imedi /  16 თებერვალი 2020, 23:10 / სანდო წყარო

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. გადაცემის წამყვანის, ნანა ლეჟავას კითხვას იმის შესახებ თუ როგორ უყურებს მმართველი გუნდი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლებას და მის სავარაუდო პოლიტიკურ აქტივობას, კალაძემ ასეთი პასუხი გასცა:

„არ ვიცი თვითონ რა აქვს გადაწყვეტილი ვანო მერაბიშვილს. თუ სად და როგორ გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა, ეს მისი გადასაწყვეტია და მისგან უნდა მოვისმინოთ. თუმცა, ამ ადამიანმა მოიხადა თავისი სასჯელი იმ კონკრეტულ საქმეებზე, რაშიც ბრალი ჰქონდა წარდგენილი და გამოდის უკვე. გააგრძელებს როგორც რიგითი მოქალაქე ცხოვრებას, თუ სად და რა მიმართულებით, ეს მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა  კახა კალაძემ.

ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

ყველა სიახლე

02 აპრილი 2020, 11:04

ვიდეო

იტალიის დახმარება საქართველოს #ისტორიაარქივიდან

თამაზ ნავერიანი

02 აპრილი 2020, 10:56

COVID19

თამაზ ნავერიანი: მარნეულში თერმოსკრინინგი 5 ათასმა ადამიანმა გაიარა და მათ არანაირი გართულება არ აღენიშნებათ

„თერმოსკრინინგი 5 ათასმა ადამიანმა გაიარა, აქედან ყველა გართულების გარეშეა. გრძელდება ბიზნესსექტორის დახმარება დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით, მოაქვთ შემოწირულობები და გაჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება. მარნეულში უკვე დღევანდელი სიტუაცია არის დამაკმაყოფილებელი. ხალხი ქუჩაში პრაქტიკულად აღარ დადის“, - განაცხადა ნავერიანმა.

02 აპრილი 2020, 10:46

ვიდეო

გიორგი კალანდიას ნიღბების კოლექცია

ირაკლი ნადარეიშვილი

02 აპრილი 2020, 10:45

COVID19

ირაკლი ნადარეიშვილი: პირბადეებით პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა უზრუნველვყოთ ისინი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან ბრძოლაში

პირბადეებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვცდილობთ, პირველ რიგში, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, ისინი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ვირუსთან ბრძოლაში, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. „დღეს გვქონდა საშუალება, საქართველოში დამზადებული პირბადეები საქართველოში მოღვაწე დიპლომატიური კორპუსისთვის გაგვეგზავნა, რომლებიც აქტიურად აგრძელებენ თავის საქმიანობას საქართველოში. პირბადეების გარკვეული რაოდენობა ასევე გაიგზავნა საქართველოს საელჩოებში, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, სადაც აღნიშნული პროდუქციის მნიშვნელოვანი დეფიციტია. ამით, ჩვენ უზრუნველვყავით, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოგვემარაგებინა საქართველოში წარმოებული პირბადეებით,“ - აღნიშნა ნადარეიშვილმა.

ბავშვის დაბადება

02 აპრილი 2020, 10:44

COVID19

კომენდანტის საათის პირობებში აჭარაში პირველი ბიჭი დაიბადა

აჭარაში კომენდანტის საათის პირობებში პირველი ბიჭი იოვანე ჩხარტიშვილი დაიბადა. 31 მარტს, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით კომენდანტის საათი ახალი ამოქმედებული იყო, პატრულმა ოზურგეთიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი გააჩერა. გაირკვა, რომ მძღოლს ზურაბ ჩხარტიშვილს ფეხმძიმე მეუღლე ბათუმის სამედიცინო ცენტრში სამშობიაროდ მიჰყავდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა უზრუნველყო, რომ ავტომობილი დაუბრკოლებლად და დროულად მისულიყო სამშობიარომდე. ორსულმა კლინიკაში მიყვანიდან მალევე იმშობიარა.

მარინა ეზუგბაია

02 აპრილი 2020, 10:36

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს

„გვყავს 5 მძიმე ავადმყოფი, აქედან 2 კრიტიკულია, ჯერ კიდევ არასტაბილურია მათი მდგომარეობა. დანარჩენი სამი, რომელიც იყო მძიმეზე მეტი, კრიტიკულამდე, მათი მდგომარეობა დასტაბილურდა, დღესაც ასე თუ გაგრძელდა შეიძლება ვთქვათ რომ მათი მდგომარეობა გადაილახა. პროგნოზი და გამოჯანმრთელდება შორს არ იქნება. გვყავს სამი ახალი გამოჯანმრთელებული, რომელიც დღის განმავლობაში დატოვებენ კლინიკას. რადგან კომენდანტი საათია და დღის მეორე ნახევარში პაციენტების გაწერას ჩვენ ვერ ვახერხებთ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

02 აპრილი 2020, 10:35

ვიდეო

კომუნალური გადასახადების დაფინანსება

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 10:33

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5437 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260.

ბოჭორიშვილის კლინიკა

02 აპრილი 2020, 10:29

COVID19

ბოჭორიშვილის კლინიკის 4 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

„კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე მკურნალობს 14 პაციენტი. 14 პაციენტიდან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს COVID 19. გუშინ კვლევაში ჩაერთო 4 პაციენტი, ოთხივეზე მოვიდა უარყოფითი შედეგი. დღეს კვლევას დაემატება 3 პაციენტი, დაველოდებით მათ შედეგებს. არსებული პაციენტებიდან დადასტურებული დიაგნოზით რომლებიც მკურნალობენ, 3 პაციენტზე ხვალ უკვე გადამოწმდება მათი გამოჯანმრთელების პროცესის შედეგები ლაბორატორიულად. ახალი 2 პაციენტიდან ერთ-ერთს ყურადღება საყურადღებო მძიმეა, მეორე პაციენტთანაც საყურადღებოა მდგომარეობა“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.

02 აპრილი 2020, 10:24

ვიდეო

ემოციური წერილები კარანტინიდან

ზვავსაშიშროება

02 აპრილი 2020, 10:22

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა

„ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

02 აპრილი 2020, 10:20

ვიდეო

როგორ მოვუაროთ სახის კანს სახლის პირობებში - ეკო ფანგანის რჩევები

პირბადეები გადაცემა

02 აპრილი 2020, 10:14

COVID19

საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და საერთაშორისო მისიებს ადგილობრივი წარმოების პირბადეები გადაეცა

ნიღბების წარმოების ორგანიზება ეკონომიკის სამინისტრომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საკითხებზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით რეკორდულად მოკლე დროში დაიწყო. ამ ეტაპზე, პირბადეები უკვე დაურიგდათ ცალკეულ მოწყვლად სოციალურ ჯგუფებსა და იმ მოხელეებს, რომელთაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ მაღალი რისკის მქონე პირებთან.

02 აპრილი 2020, 10:06

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 130 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 23 უკვე გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.

აშშ კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 09:57

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 5 ათასს აღემატება

გარდაცვლილთა შორის 6 კვირის ჩვილია. ჯამში კი ამერიკაში ვირუსს უკვე 5 138 ადამიანი ემსხვერპლა. მსოფლიოს მასშტაბით ქვეყანაში ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 213 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა.

ალექსანდრე გოგინავა

02 აპრილი 2020, 09:43

COVID19

ალექსანდრე გოგინავა: „პლაქვენილის“ არამიზანშეწონილმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი და დააზიანოს ორგანოები

„მინდა საზოგადობას ვუთხრა, რომ „პლაქვენილი“ არ არის პრევენციული საშუალება კორონავირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად. ადამიანებმა, ვინც არიან ჯანმრთელები ან აღენიშნებათ სიმპტომები, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია, არც ერთი შემთხვევაში არ უნდა მიიღონ „პლაქვენილი“ 2 მთავარი მიზეზის გამო: ერთი ის, რომ ეს უეფექტოა და მეორე ის, რომ „პლაქვენილის“ არამიზანშეწონილმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი და დააზიანოს სხვადასხვა ორგანო“, - განმარტა გოგინავამ.

ალექსანდრე გოგინავა

02 აპრილი 2020, 09:30

COVID19

ალექსანდრე გოგინავამ განმარტა რამდენად ეფექტურია კუსტარულად დამზადებული ნიღბები

„კუსტარულად, არასამედიცინო ტიპის ნიღბების ეფექტურობა არის ძალიან დაბალი. ზუსტ პროცენტს ვერ გეტყვით, მაგრამ საკმაოდ დაბალია მათი დამცველობის ფუნქცია. თუ არ არის ჩვეულებრივი სამედიცინო ქირურგიული ნიღაბი, იმ შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია ამის გამოყენება, მაგრამ ეს რისკსაც შეიცავს, იმიტომ რომ არასწორად შეკერილმა და დამზადებულმა ნიღაბმა შეიძლება გაზარდოს დაინფიცირების რისკი“, - განაცხადა გოგინავამ.

ტესტირება ლაბორატორია

02 აპრილი 2020, 09:16

COVID19

ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ავსტრალიის მეცნიერების ეროვნული სააგენტო დაადგენს, მოქმედებს და არა ვაქცინები და რამდენად უსაფრთხო იქნება მათი გამოყენება ადამიანებისთვის. სპეციალისტების თქმით, ცხოველებზე ტესტირების პირველი შედეგები სავარაუდოდ ივნისში იქნება.

ჯოან როულინგი

02 აპრილი 2020, 09:00

COVID19

ჯოან როულინგმა იზოლაციაში მყოფი ბავშვებისთვის ჰარი პოტერის სამყაროს შესახებ ახალი ვებგვერდი გახსნა

„მშობლებს და მასწავლებლებს, რომლებიც ფიქრობენ როგორ გაართონ სახლში ჩაკეტილი ბავშვები ცოტაოდენი ჯადოქრობა გამოადგებათ, ამიტომ მიხარია მათი დახმარება“, - დაწერა როულინგმა Twitter-ზე.

„თალიბანის“ დელეგაცია

02 აპრილი 2020, 08:46

მსოფლიო

ავღანეთის მთავრობამ და „თალიბანმა“ პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პირველ დღეს პროგრესს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მიაღწიეს. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი 1 000.