imedi /  18 თებერვალი 2020, 12:03 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: ირაკლი შოთაძემ გახსნა სააკაშვილისა და გელაშვილის საქმეები და სწორედ ამას ვერ პატიობს „ნაცმოძრაობა“

მამუკა მდინარაძე

ირაკლი შოთაძე არის ადამიანი რომელმაც ერთი კითხვის დასმისთანავე დატოვა თანამდებობა. ბუნებრივია, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრამდე პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშია დაგეგმილი, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები დაესწრებიან.

„ირაკლი შოთაძესთან დაკავშირებით კენჭისყრა იქნება დღეს, მაგრამ მანამდე დაგეგმილია, პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, რომელთან დაკავშირებითაც იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. მიხეილ სააკაშვილის საქმე, რომელიც გასამართლდა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით და სტრასბურგის სასამართლომაც გასცა რეკომენდაციები; გელაშვილის საქმე - სწორედ ამ საქმეებს ვერ პატიობენ ირაკლი შოთაძეს ნაცმოძრაობის და მათი სატელიტი პარტიების წარმომადგენლები. ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომლის გენერალურ პროკურატურასაც აპროტესტებს ის ხალხი, არც კი ვკადრებ, რომ ირაკლი შოთაძე მათ პროკურორს შევადარო. მათ ჰყავდათ ისეთი პოლიტიკური ნების გამტარებელი მთავარი გენპროკურორი, რომელიც ორიენტირებული იყო უდანაშაულო ადამიანის დასჯასა და ქონების წართმევაზე და ა.შ. ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომელმაც ერთი კითხვის დასმისთანავე დატოვა თანამდებობა. ბუნებრივია ჩვენ მას მხარს დავუჭერთ“, -  განაცხადა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

აჰმედ ზაკაევი

08 აპრილი 2020, 22:50

COVID19

აჰმედ ზაკაევი კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბრიტანეთში მცხოვრები ჩეჩენი ემისარი აჰმედ ზაკაევი კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ პროექტი „კავკაზ რეალიი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის ზაკაევი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. აჰმედ ზაკაევმა პოლიტიკური თავშესაფარი გაერთიანებულ სამეფოში 2003 წელს მიიღო. რუსეთის ხელისუფლება მას ტერორისტულ საქმიანობაში სდებს ბრალს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2020, 22:47

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ბერნის მხარდამჭერები „რესპუბლიკურ პარტიას“ უნდა შემოუერთდნენ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სენატორ ბერნი სანდერსის მხარდამჭერებს მოუწოდებს, „რესპუბლიკურ პარტიას“ შეუერთდნენ. დონალდ ტრამპის თქმით, რომ არა სენატორი ელიზაბეტ უორენი, სენატორი ბერნი სანდერსი „სუპერ სამშაბათზე“ საკმარის ხმებს აიღებდა.

08 აპრილი 2020, 22:43

COVID19

აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტების მოძიება გრძელდება

აჭარაში ე.წ. ქობულეთის კლასტერის კონტაქტების მოძიება გრძელდება. 70 პირს უკვე აუღეს ანალიზი. პასუხებზეა დამოკიდებული გამკაცრდება თუ არა ქობულეთში ზომები. გამოსაკვლევთა შორის არიან ქობულეთის სამედიცინო ცენტრის მედიკოსებიც, სადაც ვირუსის დადგენამდე იმყოფებოდა ბათუმში დაინფიცირებული 60 წლამდე ქალის მამა. 80 წლის მამაკაცსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. სამედიცინო ცენტრი და სოფელ გვარას ამბულატორია მეორე დღეა დაკეტილია. ადგილზე ეპიდემიოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.

