Imedi.ge /  18 თებერვალი 2020, 17:19 / სანდო წყარო

ეკა ბესელია: პროკურატურაში ირაკლი შოთაძის დაბრუნება პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა, რომელსაც სჭირდება სანდოობის გარანტიები

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

„ირაკლი შოთაძის დაბრუნება გენერალურ პროკურორად, არის პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდება სანდოობის გარანტიები. თუმცა შოთაძეს პროკურატურაში დიდი გავლენები ჰქონდა, ამიტომ მისი დაბრუნება ამასაც უკავშირდება“, - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ პირველი tv-ს ეთერში გააკეთა.  

მისი თქმით, პროკურატურა პოლიტიკური დღის წესრიგის გავლენის ქვეშ მოექცა. „არჩევნებამდე 8 თვე დარჩა და განსაკუთებული მორჩილების ნიშნით ხდება გადაწყვეტილების მიღება.ირაკლი შოთაძესთან თავის დროზე მქონდა ძალიან კარგი და ჯანსაღი თანამშრომლობა. როდესაც ვიყავი იმ კომიტეტში, რომელსაც პირდაპირი ურთიერთობა ჰქონდა პროკურატურასთან. არ მიჭირდა მასთან საქმიანი ურთიერთობა. არ იყო ჩაკეტილი, იყო გახსნილი. ჰქონდა ბევრი დადებითი თვისება, მაგრამ ახლა მას მობრუნებას არაფრით არ ვურჩევდი. იმ წასვლას მართლა ჰქონდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი. ამ ვითარებაში განსაკუთრებით ხაზარაძის ეპიზოდმა დაამძიმა ნდობის პროცესი. არ იყო მისი პასუხები დამაჯერებელი. არ ვიცი ამ ველში მეორედ რატო შემოვიდა. როგორც ჩანს გარანტიები ჰქონდა ისე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.   

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა 82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია 89 დეპუტატმა გაიარა, 7-მა თავი შეიკავა.

ირაკლი შოთაძემ გენერალური პროკურორის თანამდებობა უკვე მეორედ 6 წლის ვადით დაიკავა.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2021, 10:59

საზოგადოება

გლდანის რაიონის მცხოვრებლების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონის სტაბილური წყალმომარაგებისთვის ხერგიანის ქუჩაზე სატუმბო სადგურზე, რეზერვუარზე და გამანაწილებელ ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები, ინტენსიური პროფილაქტიკური რეცხვითი სამუშაოები განხორციელდება სატუმბო სადგურის ტერიტორიაზე არსებულ რეზერვუარსა და გამანაწილებელ ქსელზე.

15 აპრილი 2021, 10:58

მსოფლიო

Bloomberg: არჩევნებში ჩარევისა და კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისა და კომპანია SolarWinds-ზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო, აშშ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 10:58

COVID19

ამ ეტაპზე საქართველოში 446 მძიმე პაციენტია

ამ ეტაპზე 446 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 213, აჭარაში - 59, იმერეთში -79. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 76 ავადმყოფი, მათგან თბილისში - 51, აჭარაში -9, იმერეთში - 8. 394 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 217 - თბილისში, 163 - აჭარაში. 5 911 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

15 აპრილი 2021, 10:58

რეგიონი

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

15 აპრილი 2021, 10:54

COVID19

როგორია კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი საქართველოში

14 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.14 %, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 2.68%, ხოლო 7 დღის განმავლობაში კი 2.82 %.

კორონავირუსი

15 აპრილი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 292 244 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 279 389, გარდაიცვალა 3 908 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:47

საზოგადოება

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენასთან ერთად, სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება

მათივე ინფორმაციით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი, მოქალაქეობისა და ვაქცინაციის სრული კურსის ქონის მიუხედავად, ექვემდებარება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ - სავალდებულო 14-დღიან კარანტინს საკუთარი ხარჯებით.

კორონავირუსი

15 აპრილი 2021, 10:47

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 1030 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1030 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 706 პაციენტი.

15 აპრილი 2021, 10:39

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 3 462 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 75 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 462 ადამიანი კი გარდაიცვალა.

