imedi /  17 თებერვალი 2020, 00:38 / სანდო წყარო

კახა კალაძე რუსეთის დელეგაციის ვიზიტზე: გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ

კახა კალაძე

კახა კალაძე

საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების რეჟიმში, გადაწყვეტილებებს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას აცხადებს რუსული მხარე, რადგან საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და  ეს სერიოზული გამოწვევაა.

„არაერთი ასეთი მასშტაბური ღონისძიება ჩაგვიტარებია, უსაფრთხოების წესების დაცვით და მაღალ დონეზე ორგანიზებული. ახლაც, კონსულტაციების ფარგლებში, ყველა გადაწყვეტილებას ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.    

რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში თბილისში უნდა გაიმართოს

რუსეთის დელეგაციის ვიზიტს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ორგანიზაციის წესდების შესაბამისად მოქმედებს.

ყველა სიახლე

ტესტირება ლაბორატორია

02 აპრილი 2020, 09:16

COVID19

ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო 2 ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ავსტრალიის მეცნიერების ეროვნული სააგენტო დაადგენს, მოქმედებს და არა ვაქცინები და რამდენად უსაფრთხო იქნება მათი გამოყენება ადამიანებისთვის. სპეციალისტების თქმით, ცხოველებზე ტესტირების პირველი შედეგები სავარაუდოდ ივნისში იქნება.

ჯოან როულინგი

02 აპრილი 2020, 09:00

COVID19

ჯოან როულინგმა იზოლაციაში მყოფი ბავშვებისთვის ჰარი პოტერის სამყაროს შესახებ ახალი ვებგვერდი გახსნა

„მშობლებს და მასწავლებლებს, რომლებიც ფიქრობენ როგორ გაართონ სახლში ჩაკეტილი ბავშვები ცოტაოდენი ჯადოქრობა გამოადგებათ, ამიტომ მიხარია მათი დახმარება“, - დაწერა როულინგმა Twitter-ზე.

„თალიბანის“ დელეგაცია

02 აპრილი 2020, 08:46

მსოფლიო

ავღანეთის მთავრობამ და „თალიბანმა“ პატიმრების გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს

ავღანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პირველ დღეს პროგრესს მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე მიაღწიეს. აშშ-სა და „თალიბანს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ავღანეთის მთავრობამ 5 000 მებრძოლი უნდა გაათავისუფლოს, „თალიბანმა“ კი 1 000.

ევგენია კოტანიდისი

02 აპრილი 2020, 08:31

COVID19

ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარემ საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაზე ისაუბრა

დაუჯერებელია, თუმცა პატარა ქვეყანამ, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, შეძლო რომ სახელმწიფოში კორონავირუსით გარდაცვლილი არც ერთი ადამიანი არაა,, - ამის შესახებ საქართველოში ბერძნულ სათვისტომოთა კავშირის თავმჯდომარემ, ევგენია კოტანიდისმა ბერძნულ ტელეარხ „Open TV-სთან“ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა. ბერძენი ტელეწამყვანის შეფასებით, თუ საქართველო შეძლებს იმას, რომ არ დაფიქსირდეს ქვეყანაში არც ერთი ინფიცირებულის გარდაცვალება, ის მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო ადგილს დაიკავებს.

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 08:15

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონს უახლოვდება

მსოფლიოს მასშტაბით კორნანვირუსის 937 147 შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთია ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემები. აქედან 47 235 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა, გამოჯანმრთელდა 193 770 ადამიანი. ჯანმოს ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეიუსის თქმით, ინფიცირებულთა რიცხვი ერთ მილიონს რამდენიმე დღის განმავლობაში გადააჭარბებს.