არჩილ თალაკვაძე

08 აპრილი 2020, 22:39

COVID19

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი ძალისხმევა ორი ძირითადი ამოცანისკენ არის მიმართული - საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლების მთავარ ამოცანებზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, საქართველო ეფექტურად უმკლავდება პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს - ჯანდაცვის სისტემა, ასევე, სხვა მოკავშირე სამსახურები მაქსიმუმს აკეთებენ მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 22:37

COVID19

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში: იმედი მაქვს, ზაფხული კარგი გვექნება, მაგრამ დადგება ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონიც იწყება

იმედი მაქვს, რომ ორ თვეში, მაქსიმუმ სამ თვეში ეს ყველაფერი დამთავრდება და ზაფხული გვექნება კარგი, მაგრამ მერე გველის ოქტომბერი, როდესაც გრიპის სეზონი იწყება - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველის თქმით, ვაქცინა ახლო მომავალში არ იქნება, არც წამალი იქნება ამ ექვს თვეში და ვირუსს ხელახლა შევხვდებით.

08 აპრილი 2020, 22:31

COVID19

სიღნაღის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებისთვის განკუთვნილი სასურსათო პროდუქტი 1105 ოჯახს გადაეცა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა კვებისთვის განკუთვნილი სასურსათო პროდუქტი ჯამში 1105 ოჯახს გადაეცა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 37 ათასი ლარი დაიხარჯა. 10 დასახელების პირველადი მოხმარების პროდუქტის გაცემის პროცესი საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობდა. "შევადგინეთ 34-ლარიანი სასურსათო კალათა, რომელიც ყველა აღსაზრდელის ოჯახს გადავეცით. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ადგილზე კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყველა საჭირო ნორმა ყოფილიყო დაცული. შედეგად, თავიდან ავიცილეთ მშობელთა თავშეყრა და მოხდა სოციალური დისტანციის დაცვა," - განაცხადა სიღნაღის მერმა, გიორგი გოგილაშვილმა.

08 აპრილი 2020, 22:24

COVID19

ვანში დაინფიცირებული ქალის ქმარსა და სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდათ

იმერეთსა და ქვემო სვანეთში COVID-19-ის სამი შემთხვევა გამოვლინდა. ქუთაისის ლაბორატორიაში 45 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. აქედან კორინავირუსზე სამი შემთხვევა დადასტურდა. მათ შორისაა ვანში მცხოვრები 75 წლის ქალის მეუღლე და სიძე. ინფექცია დაუასტურდა ასევე ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია მოთავსებული. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს და დაინფიცირების წყაროს იკვლევენ.

ენდრიუ კუომო

08 აპრილი 2020, 22:18

COVID19

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი: არ მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, კორონავირუსის ეპიდემია მოდევნო კვირების განმავლობაში შეიძლება სტაბილიზირდეს, თუ სოციალური დისტანცირების პოლიტიკა დაცული იქნება. „არა მგონია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით. არა მგონია, რომ გუშინდელ დღეს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, ახალ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდებით“, - განაცხადა ენდრიუ კუომომ.

კორონავირუსი საქართველო

08 აპრილი 2020, 22:18

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 211 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4559 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 353 მოქალაქე რჩება.

08 აპრილი 2020, 22:14

COVID19

თურქეთში კორონავირუსმა კიდევ 87 ადამიანი იმსხვერპლა

თურქეთში კორონავირუსით გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 87 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 812-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ის 4 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისათვის თურქეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 38 226 შემთხვევაა აღრიცხული. გამოჯანმრთელდა 1846 პაციენტი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 22:07

COVID19

გიორგი ფხაკაძე: ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა

ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. ეს არის კრიზისის სწორი გადაწყვეტა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მან მადლობა გადაუხადო პოლიციას და მთლიანად შს სამინისტროს, რომელმაც მისი თქმით, გმირული სამუშაო შეასრულა. გიორგი ფხაკაძემ სწრაფი ტესტების გამოყენების შესახებაც ისაუბრა და ის პრიორიტეტული ჯგუფები დაასახელა, ვისაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს სწრაფი ტესტირება.

