imedi /  19 თებერვალი 2020, 22:00 / სანდო წყარო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

„მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში“, - ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილება ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლების სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვაა.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას.

მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში.


დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო.
მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დილას აჭარის ტელევიზიის ბორდის სხდომა, ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების გამო, დროებით შეწყდა და შესვენება გამოცხადდა. 16 თებერვალს აჭარის ტელევიზიასთან სოლიდარობის აქცია „საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოებას“ გაიმართა. 

ყველა სიახლე

17 აგვისტო 2022, 00:51

კულტურა

Netflix-მა ახალი ადამსების ოჯახის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

ადამსების ოჯახი 1938 წელს ამერიკელმა მხატვარმა, ჩარლზ ადამსმა ჟურნალ The New Yorker-ის შავი იუმორის ჟანრის კომიქსებისთვის შექმნა. პერსონაჟებმა გვარი მათი შემქმნელის პატივსაცემად მიიღეს და მალევე მოიპოვეს პოპულარობა და 3 მხატვრული ფილმის, რამდენიმე ტელე და მულტსერიალის, მიუზიკლისა და ვიდეოთამაშების გმირები გახდნენ.

17 აგვისტო 2022, 00:47

სამართალი

სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს

სამართალდაცველებმა სექსუალური ძალადობის ბრალდებით „მთავარი არხის“ დილის გადაცემის წამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად ახალგაზრდა ქალმა თავად მიმართა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აგვისტო 2022, 00:24

მსოფლიო

ზელენსკი: იმისთვის, რომ მსოფლიოში უკრაინის მხარდაჭერა არ შემცირდეს და ჩვენი სახელმწიფო გამარჯვებისკენ წავიდეს, ჩვენი აქტიურობაც არ უნდა შემცირდეს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, აქტიური პოზიცია დაიკავონ და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ რუსეთისთვის ბრძოლა უფრო რთული გახდეს.

17 აგვისტო 2022, 00:17

ტაბლოიდი

სტივენ ჰოკინგის Volkswagen-ი აუქციონზე გაიყიდება

ბრიტანული სააუქციონო სახლი Silverstone-ი აგვისტოს ბოლოს დაგეგმილ აუქციონზე გაიტანს 1988 წელს გამოშვებულ Volkswagen Caravelle-ს , რომელიც ცნობილ მეცნიერს, ფიზიკოს სტივენ ჰოკინგს ეკუთვნოდა.

ხათუნა ხოფერია

16 აგვისტო 2022, 23:56

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: სადამდე მივიდა ჩვენი „პარტნიორი“ ქვეყნის საელჩო?! ასე როგორ დეგრადირდა და „დეგნანირდა“?!

„რისკის ქვეშაა საქართველო, ქართველი ხალხი, საქართველოს დამოუკიდებლობა! რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებმაც თავის თავზე აიღეს უმნიშვნელოვანესი მისია - მართალი სიტყვის თქმა! მაგრამ... ხომ გაგიგიათ, მგლის შიშით ფარა არავის გაუწყვეტიაო!​ ამიტომაც, საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ - წერს ხოფერია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

16 აგვისტო 2022, 23:42

მსოფლიო

ერდოღანი ზელენსკისთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ერთად განიხილავს, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით 18 აგვისტოს ლვოვს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტში განაცხადეს.

ჯონი დეპი

16 აგვისტო 2022, 23:26

კულტურა

ჯონი დეპი ამადეო მოდილიანიზე ფილმს გადაიღებს🎬

ჯონი დეპი რეჟისორის სავარძელს უბრუნდება - ის ბიოგრაფიულ დრამას „მოდილიანი“ გადაიღებს, რომელიც ცნობილ იტალიელ მხატვარსა და მოქანდაკე ამადეო მოდილიანიზე მოგვითხრობს. ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს.

გივი მიქანაძე

16 აგვისტო 2022, 22:46

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: რადიკალური ოპოზიციის განცხადება მიუთითებს, რომ საბოტაჟს უცხადებენ ევროკომისიის მიერ დადგენილ პუნქტებს. ისინი ცდილობენ, დააზიანონ ქვეყნის პერსპექტივა

სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია ერთგვარი შანტაჟის ენით საუბარი. ოპოზიციას ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, რომ თუ მათ სურთ ამ ქვეყნისთვის და ამ საზოგადოებისთვის სიკეთე, ჩაერთონ იმ პროცესებში, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

ლევან იოსელიანი

16 აგვისტო 2022, 22:22

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ პარტიებს არ აქვთ ის მხარდაჭერა, რომ რაღაც სერიოზულ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე ჰქონდეთ პრეტენზია