15 აპრილი 2021, 10:34

პოლიტიკა

ევროპის საბჭოში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის შესახებ 23-ე კონსოლიდირებული ანგარიში განიხილეს

„განხილვის პროცესში საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მიიღო ევროპის საბჭოს პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყნისგან. მოხსენებაში აღნიშნულია ის მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის და ამაზე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა. მოხსენებაში ხაზგასმულია ყველა ის მძიმე დარღვევა ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება როგორც უკანონო ბორდერიზაციის, ასევე დაკავებების პროცესს“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

15 აპრილი 2021, 10:34

სამართალი

ქუთაისში ,,ნამახვანჰესის” აქციაზე მყოფ პირებზე, ჯგუფური ძალადობისა და ფიზიკური დაზიანებების მიყენების ბრალდებით 6 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ქალაქ ბათუმში 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

15 აპრილი 2021, 10:34

COVID19

ბოლო 24 საათში ინდოეთში კორონავირუსის 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 200 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 038 ადამიანი გარდაიცვალა.

15 აპრილი 2021, 10:27

მსოფლიო

Reuters: აშშ-მა შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-მა შავ ზღვაში ორი სამხედრო ხომალდის გაგზავნის გადაწყვეტილება გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თურქულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 აპრილი 2021, 10:24

თავდაცვა

მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული 12-დღიანი საველე წვრთნები დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადის 62-ე საარტილერიო ბატალიონმა 12-დღიანი ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასკვნითი სწავლება საბრძოლო სროლებით ორფოლოს სასწავლო სასროლეთზე ჩატარდა.

15 აპრილი 2021, 10:22

რეგიონი

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რაჭაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მე-2 ეტაპს ახორციელებს, რომლის ფარგლებში, სრულად აღდგება სტიქიის დროს დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა. პროექტი, ქ. ონიდან კურორტ შოვამდე გზის მონაკვეთს მოიცავს, სადაც სულ 16 უბანზე უნდა ჩატარდეს სტიქიის სალიკვიდაციო და აღდგენითი სამუშაოები. ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები 8 უბანზე მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენ უბნებზე პარალელურ რეჟიმში დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

15 აპრილი 2021, 10:14

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის 29,426 შემთხვევა გამოვლინდა

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 29,426 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 293 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსის 3,073,442 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 79,381 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

გიორგი ჩხაიძე

15 აპრილი 2021, 10:01

სპორტი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მატჩები მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან, 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

15 აპრილი 2021, 09:52

რეგიონი

„ნამახვანჰსის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ქუთაისიდან გუმათისკენ გადაადგილებას გეგმავენ

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ უახლოეს დღეებში მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მათი პროტესტი უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. კერძოდ, გაიმართება აქციები რეგიონებში, გადაიკეტება მაგისტრალები და დედაქალაქისკენაც დაიძვრებიან.

ჯუანშერ ბურჭულაძე

15 აპრილი 2021, 09:37

თავდაცვა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ქართულმა ჯარმა ავღანეთის მისიაში საქართველო საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინა როგორც მტკიცე და ძლიერი მეკავშირე

„საქართველოს თავდაცვის ძალებმა, 2004 წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო დონეზე დაამტკიცა, რომ მის რიგებში საიმედო და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე სამხედროები არიან. თითოეულ ქართველს ეამაყება წლების მანძილზე ის შეფასებები, რაც ხშირად მოგვისმენია ნატოს მაღალი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირების მხრიდან. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ სამხედროს, რომელიც ამ მისიაში მონაწილეობდა და განსაკუთრებული პატივი მივაგო იმ დაღუპულ გმირ მეომრებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს გლობალურ უსაფრთხოებას და მშვიდობას. საქართველოს თავდაცვის ძალები მუდამ მზად არის და მომავალშიც იქნება, მის პარტნიორებთან ერთად, განაგრძოს კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ამინდი

15 აპრილი 2021, 09:23

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

რუსთავში დღისით ჰაერის +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.