imedi /  18 თებერვალი 2020, 15:25 / სანდო წყარო

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე

ჩვენი სურვილია პარლამენტი იყოს თითოეული ჩვენი მოქალაქის ინსტიტუტი და კანონები, რომელსაც ვიღებთ, აუმჯობესებდეს მოქალაქეთა ცხოვრებას“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა.


არჩილ თალაკვაძემ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ, წლის განმავლობაში გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობა შეაჯამა და იმ ძირითად საკანონმდებლო პაკეტებზე ისაუბრა, რომლებიც, მისი შეფასებით, ქვეყნის მოქალაქეთა ცხოვრებას გააუმჯობესებს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონზე გაამახვილა.  

„საქართველოს პარლამენტმა მთავრობასთან ერთად შეიმუშავა და მიიღო კანონი 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, რომლითაც ჩვენ მაქსიმალურად ვუპასუხეთ სოციალურ პასუხისმგებლობებს, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კრიტერიუმებს, კერძოდ: გავზარდეთ ასაკით პენსიონერთა პენსიები და 18 წლამდე სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა სოციალური ბენეფიტები. ეს ცვლილება შეეხო 880 ათას ჩვენს თანამოქალაქეს;  სასწრაფო დახმარების და სოფლის ექიმები პირველი ივლისიდან მიიღებენ გაზრდილ ხელფასებს (8.000 მეტი მოქალაქეს); ჯარისკაცები, მეხანძრე-მაშველები, პოლიციელები და მათთან გათანაბრებული პირები პირველი ივლისიდან მიიღებენ გაზრდილ ხელფასს (66.000 -მდე თანამოქალაქეს); დევნილთა საცხოვრისით უზრუნველსაყოფად გამოიყო 122 მილიონ ლარზე მეტი; საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან მიიღებენ 150 ლარით გაზრდილ ხელფასს (43.000 მოქალაქე); პირველი სექტემბრიდან საბავშვო ბაღების აღმზრდელები მიიღებენ გაზრდილ ხელფასს (32.000 მოქალაქე);საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურისთვის გამოიყო 280 მილიონ ლარზე მეტი; სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოიყო 3.7 მილიარდ  ლარზე მეტი - ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ეს არის რეალურად, ახალი ძალა ეკონომიკაში. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის 2020 წლის ბიუჯეტში 240 მილიონი ლარია გამოყოფილი; ესეც არის ახალი სამუშაო ადგილები. რეგიონებისთვის 350 მილიონი ლარი, ხოლო თბილისის ბიუჯეტს 90 მილიონი ლარი დაემატა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 


მისივე თქმით, პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ბავშვის უფლებათა კოდექსზე მუშაობას, რომელიც პირველი ივნისიდან შედის ძალაში და ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის, განათლებაზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ახალ და უფრო ძლიერ სტანდარტს აწესებს.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ ისაუბრა ენერგეტიკის სფეროში მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი მხარს უჭერს ძლიერ, დივერსიფიცირებულ და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ენერგეტიკის სექტორს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ცვლილებათა პაკეტზეც, რომელმაც პრევენციული მექანიზმები გააძლიერა და მოძალადის მიმართ პასუხისმგებლობა გაამკაცრა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ყველა პოტენციურ მოძალადეს მინდა ვუთხრა - სანამ კანონს დაარღვევთ, კარგად დაფიქრდით შედეგებზე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ, ასევე, რეზოლუციის ჩარჩო-კანონი, რომელიც საფინანსო სექტორის სტაბილურობის და ფინანსური რყევების მიმართ მდგრადობას ემსახურება - ის ცვლილებათა პაკეტებია, რომლებზეც პარლამენტმა გასულ წელს იმუშავა.

დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა. 

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 09:51

სამართალი

რაჭა-ლეჩხუმში დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ხე-ტყის მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

28 მაისი 2026, 09:48

საზოგადოება

200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეცამეტედ, ჩაატარა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან VIII, IX, X და XI კლასის 200-მდე მოსწავლემ მიიღო. კონკურსანტების ნამუშევრებიდან ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა, რომელთა ავტორებიც ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზებით დააჯილდოვა. გარდა გამარჯვებულებისა, კომისიამ ასევე საუკეთესო 10 ნამუშევრის ავტორს პრიზები გადასცა.

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

28 მაისი 2026, 09:42

საზოგადოება

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე: საუბარი გაიმართა სხვადასხვა საკითხზე, რომელიც საქართველოსა და ამერიკას გვაერთიანებს. აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობებს აქვს კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი

შეხვედრა საპატრიარქოში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ დელეგაციაში იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, მათ შორის კავკასიის საკითხებში, უშუალოდ საქართველოს მიმართულებით, - განაცხადა საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

თორნიკე ჭეიშვილი

28 მაისი 2026, 09:30

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც რადიკალები ვერ ბედავენ თუნდაც, სლოგანის თავად შექმნას და შეთავაზებას საზოგადოებისთვის და ამ შემთხვევაშიც თავიდან ბოლომდე არიან დამოკიდებულები გარე კურატორებზე, იქ რაიმე წარმატების მოლოდინი არ უნდა არსებობდეს

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის სლოგანს - „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ აფასებს. მისი თქმით, რადიკალები სლოგანის შექმნაშიც კი გარე კურატორების არიან დამოკიდებული.

არჩილ გორდულაძე

28 მაისი 2026, 09:24

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ სიმართლე წამოსცდა, რომ ნამდვილად, საქართველო უკეთესს იმსახურებს - ამ შემთხვევაში უკეთესს იმსახურებს ოპოზიციის სახით

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე ოპოზიციის სლოგანს „საქართველოს იმსახურებს უკეთესს“ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის სახით.

