:00-მდე შუალედში ჩამოწვა. რუსი ტურისტების ოთხკაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში საძელის ქვედა ტერიტორიაზე სრიალებდა. ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ტურისტი დაიკარგა, სამი კი სტიქიის შედეგად არ დაშავებულა.

ყველა სიახლე

30 მარტი 2020, 20:28

COVID19

სრული კარანტინის რეჟიმში 31 მარტს საღამოს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ქვეითად გადაადგილებაც იკრძალება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე.

ზიგფრიდ მურეშანი

30 მარტი 2020, 20:23

მსოფლიო

ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის დისკრედიტაციისთვის საინფორმაციო ომს აწარმოებს

რუსეთი აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე სახელმწიფოებში ევროკავშირის იმიჯის დისკრედიტაციისთვის ინფორმაციულ ომს აწარმოებს და ამ დროს ევროკავშირი პარტნიორების დახმარებას განაგრძობს - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, ზიგფრიდ ​გააცხადა. „რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ კოვიდ19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად იტალიას სამხედროებით და აღჭურვილობით ეხმარება, ევროკავშირი კი 800 მილიონ ევროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებისთვის გამოყოფს. ამ თანხის ნაწილი მოხმარდება გადაუდებელ საჭიროებებს საქართველოში, უკრაინაში , მოლდოვაში, ბელორუსში , სომხეთსა და აზერბაიჯანში. თანხის დარჩენილი ნაწილით ჩვენი პარტნიორები შეიძენენ სამედიცინო აღჭურვილობას, გადაამზადებენ ექიმებს,

კორონავირუსი

30 მარტი 2020, 20:10

COVID19

როგორ უნდა მიიღოს მედიამ ე.წ. კომენდანტის საათის დროს სპეციალური საშვი

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, თუ როგორ მივიღოთ ე.წ. კომენდანტის საათის დროს სპეციალური საშვი.

დავით ზალკალიანი

30 მარტი 2020, 20:06

COVID19

რთულ დროში საქართველოს გვერდში დგომისთვის ზალკალინმა ევროკავშირს მადლობა გადაუხდა

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფრხველად“, - წერს დავით ზალკალიანი.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

30 მარტი 2020, 20:05

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ იმ ადამიანების კეთილდღეობა, რომლებმაც შემოსავალი დაკარგეს

მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ იმ ადამიანების კეთილდღეობა, რომლებმაც დაკარგეს შემოსავალი და საკვები, სანიტარული და სხვა აუცილებელი მომსახურება სჭირდებათ, - ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა. „ჩვენ გვესმის, რომ მრავალი ქვეყანა ახორციელებს ზომებს, რომლებიც ზღუდავენ ხალხის გადაადგილებას. ამ ზომების განხორციელებისას აუცილებელია ყველა ადამიანის ღირსებისა და კეთილდღეობის პატივისცემა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობებმა შეატყობინონ თავიანთ ხალხს აღნიშნული ზომების ხანგრძლივობის შესახებ და დახმარება გაუწიონ ხანდაზმული ასაკის პირებს, ლტოლვილებს და სხვა დაუცველ ჯგუფებს“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

მეუფე საბა

30 მარტი 2020, 19:58

COVID19

მეუფე საბა: ვირუსი არავის ინდობს, არც მღვდელმთავარს

ვირუსი არავის ნდობს, არც მღვდელმთავარს, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. „აქედან უნდა მივხვდეთ, რომ დღეს ყველაზე დიდი მოწოდება არის სახლში დარჩენა“, - აღნიშნა მეუფემ. მისივე თქმით, ეპარქია პარასკევს გადაწყვეტს, თუ როგორ აღინიშნება აღდგომის ბრწყინვლე დღესასწული.

30 მარტი 2020, 19:43

COVID19

მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ორი ინგლისის კლასტერიდანაა

ახალი სამი პაციენტიდან ორს კორონავირუსი ჩვენთან დაუდასტურდა. ეს არის ინგლისის კლასტერიდან კიდევ ორი. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

მარინა ენდელაძე

30 მარტი 2020, 19:40

COVID19

მარინა ენდელაძე: მედპერსონალი წესების სრული დაცვით მუშაობის შემთხვევაში, დაინფიცირებისგან დაზღვეულია