დავით ზალკალიანი

08 აპრილი 2020, 22:07

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ​საქართველო მზადაა ნატოელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით

მინისტრის თქმით, საქართველო მიესალმება საზღვაო შენაერთს, რომლის შემადგენლობაშიც ბულგარული, კანადური, იტალიური, რუმინული და თურქული ხომალდები შედიან და მზადაა მჭიდროდ ითანამშრომლოს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

08 აპრილი 2020, 21:59

COVID19

ვანში ინფიცირებული 75 წლის ქალის კონტაქტების კვლევა თითქმის დასრულებულია

ვანში კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 75 წლის ქალის კონტაქტების კვლევა თითქმის დასრულებულია. მისი ახლო კონტაქტების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხი დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი. თვითიზოლაციაშია გადასული მასთან შემხებლობაში მყოფი 30 ადამიანი და მათ ექიმები აკვირდებიან. ამ დრომდე არცერთ მათგანთან სიმპტომები არ გამოვლენილა. ეპიდემიოლოგებმა პირველადი თერმოსკრინინგი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 25 პროცენტს უკვე ჩაუტარეს. ჯერჯერობით ტემპერატურა არავის უფიქსირდება. ვირუსის სიმპტომებით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული პაციენტის მეუღლეც.

ბორის ჯონსონი

08 აპრილი 2020, 21:51

COVID19

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. მისივე თქმით, პრემიერი საწოლზე წამოჯდომას ახერხებს და ექიმებს ესაუბრება, თუმცა ამ დრომდე ინტენსიური თერაპიის რეანიმაციის განყოფილებაში რჩება. ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინეს. 55 წლის ჯონსონი სენტ-ტომასის კლინიკაში 5 აპრილს გადაიყვანეს. 6 აპრილს ის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

08 აპრილი 2020, 21:35

COVID19

სომხეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში კოვიდ-19-ით დაღუპულთა რიცხვი იზრდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-მა ქვეყანაში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 9-ს მიაღწია. 28-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსის 881 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 11 პაციენტი.

გიორგი ფხაკაძე

08 აპრილი 2020, 21:21

COVID19

გიორგი ფხაკაძე: საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა

საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როდესაც საზღვრები ჩაკეტა და კარანტინი გამოაცხადა, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კარანტინი საზღვრების ჩაკეტვისთანავე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა განმარტავს, რომ ეს ლოგისტიკურად არ იქნებოდა მარტივი.

08 აპრილი 2020, 21:20

COVID19

ევროპარლამენტი შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობს

კორონავირუსის პანდემიიის გამო ევროპარლამენტის შენობის ნაწილს უსახლკაროებს დაუთმობენ- ამის შესახებ ვიდეომიმართვა ევროპის კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის პრეზიდენტმა დღეს გაავრცელა.ამასთან დავიდ სასოლის განცხადებით, ყოველდღე საკანონდებლო ორგანოს სამზარეულოში ათასამდე ულუფა საკვებს მოამზადებენ, რომლითაც გაჭირვებულ ადამიანებს და ჯანდაცვის სფეროს მუშაკებს გამოკვებავენ.

ენტონი ფაუჩი

08 აპრილი 2020, 21:19

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზზე ნაკლები იქნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი თავდაპირველ პროგნოზზე ნაკლები იქნება.

08 აპრილი 2020, 21:07

COVID19

ბოშათა დასახლებებში საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების 380 კალათა დარიგდება

პროექტი UNICEF -ის (გაეროს ბავშვთა ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამანათები ასევე დარიგდება თბილისის, ქუთაისის, ფოთის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ბოშათა დასახლებებში. ეს კალათები ოჯახებს კარდაკარ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს წითელი ჯვრის დახმარებით გადაეცემა.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

08 აპრილი 2020, 20:57

COVID19

ჯანმოს დირექტორი ტრამპს: კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს გებრეიესუსი დონალდ ტრამპსა და მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, ნუ მოახდენენ კორონავირუსის კრიზისის პოლიტიზებას. ჟურნალისტების კითხვას, დონალდ ტრამპის მხრიდან კრიტიკაზე ჯანმოს დირექტორმა უპასუხა: „თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან. კორონავირუსის თემის პოლიტიზება კარანტინში მოათავსეთ“.