28 მაისი 2026, 09:22

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათმა ძალებმა ამერიკული ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

28 მაისი 2026, 09:08

საზოგადოება

დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება

დღეს სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება. სტუდენტებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე (online.naec.ge) 8 ივნისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

28 მაისი 2026, 09:00

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა ირანი დაბომბა

ამერიკელმა სამხედროებმა ირანის უპილოტო საფრენი აპარატების ბაზა დაბომბეს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ნაოსნობას და ამერიკული ძალებს საფრთხეს უქმნიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 08:57

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში

28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ნანა კაკაბაძე

28 მაისი 2026, 08:38

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას - ფაქტია, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი, მიუხედავად ხელისუფლების არაერთი ნაკლოვანებისა, დღეს რჩება ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობისა და განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების ერთადერთ ძალად

საქართველო იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას, - წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.

28 მაისი 2026, 08:19

საზოგადოება

სპორტის და ახალგაზრდობის ფესტივალი „ოქროს საწმისი” 2026 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით საბერძნეთის დედაქალაქში ჩატარდა

ტურნირში ბერძნული და ქართული ბავშვთა საფეხბურთო აკადემიები იღებდნენ მონაწილეობას. შეჯიბრი ღუდის ცენტრალურ სტადიონზე შედგა და გამარჯვება ათენის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია „იბერია”-ს დარჩა, რომელმაც „ფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს საწმისის თასი ” მიიღო. ფესტივალის ფარგლებში ქართველი და ბერძენი საპატიო სტუმრების დაჯილდოებაც შედგა.

28 მაისი 2026, 08:16

რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნა

უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის ტერიტორიაზე გაიმართა ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა - გაყიდვა. გამოფენაში მონაწილეობდნენ მხატვრები, ადგილობრივი მეწარმეები, საოჯახო სასტუმროების წარმომადგენლები, მარნების, თიხისა და რეწვის ოსტატები.

შიო მესამე

28 მაისი 2026, 08:08

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია დავით გარეჯელის ხსენების დღეს აღნიშნავს - კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს დავითგარეჯის მამათა მონასტერში აღავლენს

მანამდე კი, სამონასტრო კომპლექსში ღვთისმსახურება დილის 10 საათიდან დაიწყება და წირვას წირვას საგარეჯოსა და ნინოწმინდის მთავარეპისკოპოსი ლუკა აღავლენს. აღსანიშნავია, რომ დავით გარეჯელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ცამეტი ასურელი მამათაგანია. გადმოცემის თანახმად დავით გარეჯელს გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი, რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა. დასაფლავებულია იქვე — დავითის ლავრის მთავარ ტაძარში.

28 მაისი 2026, 08:05

პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს საპატრიარქოს ეწვივნენ - სტუმრები კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო

საპატრიარქოში იმყოფებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ჩარლზ იოქი და პიტერ ანდრეოლი, ასევე მათი თანმხლები პირები და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ალან პერსელი. დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.

28 მაისი 2026, 08:03

პოლიტიკა

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტი დღეს დაამტკიცებს

პროექტის თანახმად, შეიქმნება დიპლომატიის აკადემია, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.

28 მაისი 2026, 08:02

პოლიტიკა

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების მინისტრს ელოდებიან

გივი მიქანაძე ინტერპელაციის წესით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უწყების ხელმძღვანელს ფრაქციამ 44 შეკითხვა გაუგზავნა, რომლებიც ძირითადად განათლების რეფორმას, განათლების დაფინანსებას, საკადრო პოლიტიკას, ინფრასტრუქტურას, პროგრამების გადანაწილებას, აკადემიურ თავისუფლებას და ზოგად განათლებას ეხება.

28 მაისი 2026, 08:00

სამართალი

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა

გორის ინციდენტის ერთ-ერთი ფიგურანტი წუხელ პროკურატურაში გამოიკითხა, ამის შემდეგ ის სრული სამედიცინო გამოკვლევის მიზნით, გორიდან თბილისში, კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.

დონალდ ტრამპი

28 მაისი 2026, 03:18

მსოფლიო

ტრამპი: მალე, აშშ და სომხეთი ჩაუყრიან საფუძველს „ტრამპის მარშრუტს“, რაც დაეხმარება ჩვენს შესანიშნავ ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანიებს ცენტრალური აზიიდან პირდაპირ ამერიკამდე წვდომის მოპოვებაში - ამ მიზეზების გამო, ნიკოლ ფაშინიანს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა არჩევნებში

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, დიდი მეგობარი და ლიდერი, თავის ქვეყანას ძლიერს, მდიდარსა და ძალიან უსაფრთხოს ხდის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ლუიშ მონტენეგრუ

28 მაისი 2026, 03:07

მსოფლიო

პორტუგალიის პრემიერი ევროპას, უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირ დიალოგს უჭერს მხარს

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრმა, ლუიშ მონტენეგრუმ განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო პროცესი უშუალოდ ყველა მხარეს უნდა მოიცავდეს, მათ შორის რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს.

28 მაისი 2026, 02:36

სპორტი

„კრისტალ პალასი“ კონფერენს ლიგის გამარჯვებული გახდა

ინგლისურმა „კრისტალ პალასმა“ უეფას კონფერენს ლიგის ფინალურ მატჩში ესპანური „რაიო ვალეკანო“ დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.