პარლამენტთან ოპოზიციის აქცია დასრულდა
ფოტო: ნინო არღვლიანი
პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია დასრულდა. მმართველი გუნდის დეპუტატები დღეს საკანონმდებლო ორგანოში სირცხვილის დერფნის გავლით შევიდნენ.
ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად დილიდან საკანონდებლო ორგანოს შესასვლელებთან შეიკრიბა და კიდევ ერთხელ გააპროტესტა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის დაბრუნება.
აქციაზე მოხდა ინციდენტიც. სამართალდამცველებმა შეკრებილებს ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მისცეს.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 12:17
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული
არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ჩვენი სურვილი არის საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა დაიწყოს ახალი ფურცლიდან, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა, აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა იმისთვის, რომ ზიანი მიეყენებინა ჩვენი ქვეყნისთვის.
27 მაისი 2026, 12:15
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან
მთელმა საზოგადოებამ წვევამდელებისგან ჩავიბარეთ ქართული არმიის ფიცი. ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. თავისი ადგილი ალბათ უფრო ამ ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ესწრებოდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი.
27 მაისი 2026, 12:14
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე
„სერგო ორჯონიკიძეზე რომ ვსაუბრობთ ხოლმე, ხომ გვაინტერესებს რა ადამიანი იყო, რატომ ჩაიდინა ის, რაც ჩაიდინა - საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარს შემოუძღვა და ისე დააკარგვინა დამოუკიდებლობა. შეხედეთ გიორგი კანდელაკს და მიხვდებით, როგორი ტიპაჟი იყო სერგო ორჯონიკიძე. ასეთები იყვნენ. ხომ გვიკვირს ხოლმე , როგორ ცხოვრობდნენ ისინი იმ საზოგადოებაში, როგორ ჰქონდათ ურთიერთობა სხვებთან. აი, შეხედეთ გიორგი კანდელაკს. ყველას, ვინც საკუთარ ქვეყანას ღალატობს, თავისი გულშემატკივრებიც და გარშემო ხალხიც ჰყავს - ჯგუფი, რომელიც ყოველთვის ერთმანეთს აგულიანებს და ამ ღალატში ამყარებს. მაგრამ როგორც სერგო ორჯონიკიძის უკან იდგა სხვების ხელი და ზრახვები, ზუსტად ასე დგას გიორგი კანდელაკის უკანაც სხვების ხელი და განზრახვები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
27 მაისი 2026, 12:02
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური: დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
27 მაისი 2026, 11:59
მსოფლიო
„ცაჰალმა“ „ჰამასის“ ახალი ხელმძღვანელის ლიკვიდაცია დაადასტურა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა („ცაჰალმა“) გუშინ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ხელმძღვანელის მოჰამედ ოდეს ლიკვიდაცია მოახდინა. ინფორმაციას „ცაჰალი“ ავრცელებს.
27 მაისი 2026, 11:58
საზოგადოება
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
27 მაისი 2026, 11:55
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გუშინდელ დღეს კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ფეისბუკის ერთი ფრენდლისტი ხალხი არის შეკრებილი, რომელთაც აქვთ, „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგია. ეს ის ხალხია, რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში უცხოელმა განსაზღვროს ჩვენი დღის წესრიგი, ამ იდეოლოგიით აქვთ მოწამლული გონება
ეს სამწუხარო მოვლენაა, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის რამდენიმე ათასი ადამიანი „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიის გამზიარებელი, რომელიც მზად არის დაამხოს ქვეყანა და დაუქვემდებაროს სხვას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე საუბრისას.
27 მაისი 2026, 11:52
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება მათი პოლიტიკისა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით
„ის სიგნალები, რასაც ბოლო პერიოდში ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან იმედს გვიტოვებს, რომ ხდება გადააზრება მათი პოლიტიკისა საქართველოსა და ქართველ ხალხთან მიმართებით. ვნახოთ, დაველოდოთ. მომავალი გვაჩვენებს, რამდენად სერიოზულად მოხდება გადააზრება იმ მცდარი პოლიტიკისა, რაც აქამდე უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხისა და მისი ხელისუფლების მიმართ ჰქონდა“, - აცხადებს პაპუაშვილი.
27 მაისი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი დიპლომატიური აკადემიის შექმნაზე: მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა
მიზანი არის, რომ მოხდეს კვალიფიციური დიპლომატებისთვის განათლების მიცემა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დიპლომატიური აკადემიის შექმნასთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 11:47
სამართალი
,,სარფის" მებაჟე ოფიცრებმა მალულად განთავსებული არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
27 მაისი 2026, 11:46
რეგიონი
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, პროკურორებმა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლაში მოსწავლეებთან შეხვედრა გამართეს.