საბედნიეროდ პირველივე დღიდან ვართ ძალიან კარგად ეკიპირებული. გვაქვს აბსოლუტურად ყველა, ჯერჯერობით ასეა და იმედია ბოლომდე ასე იქნება, თავდა​ცვის საშუალება - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მედპერსონალი წესების სრული დაცვით მუშაობის შემთხვევაში, დაინფიცირებისგან დაზღვეულები არიან. ყველა ექიმი ვართ სრულიად ეკიპირებულები. თუ ყველაფერს სწორად დავიცავთ, ჩვენ უფრო მეტად ვართ დაზღვეული ვიდრე გარეთ მოსიარულე ხალხი. ვიცავთ ყველაფერს მაგრამ რა თქმა უნდა იქნება შემთხვევა, არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა, რომ მედიკოსები არ დაინფიცირებულიყვნენ. იყო სიკვდილიც. მაგრამ ჩვენ დაცული ვართ, რამდენადაც ვართ მომარაგებულები თავდაცვის ყველა საშუალებით. რაიმე პრობლემა არ მხრივ ჩვენ არ გვქონია.

მარინა ენდელაძე

30 მარტი 2020, 19:32

COVID19

მარინა ენდელაძე: დავინდოთ ჩვენი თავიც, მოსახლეობაც და იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს

„ამჟამად ჩვენთან პაციენტების რაოდენობა მომატებულია, მაგრამ ბევრი გავწერეთ კიდეც და ველოდებით, რომ დღეს შესაძლოა, ერთიც გაეწეროს. გვყავს ძალზე საყურადღებო პაციენტებიც და ერთ მათგანზე პროგნოზს ჯერ ვერ გავაკეთებ. მართალია, ჩვენი ქვეყანა ყველაზე მოწინავეა და კარგი შედეგები გვაქვს თითქოს, რომ ბევრი ინფიცირებული პაციენტი არ გვყავს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს დიდი იმედი. იმისთვის, რომ დრამატულად არ განვითარდეს მოვლენები, დავიცვათ ყველა მითითება, რაც სახელმწიფოს მიერ არის გამოცხადებული. ასე რომ, დავინდოთ ჩვენი თავიც, ჩვენი მოსახლეობაც და იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

Singer Laren-ის მუზეუმი

30 მარტი 2020, 19:29

მსოფლიო

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგის ტილო მოიპარეს

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგის ტილო მოიპარეს. ამის შესახებ Singer Laren-ის მუზეუმის დირექტორმა განაცხადა. მუზეუმის დირექტორის ევერტ ვან ოსის განცხადებით, საუბარია ვან გოგის ტილოზე „გაზაფხულის ბაღზე“, რომელიც მუზეუმიდან დღეს მოიპარეს. თავად ლარენის მუზეუმს ტილო გრონინგერის მუზეუმმა დროებით გადასცა.

ბოჭორიშვილის კლინიკა

30 მარტი 2020, 19:28

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე ორი პაციენტის ტესტების პასუხებს ელოდებიან

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსზე ორი პაციენტის ტესტების პასუხებს ელოდებიან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტმა მედეა კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, ორი პაციენტის ბიოლოგიური სინჯების კვლევა მიმდინარეობს. კლინიკაში ასევე მოთავსებულია ერთი ახალი პაციენტი, რომლის ბიოლოგიური სინჯი ჯერ აღებული არ არის და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება. სულ კლინიკის ბოქსირებულ დეპარტამენტში ამ ეტაპზე 12 პაციენტია, რომელთაგანაც 5 კორონავირუსით ინფიცირებულია. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ახალი შემთხვევები კი დღეს არ გამოვლენილა.

დავით ბაქრაძე

30 მარტი 2020, 19:26

COVID19

დავით ბაქრაძე: ამ რთულ დღეებში ხელისუფლებას ჩვენგან მხარდაჭერა ექნება

„ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის მთავარი ღირებულება, ამიტომ სახელმწიფოც და ხელისუფლებაც ვალდებულია გადადგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე. რაც არ უნდა მკაცრად მოგვეჩვენოს ეს ნაბიჯები, ჩვენთვის, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიციისთვის, დღეს მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფომ გადადგას ყველა ნაბიჯი იმისთვის, რომ დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ამიტომ ჩვენ ამ ნაბიჯების აუცილებლობას ვხედავთ“, - აღნიშნა ბაქრაძემ.

