imedi /  14 მაისი 2017, 20:45 / სანდო წყარო

ფარცხალაძე: კონფლიქტის ინიციატორი ლაშა თორდია იყო

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაკავშირებით განცხადებას 1tv.ge ავრცელებს.

"მინდა, გამოვეხმაურო გენერალურ აუდიტორ ლაშა თოდრიასთან მომხდარ ინციდენტს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია. მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც როგორც აღმოჩნდა ქეიფობდა ეს უკანასკნელიც. ჩვენ სახლებისკენ რომ ვიშლებოდით, სწორედ მაშინ მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი, რომლის აგრესიული ქმედებების გამო გადაიზარდა ყველაფერი მცირე კონფლიქტში, რაც რამოდენიმე წამშივე განიმუხტა. 

როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუეები კი, რასაც იგი ყვება ტელევიზიების საშუალებით, გავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ იმდენად მთვრალი იყო პატივცემული აუდიტორი, რომ მას რაღაც დეტალები არც კი ახსოვდეს. 

მთავარი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ მე მზად ვარ სრულად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩემს ინტერესებში შედის, რომგაირკვეს სიმართლე და ის ბინძური პიარ კამპანია რაც აგორდა სავარაუდოდ ლაშა თორდიას მიერ ჩემს წინააღმდეგ, მისი მეგობრებისა და თანაპრტიელების დახმარებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი. 

რაც შეეხება იმ  განცხადებას, თითქოს იგი ამოწმებდა თუ ამოწმებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ გარემოებებს. საზოგადოებამ  მინდა იცოდეს, რომ მე საკმაოდ დიდი ხანია აღარ ვარ სახელმწიფო მოხელე, მას შემდეგ რაც ჩემივე განცხადებით გადავდექი მთავარი პროკურორობის თანადებობიდან და მე მზად ვარ, პასუხები გავცე როგორც საჯარო სექტორში საქმიანობისას ისე მას შემდეგ ჩემს მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაზე. 

ასევე ცალსახად ეჭვს ბადებს, როდესაც გენერალური აუდიტორი, რომლის სამსახურის ერთადერთი დანიშნულებაა სახლწიფო უწყებების შემოწმება, საჯაროდ ავრცელებს ინფორმაციას კერძო პირზე, ჩემზე თითქოს მე ჩადენილი მქონდეს რაიმე სახის უკანონობა, იმის ნაცვლად რომ  გამოაქვეყნოს შესაბამისი ინფორმაცია და შეაფასოს გარკვეული სახელმწიფო ორგანოების ქმედებები. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მის სუბიეწტურობას და დაინტერესებას ჩემი პერსონის დისკრედიტაციაში. ამდენად მისი არანაირი ინფორმაცია არ იმსახურებს ნდობას და რაც არ უნდა გამოაქვეყნოს მის მიერ ინიცირებული  ინციდენტის შემდგომ ჩემზე, ეს ყველაფერი იქნება ცალმხრივი და არაობიექტური, ასევე აცდენილი იქნება მისი უწყების კომპეტენციას. 

ამდენად, მე მოვითხოვ რომ ის მასალები რაზეც არ უნდა საუბრობდეს გენერალური აუდიტორი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ  სახლემწიფო უწყებასაც არ უნდა ეხებოდეს, რასაც ცალსახად არანაირი კავშირი არ აქვს მომხდარ ინციდენტთან, გამოძოებული იქნეს დაუყოვნებლივ კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების მიერ, ვიანიდან გენერალური აუდიტორის უსაფუძვლო საჯარო განცხადებებით, რონლებიც არ და ვერ იქნება გამყარებული ვერანაირი მტკიცებულებებით, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ჩემი უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია და მე ჩემი ადვოკატების საშუალებით მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას რათა აღვიდგინო ჩემი დარღვეული უფლებები და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოვახდევინო საჯაროდ ცილისწამებისთვის. და ბოლოს თბილისში კარგად არის ცნობილი ლაშა თოდრიას მიდრეკილება სასმელისადმი და ამ მიდრეკილებასთან ერთად ის ფაქტი რომ ხშირად სიმთვარალეში იქცევა შეუფერებლად მის მიერ დაკავებული მაღალი თანადებობისათვის და უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, შესაბამისად გამოძიება რომ  იყოს სრულყოფილი და დადგინდეს სიმთვრალეში მისი ქმედებების სპეციფიკა, ვშუამდგონლობ  და ვითხოვ გამოძიებისგან, რომ შეისწავლონ ყველა მსგავსი ფაქტი და ქმედება, რომელიც მის მიერ შესაძლოა ჩადენილი იყოს სიმთვრალეში. მე საკმაოდ დიდი ხანი ვმოღვაწეობდი სამართალდამცავ ორგანოებში და ვიცი, რომ ასეთ ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი“.  - ნათქვამია ფარცხალაძის განცხადებაში.