პარტიებმა, რომლებმაც საკმარისი საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ აქვთ, ასეთი ანონსებისგან თავი უნდა შეიკავონ, - ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება

ანტონიო გუტერეში

16 აგვისტო 2022, 22:18

მსოფლიო

ანტონიო გუტერეში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირაკლი ქადაგიშვილი

16 აგვისტო 2022, 21:55

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ოთხი დეპუტატის პოზიცია საკმაოდ რადიკალურია, მმართველი პარტია ამ ტონსა და სტილს ვერ გაჰყვება

„არ მგონია, ეს თავდასხმა იყოს. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - მათი სურვილია, რომ საქართველო სწორედ ევროატლანტიკურ სივრცეში იყოს ინტეგრირებული. ის, რომ რაღაც საკითხებზე მათ ასეთი ხისტი და მძიმე შეფასებები აქვთ, ეს ფაქტია და ნათელია, მაგრამ ეს არის მათი პოზიცია. ჩემი პოზიცია და მმართველი გუნდის პოზიცია კონკრეტულად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საგნობრივად ცნობილი ხდება ახლა მიმდინარე განხილვების დროსაც“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

16 აგვისტო 2022, 21:32

რეგიონი

ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 125-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 125-ე კმ-ზე, ხულო-ზარზმის მე-2 ლოტის მშენებლობის ფარგლებში, არის მიწა-კლდის მასის ჩამოსვლის და გზის სავალი ნაწილის დაზიანების საშიშროება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

16 აგვისტო 2022, 21:06

სპორტი

ტელეკომპანია „იმედმა“ „აკროპოლისის თასის“ ტრანსლაციის უფლება მოიპოვა🏀

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები საბერძნეთში ტრადიციულ და ცნობილ საერთაშორისო ტურნირზე - „აკროპოლისის თასზე“ იასპარეზებს. ამხანაგურ ტურნირს უკვე 31-ედ ათენი მასპინძლობს. 2017 წელს ტურნირის გამარჯვებული სწორედ საქართველოს ნაკრები გახდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 აგვისტო 2022, 21:05

მსოფლიო

ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ.

მიხეილ ყაველაშვილი

16 აგვისტო 2022, 20:41

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და არა ყველას ჩართულობით და ზედმეტად ხმების არჩევითობის შემოღება, რომ ხელოვნურად შეიქმნას კრიზისები

არ შეიძლება სასამართლო სისტემაში არსებობდნენ პოლიტიკური ნიშნით და სიმპათიებით წარმოდგენილი მოსამართლეები, ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და არა ყველას ჩართულობით და ზედმეტად ხმების არჩევითობის შემოღება, რომ ხელოვნურად შეიქმნას იქ კრიზისები - ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა.

ემანუელ მაკრონი

16 აგვისტო 2022, 20:27

მსოფლიო

მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის გამო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის შეიარაღებული ძალების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ყოფნის გამო.

16 აგვისტო 2022, 20:20

სპორტი

რას ნიშნავს ჟესტი, რომლითაც ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ში თავისი პირველი გოლი აღნიშნა

„ვერონას“ წინააღმდეგ მატჩში გატანილი გოლი, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასთვის სერია ა-ში სადებიუტო გამოდგა, ქართველმა შემტევმა ორიგინალური ჟესტით აღნიშნა.

16 აგვისტო 2022, 20:09

რეგიონი

პრეზიდენტი: „ენგურჰესი“ არის ჩვენი ხიდი აფხაზეთთან

საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი დაათვალიერა, რომელიც ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტშია შეტანილი. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 აგვისტო 2022, 19:48

მსოფლიო

ზელენსკი რუსეთთან ომზე: ახლა ყველა ამბობს, რომ გაგვაფრთხილეს, თუმცა ეს გაფრთხილება ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან სრულმასშტაბური ომის შესაძლებლობის არ სჯეროდა, დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად.

ბენჟამენ მენდი

16 აგვისტო 2022, 18:51

სპორტი

გაუპატიურებაში ბრალდებული მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელის საქმეზე დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი

ბრიტანული მედიის ცნობით, სასამართლო სხდომაზე ნაფიც მსაჯულთათვის ცნობილი გახდა, რომ 2018-2021 წლებში მენდი და მისი თანამზრახველი ქალებს სოფელ მოტრამ-სენტ-ენდრიუში მდებარე აგარაკზე იტყუებდნენ, სადაც მათზე სექსუალურად ძალადობდნენ. რამდენიმე დაზარალებულმა განაცხადა, რომ მენდი მათ ოთახებში კეტავდა, მანამდე კი ქალებს მობილურ ტელეფონებს ართმევდნენ.