30 მარტი 2020, 19:23

COVID19

როგორი სისტემით არეგულირებს „თბილისი მოლი“ რიგს. ვიდეო

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში საგანგებო რეჟიმი მოქმედებს. განსაკუთრებული ღონისძიებების ფარგლებში შეზღუდვებია დაწესებული სავაჭრო დაწესებულებებში, რომლებიც ვალდებულნი არიან დაიცვან შენობაში მყოფ ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა და მათ შორის სოციალური დისტანცია. როგორი სისტემით არეგულირებს „თბილისი მოლი“ რიგს, ნახეთ ვიდეო.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 19:15

COVID19

რა წესები იმოქმედებს ადვოკატებისთვის საპატიმროების მართვის ახალ ეტაპზე გადასვლისას

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, რა წესები იმოქმედებს ადვოკატებისთვის საქართველოს საპატიმროების მართვის ახალ ეტაპზე გადასვლისას. როგორც თეა წულუკიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, პირობები ისევ მკაცრი დარჩება, როგორც აქამდე იყო. კერძოდ, ადვოკატი საპატიმროში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ ბრალდებულის საქმის პროცედურული საკითებია მოსაგვარებელი.სხვა შემთხვევაში იმოქმედებს მინის ბარიერი, როდესაც ადვოკატიც და პატიმარიც სპეციალურად აღიჭურვება.

გემი USNS Comfort

30 მარტი 2020, 19:14

COVID19

ნიუ-იორკში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო 1000 პაციენტს ე.წ. მცურავ ჰოსპიტალში გადაიყვანენ

ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკიდან ნიუ-იორკში ე.წ. მცურავი ჰოსპიტალი ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს. გემი USNS Comfort-ი 1000 პაციენტზეა გათვლილი და მასში ქალაქის სხვა კლინიკებიდან სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებს გადაიყვანენ, გათავისუფლებულ ადგილებზე კი კორონავირუსით ინფიცირებულებს მოათავსებენ.

30 მარტი 2020, 19:13

რეგიონი

ბათუმში ხვალ დილიდან ბლოკპოსტები განთავსდება

ბლოკ-პოსტებს, რომლებიც ბათუმის შესასვლელებთან განთავსდება, მოქალაქეები გაივლიან თერმოსკრინინგს.ბლოკპოსტებში ვითარებას და საგანგებო მდგომარეობას შს სამინისტროსა და თავდაცვის ძალების დანაყოფები გააკონტროლებენ. საველე ოპერაციების შტაბს კი თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს. შტაბი 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

დონალდ ტრამპი

30 მარტი 2020, 19:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მძინარე ჯო პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა

მძინარე ჯო პრეზიდენტი რომ ყოფილიყო, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „კორონავირუსთან ბრძოლაში ფედერალურმა მთავრობამ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ვინმე გააკეთებდა. მძინარე ჯო პრეზიდენტო რომ ყოფილიყო ახლა, გაგებაშიც კი არ იქნებოდა რა ხდება ახლა. კორონავირუსთან ბრძოლაში უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. ზოგადად, პრეზიდენტად უნდა გვყავდეს ადამიანი, ვისაც უნარები გააჩნია. ჯო ბაიდენი ასეთი ადამიანი არ არის, ჩემი აზრით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

თეა წულუკიანი

30 მარტი 2020, 19:04

COVID19

საგანგებო რეჟიმის განმეორებით დამრღვევს დააპატიმრებენ და ცალკე საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებენ

სანქციების მხრივ რამე ცვლილება შემოთავაზებული არ ყოფილა. რა სანქციებიც იქნა პირველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს შემოღებული, ეს სანქციები დღესაც ძალაშია, იცით ჯარიმების ოდენობებიც, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თეა წულუკიანის განმარტებით, ძალაში რჩება ის ჯარიმები, რაც საგანგებო რეჟიმის პირობებში დაწესდა.

მაია ცქიტიშვილი

30 მარტი 2020, 18:55

COVID19

მაია ცქიტიშვილი: 21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება

21:00 საათის შემდეგ რეგიონიდან რეგიონში მიმოსვლაც იკრძალება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დასაშვებია დილის 06:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებისმიერ სახის პირადი მანქანით ან ტაქსით გადაადგილება იმ პირობით, რომ მანქანაში არ უნდა იყოს 3 მგზავრზე მეტი და მათ შორის სატვირთო მოძრაობაც ასევე იქნება ნებადართული”, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

აჭარის მთავრობა

30 მარტი 2020, 18:54

COVID19

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

აჭარაში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. ეს ბათუმში მერვე შემთხვევაა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა იმ პირებიდან ერთ-ერთთან, რომლებსაც კორონავირუსი მანამდე დაუდასტურდათ და ახლა ბათუმში გადიან მკურნალობას.