კორონავირუსი

02 აპრილი 2020, 08:01

COVID19

ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 3 პაციენტის ტესტირების შედეგი დღეს გახდება ცნობილი

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სულ 7 პაციენტი იმყოფება, აქედან 2-ს დადასტურებული აქვს კორონავირუსი. 7 პაციენტიდან 6 ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი. მათგან ორს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან გადმოყვანილ 50 წლამდე ქალს დადასტურებული აქვთ კორონავირუსი. ინფიცირებულთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

02 აპრილი 2020, 04:38

COVID19

დონალდ ტრამპი: არ ვარ ჩინელი ბუღალტერი - საიდან უნდა ვიცოდე შეამცირა თუ არა ჩინეთმა კორონავირუსის სტატისტიკა?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ იცის შეამცირა თუ არა ჩინეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით ინფიცირებულებისა და დაღუპულთა სტატისტიკა. „რაც შეეხება იმას არის თუ არა მათ მიერ წარმოდგენილი ციფრები ზუსტი, მე არ ვარ ჩინელი ბუღალტერი. საიდან უნდა ვიცოდეთ შეამცირეს თუ არა ეს ციფრები. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია ის მუშაობა, რომელიც მათ გასწიეს კორონავირუსთან ბრძოლაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

იაკოვ ლიცმანი

02 აპრილი 2020, 04:13

COVID19

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს და მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრს იაკოვ ლიცმანს და მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდათ. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Times of Israel იუწყება. როგორც მინისტრის აპარატში აცხადებენ, მინიოსტრი და მისი მეუღლე თავს კარგად გრძნობენ. 71 წლის იაკოვ ლიცმანი ისრაელის მთავრობაში ყველაზე ასაკოვანი მინისტრია. ამჟამად ისინი იზოლაციაში იმყოფებიან და მათ ექიმები აკვირდებიან. მინისტრი თავის მოვალეობებს დისტანციურ რეჟიმში შეასრულებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

02 აპრილი 2020, 03:58

COVID19

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ-მა რუსეთისგან საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა

აშშ-მა რუსეთისგან საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

თეთრი სახლი

02 აპრილი 2020, 03:35

COVID19

თეთრი სახლი: საზარელი შეცდომა იქნება, თუ რომელიმე მოწინააღმდეგე შეეცდება ზიანი მოგვაყენოს ამ კრიზისის ჟამს

აშშ-ის ხელისუფლება მოწინააღმდეგეებს აფრთხილებს, არც კი შეეცადონ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამოყენება, რათა ამერიკის ინტერესებს ზიანი მიაყენონ. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ რობერტ ობრაიენმა განაცხადა.

რონ დესანტისი

02 აპრილი 2020, 02:37

COVID19

ფლორიდის შტატში დაწესებული იზოლაციის რეჟიმი ეკლესიებზე, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებზე არ გავრცელდება

ფლორიდის შტატის გუბერნატორის რონ დესანტისის განცხადებით, შტატის ტერიტორიაზე შემოღებული იზოლაციის რეჟიმი არ გავრცელდება ეკლესიებზე, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებზე. გუბერნატორის განმარტებით, ეკლესიებში, სინაგოგებსა და სალოცავ სახლებში ჩატარებული რელიგიური მსახურება აუცილებელ საქმიანობას წარმოადგენს და შესაბამისად, იზოლაციის რეჟიმი მათზე არ გავრცელდება.

02 აპრილი 2020, 02:18

COVID19

აშშ-ში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში კონექტიკუტის შტატში ახალშობილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ შტატის გუბერნატორმა ნედ ლემონტმა განაცხადა.

ფრჩხილები

02 აპრილი 2020, 01:14

COVID19

გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის

გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის. ამის შესახებ Galmour-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის. ექსპერტების თქმით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი ვარიანტია მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ფრჩხილების შიდა ნაწილს.

02 აპრილი 2020, 01:11

COVID19

მოხუცი წყვილის იმედიანმა სიმღერამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. ვიდეო

კორონავირუსის ფონზე მოხუცი წყვილის იმედიანმა სიმღერამ მთელი ინტერნეტი მოიცვა. წყვლმა ვიდეო საკუთარი სახლის მყუდრო სავარძლიდან გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. სიმღერა ვერა ლინს ეკუთვნის და „ჩვენ ისევ შევხვდებით“ ჰქვია. ვიდეოს independent ავრცელებს.

