imedi /  17 თებერვალი 2020, 12:35 / დაუდასტურებელი

გიორგი ვაშაძემ აქტივისტებს ხვალინდელ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე

უნდა მივიდეთ აქციაზე, მშვიდობიანი პროტესტი არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტში გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვის საკითხს გამოეხმაურა.

ვაშაძემ აქტივისტებს პარლამენტთან დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ხვალ გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო ღონისძიება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც 10:00 საათზე დაიწყება. ეს არის გარკვეულწილად გამაფრთხილებელი აქციები. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ ვერც ერთ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს „ქართული ოცნება“ მშვიდად და აუღელვებლად ვერ ჩაატარებს. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ შოთაძე ჩვეულებრივი მსახურია „ოცნების“ იმ რეჟიმის, რომელიც ჩამოყალიბდა ქვეყანაში და მას უკან აბრუნებენ ერთადერთი რამის გამო - ირაკლი შოთაძე ეს არის უბრალოდ სახელი და გვარი. მისი ერთადერთი ღირსება და დამსახურება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ერთგულება და ყველა დავალების შესრულებაა. ეს არის ერთადერთი პრინციპი, რითაც ის შეირჩა. რაღა თქმა უნდა, ყველამ ვიცი, რომ არც კონკურსი ყოფილა და არც არაფერი. თუ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, თუ ვფიქრობთ, რომ არ მიდის სწორად ეს პროცესი, უნდა მივიდეთ აქციაზე, მშვიდობიანი პროტესტი არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.  

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გენერალური პროკურორობის კანდიდატს, ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ, შემდეგ კი მის კანდიდატურას კენჭს სესიაზე უყრიან. კომიტეტის სხდომა 14:00 საათზე დაიწყება. 

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აირჩია.

ყველა სიახლე

გიორგი ხელაშვილი

24 სექტემბერი 2020, 00:03

COVID19

გიორგი ხელაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგი შედეგი უნდა აჩვენოს ამ არჩევნებზე

წინასაარჩევნო გარემო საკმაოდ დაძაბულია, როგორც არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, ის აკადემიური, გაწონასწორებული და თავაზიანი გარემო, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში ახლდა არჩევნებს, თითქოს, ისტორიას ჩაბარდა.

გიორგი ხელაშვილი

24 სექტემბერი 2020, 00:02

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: შეგვიძლია დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში იმისთვის, რომ მოიპოვოს უმრავლესობა - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა.„იმ ვითარებაში, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, წინასწარი გამოკითხვების საფუძველზე, არა მხოლოდ „გორბის“, არამედ სხვა გამოკითხვებითაც, ტოვებ უზარმაზარ ნაწილს მოსახლეობის, როგორც გადაუწყვეტელს და ნაწილ, რომელსაც არ სურს თავისი აზრის გამოთქმა. შეგვიძლია საკმაოდ დამაჯერებლად ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნებას“ თითქმის გარანტირებული აქვს წარმატება პირველივე ტურში

24 სექტემბერი 2020, 00:00

მსოფლიო

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს

აშშ ალექსანდრე ლუკაშენკოს კანონიერად არჩეულ პრეზიდენტად არ მიიჩნევს. ამის შსახებ რუსულ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:59

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი ნატოში გაწევრიანებაზე: როგორც კი საერთაშორისო გარემო მოგცემს ამის საშუალებას, ჩვენს მიმართ არც ერთი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს

თუ დავაკვირდებით ჩვენი პარტნიორების გზას, რომელიც მათ გაიარეს ნატოს წევრობისაკენ, ერთ კანონზომიერებას დავინახავთ: მათი გაწევრიანება იყო არა იმდენად მათი ძალისხმევის შედეგი, რამდენადაც ხესაყრელი პოლიტიკური გარემოსი. ამიტომაც მწყდება გული, რომ 2004-2012 წლები პრაქტიკულად ხელიდან გავუშვით, - ამის გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:44

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ნებისმიერ პოლარიზაციას იმისთვის, რომ დათესოს შუღლი

რუსეთის ჩარევა არჩევნებში პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე საარჩევნო კამპანია საზღვარგარეთ, ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ ქვეყნებში,, სადაც რუსეთმა როგორც ჩანს, თავისი როლი შეასრულა - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 23:39

მსოფლიო

„რესპუბლიკელი“ სენატორები აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენის შვილი იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა

„რესპუბლიკელი“ სენატორების განცხადებით, ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერ ბაიდენი მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის მეუღლესთან საეჭვო გარიგებებს ახორციელებდა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:38

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლითა და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

საქართველოს დემოკრატიის იმ დონეზეა და ბოლო წლებში და ჩვენ მივაღწიეთ ამ საფეხურს, ჩემი აზრით, სრულიად საკმარისი იქნებოდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მონაწილეობა, ვინაიდან ჩვენ უკვე რამდენჯერმე ჩავატარეთ არჩევნები, რომელიც მიჩნეული იყო საკმაოდ მაღალი სტანდარტის, დემოკრატიულ არჩევნებად, - ამის შესახებ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა და მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლით და მათი აქტიურობით დაინტერესებულია მმართველი პარტია