27 მაისი 2026, 11:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ მთელი დიქტატორული რეჟიმი გამოვიდა ქუჩაში და საბედნიეროდ, სულ რამდენიმე ათასიღა შემორჩენილან მათი იდეოლოგიის გამზიარებელნი
გუშინ წინა რიგში ვიხილეთ „ნაცმოძრაობის“ ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის პლაკატებით, მიხეილ სააკაშვილის პროკურორებით, მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების საბჭოს მდივნებითა და მინისტრებით, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ გუშინ გამართულ აქციაზე საუბრისას. პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიის გამზიარებელ ადამიანთა რიცხვს კიდევ ბევრი გამოაკლდება.
27 მაისი 2026, 11:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: სენატორი შაჰინი ყოველთვის უყურებდა საქართველოს ასე - რა შეიძლება არგოს საქართველომ მისი ქვეყნის ინტერესებს. სხვა საკითხია, რამდენად სწორად ესმის მას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები
„ზუსტად ასეთივე დამოკიდებულება ჰქონდა სენატორ შაჰინს საქართველოსთან დაკავშირებით. ის ყოველთვის უყურებდა საქართველოს ასე - რა შეიძლება არგოს საქართველომ მისი ქვეყნის ინტერესებს. სხვა საკითხია, რამდენად სწორად ესმის მას ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესები“, - აცხადებს პაპუაშვილი.
27 მაისი 2026, 11:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე: გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემოა შემოკრებილი, არის ის facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად, სინამდვილეში კი facebook-ის ერთი „ფრენდლისთია“
გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის. ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებული, არის ის facebook ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად და სინამდვილეში facebook-ის ერთი „ფრენდლისთია“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით.
27 მაისი 2026, 11:32
მსოფლიო
სენატორი ჯინ შაჰინი: უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს
აშშ-ის კონგრესის „დემოკრატი“ სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებით, უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს.
27 მაისი 2026, 11:31
პოლიტიკა
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსასხური ავრცელებს.
27 მაისი 2026, 11:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ნამდვილად გარდამტეხი იყო გუშინდელი დღე და დასკვნა გუშინდელი დღიდან, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას და არა აი ამ წარსულში ჩარჩენილ „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნებს
„გამოჩნდა, რომ მათი მხარდაჭერა არის მხოლოდ გარედან, გამოჩნდა, რომ მათი იდეა არის მხოლოდ მფარველებს მოაწონონ თავი და გამოჩნდა, რომ მათი რაოდენობა არის სულ რამდენიმე ათასი ადამიანი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
27 მაისი 2026, 11:23
მსოფლიო
მარგუს ცაჰკნა: უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დრონებით შეტევა უნდა გააგრძელოს
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე დრონებით შეტევა არ უნდა შეაჩეროს.
27 მაისი 2026, 11:17
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: 26 მაისს აქციას რომ აორგანიზებ და შემდეგ ამ აქციაზე საქართველოს დროშაზე მეტად პატიმარი სააკაშვილის სურათები ფრიალებს, ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია
„ეს არის „ნაცების“ უშინაარსო, არაფრისმთქმელი აქცია. ვინც იქ იყვნენ, ისინი სინამდვილეში საქართველოს დროშაზე მეტად წინ პატიმარი სააკაშვილის პორტრეტს აყენებენ და თან მორჩილებისა და მონობის ბუნებით გამოირჩევიან. რა თქმა უნდა, ასეთ აქციებს არანაირი გაგრძელება და პერსპექტივა ვერ ექნება. ახდა ვაშაძის წინასწარმეტყველება - შეიკრიბნენ და წავიდნენ სახლში“, - ამბობ იონათამიშვილი.
27 მაისი 2026, 11:16
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ოპოზიციის აქციაზე: ეს იყო ნაცნობი სცენარი, გარედან მიღებული მითითებები, სააკაშვილის პოსტერები, ხმამაღალი განცხადებები, იმ სრულიად სახე დაკარგული და დისკრედიტებული რადიკალებისგან, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკურ ველზე
ეს იყო ნაცნობი სცენარი, გარედან მიღებული მითითებები, სააკაშვილის პოსტერები, ხმამაღალი განცხადებები იმ სრულიად სახე დაკარგული და დისკრედიტებული პოლიტიკოსებისგან, რადიკალებისგან, რომლებიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკურ ველზე, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ოპოზიციის მიერ გუშინ გამართული აქცია.