02 აპრილი 2020, 01:10

COVID19

რუსული თვითმფრინავი აშშ-სთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა

რუსული თვითმფრინავი აშშ-სთვის განკუთვნილი სამედიცინო დახმარებით ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროში რუსეთის მისიის „ტვიტერის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს. გაეროში რუსეთის მისიის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის დიმიტრი პოლიანსკის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში სამედიცინო აღჭურვილობა გამოუგზავნა.

02 აპრილი 2020, 01:08

COVID19

კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ სასულიერო პირს დაუდასტურდა

ვიცი, რომ ელოდებოდით პასუხს და გეტყვით, რომ არ აღმომაჩნდა კორონავირუსი, მაგრამ ერთი სამწუხარო ინფორმაცია უნდა გითხრათ, მეორე სასულიერო პირია ჩვენს ეპარქიაში დაინფიცირებული, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ცოტა ხნის Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მეუფე საბამ მრევლს მოუწოდა, რომ ილოცონ კორონავირუსით დაინფიცირებულ სასულიერო პირებზე და სთხოვა, რომ სახლში ილოცონ, ხოლო თვითონ ტაძარში ილოცებს მათთვის

02 აპრილი 2020, 01:08

COVID19

ინდოეთში 20,000 მატარებელში საკარანტინო სივრცეებს მოაწყობენ

ინდოეთში 20,000 მატარებელი კორონავირუსის გამო საკარანტინო სივრცედ გადაკეთდება და დაახლოებით 320,000 პაციენტს დაიტევს. ეს გადაწყვეტილება ინდოეთის პარლამენტმა მიღო. BBC-ის ინფორმაციით, თითო ვაგონში 16-მდე საწოლით იქნება. სამუშაოები უკვე დაწყებულია. სპეციალისტები ვარაუდოებენ, რომ ინდოეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსისგან გამოწვეულ კრიზისს ვერ გაუმკლავდება. ქვეყანას 10,000 პაციენტზე მხოლოდ 8 ექიმი ჰყავს, როცა ეს ციფრი იტალიაში 41, ხოლო სამხრეთ კორეაში 71-ია.

02 აპრილი 2020, 01:05

COVID19

ავსტრალიაში კორონავირუსისგან დასაცავად უსახლკაროებს 5-ვარსკვლავიან სასტუმროში მოათავსებენ

ავსტრალიაში უსახლკაროებს, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში თვითიზოლაცია არ შეუძლიათ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გადაიყვანენ. ამის შესახებ გამოცემა independent-ი წერს. ქალაქ პერთის 20 უსახლკაროს, რომელიც განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფება, ერთი თვის განმავლობაში სასტუმრო Pan Pacific-ში მოათავსებენ. ამ დროისთვის ავსტრალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 4,862 შემთხვევა დაფიქსირდა, 21 ადამიანი კი დაიღუპა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ძაღლი საჭესთან

02 აპრილი 2020, 01:05

ტაბლოიდი

აშშ-ში დააკავეს კაცი, რომელიც თავის ძაღლს მანქანის ტარებას ასწავლიდა

უცნაურად მოძრავი ავტომობილის შესახებ სამართალდამცველებს შეშინებულმა მოქალაქეებმა შეატყობინეს. დაკავებული მანქანამ ორი ავტომობილი გაიტანა და მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. როცა პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, აღმოაჩინეს, რომ საჭესთან ავტომობილის მფლობელის ძაღლი იჯდა.

02 აპრილი 2020, 00:58

COVID19

თვითიზოლაციაში მყოფი მეზობლები ყოველდღე ქუჩაში დისტანციის დაცვით ცეკვავენ. ვიდეო

თვითიზოლაციაში მყოფი მეზობლები ყოველდღე ქუჩაში დისტანციის დაცვით ერთად ცეკვავენ. ვიდეოს independent-ი twitter გვერდზე ავრცელებს.