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:36

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება

ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება, - ამის შესახებ „ღია ეთერში“ პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორმა, მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა, გიორგი ხელაშვილმა „არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ საქართველო უკვე ფონს არის გასული. ეს არის ყოველდღიური ბრძოლა, ყოველდღიური დაპირისპირება მოწინააღმდეგესთან იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ სახელმწიფო, რომელიც ჩვენი ცხოვრების განმავლობაშ შეიქმნა. შესაბამისად, ახლა იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არის დემოკრატიის კონსოლიდაცია და სახელმწიფოს გაძლიერება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ამოსავალი წერტილი შემდეგი ოთხი წლის, როგორც პარლამენტის, ასევე თითოეული ჩვენგანის“, - განაცხადა მმართველი პარტიის საარჩევნო სიის მეთვრამეტე ნომერმა.

გიორგი ხელაშვილი

23 სექტემბერი 2020, 23:26

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: გუნდის ახალი წევრების წარდგენით გზავნილი „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს გაუგზავნა

„თუ გავიხსენებთ 2012 წელს, გასაგები მიზეზების გამო, ეს გარკვეული კონგლომერატი, კოალიცია. 2016 წელს ეს უფრო დაიხვეწა, მაგრამ მაინც რჩებოდა საკმაოდ მრავალფეროვან ჯგუფად, ახლა კი ეს ერთიანი გუნდის კონტურებს იღებს და ერთიან გუნდს, როგორც წესი, უკეთესად შეუძლია როგორც ქვეყნის მართვა, ისევე კანონების შექმნა და საერთოდ, ქვეყნის წინ წაწევა“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

23 სექტემბერი 2020, 23:18

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 კოვიდინფიცირებული დაემატა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 3 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა. მათ შორის ორი არასრულწლოვანია. ერთი 2 წლის, ხოლო მეორე პაციენტი 10 წლის. ექიმების შეფასებით, 3 ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა მათ ამ დრომდე კლინიკური შემოწმება უტარდებათ. სამივე მათგანის კონტაქტები დადგენილია. ისინი ინფიცირებული პაციენტების კლასტერს განეკუთვნებიან.

23 სექტემბერი 2020, 23:04

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 13 072 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 072 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 43 ადამიანი გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2020, 23:02

რეგიონი

ზაზა ლომინაძე: ყველა დაპირების შესრულებაზე ავიღებთ პასუხისმგებლობას

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე და მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩეჩელაშვილისა და ნიკეას ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ ადგილობრივებმა კანდიდატებთან ადგილზე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

23 სექტემბერი 2020, 22:48

COVID19

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

„დღეს დავიწყეთ მუშაობა, ოღონდ ნაწილობრივ, მხოლოდ ის თანამშრომლები გამოვიდნენ სამსახურში, ვისი ტესტის პასუხიც უკვე ცნობილია და უარყოფითია. ხვალ საბოლოოდ გავიგებთ ყველა ტესტის პასუხს და საწარმო სრული დატვირთვით დაიწყებს მუშაობას , - აცხადებს გია ლომინაძე.

ბარაკ ობამა

23 სექტემბერი 2020, 22:47

მსოფლიო

ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სოციალურ ქსელში თავისი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და ამერიკელებს სთხოვა, მას დაუკავშირდნენ.

ჟულიეტ გრეკო

23 სექტემბერი 2020, 22:34

კულტურა

ჟულიეტ გრეკო 93 წლისა გარდაიცვალა

ფრანგული შანსონის ვარსკვლავი, ჟულიეტ გრეკო 93 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

გიგი უგულავა

23 სექტემბერი 2020, 22:27

პოლიტიკა

გიგი უგულავა უდუმაშვილს: ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო, ძვირფასო მეგობარო, სანდრა რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ?

ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელსო. ძვირფასო მეგობარო, სანდრა ელისაბედ რულოვსი ხომ ვერ მეტყვი, ზუგდიდის რომელი სოფლიდან, ან უბნიდანაა, ჯერ მაჟორიტარად და მერე საერთოდ, მერად რომ იყრიდა კენჭს? თუ ბელადის ოჯახის წევრებს წარმოშობის სერთიფიკატს არ ვუმოწმებთ? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა Facebook-ზე წერს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზაალ უდუმაშვილს პასუხობს, რომელმაც ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ „ზუგდიდი ირჩევს ზუგდიდელს“.

23 სექტემბერი 2020, 22:15

COVID19

თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს და შეაფასეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური პროცესი. აღინიშნა, რომ ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით კოვიდის მართვა საერთაშორისო პრაქტიკის და პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს.

23 სექტემბერი 2020, 22:02

COVID19

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, „კომუნისტური პარტიის“ წევრი ვახა აგაევი კორონავირუსით გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2020, 21:54

COVID19

ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსის 4 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 130 ადამიანი გარდაიცვალა.

23 სექტემბერი 2020, 21:51

პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. თბილისში საპარლამენტო მანდატებისთვის იბრძოლებენ:​​​​​​​ გლდანის საარჩევნო ოლქი – ნიკა მელია; სამგორის საარჩევნო ოლქი – ლევან ხაბეიშვილი; ხოლო ისნის საარჩევნო ოლქი – ხატია დეკანოიძე.