ყველა სიახლე

რუსლან სტეფანჩუკი

22 აგვისტო 2026, 12:37

მსოფლიო

უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე: საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება სრულიად შეუძლებელი, არამიზანშეწონილი და უპასუხისმგებლო ნაბიჯია

უკრაინის უმაღლესი რადა მუშაობს სპეციალურ კანონპროექტზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებს ითვალისწინებს, თუმცა ამ ეტაპზე რეალური კენჭისყრის ორგანიზება სრულიად შეუძლებელია. ამის შესახებ უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა

22 აგვისტო 2026, 12:00

კულტურა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევები განახლდა. სამუშაოების მიმდინარეობას სააგენტოს გენერალური დირექტორი თეა ონიანი, მონიტორინგის სამსახურის უფროს გიორგი ტიკურიშვილთან და ექსპედიციის ხელმძღვანელ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად გაეცნო.

22 აგვისტო 2026, 11:50

საზოგადოება

რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში ორი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებს ასრულებს. სამუშაოების დასრულების ეტაპს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანი რუსთავის მერთან, ნინო ლაცაბიძესთან ერთად გაეცნო.

22 აგვისტო 2026, 11:29

სამართალი

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს

22 აგვისტო 2026, 11:27

კულტურა

„ღამის სერენადების“ საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ გრძელდება. ბორჯომის შემდეგ მომდევნო საფესტივალო კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა.

დავით ქართველიშვილი

22 აგვისტო 2026, 11:23

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპელი ლიდერები საჯაროდ ითხოვენ საკუთარ ადგილს რუსეთთან დიალოგში, ხოლო მათი ყველაზე თავგამოდებული მიმდევრები თბილისში „პრორუსულობაში“ ადანაშაულებენ ყველას, ვინც უბრალოდ ახალ დასავლურ, ევროპულ პრესას კითხულობს

„საქართველოში ოპოზიციური პოლიტიკური მეინსტრიმი „თვით ევროპაზე მეტად ევროპელი“ აღმოჩნდა „რუსეთუმე“ სტუბსა თუ მაკრონთან შედარებით“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

თორნიკე ფაღავა

22 აგვისტო 2026, 11:15

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა ოპოზიციაზე: ვხედავთ, მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება

ეს ადამიანები ორიენტირებულები არიან მხოლოდ და მხოლოდ მერკანტილურ ინტერესებზე, ფულზე და ძალაუფლებაზე - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ფაღავამ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას. მისივე თქმით, საზოგადოება ხედაავს, რომ თურმე ოპოზიციას გარკვეულ თანხად შეუძლიათ ერთმანეთის ყიდვა და გადაბირება.

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 11:05

მსოფლიო

ჯორჯია მელონი დონალდ ტრამპთან დაძაბულ ურთიერთობაზე: მეგონა, ყველაფერი უფრო მარტივად იქნებოდა

გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თავის რთულ და დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

22 აგვისტო 2026, 10:58

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე

დონალდ ტრამპი

22 აგვისტო 2026, 10:51

მსოფლიო

ტრამპი: მე ჰორმუზის სრუტეს ახლა ამერიკულ ტერიტორიად განვიხილავ, ეს ამერიკის ტერიტორიაა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად მიიჩნევს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგზე ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სრულად აკონტროლებს მთელ რეგიონს.

22 აგვისტო 2026, 10:46

სამართალი

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი კიბერდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

22 აგვისტო 2026, 10:45

საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრი მზით დამწვრობისა და მისი პრევენციის გზების შესახებ რეკომენდაციებს ავრცელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მზისგან თავის დაცვისა და დამწვრობის პრევენციისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:45

მსოფლიო

აშშ-მა კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა

სავაჭრო მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, შაბათს, ძალაში შევიდა აშშ-ის მიერ კანადურ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფები. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

22 აგვისტო 2026, 10:43

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

22 აგვისტო 2026, 10:37

საზოგადოება

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

გივი მიქანაძემ თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

22 აგვისტო 2026, 10:33

რეგიონი

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

მამუკა მდინარაძემ გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულებთან და მოადგილეებთან სამუშაო შეხვედრები გამართა

22 აგვისტო 2026, 10:25

მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი: ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს

ერდოღანის უბადრუკი მცდელობა, დააშინოს ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ჭეშმარიტი დემოკრატიის, ისრაელის ლიდერები და ჯარისკაცები, შედეგს ვერ გამოიღებს, - განაცხადეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

22 აგვისტო 2026, 09:31

სპორტი

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

23 აგვისტოს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩში ისრაელს უმასპინძლებს

22 აგვისტო 2026, 09:00

სპორტი

დღეს, მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

დღეს მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობას კონსტანტინე პეტრიაშვილი დაიწყებს

21 აგვისტო 2026, 22:34

საზოგადოება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება - რა უნდა იცოდნენ დაინტერესებულმა ადამიანებმა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სად არის ნებადართული და ფრინველთა რა სახეობაზე ნადირობა, ამას გარდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მსურველებს აფრთხილებს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი.